დღეს გავლენის სივრცეები და, ესე იგი, ძალები, დაახლოებით, ასეა განაწილებული: ზურაბ ადეიშვილი: პროკურატურა; სასამართლო; კარგი წარმომადგენლობა საპარლამენტო უმრავლესობაში (პავლე კუბლაშვილის ლიდერობით); გიგი უგულავა და თბილისის მერია; ოფიციალური მემორანდუმები (თანამშრომლობის შესახებ) განათლების სამინისტროსთან, ილიას უნივერსიტეტთან, საპატრიარქოსთან, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან; გავლენა სოციალურ ქსელებში. ვანო მერაბიშვილი: პოლიცია; უშიშროება; ჯარი; ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროები; პრემიერ-მინისტრი პირადად. ტელევიზიებიც განაწილებულია: „იმედს“ ადეიშვილის ჯგუფი აკონტროლებს, „რუსთავი 2“-ს და „რეალ ტვ“-ს – მერაბიშვილი, პირველ არხზე კი ნამდვილი ორხელისუფლებიანობაა. ოპოზიციურ პარტიებთან, რამდენადაც მე ვხვდები, ექსკლუზიურად მუშაობს ვანო მერაბიშვილი – ესეც კარგა გვარიანი ალაფია. რომელი ბანაკი უფრო ძლიერია? პასუხი ინდივიდუალური იქნება, იმის მიხედვით, ვის რა მიაჩნია ძალად – იარაღი თუ ინტელექტი. ფული კი ორივე მხარეს საკმარისად მოეპოვება. http://www.tavisupleba.org/content/blog/2015411.html ავტორი ია ანთაძეა....