„ბიბისის“ ინფორმაციით, ბელგიის პოლიცია ამოღებული თანხის ფოტოსაც ავრცელებს.
ამასთან, ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ორი დღის განმავლობაში ცხრამეტ ადგილზე ჩატარდა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლიდან ამოღებულია 600 000 ევრო, 150 ათასი ევრო აღმოჩენილია ევროპარლამენტარის ბინაში, ხოლო კიდევ 750 ათასი ევრო ამოღებულია ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ფული ჩემოდანში იყო ჩადებული.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის პოლიციამ ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ოთხ ადამიანს წაუყენა ბრალი, მათ შორის არის ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. მათ ბრალი ედებათ ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში.
1ტვ
- Read more...
- 0 comments
- 128 views