”ჩვენ მივესალმებით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ისე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა როგორც თავისუფალი და სამართლიანი. თქვენ მკითხეთ რა გავლენა ექნება ამას საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, დადებითი. მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ეს არჩევნები ისე ჩატარდებოდა, რომ შეფასდებოდა როგორც სამართლიანი და თავისუფალი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ვალდებულებებისა, რომელიც საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში აქვს აღებული,” - განაცხადა რასმუსენმა. http://civil.ge/geo/article.php?id=22820