როგრც ეხლა სარწმუნო წყაროებიდან მითხრეს... უგულავას 34% ქონია ალასანიას კიდე 9 % ... გჯერათ? ---- ამერიკის “ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ დაკვეთილი კვლევების თანახმად, პირველ სამეულში გიგი უგულავა, ირაკლი ალასანია და გია ჭანტურია არიან. NDI–ის დაკვეთით აღნიშნული კვლევა კავკასიის კვლევითმა ცენტრმა განახორციელა და ის კონკრეტულად პოლიტიკური პარტიებისთვის ჩატარდა. სხვა კვლევებისგან განსხვავებით, პარტიების რეიტინგების მხრივ კვლევა საჯარო არ არის. თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, აღნიშნული კვლევის თანახმად, დედაქალაქის მერობის კანდიდატებიდან პირველ ადგილზე გიგი უგულავაა, შემდეგ კი ირაკლი ალასანია და გია ჭანტურია. ასევე, გამოიკვეთა ისიც, რომ “ქრისტიან–დემოკრატებს” რეგიონებში უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე “ალიანსელებს”. თუმცა, მათი პროცენტული მაჩვენებელი დედაქალაქში თითქმის თანაბარია. ამას გარდა, “ალიანსის” მხარდაჭერა რეგიონებში უფრო დაბალია, ვიდრე დედაქალაქში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. და ხომ არ ჯობია რამენაირად ჩვენ ჩავატაროთ საახლობლოში სოც.გამოკითხვა?! თორემ რეალურ სურათს ვერ ვნახულობთ ეჭვი მაქვს!