Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Другой канадской газете, The Globe and Mail, удалось пообщаться с отцом Веры Кобалия, который организовал в Ванкувере хлебопекарный бизнес. Отари Кобалия подтвердил, что его дочь до возвращения на родину была директором семейной пекарни European Breads Bakery (этот факт упомянут в биографии Веры весьма расплывчато: "бизнес-партнер на предприятии в Ванкувере"). Отари говорит, что был удивлен назначению дочери на пост министра Грузии, однако не сомневается в ее успехе: "Она лучшая. Она своего рода "железная леди". http://newsru.com/world/30jul2010/kobalia.html
  2. lasha1997 ალბათ მაგრამ ძალიან დიდი ხმაურია ასატეხი!!! ვინც ფბ-ზე ხართ იქაც ვიაქტიუროთ...
  3. Siknadmo ეხლაც მასეა, თუ გრიფი საიდუმლო არ ადევს. ამათმა კიდე ლამის ყველაფერი გაასაიდუმლოეს...
  4. asesino_141 ნუ იბუტები))) უბრალოდ უიმედობა გამოსავალი არაა...
  5. Saturn ჩვენი კანონმდებლობით ადამიანის ჩვენების საფუძველზე დაუყივნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე...და სხვატაშორის არა აქვს მნიშვნელობა ეს ჩვენება სამართალდამცავებთან მიეცა თუ მედიის საშუალებებში...
  6. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა ალვერდ ჩანქსელიანმა და ხათუნა ახალაიამ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს მადონა ბატიაშვილსა და გელა მთივლიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი 29 ივლისს, 17:00 საათზე, სამინისტროს შენობაში, ორჰუსის ცენტრში მოხდა. „ავადმყოფი ხარ შენ, მკურნალობა გჭირდება“; „იდიოტო, მარტო კი არ დაგარტყავ, უარესს გიზავ“; „ამ ხნის კაცი ვარ, მაგრამ სადაც შეგხვდები, შუაზე გაგხეთქავ“, - დაემუქრნენ ჟურნალისტებს სამინისტროს თანამშრომლები. ჟურნალისტები სამინისტროს პრესცენტრთან შეთანხმების შემდეგ, ჩანქსელიანისგან და ახალაიასგან, ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ. მადონა ბატიაშვილის თქმით, მათ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მისაღებად წერილობით სამჯერ მიმართეს, 2010 წლის 8 თებერვალს, 4 მარტს და 12 აპრილს. ჟურნალისტები „კახეთის რეგიონში ვადაგასული პესტიციდების რისკ ფაქტორების შემცირების“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობას ითხოვდნენ, რაზედაც სამინისტრომ უარი თქვა იმ მიზეზით, რომ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია სამინისტროში არ აქვთ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი მომხდარზე რეაგირებას ითხოვს. http://www.fact.ge/news.aspx?i=45766d14-c763-4a8f-bd9e-646730e043ba
  7. ძუკუ საზოგადოება თუ ჩუმად ვიყავით, ნამდვილად გააგრძელებენ...
  8. Siknadmo +1 პ.ს. გაერთიანება არაა საჭირო...უბრალოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ერთიანი ფრონტით ბრძოლა...
  9. lasha1997 იმიტომ რომ ცაგარეიშვილის გარდა ესენი მიშასგან ფინანსდებიან,.,.
  10. Saturn მინისტრი საჯარო პირია...ეგ ერთი და მეორეც როცა ასეთ გაუნათლებელს უცებ მინისტრად ნიშნავენ...ეჭვები რომ გაჩნდება არ იცი?!
  11. Achiko1972 ძალიან ზუსტად გამოხატავს საქმის არსს...ადამიანების მართვას თეორიის გარდა უზარმაზარი პრაკტიკული გამოცდილებაც სჭირდება, მარა რად გინდა, შემოვა სატურნი და ჭორიკნები ხართო გვეტყვის...
  12. გიორგი68 სადაც მაგის 28 წლის დას 15 წლიანი გამოცდილება აქვს.... Saturn იმის გარკვევას, რა კომპეტენციისაა შენი მინისტრი, არანაირი კავშირი არა აქვს ჭორიკობასთან...
  13. asds აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ დიასამიძეს ნინა ქობალია "საკუთარი საქმის სპეციალისტად მიაჩნია" და მისითვის შესაბამისი ანაზღაურების გამოყოფას "არც თუ ადვილს უწოდებს" . "ნინა ქობალია ჩვენი ოფიციალური თანამშრომელი არ არის. რა საჭიროა, იყოს ოფიციალური თანამშრომელი, როცა შეიძლება მოვიდეს და დაგვეხმაროს. გარწმუნებთ, რომ ადამიანისთვის, რომელიც საკუთარი საქმის სპეციალისტია, ანაზღაურების გამოყოფა არც ისე ადვილი საქმეა, მით უმეტეს - საჯარო სამსახურში. კარგია, რომ გვეხმარება, "ივენთებისა" და Pღ-ტექნილოგიების საკმაოდ კარგად მცოდნეა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დიასამიძემ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებთან დაკავშირებით აჭარის მთვარობის მუშაობა პრეზიდენტის ქებას იმსახურებს, დეპარტამენტისთვის გამოცდილი ადამიანის რჩევა-დარიგება მისაღები და სასურველია. :018: :018: :018:
  14. ბაკურ გიორგის ძე კვეზერელი დაიბადა 1981 წლის 5 იანვარს თბილისში. 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების ფაკულტეტი ეკონომიკური-ინფორმატიკის სპეციალობით. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა საბანკო საქმის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2005 წელს ქ. ტოკიოს ტოკასიუკუს უნივერსიტეტში გაიარა მოკლე კურსი თემაზე: “საერთაშორისო დახმარების ეფექტური გამოყენება”. 2002-2003 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ. 2003-2004 წლებში - ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის აპარატში სპეციალისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. 2005-2006 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონული ეკონომიკის განყოფილებაში. 2006 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ. 2007 წლის 3 მარტიდან დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ. 2008 წლის 29 აპრილიდან დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად. მანდ საინტერესო რა არის, უბრალო სპეციალობიდან მინისტრამდე ნახტომი პლიუს 29 წლის ლაწირაკია...
  15. 12:29 30-07-2010 იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს . ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ ქუთაისის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი "საფრთხის ქვეშ მყოფი" ძეგლების ნუსხაში შეიტანა. "კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ხორციელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძარი მე-10-11, ხოლო გელათი მე-12-17 საუკუნეებს განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ გელათის კომპლექსში შემონახულია შესანიშნავი მოზაიკა და კედლის მხატვრობა და რომ ორივე ძეგლი აყვავებული შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშებია. 25 ივლისიდან - 3 აგვისტომდე ბრაზილიის დედაქალაქში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესია, მასზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობა. სესიას ესწრებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და იუნესკოში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა. მათ კომიტეტის წინაშე წარადგინეს მცხეთის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიში. შეხვედრაზე კომიტეტმა დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს მხარემ განახორციელა მცხეთის მონუმენტების დაცვისა და მართვის საქმეში გასული ერთი წლის განმავლობაში. მოხდა კონკრეტული სამოქმედო პროგრამის შეჯერება, რომელიც უახლოეს წლების მანძილზე უნდა განხორციელდეს საქართველოსა და იუნესკოს ექსპერტთა ერთობლივი თანამშრომლობის მეშვეობით. კომიტეტზე მოხდა ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხის განხილვაც. ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში შესულია მე- 4 კრიტერიუმით ("შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის დიდებული ნიმუში"). იუნესკოს კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ტაძრის რესტავრაცია ეწინააღმდეგება მინიჭებულ სტატუსს, რის გამოც ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების გამო ნანგრევი უნდა შევიდეს "საფრხეში მყოფი ძეგლების სიაში". ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ძეგლი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს და მის აღდგენას მხარს უჭერს როგორც სახელმწიფო, ასევე საქართველოს ეკლესია. ამასთან, საქართველოს მხარე მზადაა იუნესკოსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან სათანამშრომლოდ. ქართულმა მხარემ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებით, გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რათა უახლოეს მომავალში მოახდინოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის რენომინაცია, სხვა, დაზუსტებული კრიტერიუმებითა და საზღვრებით. http://new.interpressnews.ge/ge/kultura/141533-iunesko-bagratis-tadzarze-samushaoebis-dauyovnebliv-shecherebas-ithkhovs.html
  16. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას და ნინა ქობალია ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობაში მუშაობს . როგორც ნინა ქობალიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აჭარის მთვარობაში ურთიერთობების ექსპერტი და კონსულტანტია. "ვარ აჭარის მთავრობის უშტატო თანამშრომელი. ვაკეთებ რეგიონის პრომოუშენს, რეკლამას, ვაწყობ "ივენთებს", ვეძებ სპონსორებს რეგიონისთვის. ბათუმს და, ზოგადად, აჭარას აქვს დიდი პოტენციალი, გვაქვს დიდი გეგმები, შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება", - აღნიშნა ქობალიამ. ნინა ქობალია განმარტავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შესაბამის კონტრაქტიც აქვს გამორმებული. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბათუმში დიჯეი Maia-k-ის კონცერტის ორგანიზებით არის დაკავებული. ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ გუშინ განაცხადა, რომ მისი და აჭარის მთავრობაში არ მუშაობს, თუმცა ბათუმში იმყოფება და მთვარობას რეგიონში ტურისტების მოზიდვაში ეხმარება. http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/141529-vera-qobalias-da-adasturebs-rom-atcaris-mthavrobis-ushtato-thanamshromelia.html აბა ნათესავები არაო...ვერამ?! :givi: GeoStream ვანკუვერი))
  17. GeoStream ამ გაზეთის რუსეთის აგენტობაზე მოშნად დასცინიან
  18. Saturn ფეისბუქზე ჯერ თავის გვერდზე დადო მომხდარზე ინფო Nathia Zoidze ნარჩენების უტილიზაციის შესახებ ბათუმელებსაც ქონდათ გამოძიება ,ოღონდი იქ გაირკვა რომ უტილიზაციიის ნაცვლად შხამქიმიკატები გაყიდეს, გემშენებელის ყოფილი ტერიიტორიიდან. გელა ვწუხვართ ძალიან Siknadmo ხვალ დავდებთ აუდიო ჩანაწერსო...
  19. თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ორგანოების ფორმირება კვლავ რჩება ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად. აღნიშნული პრობლემის გადაჭრა, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების აქტიურობასა და ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისკუსიისა და მოლაპარაკების წარმართვას. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ორგანიზაციის სურვილს, ხელი შეუწყოს საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის აუცილებელი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარება. აღნიშნულ საკითხებზე ხელისუფლებასთან ურთიერთობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მოლაპაკების შედეგიანად წარმართვისათვის საჭიროა ფასილიტაციის, საარჩევნო კოდექსის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი მექანიზმების ჩამოყალიბება. ამ შეხვედრებმა დაადასტურა, რომ აუცილებელია საარჩევნო კოდექსის თაობაზე მოლაპარაკების ახალ ფორმატზე შეთანხმება, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მიიღებენ სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებით დაინტერესებული გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები. 1. პ/გ “ეროვნული ფორუმი” 2. საქართველოს კონსერვატიული პარტია 3. “ახალი მემარჯვენეები” 4. “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” 5. საქართველოს რესპუბლიკური პარტია 6. პ/გ “საქართველოს გზა” 7. “ხალხის პარტია” 29. 07. 2010 წელი http://www.forumi.ge/index.php?option=com_content&task=view&id=24580&Itemid=1
  20. lasha1997 აგერ ვინც ვერას აკრიტიკებს, ონანისტები ხართო მიშას მრევლმა (მრევლმა ხაზგასმულად)
  21. Gela Mtivlishvili მე და ჟურნალისტი მადონა ბატიაშვილი ჟურნალისტურ გამოძიებას ვატარებთ. მოკვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ჰოლანდიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის პესტიციდების რისკ - ფაქტორების შესამცირებლად გამოყოფილი გრანტიდან თანხები არამიზნობრივად არის გახარჯული. ვადაგასული შხამ - ქიმიკატებით ხალხი ისევ იწამლება. 3 თვის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტროდან ვერ მივიღეთ საჯარო ინფორმაცია, ამიტომ დღეს მივედით და პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა ვითხოვეთ. ჯერ დაგვთანხმდნენ, მერე უარი თქვეს. როცა გაიგეს, რომ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ჰოლანდიის მთავრობას და საელჩოს მივმართეთ, მერე შგვხვდნენ და გაგვიხურეს. შეხვედრა ორჰუსის ცენტრის დარბაზში შედგა. სამინისტროს თანამშრომლები ხათუნა ახალაია და ალვერდ ჩანქსელიანი ბოლო ხმაზე ყვიროდნენ და იმუქრებოდნენ, ცემაში გაგხეთქავთო. დაგვარტყეს კიდეც. სულ ეს იყო. მუშაობას თუ გააგრძელებთ, გაგაქრობთო, კიოდა ახალაია. http://www.facebook.com/profile.php?id=100000298385146&v=wall&story_fbid=148008941876392 წყარო ფეისბუქი... კოლექტიური ვერას ხელშI ვართ...ხო, ცოტა ხმამარალი სათაურისთვის ბოდიში.. :018: Madona Batiashvili ახალაიამ გელას ზურგზე დაარტყა ჩანქსელიანი კი ყვიროდა ცემაში გაგხეთქავო.მე გადავრჩი რა გრძელი კითხვა დამისვიო ასე არ შეიძლებაო...მოკლეთ გავოგნდი. რაც დღეს მოხდა ეს არის გამოსაძიებელი
  22. http://www.theglobeandmail.com/news/national/british-columbia/vancouver-bakery-manager-turned-georgian-politician-feels-heat-of-cold-war/article1655400/ http://www.vancouversun.com/news/Georgian+politician+racy+photo+creates+furore/3335555/story.html http://news.smh.com.au/breaking-news-world/georgia-minister-plays-down-racy-picture-20100729-10y79.html
×
×
  • შექმენი...