ტისსიანელო, ის ფაქტი, რომ სომეხ ემიგრანტებს პატივს გვცემ, ჩემს გულს უმოწყალოდ აჩუყებს. შენ მიერ ჩამოწერილი 5 ალბომის გარდა უამრავი სინგლი აქვთ (თითქმის ყველა სიმღერაზე სინგლი გამოუშვეს... ნუ რას იზამ სომხები არიან ეპატიებათ)... შენგან განსხვავებით სერჯ ტანკიანის ახალი ჯგუფის დაკრული და ნამღერი მოსმენილი მაქვს. :rolleyes: ეს ვეჟოები ათი წლის წინ ჩვენ ტკბილ დედაქალაქსაც სტუმრობდნენ ამიერკავკასიის როკ-ფესტის ეგიდით... სისთიმ ოვ ზი დაუნის ჩამოყვანის საქმეში ქართული ანდერგრაუნდის იმპერატორის, მისი ღვთაებრივი მოწყალება ლადო ბურდულის წმინდა ხელი ურევია... გასაკვირი არაა, რომ სისთიმ ოვ ზი დაუნის ამ გასტროლებმა(ც) უკვალოდ ჩაიარა ამ ჯგუფის საშემსრულებლო ოსტატობა ხომ არც ისე უნიკალურია და, შესაბამისად, მისი ლაივებიც ხომ ასე არამშვენიერია... ამ ჯგუფის რამდენიმე კომპოზიცია უდავოდ კარგია, თუმცა, ძალიან არასრულყოფილი ჯგუფი რომ იყო, ეგეც ფაქტია...