16 მაისს სენაკის ცენტრალურ მოედანზე დევნილების მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორები არიან „კოალიცია სამართლიანობა“ და Altervision Group-ი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოფო ხალვაში, ABC, Ketrine and me, და დიტო ლაგვილავა. მსგავსი კონცერტი 22 მაისს ქუთაისშიც იგეგმება. 25-27 მაისს, კი საქართველოს 150 სტუმარი ეწვევა, მათ შორის იქნებიან მსოფლიოს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: MC Solaar, Youssou N'Dour, Maia.K, Jane Birkin, da Christophe Mae და, ასევე, საზოგადო მოღვაწეები, საფრანგეთის მერიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. სტუმრები არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისთვის“ და ორი ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის მოწვევით ჩამოდიან. ორგანიზატორების თქმით, ამ კონცერტის მიზანია, მოსახლეობის ინფორმირება 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელის ზუგდიდის ცენტრში გაიმართება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. ეს უკვე იდიოტიზმიც აღარაა.... არ ჯობდა ამხელა ფულით დევნილების საყოფაცხოვრებო პირობები გაეუმჯებესებიათ???