თბილისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში თბილისის მერის ფოტოთი გავრცელებული ციტატა სიმართლეს არ შეესაბამება.
„სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მთელი დღის განმავლობაში ვირუსულად ვრცელდება თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო, ვითომდა მისივე ციტატით: „მეც დავდივარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეც დავდივარ იტალიასა და საფრანგეთში, ხან იქ, ხან აქ, მაგრამ არ ვარ ასე არაფერს ჩაციებული. ვისაც ასე ძალიან გინდათ, აეროპორტის გზა ყველამ კარგად იცით“. აღნიშნული ციტატა არ ეკუთვნის თბილისის მერს და არის ე.წ. „ფეიკი“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მოვუწოდებთ ყველას, ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუის ტირაჟირებას.
თბილისის მერიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გთხოვთ, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურთან გადაამოწმოთ“,- აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.
კანონის მიღების შემთხვევაში წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან თანამშრომლობა - ქალთა ორგანიზაციები წილოსანს
პოლიტიკა
პუბლიკა17:00, 06 მარტი, 2023
ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციები უმრავლესობის წევრს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს მიმართავენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად ესახება ორგანიზაციებს ნინო წილოსანთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობა.
„ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ათწლეულებია ვიბრძვით საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისათვის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მრავალ მნიშვნელოვან პროცესს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელმაც თვისობრივად გააუმჯობესა ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.
ქალთა მოძრაობის დიდი ძალისხმევის და ადვოკატირების შედეგი იყო საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნაც. წლების განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებდით საბჭოსთან შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ერთობლივი მუშაობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ჩარჩო და მრავალი მიმართულებით დაიხვეწა პოლიტიკა.
გაუმჯობესებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის განხორციელება რეალობაში სწორედ ჩვენი გავლით ხდება. ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ვიდექით და ვდგავართ ადამიანების დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ ვმუშაობთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებთან, შშმ ქალებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებთან, სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებთან და გოგოებთან, ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის წინაშე მდგომ ოჯახებთან, ახალგაზრდებთან, ხანდაზმულებთან, ბავშვებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გვეამაყება, რასაც ვაკეთებთ და გვჯერა, რომ სწორედ ეს არის გზა ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლისაკენ.
ყველა ეს მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიცირებულ რუსულ კანონს.
ხელმომწერები:
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
ქალები საქართველოდან
ფემეა – ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის
ქალთა ფონდი “სოხუმი”
იგი ქალთა ასოციაცია ” თანხმობა”
Ასოციაცია “მერკური”
Ააიპ “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი”
“ქალები ქალებისთის” და “მოხალისეთა ჰაბი”
საორსა
ფონდი “ფემინა”
აიწონა დაიწონა
ღია სივრცე კავკასია (COS)
სამოქალაქო განათლების და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC)
გორის სათემო რადიო “მოზაიკა”, mozaikanews.ge
შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო, RadioWW
ქალთა ფონდი საქართველოში
ააიპ ” დავიწყოთ ახლა”.
ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის
პანკისის უხუცეს ქალთა საბჭო
მედიაპლატფორმა “კაქტუსი” cactus-media.ge
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.
Ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC)
საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია / GABP/
ქალთა ხმები
Სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის
სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC)
საფარი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
ქალთა ასოციაცია “გვირილა”
ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“
სოციალური კვლევის ცენტრი
Ააიპ “ახალგაზრდები პანკისის განვითარებისათვის”
იორმუღანლოს სათემო ცენტრი
Ფონდი ტასო
თანასწორობის მოძრაობა
ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
Პლატფორმა სალამ
Ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად” (WAAT)
Მოძრავი არქივები
სამეგრელოს გენდერული ქსელი
“Ახალგაზრდა ფემინისტები”
კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი
ა/ო “ქალები ქვეყნის მომავლისათვის”
Თემიდა
ააიპ მეგობრობის ხიდი ქართლოსი
ააიპ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
ა(ა)იპ ‘’მირაბალდები’’
ა.(ა).ი.პ. Თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
ა (ა).ი.პ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ა (ა).ი.პ სათემო ფონდი ლელი
ა(ა)იპ “ქართული მედია ჯგუფი”
ა(ა)იპ ნეო ტვ
ა(ა)იპ კოდის სათემო განათლების ცენტრი.
ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
ა(ა)იპ ჩვენ ვიკვლევთ (WeResearch)
Რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი’’
ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი (WPRC)
კავკასიური ფემინისტური ინსტიტუტი (CFI)
Სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის
ა(ა)იპ “თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”
ა(ა)იპ ასოციაცია HERA XXI
ა(ა)იპ ინიციატივების სახლი
ა(ა)იპ ნეოგენი
საინიციატივო ჯგუფი “დიმელი ქალები”
ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის ISFED-ის რეგიონალური ოფისი
Საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
Განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური
Სოციალური საწარმო “ჩირიგე”
„თვითნებური საჩუქარი რუსეთს“ – ასე აფასებს ჰელსინკის კომისია „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ.
საუბარია „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგზე, რომელიც როგორც ევროკავშირის არაერთი განცხადებიდან დასტურდება, წინააღმდეგობაში მოვა კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12-პუნქტიან პირობასთან.
„უცხოური აგენტების შესახებ წარმოდგენილი კანონი არის თავდასხმა ქვეყნის შესუსტებულ დემოკრატიაზე, ეს არის თვითნებური საჩუქარი რუსეთს და პირდაპირი გამოწვევა საქართველოს მოქალაქეთა მყარ ევრო-ატლანტიკურ არჩევანს. ის არც ერთ ასპექტში არ ჰგავს FARA-ს,“ – წერს ჰელსინკის კომისია, აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა.
გავრცელებულ განცხადებაში კომისია ასევე დასძენს, რომ აშშ აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, თუმცა ეს კანონპროექტი, მიზნად ისახავს ამ ურთიერთობების შესუსტებას – „და ეს არის ოკუპანტი რუსეთის ღია მოპატიჟება, რომელიც თან მოიტანს კორუფციას, ვასალიტეტსა და გამცემლობას,“.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ I მოსმენით მხარი დაუჭირა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მეორე და წამყვანი კომიტეტი, რომელმაც კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„აქ არ არის საუბარი ფიზიკური პირების აგენტად მოხსენიებაზე და არავითარ შემთხვევაში საუბარი რაღაც სტიგმატიზირებით და ნეგატიური კონტექსტით. არც ერთ ფიზიკურ პირს ეს დასახელება არ ეხება, თითქოს ფიზიკური პირი არის აგენტი. ასეთი რამ არ ხდება. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, სხვა საკითხებს, მეორე მოსმენის ფარგლებში, გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობა და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ ინფორმირებულობა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ პრინციპებით ჩვენ გთავაზობთ, მხარი დავუჭიროთ ორივე კანონპროექტს. ასევე ორივე კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან, ვიმსჯელოთ შემდგომ საკითხებზე. კომიტეტზე დამსწრეთა მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ორივე პროექტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ პირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტით, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. აღნიშნული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტით კი, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. მისი შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით. პროექტით, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. აღნიშნული კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა.
საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და მეცნიერ–თანამშრომელი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა.
ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცემა. აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადების ტექსტში ნათქვამია:
მიმართვის ტექსტს ხელს აწერენ:
ოთარ ქირია, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ლიკა საჯაია, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;
მარიამ გერსამია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
მაია მიქაშავიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი;
ნათია კუპრაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
იაგო კაჭკაჭიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
გიორგი მელაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი
ზურაბ დავითაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
კონსტანტინე შუბითიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
თორნიკე თურმანიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
კახი ყურაშვილი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სამართლის დოქტორი;
თამარ ლალიაშვილი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;
დავით პაიჭაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ზურაბ ჯიბღაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ირინე ხერხეულიძე, სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
დიმიტრი გეგენავა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი;
გიორგი გორაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი;
სიმონ ტაკაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
თამარ ქობულაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნათია კალაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი;
ნინო დანელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
მამუკა ანდღულაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;
მათე ხვედელიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი;
მარი ელიაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
მაია ციბალაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
გოჩა ბარნოვი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი;
დეა ცარციძე, საქართველოს უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
თენგიზ თევზაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი;
ვაჟა ვარდიძე, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი;
თეა გველესიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ეკატერინე ბასილაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
თეონა ნუცუბიძე, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური ასისტენტი, ლექტორი;
ნინო ლომიძე, მაგისტრის ხარისხსი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური ასისტენტი, ლექტორი;
არინა თავაქარაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
მაია ტორაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ეკატერინე ქარდავა, სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი;
მაია კოპალეიშვილი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (2009-2019);
მანანა გელაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
თინათინ მარგალიტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
გიორგი გოგუაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ლელა დუმბაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლე, მთარგმნელი;
ავთანდილ ჯოხაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნათია სორდია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი;
შორენა გოგიაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი;
თამარ ხუბულური, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი;
სანდრო ტაბატაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;
მანანა რუსიეშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
თეა თოფჩიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;
გურამ ლურსმანაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი;
მარიამ გაგოშიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი;
მანანა შამილიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ლელი ბიბილაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ინგა შამილიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ეკა თხილავა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნინო მუხადგვერდელი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი;
დავით სიჭინავა, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;
გიორგი ბერიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი;
გიორგი მშვენიერაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ლადო ნაფეტვარიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი;
ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი;
რეზი ჭიჭინაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გიორგი ჩართოლანი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ნანა დოლიძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ელენე ჯღარკავა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მარიამ მენაბდე, არქიტექტურის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ეკა ფხაკაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;
სერგი კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ირინე დარჩია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გია ჯაფარიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი;
კონსტანტინე თოფურიძე, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი;
ანა ხურციძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;
ეკა დარბაიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;
ვლადიმერ (ლადო) მკერვალიშვილი, ალტე უნივერსიტეტის პროფესორი;
ლაურა კუტუბიძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
თამარ მახარაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლია გელაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ქეთი ცინცაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;
ქეთევან კუხიანიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლაშა ხოჯანაშვილი, ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
დავით ქუტიძე, საქართველოს უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის მკვლევარი;
ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
სოლომონ ტაბუცაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ანა ჩიქოვანი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მარი წერეთელი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ირმა რატიანი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
მაკა ელბაქიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
თათია კეკენაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
იოსებ სალუქვაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
მირანდა ტყეშელაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
ლევან ნატროშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ნანა გუნცაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნანული ტალახაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი;
იზაბელა პეტრიაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
თამარ ქარაია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ხათუნა იოსავა, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ლაშა ნარსია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
არჩილ თოდუა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ქეთევან კაკიტელაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ირაკლი ჩხაიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზვიად აბაშიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბექა მინდიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
თამთა თურმანიძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ნინო ივანიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი;
კახაბერ ურიადმყოფელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი;
ნინო მახვილაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ-პროფესორი;
ნინო ბოჭორიშვილი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი;
თამთა ჭრიკიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აფილირებული ლექტორი, აკადემიური ასისტენტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ნინო მაისურაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარი;
ივანე წერეთელი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ელენე ასათიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი;
თათია გორგაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
თამარ მათითაიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
დალი ოსეფაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
მაგდა მემანიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლელა ფირალიშვილი, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
დავით ზედელაშვილი, კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი;
თინა ცხოვრებაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ მკვლევარი;
ირინე დოღაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ფსიქოლოგიის დოქტორი;
მარინა გახუტიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქიმიის დეპარტამენტის ლექტორი, ქიმიის დოქტორი;
ქეთევან მუხიგული, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ნინო ცინცაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლიკა კვინჩია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ანი გეჯაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
დიანა ლეჟავა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი;
ფიქრია ასანიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გოგა ხატიაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული ლექტორი;
კორნელი კაკაჩია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
თამარ ხორბალაძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
გიორგი ბუტიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
მაია მანჩხაშვილი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბელა წიფურია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
მაია ქვრივიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი;
კონსტანტინე ჩოკორაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
დავით მაცაბერიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნინო ლაპიაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ლექტორი;
თორნიკე შურღულაია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი;
გაგა ლომიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლალი ანთიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გიორგი მელიქიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ნანა ტრაპაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნინო გაჩეჩილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ქეთევან გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ია კუპატაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის პროფესორი;
მანანა რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ირინა ლობჟანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
სიმონ ჯანაშია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
იზა გიგაური, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მაკა ნუცუბიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
თამარ კეკენაძე, ასოცირებული პროფესორი, ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში;
მანანა ხაჩიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ვარდო ბერიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლაშა მარკოზაშვილი, პროფესორი, ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში;
სერგო ჩიხლაძე, მედიცინის დოქტორი, ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში, მოწვეული ლექტორი;
ელგუჯა ქავთარაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ია ანთაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
თეონა აქუბარდია, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
შალვა ტაბატაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მიხეილ დარჩიაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ასისტენტ-პროფესორი;
ლია წულაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
თეიმურაზ ბუაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი;
ნიკა გიგაური, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ლუკა კუჭუხიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მკვლევარი;
თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოციერებული პროფესორი;
ნატო ბაჩიაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი;
გიორგი მუჩაიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ირაკლი ლაითაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ლიანა ნაკაიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი დოცენტი, ამჟამად პენსიონერი;
ლეილა ბლაგონრავოვა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი;
ნიკა ხოფერია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ასისტენტ-პროფესორი;
ზვიად ქორიძე, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი;
პავლე ტაბატაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი;
თედო სანიკიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აკადემიური ასისტენტი;
თინათინ სტამბოლიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის მკვლევარი;
ნინო ჩარექიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი;
გიორგი ცხადაია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
თინათინ ბანძელაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ-პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
თამარ ცოფურაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ბესო ნამჩავაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
თამთა თვალავაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი;
თამარ კინწურაშვილი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ალუდა გოგლიჩიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
თამარ ბელქანია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ნუგზარ თევდორაძე, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნინო ჩიქოვანი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ნათია იაკობიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი;
კახა გაბუნია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მარიამ ალანია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი;
მარინე იოსელიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი, პროფესორი;
თათია კეკელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ანა ჩუთლაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუსის (GIPA) აკადემიური ასისტენტი;
ნინო წითლანაძე, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის” ასოსტენტ-პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული ლექტორი;
ნინო აბზიანიძე, პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი;
მაკო ჯაოშვილი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის” პროფესორი;
ნარგიზა არჯევანიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი;
თეა ლათიფაშვილი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის” ასოცირებული პროფესორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) ასოცირებული პროფესორი;
ნატა ძველიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი;
გია ბერიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
თამარ ალექსიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი;
მარინა ბურკაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის ასოცირებული პროფესორი;
გიორგი ჭანტურია, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის “ალტერბრიჯი” ასოცირებული პროფესორი;
მარინე გიორგაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
მაია ჯინჭარაძე, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ლადო რაზმაძე, ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში, მოწვეული ლექტორი;
ვლადიმერ კეკენაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
თამარ დარჩია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
თამარ ჩხაიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ელენე მეძმარიაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ხათუნა გიგაური, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი;
ზურაბ პაპასქირი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
მახარე აჭაიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ნიკოლოზ ალექსიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი;
თამარ ცხადაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ხატია ვასაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტი;
ამირან ხეცურიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ჟანა ანთია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ასისტენტი;
ნინო რუსიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აფილირებული ლექტორი;
ნინო ლიპარტელიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი;
ირმა გრძელიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლევან რატიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი;
ნინო გედევანიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) პროფესორი;
ირინე დემეტრაძე-რენცი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
თინა ასათიანი,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) Frontlain Georgia club-ის მენეჯერი;
დიმიტრი ჩიკვაიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი;
ეკატერინე შალუტაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ-პროფესორი;
ანა ქეშელაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი;
თინათინ დოლიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
სოფო დოლიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისასოცირებული პროფესორი;
მარინა გარიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
სალომე ცოფურაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
თეონა მატარაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ქეთევან გოჩიტაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მასწავლებელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი.
ნუგზარ სურგულაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
მე, შეცვლას არ გთავაზობთ, მე გთავაზობთ, გაიტანოთ ეს, ისე, როგორც [ფილმში] ყვირის „გაიტანეთ გრენლანდია! გაიტანეთ გრენლანდია", ეს თავში დაეცემა საზოგადოებას! - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებს.
კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო სექტორს პრობლემას უქმნის, ამიტომ, ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ე.წ აგენტების შესახებ კანონი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოუტანოს ამან საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კი გოგოლაშვილს მიუთითა, რომ ერთი და იმავეზე საუბრობს და თუ რამე შეთავაზება აქვს მომხსენებელს, გურამ მაჭარაშვილს მოახსენოს. თავის მხრივ კახა გოგოლაშვილმა კი, უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ მისი მხრიდან ნათქვამ ორ საკითხს მიაქციონ ყურადღება.
„აბსოლუტურად მიუღებელია 20%-ის და რაღაცის განსაზღვრა, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის კანონებში მთავარი არის, ვასრულებ თუ არა მე პატრონის დაკვეთას. ამერიკულ კანონში წერია: ან მთლიანად ფინანსდება ან უმეტესადო. ხომ იცით, ამერიკული კანონი კარგად? იცით, რომ იქ ასე წერია, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი ეს კი არ არის, მთავარი კრიტერიუმია - შენ ასრულებ პოლიტიკურ დავალებას შენი პატრონის, რომელიც უცხოეთშია“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისი განმარტებით, აქ არის საუბარი იმაზე, რომ არასწორია პრინციპი არაკომერციული ორგანიზაციების „რაღაც რეესტრში შეყვანის და მასზე მონიტორინგის დაწესების შესახებ".
„იმიტომ, რომ ის თურმე რომელიღაცა უცხო ქვეყნის ან უცხო ძალის აგენტია, სინამდვილეში ეს ძალა არ არსებობს. გაბნეულია სადღაც სივრცესა და დროში. ამ მიდგომის ფილოსოფია აბსოლუტურად არასწორია. მეორე - ის, რომ არასამთავრობო სექტორი და მედია სექტორია მხოლოდ დაფარული და რატომღაც საქველმოქმედო ორგანიზაციები არ არის დაფარული თქვენს პირველ პროექტში, ამ დროს რამდენი შემთხვევაა მსოფლიოში, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციები აწარმოებენ ათასგვარ შავ ოპერაციებს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
გოგოლაშვილის ამ მოსაზრებას გამოეხმაურა „ხალხის ძალი“ წევრი ეკა სეფაშვილი, რომელმაც კითხვით მიმართა გოგოლაშვილს, რომ არის თუ არა დემოკრატიის პრინციპი საჯაროობა. თავის მხრივ კახა გოგოლაშვილმა მიუთითა დეპუტატებს, რომ საუბარს ნუ აწყვეტინებენ.
„რა წესია ჩარევა, არ მოგწონთ ვიცი, ნერვები გეშლებათ, მაგრამ ყველა ნერვებმოშლილი ვართ იმიტომ, რომ ყველას რაღაც არ მოგვწონს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
„სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“, — ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა “ხალხის ძალიდან” მიხეილ ყაველაშვილმა ენმ-ის წევრ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც მას ორი წიგნის წაკითხვა ურჩია.
ხატია დეკანოიძე: მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი 2 წიგნს და მერე მოვიდოდი აქ.
მიხეილ ყაველაშვილი: არ გადამრიო, მართლა? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე, უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება. იმას შინაგანი მრწამსი სჭირდება და სინდისი სჭირდება.
— წიგნი თავშია. უმაღლესი განათლება არა გაქვთ… მიშა, ძალიან უწიგნური ხარ.
— უწიგნური არა ვარ. შენ რა იცი, მე რამდენი წიგნი მაქვს [წაკითხული]. რა იცი, ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და არაა მარტო ეგ.
ყაველაშვილმა თქვა, რომ ხატია დეკანოიძე სხვა ქვეყნის ტელევიზიაში რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებდა.
თავის მხრივ, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ სამშობლოს გამყიდველი იქნება ყველა, ვინც რუსულ კანონს დააჭერს ხელს.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
https://netgazeti.ge/life/658327/
ეუთო/ოდირი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, ამზადებენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტის შეფასებას:
„გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ამზადებს სამართლებრივ მოსაზრებას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საქართველოში და მის შესაბამისობასზე საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საკითხზე“ — ნათქვამია ეუთო/ოდირის მიერ დღეს, 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
დღეს, 6 მარტს, პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო.
დღევანდელ ბიუროზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი უნდა გასულიყო და გადაწყვეტილიყო, როდის ეყრებოდა მას კენჭი პირველი მოსმენით.
თუმცა, როგორც პარლამენტში განმარტავენ, ბიუროს სხდომის გადადების მიზეზი გახდა ჯერ ვერდასრულებული კომიტეტის სხდომები, რის გამოც ვერ ესწრება ბიუროს დღის წესრიგის განსაზღვრა.
ამ წუთებში რუსული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარეობს, პარალელურად კი პარლამენტთან აქცია იმართება, სადაც რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ.
ბიუროს სხდომა ხვალ, 7 მარტს, დილით გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, გადაწყდება, როდის გავა პლენარული სესიის სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზე.
200-ზე მეტი ლექტორის განცხადება რუსული კანონის წინააღმდეგ
მზექალა შანიძე: ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას
რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების ავტორებს უთხრა, რომ ამ დოკუმენტების განმარტებითი ბარათები არსებით ტყუილებს შეიცავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მან ასევე თქვა, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება კანონპროექტების განხილვა ადამიანის უფლებების კომიტეტში, როცა ისინი პირველ რიგში ადამიანის უფლებების შემზღუდავია და აღნიშნა, რომ წინა ჯერზე, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, არ მიეცა განხილვაში მონაწილეობის უფლება.
"ეს კანონპროექტები და მისი განმარტებითი ბარათები ეყრდნობა 5 ძირითად წამყვან შეცდომაში შემყვან მითითებას, აღნიშვნას და მინდა თითოეულთან დაკავშირებით დავსვა კითხვა:
პირველი, რაც ჩვენ კანონპროექტში გვხვდება და წერია განმარტებით ბარათში, არის ის, რომ ეს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, საერთაშორისო ხელშეკრულებებს. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას? თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ანალოგიური კანონი, ერთადერთი ქვეყანა, სადაც იყო ამ კანონის მიღების მცდელობა რუსეთის გავლენით, იყო უნგრეთი, სადაც სასამართლომ ეს კანონი გააუქმა და იქაც აღარ მოქმედებს. ასევე, იმ გადაწყვეტილებაში, რომლითაც უნგრეთში ეს კანონი სასამართლომ გააუქმა, აღნიშნული იყო, რომ ის არღვევდა ევროკავშირის წამყვან ხელშეკრულებებს და კანონმდებლობას და ამის გამოც გაუქმდა ეს კანონი. საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის მონაწილეც საქართველო არის, ითვალისწინებს იმას, რომ დაცული უნდა იყოს გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაცული და აკრძალულია დისკრიმინაცია. ეს კანონები ყველა ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.
მეორე დიდი ტყუილი, რაც განმარტებით ბარათში წერია, არის ის, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ჩვენ ვნახეთ არაერთი განცხადება, რომელიც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო შესაძლოა დაემშვიდობოს კანდიდატის სტატუსს, თუკი ამ კანონს მიიღებს. არათუ მიღება, მისი განხილვაც კი ქმნის იმ საფრთხეს, რომ ჩვენ ვეღარ მივიღებთ ამ სტატუსს. თვითონ იმ 12 პუნქტშიც კი, რომლის შესრულებაზეც თქვენ აიღეთ ვალდებულება, მინიმუმ 2 პუნქტი ირღვევა.
შემდეგი პუნქტი, რაც ასევე დიდი ტყუილია, არის: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვების უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე, ეს არის აღნიშნული. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ვმუშაობთ ქალების და ბავშვების უფლებების დაცვაზე, რომ ეს კანონპროექტი მოახდენს გავლენას მათზე ცალსახად. თქვენ რას ეყრდნობით, როცა ამბობთ, რომ გავლენა არ ექნება? ამ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ამ ორგანიზაციების გაუქმებას და დახურვას.
შემდეგი საკითხი, რაც ასევე ტყუილია, არის ის, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, როცა დღეს საქართველოში მუშაობს ამ ეტაპზე მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, დაახლოებით 29 000, რომლებიც დაექვემდებარება რეგულირებას ამ კანონპროექტით და იუსტიციის სამინისტროს არ აქვს ამ ეტაპზე არც ფინანსური შესაძლებლობები და არც ადამიანური, ამ ფუნქციის შესასრულებლად.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ტყუილი. ამ კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს არ არის ამ კანონპროექტის მიზანი, ამ კანონპროექტის მიზანია ყველა იმ ორგანიზაციის დახურვა, ვინც არ დაექვემდებარება იმას, რომ საკუთარი თავი დაარეგისტრიროს როგორც აგენტი და დაიწეროს, რომ არის აგენტი. ეს არის იმთავითვე გამორიცხული, არავის არ სურს ამ სტატუსის დაწერა და თქვენ ეს იცით. არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს გამჭვირვალობის პრობლემა არ აქვთ", - თქვა ნონა ქურდოვანიძემ საკომიტეტო მოსმენაზე.
მას უმრავლესობის დეპუტატებმა და კომიტეტის თავმჯდომარემ უთხრეს, რომ არასწორია, როცა ამ კანონპროექტებში არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვის საფრთხეს ხედავენ.
საპროტეტსო აქცია პარლამენტთან. 6 მარტი, 2023 წელი
ასევე ნახეთ
ამერიკულ კანონში აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება პარტნიორებზე არ ვრცელდება, რაც თარგმანში გამოტოვეს - პლატფორმა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დარბაზიდან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა. მან "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და რეაგირების გარეშე დატოვა თანაპარტიელების ხმამაღალი რეპლიკები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.
[თუ მიიღებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს] მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მერე. მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირამ გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა საფრთხეები შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა მაინც მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი.
ამასთან, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ კანონპროექტი პარლამენტში ვერ გავა.
“საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და საქართველოს ჰქონდეს ნატო-ს ფარი. ამიტომ, ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს ამ სწრაფვას. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სხვადასხვა შეფასებებით და რეფერენდუმებით უნდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის წევრი. არ შეიძლება, რომ საქართველოს პარლამენტი წავიდეს [წინააღმდეგ]. მე მესმის, რომ ის ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტართა უმრავლესობა არ მოიღებს.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ყველა მეგობარი: ევროკავშირი, სადაც რაც შეიძლება მალე გვინდა შესვლა, წელს უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერო უნდა გავაკეთოთ, გაერო, ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორი - აშშ, კიდევ ბევრი სხვა პარტნიორი, მოვისმინეთ გერმანიის, ბრიტანეთის ელჩების განცხადებები და აშ. - ყველა ჩვენი მეგობარი ძალიან დელიკატურად გვირჩევს, რომ დღეს კანონის მიღების საჭიროება არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება”, ასევე იქ ბევრს ვიცნობ, ამ კანონის მიღებისგან თავს შეიკავებენ”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კიდევ ვინ შეიძლება, გვითხრას, რომ ეს კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული, – ასე მიმართა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ.
იმნაძის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
„მე მაინტერესებს, რა ფაქტორი შეიძლება იყოს, ვინ შეიძლება გვითხრას კიდევ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს კანონპროექტი არის დამაზიანებელი, რომ არ ეწინააღმდეგება ერთი სამოქალაქო ორგანიზაციის ან მედიასაშუალების ინტერესებს, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. კიდევ ვინ შეიძლება გვითხრას ეს, რათა თქვენ დარწმუნდეთ, რომ კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული. რუსეთში სწორედ ეს მოხდა. ჯერ დაიწყო სამოქალაქო სექტორის ხავერდოვანი შეზღუდვა, ჯერ დაიწყო ასეთი კანონით შეზღუდვა და შემდეგ, როდესაც დელეგიტიმირებული იყო სამოქალაქო საზოგადოება, დაიწყო უხეში, სისხლის სამართლებრივი ზომების გამოყენება“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.
"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ უცხოელი დონორების ფინანსური დახმარებით მოახერხეს გარემოსდაცვითი სივრცის შექმნა, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები კი მათ საქართველოს მტრად აცხადებს. ჩხობაძის თქმით, კანონპროექტები არც გამჭვირვალობის ელემენტს პასუხობს.
"მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თურმე რაც მიმუშავია 30 წელზე მეტი საქართველოსთვის, მე ვყოფილვარ საქართველოს მტერი. იმიტომ, რომ ზუსტად გერმანელების, ამერიკელების დახმარებით, ძალიან ბევრი დონორი გასულა ჩემს ხელში და ჩვენ შევქმენით დაცული ტერიტორია, გარემოსდაცვითი სივრცე... პირველი დარტყმა ვნახულობთ, რომ რუსეთის ფედერაციაში გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღო და ეს კანონპროექტები კარგად რომ წაიკითხოთ, პირდაპირ ჩანს შიგნით, რომ თქვენ შეეცდებით გაგვაჩუმოთ... ახლაც მაჩუმებთ", - თქვა ნინო ჩხობაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კი მას უპასუხა, რომ კანონპროექტები ვინმეს საქმიანობის შეზღუდვას არ ითვალისწინებს და წინ ვენეციის კომისიის განხილვებია.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.
ასევე ნახეთ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს
მან "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და რეაგირების გარეშე დატოვა თანაპარტიელების ხმამაღალი რეპლიკები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია Facebook-ის პირად გვერდზე პოლიტიკურ ისტებლიშმენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ.
„დიდი საშიშროებაა „აგენტების“ კანონის მიღების შემთხვევაში მოხდეს გადახედვა იმ გრანტების, რომელსაც სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის იღებს სახელმწიფო,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს დონორებისგან 3.943 მლრდ ლარის გრანტები აქვს მიღებული.
მათ შორის მიმდინარე, 2023 წელს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისგან თუ საფინანსო ინსტიტუტისგან დაგეგმილია 279 550 000 ლარის მიღება გრანტების სახით. აქედან თანხების მიმართვა დაგეგმილია ისეთ პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა: სკოლების რეაბილიტაცია, ენერგეტიკის სექტორის რეფორმირება, სხვადასხვა რაიონების წყალმომარაგების უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების პროგრამა, ვარდნილისა და ენგურის ჰიროელექტროსადგურების რეაბილიტაცია და ა.შ.
უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კუთვნილი 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, იური იგნატმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, 6 მარტის ღამეს, უკრაინაში, საერთო ჯამში, 15 დრონი გაუშვეს.
"დრონები ჩრდილოეთის მიმართულებიდან გაუშვეს. რუსებმა 15 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, მათგან 13 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. ასეთი კარგი შედეგი გვაქვს", - განაცხადა იური იგნატმა.
მისი განმარტებით, საუბარია ირანული წარმოების Shahed-131/136 ტიპის დრონებზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
„ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის, პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელი რჩება: „კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“. ამას ის, როგორც მეგობარი, აცხადებს“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“.
ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში.
„ასე რომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, მისი მიღება არ არის აუცილებელი, რადგანაც ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გამოიყენება. ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად. ეს კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, ის არ არის აუცილებელი და ის არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, - აღნიშნა ელჩმა.
ოცნებამ დღეს რაც გააკეთა (რეგლამენტის დარღვევით არ განიხილა ჩვენს მიერ დაინიცირებული კანონი რუსული გავლენის შემცირებასთან დაკავშირებით და დიდი ენთუზიაზმით იხილავს წმინდაწყლის რუსულ კანონს) არის სახელმწიფოს და მისი ინტერესების არა უგულებელყოფა, არამედ პირდაპირი ღ ა ლ ა ტ ი!, - წერს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" სახელმწიფოს ასეთი მასშტაბის ღალატისთვის დიდ ფასს გადაიხდის.
"რა არ მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ამდენ ადამიანს სკამისთვის, ფულისთვის, მიკრო (ვაი) ძალაუფლებისთვის ასე ღიად ეღალატოთ ქვეყნისთვის პირველად ვხედავ.
P.S. აფხაზები, რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში, თუ ოდესმე გვაჯობებდნენ ვერასოდეს წარმოვიდგენდი. იმათაც კი ჰყოფნით თვითშეგნება, რომ იგივე რუსულ კანონს წინ აღუდგნენ და არ განიხილონ დე ფაქტო სტრუქტურებში.
ოცნება კი არა ჩვეულებრივი «Единая Грузия» ხართ და სახელმწიფოს ასეთი მასშტაბის ღალატისთვის დიდ ფასს გადაიხდით!", - წერს ქემოკლიძე.
"საქართველოს ეროვნული პლატფორმა" აცხადებს, რომ ე.წ. “ამერიკული კანონის“ ქართულ რედაქციაში შეგნებულად არის გამოტოვებული ავთენტური ამერიკული კანონის პარაგრაფ 613 – ის (გამონაკლისები/ EXEMPTIONS) კონკრეტული და "ამ კანონმდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი "f". მათი თქმით, ამერიკულ კანონის (FARA) ამ პუნქტში წერია, რომ ქვეყნის პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება.
პლატფორმის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ეს გარემოება კანონპროექტის დეტალურად შესწავლის შედეგად აღმოაჩინეს:
"აღნიშნული პუნქტის მიხედვით აშშ-ს პრეზიდენტი ადგენს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, როგორც პარტნიორები და მათი წარმომადგენლები ითვლებიან გამონაკლისებად და მათზე არ ვრცელდება უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება.
ნორმის შეგნებული გამოტოვებით პრინციპულად იცვლება შინაარსი. უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ე.წ. ამერიკული კანონი ვრცელდება პარტნიორ ქვეყნებზეც, რაც ქმნის ერთგვაროვან მიდგომას მტრულად განწყობილი და მოკავშირე ქვეყნების მიმართ.
ეს განზრახ დამახინჯება ავთენტური ამერიკული კანონისა აზიანებს საქართველოს ურთიერთობას ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ამ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღება!" - წერია განცხადებაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ამ საკითხზე კითხვა დასვა პროფესორმა ლაშა ტუღუშმა და კანონპროექტის ავტორებს მიმართა, რომ ამ მუხლის შეცვლით, მათ პრინციპულად შეცვალეს ამერიკული კანონის (FARA) კონცეფცია.
"ამიტომაც არის ეს შეფასებები, რომ ეს არაა ამერიკული კანონი. იმ ხალხმა ვინც გამოვიდა, გითხრათ, ჩვენც წავიკითხეთ და გეუბნებით, რომ ეს არაა ამერიკული კანონი. რატომ ამოიღეთ ეს პუნქტი, რომელმაც რეალურად თავდაყირა დააყენა ამერიკული კანონი?", - იკითხა ლაშა ტუღუშმა.
მანამდე, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონი, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის განმარტებით ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს წარმოადგენს, არასწორად აიდენტიფიცირებს საფრთხეებს და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსაც, მათ შორის მათ, ვინც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებაში ეხმარება საქართველოს, საფრთხედ მიიჩნევს.
საქართველოს პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დარბაზიდან კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონტენტები არაკონსტუქციულ დიალოგში დაადაანაშაულა.
მმართველი პარტიის დეპუტატმა თავის მხრივ "უსამშობლო კაცი" უწოდა გიორგი ვაშაძეს და რეაგირების გარეშე დატოვა თანაპარტიელების ხმამაღალი რეპლიკები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.
ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს, - წერს სოციალურ ქსელში შოთა არველაძე.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
"თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.
რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება.", - წერს არველაძე.
თბილისში, რამდენიმე ადგილას გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. "უსამშობლო მოღალატეები", "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - წერია პლაკატებზე, რომლებზეც გამოსახული არიან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ასევე ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, პოლიტოლოგი გია ნოდია, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია და სხვა პირები.
პლაკატები პარტია "დროას" ოფისის კარზე
დღეს პარლამენტში განახლდება საკომიტეტო განხილვა "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტებისა, რომლების ინიციატორიცაა მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების გაერთიანება "ხალხის ძალა."
მოქალაქეები პარლამენტში განხილვის პარალელურად რუსთაველზე აქციას გეგმავენ.
ასევე ნახეთ
საქართველოს პარლამენტში "დაშვების შეზღუდული რეჟიმია"
ამ კანონპროექტების წინა განხილვაზე უმრავლესობის დეპუტატები "ეკლესიის მაგინებლებს" ეძახდნენ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონპროექტები რუსულია.
“დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან”, – ასე აფასებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.
ელგუჯა ხოკრიშვილის ზემოხსენებულ კანონპროექტს ფეისბუკზე გამოეხმაურა.
“ხვალიდან საქართველო ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოფენაზე ITB Berlin – 2023-ზე მასპინძელი ქვეყანის სტატუსით წარდგება. ოთხი წლის წინ, როცა ITB Berlin-ის ხელმძღვანელობასთან მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დავიწყე, მაშინ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პოლიტიკოსები საუბარს ერიდებოდნენ.
ძირითად მიზეზად კი სახელდებოდა ის, რომ მათი მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის გაფართოებას მხარს არ უჭერდა. ITB Berlin-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენის იდეა მხოლოდ ერთ მიზანს ემსაუხრებოდა, გაგვეცნო ჩვენი ქვეყნის სტუმართმასპინძლობა, ისტორია და კულტურა გერმანიის (ევროპის) მოსახლეობისთვის. მთავარი გზავნილი კი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.
გასულ წელს რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის სამაგალითო ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის, ფუნდამენტურად შეცვალა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რამაც გააჩინა შანსი დაუახლოვდეთ ჩვენ ისტორიულ მიზანს, გავხდეთ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტია.
ჯერ კიდევ გასულ წელს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება გადავადებულიყო. დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან. უარს თუ ვიტყვით ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მარტო დავრჩებით დღევანდელი რუსეთის წინაშე, რაც ქვეყნის დაუცველობას და განვითარების პერსპექტივის დაკარგვას ნიშნავს”, – წერს ხოკრიშვილი.
ხოკრიშვილი 2012-2014 წლებში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი. 2014 წლის 15 აპრილიდან – 21 ივლისამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 2018 წლიდან 2020 წლამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს (European Youth Parliament (EYP) – Georgia) დამფუძნებლები, ეროვნული კომიტეტი, ყოფილი და მოქმედი წევრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კანონპროექტი მიღების შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს:
„ჩვენთვის, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის მიგვაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენს მრავალწლიან მცდელობას, ქართველი ახალგაზრდები, სკოლის ასაკიდანვე ერკვეოდნენ ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებში, ჩამოიყალიბონ თანამშრომლობა ევროპელ თანატოლებთან და საქართველო ბუნებრივი დანიშნულების ადგილად აქციონ ქსელის საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.
ევროპული ღირებულებები გამოცდილებების გაზიარებასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენი ქსელისთვის სიახლე არ არის პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონი. სწორედ მსგავსი კანონმდებლობის მიღებამ შეზღუდა EYP-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში და ახალგაზრდების ჩართვა EYP-ის ღონისძიებებში სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა ბელარუსში. ჩვენი კოლეგები აღნიშნული ქვეყნებიდან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო გაზრდილი საფრთხეების გამო“ — ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები ითხოვენ, საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვიონ ის კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს და არ დაუშვან, რომ საქართველო შემდეგი იყოს ისეთი ქვეყნების სიაში, სადაც უკანონოდ აცხადებენ ახალგაზრდების ევროპულ მისწრაფებებს:
„ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ქსელი 40 ევროპული ქვეყნის ახალგაზრდებს აერთიანებს არაფორმალური განათლების პლატფორმის გარშემო. მისი მიზანია დემოკრატიული, მშვიდობიანი, მდგრადი და ღია საზოგადოების ფორმირება, რომლის განვითარებაშიც ახალგაზრდების ჩართულობა განმსაზღვრელია. EYP საქართველო, კავკასიის რეგიონში, ქსელის პირველი წარმომადგენელია და 2007 წლიდან უქმნის საქართველოს ახალგაზრდებს პლატფორმას დისკუსიისთვის, დებატებისთვის ევროკავშირში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.
აღიარებიდან დღემდე, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ოჯახის წევრობა მათი ევროპული მისწრაფებების გამოძახილი და სხვა ევროპელ ახალგაზრდებთან თანასწორ პირობებში ინტეგრაციის უნიკალური შესაძლებლობაა. EYP საქართველომ ორჯერ, 2013 და 2017 წლებში, თბილისში უმასპინძლა ქსელის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას – საერთაშორისო სესიას, რომელმაც დედაქალაქში თავი მოუყარა 40-მდე ქვეყნის 600-ზე მეტ ახალგაზრდას. ჩვენ ვამაყობთ, რომ დაარსებიდან დღემდე, EYP საქართველოს სესიებში 10 000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას თან ახლავს ორგანიზაციის 162 ყოფილი და მოქმედი წევრის ხელმოწერა, სია განახლებადია:
განცხადებას ხელს ვაწერთ (სია განახლებადია):
გიორგი ჩინჩალაძე, 2007-2011 55.
თამთა წვერაიძე, 2013-2018 109.
ნია გვარამია, 2018-2022
თორნიკე მეტრეველი, 2007-2009
ნატალია გონაშვილი, 2013-2018
ვაჟა ქერაშვილი, 2018-დღემდე
მარიამ ჩიხლაძე, 2007-2011
ალექსანდრე ზიბზიბაძე, 2013-2014
ლიზიკო ხარაზიშვილი, 2018-დღემდე
ლაშა შაყულაშვილი, 2007-2010
ნანა ედიშერაშვილი, 2013-2016
მარიამ ლოლაძე, 2018-2019
შორენა შავაძე, 2008-2010
ანნა ხოფერია, 2013-2017
ანა არახამია, 2018-2020
მაკა მეშველიანი, 2007-2009
ეკატერინე ბაქრაძე, 2014-2017 114.
ანი ქვაჩახი, 2018-2018
თორნიკე ზურაბაშვილი, 2007-2012
ნინი ედიშერაშვილი, 2014-2015
ანდრო კვიჟინაძე, 2018-დღემდე
გიორგი ჩიტიძე, 2007-2010
ანნა როინიშვილი, 2014-2018
უტა კოპალეიშვილი, 2019-დღემდე
ანა წურწუმია, 2007-2010
რუსუდანი მანველი, 2014-2018
სესილი ჩხეიძე, 2019-დღემდე
ივეტა გოგავა, 2007-2010
რეზო სანაძე, 2014-2015
ანა დათიაშვილი, 2019-დღემდე
თეონა კონტრიძე, 2008-2010
თამარ სიმონიშვილი, 2014-2016
გიორგი ბეროშვილი, 2019-2022
ლაშა ვაშაკიძე, 2009-2014
ანა მალუძე, 2014-2017
კახაბერ მურვანიძე, 2019-დღემდე
მარიამ თაყაიშვილი, 2008-2013
ალექსანდრე ცინცაძე, 2014-2016
დუტა დიასამიძე, 2019-დღემდე
გიორგი თაბაგარი, 2007-2014
ია ცომაია, 2014-2017
ანანო გაფრინდაშვილი, 2019-2020
ვერიკო დევიძე, 2009-2015
ელენე ყარანგოზიშვილი, 2014-2016
მარიამ სიხარულიძე, 2019-2020
მარიამ ჭუბაბრია, 2009-2014
იოვანე ყურუა, 2014-2017
ნათია ნინოშვილი, 2019-დღემდე
ანი ნოზაძე, 2009-2012
ლუკა ლომთაძე, 2014-2017
ნია რესულიძე, 2019-დღემდე
თამთა ცოცხალაშვილი, 2009-2010
თინათინ ბეჟანიძე, 2014-2016
ელიზა ცხვიტარია, 2021-2022
თამარ ჭუბაბრია, 2009-2013
სალომე მარგველაშვილი, 2014-2017
დაჩი დარჩიძე, 2021-2022
თემო მაჩიტიძე, 2009-2011
დეა სულუაშვილი, 2014-2016
ლილიკო მამუჭაძე, 2022-დღემდე
ასმათი ნასყიდაშვილი, 2009-2012
გვანცა დოლბაია, 2015-2021
ნათია კუხალაშვილი, 2022-დღემდე
თამაზ ჩახუნაშვილი, 2009-2012
გიორგი არცივაძე, 2015-2020
გვანცა მამულაიშვილი, 2022-დღემდე
თათია დოლიძე, 2009-2013
ნიკა ხარაიშვილი, 2015-2019
თამარ აბრამიშვილი, 2022-დღემდე
ნანა გურგენიძე, 2010-2017
გრიგორი მონასელიძე, 2015-დღემდე
ნუცა ვაჩეიშვილი, 2022-დღემდე
ნინო მელიქიძე, 2010-2013
ლიკა აბრამიშვილი , 2015-დღემდე
ნათია მამისაშვილი, 2022-დღემდე
მარიამ ჩადუნელი, 2010-2017
სოფიო გვენეტაძე, 2015-2019
მარიამი ჯაფარიძე, 2018-2020
სოფიკო ოტიაშვილო, 2010-2014
ლუკა ფოცხიშვილი, 2015-2019
მარიამ ტორონჯაძე, 2019-2021
სალომე კანდელაკი, 2010-2015
ნინი პატარიძე, 2016-2018
ანი იოსელიანი, 2020-2022
ანი მესხიძე, 2010-2014
ირინე ყარანგოზიშვილი, 2016-2018
სოფიო ჯორჯიაშვილი, 2019-დღემდე
ირაკლი გრძელიშვილი, 2010-2018
ანა ქასრაშვილი, 2016-2019
მიკო შახდინარიანი, 2012-2014
ნინო დანელია, 2010-2016
ლუკა ჯაფარიძე , 2016-2017
ნაირა ნაგერვაძე, 2015-2020
მარიამ ირემაძე, 2010-2014
სალომე ბაჯელიძე, 2016-2018
ეკატერინე ნაგერვაძე, 2016-2021
თამარ ჯაყელი, 2010-დღემდე
ქეთევან წურწუმია, 2016-2020
ანი მუხიგულაშვილი, 2014-2019
ნინო ბასილაია, 2010-2011
ქეთევან ხაზალია, 2016-2019
მარგარიტა ცინცაძე, 2017-2020
კოკა კაპანაძე, 2011-2017
ლიზი მამუჭაძე, 2016-2023 143.
ნიკა ჯორბენაძე, 2022-დღემდე
ქეთი გვაზავა, 2011-2013
თათია კახეთელიძე, 2016-2018
ამილ კარაევ, 2013-2018
თამარ სუთიძე, 2011-2015
თამარ გურგენიძე, 2017-2019
ელენე მინაშვილი, 2013-2018
ნანუკა ყრუაშვილი, 2011-2017
ანა ლაზარიაშვილი, 2017-2018
ელისაბედ გედევანიშვილი, 2012-2016
რეზო ჭანიშვილი, 2012-2017
საბა ფესვიანიძე, 2017-2020
მარიამ მორჩაძე, 2013-2014
სოფიო კონჯარია-ქრისტიან, 2008-2012
მარიამ კაკაბაძე, 2017-2018
ნათია ჯოხაძე, 2014-2017
დავით ზვიადაძე, 2012-2016
სანდრო მენაბდე, 2017-2019
ანი სულხანიშვილი, 2022-დღემდე
მანანა ნაცვლიშვილი, 2012-2016
გვანცა ნადირაძე, 2017-2020 150.
ლუკა გოჩიტაშვილი, 2017-2018
ზურაბ გიორგობიანი, 2012-2018
ირაკლი ქოჩიაშვილი , 2017-2018
ანი ჯანელიძე, 2018-2021
მათე დვალიშვილი, 2012-2018
ბექარ გურგენიძე, 2017-2019
ალექსანდრე ბერაია, 2014-2016
გიორგი გუგენიშვილი, 2012-2015
ბექა კაკაბაძე, 2017-დღემდე
ანი მაჩაიძე, 2015-2018
გიორგი წულაია, 2012-2015
ირინა მამულაშვილი, 2017-2018
ნიკოლოზ აფციაური, 2018-2020
თამთა ჯუგაშვილი, 2012-2016
გიორგი ვეკუა, 2017-2020
გია გოზალიშვილი, 2017-დღემდე
მარიამ კაპანაძე, 2012-2015
ანანო რიგვავა, 2018-დღემდე
ლიკა კურდაძე, 2019-2023
თინა დოლბაია, 2012-2018
საბა გურგენიძე, 2018-დღემდე
მარიამ იასეშვილი, 2019-2020
ირაკლი კიკორია, 2013-2016
ნია თათრიშვილი, 2018-2022
ლუკა ძაგანია, 2012-2018
ელვინ გულიევი, 2013-2015
კესო კაკაჩია, 2018-2021
თამუნა ჯიბუტი, 2015-2017
სოფიკო ცერცვაძე, 2013-2017
ბექა გვარამია, 2018-დღემდე
დავით კიკორია, 2015-2017
მარიამ ჯუღელი, 2013-2015
თინათინ ჯანჯღავა, 2018-დღემდე
ალექანდრე თევზაძე, 2014-2016
ანა ბოხუა, 2011-2015
ნიკიტა სალუქვაძე, 2015-დღემდე
ანი კვიჟინაძე, 2016-2020.