გარემო დაცვის ინსპექცია შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდეს. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, გდი-ს თანამშრომლები უკვე ელოდებიან, რომ შემოდგომიდან ისინი როგორც პატრულის თანამშრომლები, ისე იპატრულირებენ. აღნიშნულ ცვლილებას საკანონდმებლო ცვლილებას სჭირდება, თუმცა პარლამენტში მსგავსი ინიციატივა ჯერ არ შესულა. გარემოს დაცვის ინსპექცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუყებო დაწესებულებაა. გარემოს დაცვის ინსპექციის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე და ა.შ. ასევე, ინსპექციას შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; კანონით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები და ა.შ. ---- ვანოს მაგ სფეროს ხელში ჩაგდება უნდოდა როგორც ჩანს, და იმიტომ იყო რო ასე პანტა პუნტით იჭედნენ!