Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ,,ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა სააკაშვილის პრეზიდენტობიდან წასვლა. ასე თუ ისე, ის დასავლეთში მიღებულია და მას ებღაუჭებიან. ისინი ემუქრებიან,_ ჩვენ გამოვალთ, ყველაფერს ვიტყვით, ყველა სიბინძურეს შენი სახელი დაერქმევა, შენ ხარ მთავარი დამნაშავე და ასე შემდეგ...მე შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილს შეუძლია, სწორი დიალოგი შექმნას ბიძინა ივანიშვილთან და მერე გადადგეს. ალბათ, გასაგებია, სწორი დიალოგის რეჟიმში რასაც ვგულისხმობ. პოლიტიკა არის მოლაპარაკების ხელოვნება, ქვეყანაში რომ მართლაც დაიწყოს რეალური მშენებლობა, საჭიროა, სააკაშვილი გადადგეს და ახალ ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში. თუ პოლიტიკა ასე ძალიან უნდა, მას შეუძლია, ოპოზიციური ტრიბუნიდან დაიწყოს თავისი პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში იქნება მუდმივი დაძაბულობა, საშინელი ანტაგონიზმი მის მიმართ და რა მოხდება კიდევ, კაცმა არ იცის. აუცილებელია, ფორსირებულად რაღაც მოხდეს, თუ ადამიანი ვერ დაინახავს, რომ ამ ხელისუფლებაში მისი უფლებები დაცული არ არის, სამართლიანობა აღდგენილი არ არის, ასეთ შემთხვევაში ხალხს ვეღარავინ გააკონტროლებს. მაქვს ინფორმაცია, რომ ,,ნაციონალებმა“ რამდენიმე ვარიანტი დაამუშავეს, როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა კონკრეტულ შემთხვევაში. ზოგიერთებისგან განსხვავებთ, ისინი რამდენიმე ვარიანტზე მუშაობდნენ, ჩვენს თავს ვგულისხმობ, მაგრამ მათი ერთი მთავარი გეგმა არის მუდმივი კონტროლი სატელევიზიო სივრცის, საინფორმაციო სივრცის გაკონტროლება, მაქსიმალური ტორპედირება დასავლეთში, რომ საქართველოში ხდება უფლებების დარღვევა, რუსეთთან ალიანსის გაძლიერება. გარდა ამისა, დაგეგმილი აქვთ, მუდმივი პროვოცირება მოახდინონ შიდა პოლიტიკაში, კერძოდ, ისინი ცდილობენ, ახალ ხელისუფლებას შეცდომაზე ხელი უკრან და შემდგომ ეს სწორად გააპიარონ. რამდენიმე ფრონტი აქვთ შექმნილი და გეგმავენ, რომ ყველა ფრონტზე წარმატებას მიაღწიონ. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, მმართველი ძალა ბევრად უფრო დეზორგანიზებულია ამ თვალსაზრისით“. (,,კვირის ქრონიკა“N6(580); ავტორი:ნინო სამხარაძე)
  2. ,,პლანეტა.გე”-ს კორესპონდენტის ინფორმაცია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიდან: დღეს, თბილისის დროით 22-საათზე ოფიციალურად გაიხსნა 63-ე ,,ბერლინალე”. ფესტივალი ჟიურის თავმჯდომარის, ჩინელ ვონგ კარ ვაის ფილმ ,,დიდოსტატების” ჩვენებით გაიხსნა. ცერემონიას კინოფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი, გერმანიის კულტურის მინისტრი და ბერლინის მერი დაესწრნენ. ფესტივალის პროგრამაშია 70 ქვეყნის 404 ფილმი. შთამბეჭდავია მიწვეული სტუმრების სიაც. უკვე ბერლინშია ცნობილი მსახიობი ტიმ რობინსი, რომელიც წელს საერთაშორისო ჟიურის წევრია, ჯეინ ფონდა, მეთ დეიმონი. ელოდებიან ჯერემი აირონსს, ჯული დეფს, ჯად ლოუს, კატრინ დენევს, ჯულეტ ბინოშსს, ეკიენ ჰაიეკს, ენი ჰეტიუნეის. ,,ბერლინალეს კამერა”, კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, წელს იზაბელა როსელინს გადაეცემა. დღესვე, ,,ბერლინალეს” მეორე მთავარი პროგრამა ,,პანორამა”, ქართველი რეჟისორის ზაზა რუსაძის ფილმით ,,ჩემი საბნის ნაკეცი”, გაიხსნება.
  3. - გავიხსენოთ უახლესი ისტორია. 1992 წლის ივნისში შევარდნაძემ ტელევიზიითა და პრესით მოუწოდა მოსახლეობას სახელმწიფო შემნახველ ბანკებში შეეტანათ ანაბრები, რომელსაც 1 წლის შემდეგ გაორმაგებულად დაუბრუნებდნენ. შევარდნაძის გადმოგდებულ ანკესს ჩემს მსგავსად ბევრი წამოეგო. შემნახველ სალაროებთან რიგები დადგა და როგორც ამბობენ, ამ პერიოდში შეტანილ იქნა 5 მილიარდი დოლარის ანაბრები. მოსახლეობის 5-მილიარდიანი დაყაჩაღებიდან 2 თვეში დაიწყო აფხაზეთის ომი. რატომ? ამით შევარდნაძემ მოიგვარა ორი პრობლემა. 1 - მან კარგად იცოდა, რომ აფხაზეთსა და სამეგრელოში სამართლიან ლეგიტიმაციას ვერასოდეს ეღირსებოდა, ამის გამო აფხაზეთი ჩააბარა რუსეთს, ხოლო სამეგრელოში შეიყვანა ბალტინის ჯარი. 2. - მან ასევე კარგად იცოდა, რომ მოსახლეობის მიერ მოტყუებით ბანკებში შეტანილი 5 მილიარდის ნაცვლად 1993 წლის ივნისში ვერაფრით გადაიხდიდა 10 მილიარდს, რის გამოც ხალხი აუჯანყდებოდა. საუკეთესო გამოსავალი იყო ომი, რომელიც ყველაფერს ჩამოწერდა. ამის შემდეგ, სწორედ იმ დროს, როცა დადგა დაპირებული 10 მილიარდიანი ვალის გასტუმრების ვადა, 1993 წლის აგვისტოში, შევარდნაძემ საქართველო გამოიყვანა სამანეთო ზონიდან, შემოიღო კუპონი და ამავდროულად უმაღლეს სიჩქარეზე ჩართო ჰიპერინფლაციური სპირალი. http://www.for.ge/view.php?for_id=20974&cat=9 პ.ს. სახელმწიფო ვალდებულია ანაბრები დააბრუნოს!
  4. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული ფინანსური სფეროს ტრანსფორმაციის საკითხების კვლევა დაიწყო. ერთ–ერთი მთავარ მიმართულება, რომელსაც ორგანიზაცია სწავლობს, ეხება 90–იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, რამაც მოსახლეობის უკიდურესი გაღატაკება გამოიწვია. ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების ერთ–ერთი მთავარი საფუძველი მოსახლეობის ფულადი დანაზოგების გაუფასურება გახდა. კონკრეტულად ამ მიმართულების შესასწავლად „აფბა“ საბჭოთა ანაბრების გაუფასურების კვლევის ცენტრს ქმნის. კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო და 4 თებერვალს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით ეროვნულ ბანკს ოფიციალური განცხადებით მიმართა. „აფბა“ ეროვნული ბანკისგან 1992–93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500–ზე მეტ ორგანიზაციაზე ჯამში 854 მილიარდი მანეთის და კუპონის საკრედიტო რესურსის გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ითხოვს. ახალგაზრდა ფინანსისტების დაინტერესების კონკრეტული საგანია იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებზეც ჯამში გაიცა აღნიშნული თანხა. ახალგაზრდა ფინანსისტები ასევე ინტერესდებიან ამ ორგანიზაციების მაშინდელი მეპატრონეების ვინაობით და იმით, თუ რომელ ორგანიზაციაზე რა მოცულობის თანხა გაიცა სესხად. „აფბაში“ მიაჩნიათ, რომ ამ ფაქტს, შესაძლოა, დიდი ზეგავლენა ჰქონოდა მოსახლეობის ფულადი რესურსის გაუფასურებაზე და სოციალურ–ეკონომიკური ფონის დამძიმებაზე და სწორედ ამიტომ მთლიანი საკითხის კვლევას ამ ინფორმაციის ანალიზით დაიწყებენ. http://for.ge/top_news.php?news_id=56 ეს კი ანაბრების დაბრუნების ერთერთი პროექტი: - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან ერთად ინდექსირებაზე შევთანხმდებით, სახელმწიფო ინდექსირებული თანხის მითითებით მეანაბრეზე გასცემს თამასუქს. როგორც ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, ამგვარ დოკუმენტს, სჯობს, თამასუქის ნაცვლად ობლიგაცია ერქვას. არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო. მოკლედ, ამ თამასუქს მფლობელი გამოიყენებს ახალი სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, გარდა საშემოსავლო გადასახადისა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პროექტი უპირველესად სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარეობს. ჩვენს ქვეყანაში კი უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა, შესაბამისად, ეს პროექტი მივაბით სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, უმუშევრობისთვის მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე დაეღწიათ თავი. ამ სქემით ანაბრების კომპენსაცია ადამიანებს სწორედ მცირე ბიზნესის წამოწყებისკენ უბიძგებს, ხოლო მათ, ვინც უკვე ბიზნეს-წარმოებას ეწევა, ექნებათ სტიმული ახალი (იგივე ან სხვა პროფილის) ბიზნესწარმოების წამოწყებისთვის. აქ ყველაფერი კანონმა უნდა დაარეგულიროს და ეს შეღავათები უნდა გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონით დათქმული პერიოდის განმავლობაში დაფუძნებული სამეწარმეო პირებისთვის. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/47721-sqe...l#ixzz2JwtT6nlJ პ.ს. მივესალმები ასეთ აქტიურობას...იქნებ ეშველოს...ამ საკითხს!!! ფაქტია რომ სახელმწიფოს ვალი აღიარებული აქვს!
  5. სააკაშვილ–ახალაიების გაქცეულო ჯალათებო, გაითვალისწინეთ! სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ზონდერი და ჯალათური თვისებებით ცნობილი კოხტა კოდუა, რომელიც ადამიანებისათვის ნარკოტიკების ჩადებაში, პატიმრების წამებასა და გაუპატიურების მცდელობაში არაერთხელ არის შემჩნეული, არჩევნებში ,,ნაცმოძრაობის“ დამარცხების შემდეგ საქართველოდან გაიქცა.... თურქეთში გახიზნულ ჯალათ პოლიციელს სულ ცოტა ხნის წინ იქ ქართველები გადაყრიან. ერთ–ერთ ქუთაისელ ახალგაზრდას, რომელსაც კოხტა თოდუამ, თავის დროზე, ნარკოტიკი ჩაუდო და უკანონოდ დააპატიმრა, იგი უცვნია და ძვალ–რბილის გაერთიანებამდე უცემია. კარგად ნაბეგვი და გონდაკარგული კოხტა კოდუა იმ ბიჭებს ქუჩაში დაუგდიათ და ყოფილი ზონდერ– პოლიციელი და ჯალათი სიკვდილს სულ შემთხვევით გადარჩენილა. ასე რომ, სააკაშვილ–ახალაიების რეჟიმის ჯალათებო, ვირთხებივით რომ გაიქეცით საქართველოდან და გგონიათ, უცხოეთში ბუზს ვერავინ აგიფრენთ, კარგად გაითვალისწინეთ თქვენი კოლეგის, კოხტა კოდუას მაგალითი და იცოდეთ, რომ თქვენგან გამწარებული და გაუბედურებული ადამიანების რისხვა ყველგან მოგწვდებათ, დედამიწის ნებისმიერ წერტილში! ამიტომაც,შურისმაძიებლებთან პირისპირ დარჩენას და კოხტა კოდუასავით ,,გაკოხტავებას“ გერჩივნოთ, თქვენი ნებით ჩაბარდეთ სამართალდამცავებს! (,,ასავალ–დასავალი“N5(955); ავტორი:ჯაბა ხუბუა)
  6. რისი მკურნალობაა შესაძლებელი საყოველთაო სადაზღვევო პაკეტით?! ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ,,უნივერსალური სადაზღვევო პაკეტი თებერვლის ბოლოდან ამოქმედდება. ის მოიცავს ორ მთავარ ბლოკს–ოჯახის ექიმთან ვიზიტის შესაძლებლობას და გადაუდებელი მდგომარეობების მართვას. ოჯახის ექიმის ბლოკში ჩართულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები–სოფლის ამბულატორიები, პოლიკლინიკები და იქ მომუშავე ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი. პაკეტის პირველი ნაწილი მოიცავს ამ ტიპის სპეციალისტებთან ურთიერთობის შესაძლებლობას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს გახლავთ გადაუდებელი მდგომარეობების მართვა. ამაში იგულისხმება უკვე არსებული დაავადებების გამწვავება. მაგალითად, ადამიანს აქვს გულის იშემიური დაავადება. ეს დაავადება ქრონიკული გახლავთ, მაგრამ მას ახასიათებს გამწვავებაც, რაც გადაუდებელ მდგომარეობად ითვლება. ასეთივეა ასთმა. გამწვავების მართვა შედის გადაუდებელ მდგომარეობაში. ასეთი მდგომარეობა შეიძლება ჩამოყალიბდეს გარემო ფაქტორების ზემოქმედებითაც. ასეთებია, მიღებული ჭრილობა, სხეულის დაზიანება, ტრავმა, ანუ როცა უახლოეს საათებსა და დღე–ღამეში სამედიცინო ჩარევის გარეშე შეიძლება განვითარდეს სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის დაკარგვის საფრთხე. უკვე იქმნება და მალე დასრულდება სპეციალური მონიტორინგისა და ადმინისტრაციის ჯგუფები, რომლებიც ამ პროგრამაში არსებულ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. რისკები სრულად არის გათვლილი და საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში ავადმყოფთა რიგებს, სასწრაფო დახმარების გამოძახებების ზრდას არ ველოდებით“. (,,ალია“ N5(2759); ავტორი: ნელი ვარდიაშვილი)
  7. ირაკლი ალასანიას გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. ოფიციალური განმარტება მისი ვიცე-პრემიერობიდან გადაყენების შესახებ არავის არ სჯერა. ყველა აღიარებს, რომ მას ჯარში ბევრი საქმე აქვს, მაგრამ ამაში ვიცე-პრემიერობა ხელს ნამდვილად არ უშლიდა. ალასანიას ვიცე-პრემიერობა მისმა საპრეზიდენტო ამბიციებმა და ჭორებმა შეიწირა. და მაინც, რა მოხდა სინამდვილეში? ”ახალ თაობას” სარწმუნო წყარომ მიაწოდა ცნობა, რომ ალასანიასა და ივანიშვილს შორის მძიმე საუბარი მართლაც შედგა და ამას მთელი მთავრობა უყურებდა.იმ სხდომაზე ივანიშვილს ალასანიასთვის საყვედური უთქვამს - პრეზიდენტობა თუ გინდოდა, ჩემთვის არ უნდა გეთქვაო. ალასანიამ პრემიერს სთხოვა ეთქვა, თუ ვინ მიუტანა მას ეს ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრმა ეჭვი გამოთქვა, რომ ეს ჭორი ივანიშვილს გია ხუხაშვილმა მიუცუნცულა.... უკვე აქტიურად მიდის საუბარი ალასანიას შეცვლაზე. ამის გაკეთება პრემიერს გაუჭირდება, რადგანაც თავდაცვის მინისტრის პოსტი პრეზიდენტთან უნდა შეათანხმოს. პრეზიდენტი კი ამ ეტაპზე ალასანიას არ შეელევა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის მართლა არსებობს დაპირისპირება. ვნახოთ, მოხსნიან თუ არა ალასანიას თავდაცვის მინისტრობიდან. თუ ასე მოხდა, ამან ჯარში შესაძლოა უკმაყოფილება გამოიწვიოს, რადგანაც ჯარმა შეიყვარა ახალი მინისტრი. მისი რეიტინგი ბოლო დროს საგრძნობლად მატულობდა. ივანიშვილის კარზეც წამყვანი პოზიციები ეკავა. ეს ვიღაცებს არ მოეწონათ და ალასანიას ძირის გამოთხრა დაუწყეს. ამაში შესაძლოა რესპუბლიკელებიც იყვნენ გარეული. (,,ახალი თაობა“;30.01.2013)
  8. http://www.geoanswer.net/ვყიდი-თირკმელს-სასწრაფოდ/ რა უბედურებაა ეს?!
  9. ვანო ჩხარტიშვილი აპირებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებასო.... პ.ს. ანაბრების საკითხზე თუ მართალია რომ: " ეს მოხდა 1992–1993 წლებში და უნდა მოგახსენოთ, რომ ამ პერიოდში მე, არანაირი შეხება არ მქონია არც ხელისუფლებასთან, არც მის ფულად–საკრედიტო პოლიტიკასთან და არც შემნახველ ბანკთან. სახელმწიფო საბანკო კომერციულ სისტემაში მე აქტიურად ჩავერთე 1994 წლიდან, ბრიტანეთში სწავლის შემდეგ " – http://for.ge/view.p..._id=20629&cat=9 მაშინ რას ერჩით ამ კაცს>?
  10. არცერთმა პრეზიდენტმა არ ივარგა.. ხოდა აღარ მინდა ბატონო)
  11. http://info9.ge/?l=G&m=1000&id=12010 მოკლედ არ არსებობს სიბინძურე, ნაცებს რომ არ ეკადრათ... ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით...
  12. urfinjus დიახ?>)) პ.ს. პრეზო უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება
  13. მეც წინააღმდეგი ვარ ჩვენი ჯარისკაცები სადღაც ავღანეთში იბრძოდნენ სრულიად გაუგებარი მოტივებით...
  14. ანუ შენ უარს ამბობ საკუთარი თავის დაცვაზე?!
×
×
  • შექმენი...