“ქრისტიან-დემოკრატები” “ალიანსის” შეთავაზებასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ამ შეთავაზების შესახებ მან ჟურნალისტებისგან შეიტყო და, შესაბამისად, პარტიაში, რამე კონკრეტული პოზიცია ჯერ არ არის. მისივე თქმით, შეთავაზებაზე პასუხს “ქრისტიან-დემოკრატები” შიდაკონსულტაციების შემდეგ იტყვიან.