აბა ასეთი კითხვა 1. საბჭოთა კავშირში ჯაშუშებს როდესაც დაიჭერდნენ, ციხეში ძალიან ბევრს აჭმევდნენ. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რატომ? 2. ლუი 14-ს დაბადების დღეზე ფინანსთა მინისტრმა ასეთი საჩუქარი გაუკეთა მეფეს: მან დაპატიჟა მთელი სამეფო ოჯახი და თავადები მარსელში. მარსელში ძალიან იშვიატი სამჭმელებით შეავსეს სუფრა რომელიც იმ დროს ძვირად ფასობდა ასევე იქ ცოცხალი ვეფხვები მიჯაჭვულები იყვნენ ხეებთან, ხელოვნურ მდინარეზე კი დიდი ხელოვნური თევზის ფიტული მოცურავდა. ბოლოს კი ცაში ფეირვერკები ისროლეს, ეს კი იმ დროს ძვირი სიამოვნება იყო თვით მეფესთვის. ამის შემხედვარე მეფე გაოცდა... რა ქნა მეფემ ამის შემდეგ? 3. 1983-1984 წელს (ზუსტად არ მახსოვს. ან ერთია ან მეორე) სამხრეთ კორეის ბოინგმა საჰაერო ხაზი გადაკვეთა და შემდეგ საბჭოელმა სუ-25-ის პილოტმა ის ჩამოაგდო. ეს ამბავი საიდუმლოებებით არის მოცული, ჩნდება კითხვა რატომ გადაუხვია გზას პილოტმა, მაგრამ ამით ამერიკის პრეზიდენტს და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი გაეკრიტიკებინათ ს.ს.რ.კ. რონალდ რეიგანმა ს.ს.რ.კ.-ს უწოდა ტერმინი, რომელიც გამოყენებული იქნა ერთ-ერთ ფილმში. რომელ ფილმში გამოიყენეს ეს ტერმინი? აბა გაეცით პასუხები