
Doodlez
პლანეტელი-
პოსტები
420 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Doodlez
-
არ ვყოფილვარ შენი მეზობელი... "ფაბლიქ ენემის" ვუსმენ... ოთხმოციანი წლების რეპს... ბოლო ხმაზე... ბავშვობას ვიხსენებ...
-
ზოგადად, რა თქმა უნდა ყველა თავისუფალია. მაგრამ ხშირად ზოგიერთი ადამიანი თავად ქმნის "გალიას" სასკუთარი თავისთვის და ამ გალიას "რწმენას" ეძახის. ასეთი ადამიანი აღარაა თავისუფალი.
-
შენ ჩემი მეზობელი ხო არ ხარ? :unsure:
-
ეგ არ არის იგავი, ქრისტემ შედარება მოახდინა უბრალოდ. განა რომელიმე თქვენგანი თავის ერთი ცხვარი მაინც თუ დაეკარგება, არ წავა ამ ცხვრის საძებნელად მარტო იმის გამო, რომ შაბათიაო, იკითხა მან. ამით ქრისტეს სურდა ენახებინა ათი მცნებიდან ერთერთის (შაბათის სიწმინდის) არამართებულობა. თუკი შენ გზააბნეული ადამიანი იგულისხმე ამ ცხვარში (ქრისტეს ის ნათქვამი კი შაბათი დღის სიწმინდეს ეხებოდა მხოლოდ), ისიც გაიხსენე, რომ ჩვენ არ ვართ მწყემსები და ეს ჩვენ არ გვევალება!
-
მაგათ ახლა დეველოპერები ჰქვიათ და არა ინჟინრები...
-
ნუ იტყვი, რომ ის "ცხვარი" გზააბნეულია... იმ ცხვარმა უბრალოდ თავისი გზა იპოვა. ჩვენ კი, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი გზა უნდა ავირჩიოთ. სხვა ადამიანის ცხოვრებაში ჩარევის უფლება დაუკითხავად მოძღვარსაც კი არ აქვს, მითუფრო შენ და მე, უბრალო მოკვდავებს!
-
კარგია რომ შევთანხმდით! წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ! ღმერთს ებარებოდე!
-
მშობლებსაც ვირჩევთ. არსებობს დედობილის და მამობილის ინსტიტუტი. ვერ ვიტყოდი რომ მღვდლები კარებში აღმართულები არიან და გაბრკოლებენ რაიმეში... ეცადე, იყო ბოლომდე გულწრფელი მღვდლების მიმართ და იგრძნობ მამობრივ სითბოს მათი მხრიდან. მონანიე ადამიანი სათნოა!
-
შენი ეს სიტყვები ჰგავს ფარისეველის სიტყვებს რომელიც სინაგოგაში იდგა და უფალს მიმართავდა, უფალო, ნუთუ ამ ცოდვილ მეზვერეზე უკეთესი არ ვარო... ის მეზვერე კი თავდახრილი იდგა კუთხეში და ჩურჩულებდა "უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი"... ეს ეპიზოდი სახარებიდანაა... მთავარია ჩვენი ცოდვები შევინანოით და ჩვენი სული განვწმინდოთ... სხვა ადამიანებს ვინ, როდის და რატომ აზიარებს, ჩვენი საქმე არაა!
-
1. იცი ალბათ უძღები შვილის იგავი... ჰოდა ის, ვინც წავიდა, დაბრუნდება! ადამიანი, რომელიც წავიდა და აღარ დაბრუნდა, ის არც არასდროს ყოფილა ეკლესიის შვილი და გარემოებებმა უბრალოდ ხელი შეუწყვეს მის წასვლას 2. ამ შენმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მკაცრი ადამიანის იერის მიღმა შეიძლება სათნო და გულისხმიერი ადამიანის მოსიყვარულე სული იმალებოდეს. მთავარია ადამიანმა დაინახოს ეს სული!
-
ფორმალური ქრისტიანი ქრისტიანი არაა. გეთანხმები, რა თქმა უნდა! მაგრამ ქრისტიანული ტრადიციების დაცვა და შესრულება ფორმალობა არაა, მერმუნე! მართლმადიდებლობას არ სჭირდება რეფორმები!
-
ზოგიერთი ადამიანის მამა მკაცრია, ზოგიერთი ადამიანის მამა - ლმობიერი...
-
ამ ენერგეტიკული კავშირის დამყარება ყოველდღე უნდა გინდოდეს... არ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, გეცვას გამომწვევად... უნდა მოიშორო სახიდან ერთხელ და სამუდამოდ მაკიაჟი, რადგან მაკიაჟი, კოსმეტიკისგან განსხვავებით, ადამიანის გარეგნობას აუარესებს და ჯანმრთელობასაც ვნებს. ნუთუ ლამაზია ქალი, რომელსაც სახეზე ტონალური კრემი უსვია, რომელსაც ლურჯად ან შავად აქვს ამოღამებული ქუთუთოები და ტუში აქვს წამწამებზე წასმული? ტონალურ კრემს ხომ სამკურნალო თვისებები არ გააჩნია, ის უბრალოდ ფერს უცვლის კანს... ჩემ მიერ ზემოთაღწერილი დეტალები შენ ალბათ წვრილმანები გგონია, მაგრამ ამ "წვრილმანების" უკან ბევრად უფრო სერიოზული მიზეზები დგას და ალბათ, სწორედ ამიტომ არ გაზიარებს მოძღვარი!
-
უბრალოდ წარმოიდგინე, რომ ეკლესიაში შედიხარ და იქ გხვდება მღვდელი, რომელიც ისევე გიღიმის, როგორც ბანკის ჰალსტუხიანი თანამშრომელი იღიმის ხოლმე, როცა ბანკში შედიხარ. ან მაკდონალდსის თანამშრომელი, როცა მაკდონალდსში შედიხარ.
-
კი! მართლმადიდებელი ადამიანი თავისუფალია!
-
როგორც შენ ამბობ "თვლით ლოცვა" წარმოადგენს საკრალურ რიტუალს... ზოგადად ლოცვებისა და ფსალმუნების კითხვის წესი წმინდა მამებმა ბასილი დიდმა, ეფრემ ასურმა, იოანე ოქროპირმა და სხვა წმინდანებმა შეიმუშავეს... მათ მიერ დაწერილი ლოცვების სწორად წაკითხვისას იქმნება განსაკუთრებული ენერგეტიკული ჯაჭვი უფალსა და ადამიანს შორის და ადამიანი ღვთაებრივი მადლით ივსება... წმინდა მამები არ ადგენენ ამ ლოცვებს, როგორც უალტერნატივო ტექტებს - ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი სიტყვებითააც მიმართონ უფალს... უბრალოდ წმინდა მამების ჰიმნებსა და ლოცვებში განსაკუთრებული მადლია. მთავარია ის სწორად იქნას აღქმული და გააზრებული ადამიანის მიერ. ათ მცნებას რაც შეეხება: ათი მცნება იუდეველებისთვის შეიქმნა, ქრისტიანებისთვის ათ მცნებაზე უფრო მნიშვნელოვანი ქრისტეს მცნებების დაცვაა. მე პირადად, ბავშვობაში "თვლით ლოცვა" მასწავლეს და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ ჩემი აღმზრდელების.
-
სასულიერო პირების უმრავლესობა გამოირჩევა ერთგვარი "უხეშობით". ესაა ქცევის ერთგვარი წესი, რომელიც დროთა განმავლობაში დამკვიდრდა. ემოციების ზედმეტად გამოხატვას ერიდებიან, ეს არის და ეს.
-
რას გულისხმობ "ქრისტიანობის ძირითად ელემენტებში"? წიგნის კითხვის გარეშე რელიგიური ადამიანი ფანატიკოსად იქცევა... ასეთები იყვნენ კათოლიკე ჯვაროსნების დიდი ნაწილი, რომლებიც ხელს ძლივს აწერდნენ... ნამდვილი ქარისტიანი რელიგიურ ლიტერატურას უნდა ეცნობოდეს რათა ზუსტად განსაზღვროს, რა არის "ქრისტიანობის ძირითადი ელემენტები" ბავშვს ვერაფერს ჩაუნერგავ... შეიძლება, მაგალითი მისცე საკუთარი ქცევით, ბავშვმა თავად უნდა შეიმეცნოს უფალი და ამისთვის შესაბამისი გარემოა საჭირო პ.ს. ძალიან ცუდად მომხვდა თვალში სიტყვა "პროცედურა"... პროცედურებს საჯარო დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და პოლიკლინიკებში ატარებენ... კატეხიზმოს კითხვა პროცედურა არაა!
-
ინჟინერები კიდევ არსებობენ? მე ყავა არ მაქვს და ეს იწვევს პროტესტის გრძნობას!
-
მე პირადად არ მძულხარ!
-
ერთი წლის ბავშვს არა, მის მშობელს - კი!
-
კელტების ბელადი დაპოსტავს ჩემ შემდეგ
-
1. ძალიან კარგი რომ მოგწონს, მაგრამ მოწონებით რუსთაველში სიარულიც მომწონს მე... ეკლესია უნდა გიყვარდეს... 2. იგივე სურნელი შეიძლება შენ სახლშიც იფრქვეოდეს... იყიდე საკმეველი აანთე კანდელი ხატებთან და საკმეველი დაწვი... დარწმუნებული ვარ, ისეთივე აზრები მოგივა თავში, როგორიც ტაძრად ყოფნის დროს გაქვს ხოლმე. 3. შენ გეჩვენება, რომ მსუბუქად ხარ... ესაა პლაცებოს ეფექტი. ეკლესიაში შენ შედიხარ იმ მოტივით, რომ გინდა იქედან "მსუბუქი" და ლაღი გამოხვიდე... არადა ზოგადად, სხვა, უფრო სერიოზული მიზნისთვის დადიან ეკლესიაში. 4. შენი სხეულის და სულის მდგომარეობა ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. რატომ გიჩნდება პროტესტის გრძნობა, როცა ხედავ მღვდელს, რომელიც "ემელი"დან გამოდის და ხელში მესამე თაობის ტელეფონი უჭირავს? იმიტომ, რომ ეს არაა სწორი... ჰოდა რატომ არ გინდა შენ თვითონ მოიქცე სწორად, ანუ ისე, როგორც უფალი გვეუბნება, რომ მოვიქცეთ? სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ ხშირად მაშინ, როცა ჩვენ თვალში დირეს ვერ ვამჩნევთ... ძალიან ადამიანური მომენტია. მერწმუნე, შენ მიმართ აგრესია საერთოდ არ მაქვს, პირიქით, სიმპათიით ვარ შენდამი განწყობილი... უბრალოდ, მინდა, დაგარწმუნო, რომ ის "პრეტენზიები" რასაც შენ ეკლესიას უყენებ, უსაფუძვლოა!