Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. lasha1997 არც არაფერი მგგრამ ჩათვალა რომ მიშამ არგუმენტებით "გააცამტვერა"
  2. lasha1997 არა..თარგამაძემ 1 წლის ინფლაცია შეადარა. მიხომ სამი წლის...
  3. KATAPULTA მე მგონია ამერიკამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა...
  4. http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/159432-alzhiris-dedaqalaqshi-shetakebebia.html ალჟირის დედაქალაქში შეტაკებებია 16:01 12-02-2011 ალჟირის დედაქალაქის ცენტრში მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია . "იტარ- ტასის" ცნობით, დემონსტრანტები ქვეყნის ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ. დედაქალაქში არეულობების აღკვეთის მიზნით, ათასობით პოლიციელი და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ქალაქში შესასვლელი ყველა გზა კონტროლდება. დაცვის ქვეშ არის ყველა სახელმწიფო დაწესებულება. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.
  5. babuagiorgi იმიტომაც აღშფოთდა მიშა ელჩებზე...ბნელ კაბინეტებში კი არა აქ გაიგეთ რეალური ამბებიო
  6. ცისკარიშვილის აზრით, პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკას იმის გამო აუარა გვერდი, რომ ეგვიპტეში მოვლენებზე კომენტარის გაკეთება მოუწევდა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა დიპლომატებს საკმაოდ უხეშად მიმართა, როცა თქვა, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის მისაღებად ბნელ დერეფნებში სიარულს არჩევენ. "ეჭვს არ იწვევს, რომ დიპლომატების მიმართ ამის თქმა დაგეგმილი არ იყო, მაგრამ, როგორც სააკაშვილს ახასიათებს, თქვა ის, რასაც ფიქრობდა; პირდაპირ თუ ირიბად ისინი იმაში დაადანაშაულა, რომ საქართველო დასავლეთისგან იმდენ დახმარებას არ იღებს, რამდენსაც ხელისუფლება ვარაუდობდა", _ დასძინა სოსო ცისკარიშვილმა. :+1: :+1: :+1:
  7. babuagiorgi და ალასანია რა შუაშია?> lasha1997 კი დავდე..სააგენტოების ინფოზე დაყრდნობით, აღმოჩნდა რომ გადავამოწმე, რომ შეცდომა დაუშვიათ ტექსტში და თან დიდი(პრეზიდენტის გამოსვლაში)... ასე რომ..არ მოუტყუებია პრეზოს აი რო იდემაგოგა, ეგ ცხადია...
  8. ისე კი მთელი უბედურება ისაა... რომ ეს ვაუჩერები ისევ ციცო დეიდებს დაარიგებეს ჭამს ხალხი? არ ვიცი , იმედია არა!
  9. პრეზიდენტმა ინფლაციაზე თარგამაძის პასუხად იმდენად დეტალურად ილაპარაკა რომ ეჭვი არ მეპარება რომ ეგ შოუ (თარგამაძე , მიშა) დადგმული იყო აბა წარმოგიდგენიათ მიშა რამდენიმე ქვეყნის რამდენიმე წლის მონაცემებს ასე სხაპასხუპით ამბობდეს ?!?
  10. lasha1997 ეხლა ვუყურე პრეზოს გამოსვლას თარგამაძის მერე..აშკარად წინასწარ იყო დეტალურად მომზადებული დადგმული შოუ იყო ეგ სხვა საკითხია...
  11. lasha1997 თან პრეზიდენტმა მაგარი ტყუილებიც მოხია.. ინფლაციაზე... მაგრამ მომკალი და თარგამაძის არ მჯერა!!!
  12. sizmara_com წავიკითხე მიშას პასუხები უბრალოდ იტყუება... Как передает AZE.az, согласно обновленному WEO 2010, потребительская инфляция в Азербайджане составит в 2010 году 5,5%, а в 2011 году увеличится до 6%. http://www.aze.az/news_inflyaciya_v_azerbayjane_42517.html საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის მიერ წარმოდგენილ ინფლაციის მაჩვენებლებში შესწორება შეიტანა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აზერბაიჯანში ინფლაციის მაჩვენებელი 5,7%-ის ნაცვლად 32%-ს შეადგენს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/159364-mikheil-saakashvilma-giorgi-thargamadzis-mier-tsarmodgenil-inflaciis-machveneblebshi-shestsoreba-sheitana.html
  13. lasha1997 თვალი გეზე ვერ უყურებთ? ესეც პრეზიდენტის პასუხები: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის გიორგი თარგამაძის მიერ წარმოდგენილ ინფლაციის მაჩვენებლებში შესწორება შეიტანა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აზერბაიჯანში ინფლაციის მაჩვენებელი 5,7%-ის ნაცვლად 32%-ს შეადგენს. სომხეთში 9,5%-ის ნაცვლად 23%-ს; რუსეთში _ 34%; თურქეთში _ 25%; საქართველოში კი 21,9%-ია. "ეს განაპირობა იმან, რომ წინა წლებში ჩვენს მეზობლებს ჰქონდათ ჩვენზე მეტი ინფლაციის მაჩვენებელი. არ გამოდის ისე, რომ შენი კარტოფილი ღირდეს 1 ლარი და მეზობელთან ღირდეს 3 ლარი. ადრე თუ გვიან ეს ფასები ერთმანეთს უტოლდება. ჩვენ არ ვართ ამ ინფლაციის ინიციატორი. ამის ინიციატორი არის მთლიანად გლობალური პროცესი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტს "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ დაწუნებული სამთავრობო პროგრამები გადასაყრელად არ მიაჩნია. როგორც დებატების საპასუხო სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, "50 დღიანმა" და "50 თვიანმა" პროგრამებმა საქართველო გადაარჩინა. "არ მესმის რა არის საქილიკო და სასაცილო ქვეყნის გადარჩენაში. რაც შეეხება 100-დღიან პროგრამას, ეს არის გიგი უგულავას პროგრამა, რომელიც გაზიფიკაციას და გარევაჭრობის მოწესრიგებას ეხებოდა. ამბიციური ამოცანები შეიძლება არ იყო, მაგრამ ამ კაცმა ორივე შეასრულა. ამ ყველაფერს მე ჩვენს აქტივში ვიწერ და სიამოვნებით წავიღებ სახლში", - განაცხადა პრეზიდენტმა. რაც შეეხება სლოგანს "GAME OVER", რომლითაც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა პრეზენტაცია დაასრულა, პრეზიდენტმა არასერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მათ არ ეხებათ, რადგან თამაშით და გართობით დაკავებულნი არ არიან. "ჩვენ თამაშებით და გართობით დაკავებული არ ვართ, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ქვეყნის ბედსა და მომავალს ეხება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
  14. asds კი, თანაფორუმელებზე არა.. mtidan მეც არ მჯერა მაგ კაცის... მაგრამ მუბარაქიზაცია გელისო მიშას რო უთხრა, მაინც მესიამოვნა)))
  15. Saturn პარლამენტის წევრია ალასანია? "სააკაშვილის მმართველობის პირობებში დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვითარება წლიდან წლამდე სულ უფრო უარესდება", - დასძინა მან.დეპუტატმა სააკაშვილი, კონსტიტუციის მიღების დროს დაგეგმილ "ზრახვებშიც" ამხილა და ხაგზასმით უთხრა, რომ პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მორგება არ გამოუვა. მისივე თქმით, ამას არ დაუშვებენ, არც საქართველოში და საერთაშორისო პარტნიორები.
  16. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=11-02-2011%2022:29 ძალიან ძლიერი გამოსვლა ქონდა თარგამაძეს.. ციფრებით დაუსაბუთა თუ რა კატასტროფაა ქვეყანაში.. და უმრავლესობის ცინიკური ღლიცინიც ამაზრზენი იყო --- "სააკაშვილის მმართველობის პირობებში დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვითარება წლიდან წლამდე სულ უფრო უარესდება", - დასძინა მან.დეპუტატმა სააკაშვილი, კონსტიტუციის მიღების დროს დაგეგმილ "ზრახვებშიც" ამხილა და ხაგზასმით უთხრა, რომ პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მორგება არ გამოუვა. მისივე თქმით, ამას არ დაუშვებენ, არც საქართველოში და საერთაშორისო პარტნიორები.
  17. laci :what: თარგამაძე ხელისუფლების გარკვეული ფრთიდან ფინანსდება... შიდა ომეებიც იწყება..
  18. lasha1997 ედპ laci ეგრე თქვა???? აუ მიშას სახე მანახა მაგ დროს///
  19. გურამ ჩახვაძეს პრეზიდენტმა კონკრეტული კორუმპირებული ჩინოვნიკების დასახელება მოსთხოვა თბილისი. 11 თებერვალი. ~ინტერპრესნიუსი~ - “ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის წევრს, დეპუტატ გურამ ჩახვაძეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული კორუმპირებული ჩინოვნიკების დასახელება მოსთხოვა. საპარლამენტო ოპოზიციამ დღევანდელი დებატების დროს არაერთხელ ახსენა ელიტური კორუფცია, გურამ ჩახვაძის გამოსვლისას კი ელიტური კორუფციის კონკრეტიკით უკვე პრეზიდენტი დაინტერესდა. მისი თქმით, როდესაც ის იყო ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში, ის კონკრეტულად ასახელებდა ხოლმე კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მაგალითად თემურ ბასილიას და ა.შ. “მთელი პოლიტიკური ელიტა აქ არის, აქ არის პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, დაასახელეთ რომელი მათგანია კორუმპირებული”, – მიმართა სააკაშვილმა ჩახვაძეს. გურამ ჩახვაძეს კორუმპირებული მინისტრები არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ მას ხელთ რამე დოკუმენტი რომ ჰქონდეს, ამას აუცილებლად იტყოდა. მისი თქმით, კორუმპირებულ ჩინოვნიკებში იგულისხმა ის ჩინოვნიკები, რომელთა დაკავების არაერთი ფაქტი გახმაურდა. პრეზიდენტმა მოიწონა ჩახვაძის დამოკიდებულება, რომ ის ხელისუფლების ინფორმაციას ენდობა და ხაზგასმით განაცხადა, რომ კონკრეტული ინფორმაციების გარეშე, ის ელიტური კორუფციის არსებობის შესახებ ბრალდებას, ვერ მიიღებს. --- უფხო ვითომ ოპოზიცია
×
×
  • შექმენი...