Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.340
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    დღეს "ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა - ეს არის ის ძალა, რომელიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე არსებობს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
    მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის რადიკალიზაცია.
    „მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვცდილობდით პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირებას, სამწუხაროდ, ისევ ვდგავართ იმავე გამოწვევების წინაშე. დღეს ვეცდები, რომ პოლიტიკური და პარტიებისა და ლიდერების სახელები არ ვახსენო. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან მარტო ეროვნულები და სხვას ყველას ეროვნულობასთან ახლოს არ გაგვივლია, არ გვესმის და მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ისინი არიან ევროპელები და სხვა ვერავინ იქნება ევროპელი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არცერთია ნამდვილი ეროვნული და არც მეორე ნამდვილი ევროპელი. სინამდვილეში, ყველა ვინც დარწმუნებულია იმაში, რომ განსხვავებული აზრი არის მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფასეულობა, ამ ხალხისთვის ჩვენი კარი ყოველთვის იქნება ღია. ყველა, ვისაც არ უნდა ამ პოლუსის ორი რადიკალური ძალა განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს, ხვალ, ზეგ, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში მათთვის ჩვენი კარი ღიაა. დღეს, მაშინ, როცა სამყარო იცვლება, როდესაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები იცვლება და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ქვეყნის მეგობრების გამრავლების ნაცვლად, ქვეყანა მოახდინოს იზოლაციაში და მარტო დავრჩეთ იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც სულ უფრო და უფრო გვეზრდება. ასეთი ხელისუფლება ვერ იქნება ეფექტური და ვერც ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მორალურად მშვიდობა დაჰპირდეს ადამიანებს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც მაგალითად ღირსებისა და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდეგ იძულებული გახდა, მე იმას არ ვამბობ, უნდოდა და სიამოვნებდა, იძულებული გახდა, ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაეჩინა, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს. ეს ყველაფერი მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ და დიდ გამოწვევებამდე. ყველაზე დიდი გამოწვევა ხელისუფლების, ოპოზიციის ამ ქვეყანაში არის რადიკალიზაცია. ჩვენ უნდა ვიყოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის, რომ ყველა ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი და ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, არ ნიშნავს, რომ მას სამშობლო არ უყვარს, არ ნიშნავს, რომ ვიღაცის აგენტები არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ და ჩვენ მათთან ლაპარაკი უნდა შეგვეძლოს. მე ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, დღეს „ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ხალხს კარგად ვერ ავუხსენით, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის, ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე. ეს არის ის ძალა და გახდა ის ძალა, რომელსაც მორალური და ფასეულობების საფუძველი აღარ აქვს და მხოლოდ იმიტომ აკონტროლებს ხელისუფლებას, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

    ipn
  2. tvati
    მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ყველაზე მკაფიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
    გახარიას თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის, არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას.
    „ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არცერთხელ, არცერთი სიტყვით ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია მომავალში არცერთი შესაძლო არჩევნებისთვის. ჩვენს ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს არ ვატყუებთ, რადგან პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის, არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ვთვლი, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი.
    მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებენ და ა.შ. ეს საუბარი და მოწოდება იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი მაშინ, თუ მსგავსი მოწოდებების და პოზიციების ავტორები გააგრძელებენ ამას ყველაფერს და იტყვიან, რომ ბოიკოტის პარალელურად რა არის მათი შემოთავაზება, რა არის მათი სცენარი, გეგმა. ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი და ჩვენ არ გვაქვს ჩიხების დრო, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში დავაბრუნოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

     

    ავტორი - თამარ ელისაშვილი
  3. tvati
    „გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.
    პარტია მხნეობას უსურვებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს და აცხადებს, რომ „ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი“.
    “მხნეობას ვუსურვებთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მის ოჯახის წევრებს. “ოცნების” ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი“, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტია „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
    „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
    საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
    ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
     
    იპნ
  4. tvati
    "ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლების მოედანზე მისვლა, მათთვის სიმართლის თქმა და საქართველოს მოქალაქეების დაცვა ჰიბრიდული ომისაგან არის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ

    გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.


    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1219833042851132
  5. tvati
    მალე ნახევარი წელი შესრულდება, რაც საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ყოველდღიურად ტარდება მოქალაქეთა საპროტესტო აქციები. ქუჩებში მიმდინარე ხანგრძლივი და უწყვეტი პროტესტი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც უკვე აისახა კიდეც ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა.
    ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა, ასევე, ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა და ერთმანეთთან დაპირისპირება გამოიწვია.
    რას გვიქადის ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური ვითარება საბოლოოდ და რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ უახლესი განვლილი პერიოდიდან, ამ თემაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, სოფიო ხორგუანს ვესაუბრეთ.
    - როგორ შეაფასებდით დღევანდელ ვითარებას, არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
    - დიახ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და უკვე ეკონომიკურიც. რა ციფრებიც და პროპაგანდისტული გზავნილებიც არ უნდა გააჟღეროს ხელისუფლებამ, ხალხს სულ უფრო მეტად არ სჯერა მათი. ის ადამიანები, ვინც ვერ ხედავენ საკუთარი ცხოვრების კეთილსინდისიერი გზით გაუმჯობესების შესაძლებლობას, ტოვებენ ქვეყანას. ეს ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი. საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში საკუთარი ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობას ვერ ხედავენ.
    - საკუთარი მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავენ?
    - დიახ, ყოველდღიური ცხოვრება რომ კეთილსინდისიერი გზით უკეთესი გახდეს, ამ შესაძლებლობას ვერ ხედავენ. ამ ხელისუფლებამაც იგივე გზა აირჩია, რაც მისმა წინამორბედმა. დღეს თუ შენ კეთილსინდისიერი ადამიანი ხარ და გინდა, შენი შრომით, შენი უნარებით, სინდისთან კომპრომისების გარეშე დაიმკვიდრო ადგილი; იყო რეალიზებული, მიიღო შრომის შესაბამისი გასამრჯელო და შენი ოჯახი წესიერი გზით არჩინო, ძალიან რთულია, შეუძლებელი თუ არა. ეს გარემო შექმნა ხელისუფლებამ. თუ შენ ყველაფერზე წამსვლელი ხარ, თუ ყველაფერზე თვალს დახუჭავ, თუ ყველაფერზე ხელს მოაწერ, თავს დაუკრავ, სინდისს დაივიწყებ, ალბათ მოიძებნება შენთვის ადგილი, სადღაც მათ შორის, ვინც ჩვენს საერთო სიკეთეებს ანაწილებს ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ, და არა ისე, როგორც სჭირდებათ მოქალაქეებს.
    გვაქვს პოლიტიკური კრიზისი და რატომ გვჭირს ეს? კარგი იქნებოდა, სადღაც, რომელიმე ეტაპზე, მივხვედრილიყავით, რომ ჩიხისკენ მიდიოდა ეს გზა. უკვე მესამე ხელისუფლებაა, რომელიც ჩიხამდე მივიდა. ეს ნიშნავს, რომ რაღაცას თავშივე არ ვაკეთებთ სწორად. ის გზა, რომელზეც ვდგებით, თავიდანვე არ არის სწორი. ამ დროს რას აკეთებ გონიერი ადამიანი? - უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს.
    - სად უშვებდნენ შეცდომას, რას ვერ აკეთებდნენ სწორად, რომ ჩიხამდე არ მისულიყვნენ?
    - სამი სხვადასხვა ხელისუფლების შემთხვევაში, ვერც ერთხელ ვერ დავიწყეთ ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც რეალურად ადამიანის, მოქალაქის კეთილდღეობაზე იქნებოდა ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, თითქოს, სამივე ხელისუფლება სწორედ ამ მიზნით იწყებდა მოქმედებას. შევარდნაძის ხელისუფლებისას, მხედრიონის თარეში კი დასრულდა, მაგრამ „პრიხვატიზაცია” დაიწყო. გაიძარცვა ქვეყანა. სააკაშვილის ხელისუფლებაც კორუფციასთან მებრძოლის ეგიდით მოვიდა, მაგრამ ელიტური კორუფციითა და ძალადობით დაასრულა. „ქართული ოცნებაც“ დაახლოებით ამ მიზნების განსახორციელებლად მოვიდა. ვერც ერთის შემთხვევაში ასე არ მოხდა, რადგან ეს მიზანი მხოლოდ ზედაპირული იყო და სიღრმიდანვე, ფესვებიდანვე არასწორად დავიწყეთ მმართველობა.
    „ქართული ოცნების“ პირობებში, როდესაც სათავეში კარგი ხელმძღვანელები იყვნენ, გვქონდა გამონათებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ჯაჭვი არ შეიკრა. იგივე კოვიდის პერიოდში, როცა მიუხედავად უამრავი ხარვეზისა, გამოვდიოდით ადამიანის ინტერესიდან, რათა ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო. ვისაც ზიანი მიადგა, ვეხმარებოდით, ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანას რაც შეეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით. დეკლარირებულიც იყო და საქმითაც ჩანდა, რომ ერთი ადამიანიც მნიშვნელოვანია.
    - დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის და ჩიხის პირობებში, რა საგარეო საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა? ზოგადად, ვხედავთ, რომ მსოფლიო დღის წესრიგია არეული და გადალაგებები მიმდინარეობს. სხვადასხვა წერტილში ბევრი ახალი ომის კერა არსებობს, ამ საერთო სურათში ჩვენთვის რა შეიძლება იყოს მთავარი საფრთხე?
    - ისევ კოვიდის მაგალითი რომ მოვიყვანო, როდესაც მთელ მსოფლიოში იყო კრიზისი და არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ; როცა სისტემური, მდიდარი სახელმწიფოებიც კი დაბნეულები იყვნენ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ჩვენი სახელმწიფო იყო ხილული და ადამიანზე ორიენტირებული. იმ უჩვეულო გარემოშიც კი მოვახერხეთ, მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოდ გამოვჩნდით. ეს იმიტომ მოხდა, რომ მთავარი მიზანი იყო გაცხადებული და ეს მიზანი ადამიანის გადარჩენისკენ იყო მიმართული. ჩვენ ეს შევძელით. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო იყოს ხილული, მისი შინაარსი იყოს გამართული და ის მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობდეს.
    დღეს, სახელმწიფო ხილული არ არის. პოსტ ფაქტუმ რეაგირების პირობებშიც კი, ჩვენს სახელმწიფოში ერთადერთი, რაც მუშაობს და ფუნქციონირებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესის დაცვის მექანიზმები. იმასაც ვერ ვამბობ, რომ პარტიის გადარჩენაზეა საუბარი, ყველა ძალა ერთი ადამიანის ნების აღსრულებაზეა კონცენტრირებული.
    - ასეთ ვითარებაში არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენზე გულს აიცრუებს, როგორც არასანდო, არასტაბილურ პარტნიორზე?
    - ძალიან დიდია იზოლაციის საფრთხე და შესაძლებელია, ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ. სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ შეიძლება, იმ ქვეყნების რიცხვში ჩავეწეროთ, რომელსაც ცივილიზებული სამყარო კეთროვნად მიიჩნევს. ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს. მნიშვნელოვანია თუნდაც ისიც, ბოლოს რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი, სადაც მეგობარი აქტი დარეგისტრირდა. საუბედუროდ, ჩვენ ჩინეთის, ირანის და რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება გვყავს და იზოლაციისკენ მივდივართ. ეს არის სერიოზული საშიშროება... ჩვენ ისედაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები.
    - დასავლეთისგან იზოლაციის საკითხი რეალურად რომ დადგეს, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის?
    - უპირველესად მოჰყვება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება, რადგან იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომელთა მმართველობისკენაც მივდივართ და რომელთაც ავტოკრატიული რეჟიმი ამაგრებთ, დგას ბუნებრივ რესურსებზე, რაც ჩვენ არ გვაქვს. საქართველოს მთავარი რესურსი ყოველთვის იყო ადამიანი. ყველაზე ბნელ წლებშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია საზოგადოება. ამას ჩაკეტილი საბჭოთა სისტემის პირობებშიც ვახერხებდით. საქართველო ქართველების გარეშე, - რუსის ნათქვამია და იზოლაციის შემთხვევაში რეალურად გვექნება ტვინების გადინების კატასტროფული მაჩვენებელი. დახურულ საზოგადოებაში ცხოვრების სურვილი ჩვენს მომავალ თაობას არ ექნება, ამიტომ მათ დავკარგავთ, რაც სერიოზული საფრთხეა.
    თუმცა მჯერა, ასე არ მოხდება. მიუხედავად იმ სიმძიმეებისა, რაც წინ გვეღობება, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს (რაც არ ჰქონდა ჩვენს წინაპრებს), იქ ვიყოთ, სადაც ჩვენი ადგილია და ღირსეულად ვიყოთ ევროპულ ოჯახში. ეს შესაძლებლობა მოგვეცა, ამას სულ უფრო მეტი ადამიანი გაიაზრებს და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ასევე, რაც შეეხება გეოპოლიტიკას, ყველა მონაცემი და ინფორმაცია, რაც ზედაპირზე დევს, იმ იმედს მაძლევს, რომ ცივილიზებული სამყარო ჩვენ ზურგს არ გვაქცევს. მათი ინტერესიც არის, რომ შეგვინარჩუნოს. ბევრი დრო და ფული არის დახარჯული ჩვენზე. კავკასია რეგიონია, სადაც ჩვენ ყოველთვის ვიყავით პირველები და პროგრესის მედროშეები. ჩვენი ბრძოლის მაგალითი, ჩვენ რომ ვიბრძვით და არ ვნებდებით, ეს კავკასიის სხვა ერებისთვისაც არის გზავნილი.
    - დღევანდელ რეალობაში, როცა ორ ბირთვულ სახელმწიფოს, პაკისტანსა და ინდოეთს შორის იფეთქა კონფლიქტმა, საქართველოს რა პერსპექტივა აქვს ევროპაში (იგივე ნატო-ს საკითხის გათვალისწინებით, რაზეც დასავლეთი ფრთხილობს), რა დანაკარგით და ზიანით შეიძლება გამოვიდეს ან კონფლიქტიდან რუსეთი? ჩანს თუ არა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და ჩვენ, საუკეთესო სცენარში, რა როლი შეიძლება ვითამაშოთ?
    - ,,ქართული ოცნება“ დღეს ვერ წყვეტს, როგორი იქნება საქართველოს მომავალი. ყველაზე მეტს საუბრობენ ამაზე, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის მომავალს. ვიღაცამ თუ ნამდვილად გადაწყვიტა, რომ შუა დერეფანში ჩემი როლი მნიშვნელოვანია, მაშინ ის არ დამთმობს. პროპაგანდისტების შეთქმულების თეორიას რომ დავუჯეროთ, რუსეთმა და ამერიკამ თუ მოილაპარაკა და რუსეთთან ვრჩებით, რა გამოდის, ,,ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება“? - ან თუ ამერიკასთან ვრჩებით, სად არის აქ ოცნების ნება? შენ თუ მაგიდასთან არ ზიხარ, როგორც თანასწორი, რა გავლენა გაქვს პროცესზე?!
    ,,ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რომ არ იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან თანასწორად. სად ვიყავით 2020-ში და სად დავენარცხეთ? მიუხედავად 2020-ის რთული არჩევნებისა, ჩვენ ვიყავით მისაღები პარტნიორები ცივილიზებული სამყაროსთვის და დასავლეთიც თანასწორად გველაპარაკებოდა. თუნდაც ამერიკის ელჩი და იგივე ვილსონი რა ტექსტებით საუბრობდნენ. ჩვენ ვაღიარებდით ხარვეზებს, ვეუბნებოდით, მოდით, მოგვეხმარეთ, გვიშველეთ. ამიტომ ვუჭერდი მე მაშინ ,,ოცნებას“ მხარს.
    დასავლეთთან თანასწორ როლში როცა ხარ, შენ სხვანაირად დაგელაპარაკება რუსეთი, ჩინეთი, ირანი. აღმოსავლეთი კიდევ სხვა, ფაქიზი თემაა და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სიტყვის დაჭერა, რეპუტაცია, რომ შენს სიტყვას ენდობოდნენ, სანდო იყო, შენს სიტყვას ფასი ჰქონდეს. თუ არავინ გელაპარაკება, თანასწორად არ გიღებს, დასავლეთისთვის ხარ კეთროვანი და თუ შენ დაიწყე წუწუნი იმაზე, რომ კარგი ხარ, მაგრამ ცუდად გექცევიან, ეს სხვანაირად მუშაობს. შენ თუ არ ხარ ავტორიტეტი, არაბი შეიხი ვერ შეგიქმნის ავტორიტეტს.
    თუმცა მჯერა, ჩვენ შეგვიძლია, ცვლილებების პირობებში, ორ წელიწადში თვისობრივად ახალი სახელმწიფო შევქმნათ, რაც დავკარგეთ, აღვიდგინოთ. ჯერ კიდევ შენარჩუნებული გვაქვს ის მეხსიერება, როგორი პროგრესი შეიძლება ვაჩვენოთ, თუნდაც ინსტიტუციურ დონეზე და გავხდეთ ერთგვარი სახელმწიფო, სადაც გაიმართება მოლაპარაკებები. ჩვენ შეიძლება გავხდეთ ცივილიზაციის გზაჯვარედინი და ჩვენი უნიკალური მდებარეობა, ხასიათი, მონაცემები ვაქციოთ იმ ღირებულებად, რომლითაც დავიმკვიდრებთ ადგილსა და განსაკუთრებულ როლს შევასრულებთ. და სამართლიანი და გამართული სახელმწიფოს პირობებში ამის დადებით შედეგებს ყოველი ოჯახი იგრძნობს საკუთარ თავზე.

    ინტერპრესნიუსი
  6. tvati
    ირაკლი კობახიძის წერილი ახალი ერთგვარი პროპაგანდის დასაწყისია, რომ თავი ამით იმართლოს საკუთარ ამომრჩეველთან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
    ბუჩუკურის თქმით, ღია წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს მისწერა, აბსოლუტური უსუსურობა იკითხებოდა.
    “ამ წერილის დაწერა რამ განაპირობა, თვითონ წერილის დასაწყისში ვკითხულობთ - რატომ “დაგვსინეო” - ეს ნახევრად ხუმრობით. წერილის დასაწყისში აღიარებს მისი რეალური ავტორი, რომ, როგორ ჩანს, მანამდე დახურული კომუნიკაციის მცდელობა ჰქონდათ და, პრინციპში, ამ წერილის გარეშეც ვიცოდით ყველამ და დარჩნენ რა უკმაყოფილონი იმით, რომ ვერ მიიღეს მათთვის სასურველი შედეგი, ანუ, როგორც ჩანს, კომუნიკაცია ვერ დაამყარეს თეთრ სახლთან, იფიქრეს, რომ საჯაროდ გაეკეთებინათ მიმართვა.
    ეს წერილი სხვადასხვანაირად შეიძლება წავიკითხოთ, ზოგს შეიძლება გაგვეცინოს, ზოგს - პირიქით, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ეს წერილი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მთლიანად არის აბსოლუტური უსუსურობა, აბსოლუტური უსუსურობის გამოვლინება და ყველაზე ცუდი, რაც იკითხება და რაც არის მთავარი, ეს წერილი იქნება თუ ნებისმიერი მსგავსი ქცევა “ქართული ოცნების” მხრიდან, არის ის, რომ ეს ხალხი ამ ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხის სახელით და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სახელით.
    სინამდვილეში, “ქართულ ოცნებას” ეს ნარატივი სჭირდება იმისთვის, რათა საკუთარ ამომრჩეველს მოატყუოს, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაელაგებინა. ეს წერილი ახალი ერთგვარი პროპაგანდის დასაწყისია, რომ თავი ამით იმართლოს საკუთარ ამომრჩეველთან”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
    მისივე თქმით, კობახიძის წერილი არის პასუხი “MEGOBARI აქტზე”, რომელიც საკუთარი ამომრჩევლისთვის არის გათვლილი. ბუჩუკურის განმარტებით, თუ ტრამპი “MEGOBARI აქტს” ხელს მოაწერს, “ქართული ოცნება” იტყვის, რომ ამერიკის პრეზიდენტი “დიფ სთეითთან” ბრძოლაში დამარცხდა.
    “ქართულ ოცნებას” ახალი რეალობის შექმნის მცდელობა აქვს ამომრჩევლის დასამშვიდებლად, რომ ტრამპმა რომც მოაწეროს აქტს ხელი, ეს ჩვენი პრობლემა კი არ არის, არამედ ტრამპი დამარცხდა “დიფ სთეითთან” - ეს იქნება მათი გამართლება.
    ჩვენ რაც არ უნდა გვეღიმებოდეს “ოცნების” არაადეკვატურობაზე, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება იზოლირებული, მტერთან მარტო და მეგობრებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში გვეხმარებოდნენ, ეძახიან მტერს.
    ჯერჯერობით ასე ჩანს, ისინი (“ქართული ოცნების” წარმომადგენლები) ფიქრობენ, რომ აქვთ იმის რესურსი, რომ უკან არ დაიხიონ, ყოველ შემთხვევაში, ამ განცდის შექმნას ცდილობენ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მყარი უმრავლესობა არის დასავლური სამყაროს წევრობის მომხრე, მათ შორის, “ქართული ოცნების” ამომრჩეველი, მე არ მჯერა და წარმოუდგენელი მგონია, რომ საბოლოო ჯამში ქვეყნის იზოლირების მიზანს მიაღწიონ”, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

    იპნ
  7. tvati
    იმისათვის, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, მან აუცილებლად უნდა დაკარგოს ელექტორალური ბაზა.

      კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.

      სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/XvH4KXO8DJU
  8. tvati
    "ოცნება" მთელი თავისი იერარქიით უნდა ჩაბარდეს წარსულს, ის კორუფციით ნაშოვნი ფული კი დაუბრუნდეს სახელმწიფოს და ხალხს.  ჭიათურის ამბავი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს მინი ოლიგარქია.
     
    ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.

      სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/ioP6_KtRDIo
  9. tvati
    ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისათვის, ეს არის პოლიტიკური ძალის მთავარი დანიშნულება და აქ ახალი არაფერი არ არის.

      თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
        სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/wTJGco3a5Es
  10. tvati
    „ქართული ოცნება“ დღეს არის კუთხეში მიმწყვდეული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად დადგებიან იმ კრიტიკული გადაწყვეტილების წინაშე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
    კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ დღეში რამდენიმე გზავნილს აგზავნის დასავლეთში, რომ როგორმე დაარეგულირონ არსებული სიტუაცია.
    „პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და ჩვენი გუნდის წევრები, ისევე როგორც ნებისმიერი მისი მხარდამჭერი ყოველთვის ემზადება არჩევნებისთვის, რათა ჩვენ ვიყოთ ფორმაში. „ქართული ოცნება“ დღეს არის კუთხეში მიმწყვდეული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად დადგებიან იმ კრიტიკული გადაწყვეტილების წინაშე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ახლა რომ გამოდიან და გამალებით საუბრობენ, რომ სუვერენიტეტს იცავენ ორ ფეხზე მდგარი, სინამდვილეში ორ ფეხზე კი არა, ერთ ფეხზეც ვეღარ დგანან იმიტომ, რომ ფარდის მიღმა და მაგიდის ქვეშ დღეში ალბათ რამდენიმე გზავნილს აგზავნიან დასავლეთში, რომ როგორმე დაარეგულირონ ეს სიტუაცია. ერთი მხრივ, შენი საკუთარი ამომრჩეველი ატყუო, რომ თითქოს ევროპული პერსპექტივისთვის იღვწი და რაღაც ჯადოსნური 2030 წლისთვის ემზადები, რომ ევროკავშირში შეიყვანო ქვეყანა და ამავდროულად, მეორე ხელით იმ ტოტს ხერხავ, რომელსაც დგახარ, ეს შეუქცევადი პროცესია. შეუძლებელია ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდეს“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
    კითხვაზე, თუ მოხდება პატიმრების გათავისუფლება შესაძლებელია „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი არჩევნებთან დაკავშირებით, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ „დიალოგის არსებობა შესაძლებელია ბოროტების სიმბოლოებთანაც კი, როდესაც ეს დიალოგი ემსახურება წმინდა მიზანს“, თუმცა ამავდროულად კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლება ან არ გათავისუფლება და არჩევნებში მონაწილეობა ერთმანეთთან კავშირში არ არის.
    „რაც შეეხება ჩვენი პარტიის ზოგად ტრაექტორიას და გეგმებს სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის და ეს არასოდეს დაგვიმალავს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ველზე არ შეექმნას არც ტაქტიკური და არც სტრატეგიული კომფორტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ისინი ვერ მოესწრებიან. ჩვენი პოლიტიკური გუნდი იმოქმედებს იმ მიზნიდან გამომდინარე, რა იქნება საჭირო ამ კონკრეტული ორი ამოცანის შესასრულებლად. ეს ძალიან მარტივია და სხვებისგან განსხვავებით არასდროს დაგვიმალავს და არც არასდროს დავპირებივართ რამეს, რაც არ შეგვისრულებია“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

    ინტერპრესნიუსი
  11. tvati
    საქართველო, რომელიც იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში, დღეს არის იმ რეალობაში, სადაც "ოცნების" რეჟიმმა გამუოხურა კარი ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობას.     თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.     სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/iMBoghMuqiM
  12. tvati
    "მეგობარი" აქტის მთავარი გამოწვევა - ქვეყნის იზოლაცია 

    გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

    ვიდეო: https://www.facebook.com/reel/1063441302350024
  13. tvati
    ივანიშვილ-კობახიძის რეჟიმი საქართველოში რუსეთის ინტერესების გასატარებლად ყველაფერს აკეთებს - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ განზრახვაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
    აქუბარდია სწორედ ამ კონტექსტში ხსნის მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბალტიის ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთში ჩასვლა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით შესძლო.
    აქუბარდიას აზრით, რობერტ ფიცოსთვის საქართველოს საჰაერო სივრცის დათმობა ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს. როგორც მან განმარტა, ამით “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს რუსულ სივრცეში არა მხოლოდ დაბრუნებას, არამედ დამკვიდრებას.
    “დასავლეთისგან სრულ იზოლაციას ახდენენ და საქართველოს ოკუპანტ რუსეთთან მარტოს ტოვებენ. მაკა ბოჭორიშვილი დასავლეთს მხარდაჭერისთვის აღარც კი მიმართავს. რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენების შემდეგი ფაზა იქნება ის, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება არა ისე, რომ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება უკან გაიწვიონ, არამედ თბილისში მესამე საელჩოს დაამატებენ. ამისთვის ირაკლი კობახიძე შესანიშნავი კანდიდატურაა. ამ განზრახვას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან, თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა გატეხეს და ქვეყნის დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოახერხეს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
    აქუბარდიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ დროს საქართველო “ასოცირების ტრიოში“ ჩემპიონი და ლიდერი ქვეყანა იყო. დღეს კი, კანდიდატის სტატუსის მიუხედავად, არის რეალობა, “როცა რეჟიმმა ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობის კარი გამოუხურა და კიდევ უფრო ცუდი მომავლის პერსპექტივა შექმნა“.
    “საქართველოს სიმდიდრე ყოველთვის იყო დემოკრატია და ღირებულებები, რითიც ჩვენ ევროპის ნაწილად უნდა ვქცეულიყავით. საქართველოს ნავთობი და გაზი არა აქვს. ქართველი ხალხი ავტორიტარული ქვეყნების საზოგადოების მსგავსი არ არის, სადაც უსამართლობას, ადამიანების ჩაგვრას, ქალის შეურაცხყოფას და მტრისთვის მეგობრის ძახილს ადვილად იტანენ, ატარებენ და ეგუებიან. ამიტომაც არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ წინააღმდეგობას, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად 160 დღეა მიმდინარეობს, ვერაფერი მოუხერხეს. ამიტომაც არის, რომ ისინი დასავლეთის დამატებითი სანქციების საფრთხის წინაშე არიან.
    როდესაც საუბარია იმის თაობაზე, რომ საქართველოში შესაძლოა აზიური ტიპის ავტორიტარული სახელმწიფო ვიხილოთ, მე ამის არ მჯერა. საქართველოს თავისი გეოპოლიტიკიდან და მასშტაბიდან გამომდინარე შეუძლებელია რუსული გავლენის ობიექტი არ იყოს. მეორე ფრონტი საქართველში სწორედ რუსეთმა ჰიბრიდული ომის ტაქტიკით - ივანიშვილის ხელის ბიჭების მეშვეობით გახსნა.
    მაშინ როდესაც სომხეთი აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ხდება, ხოლო საქართველო ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებით აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას კარგავს, როცა სომხეთი ევროკავშირისაკენ იყურება, ხოლო რეჟიმი გვეუბნება, რომ ევროკავშირი ცუდი და უსამართლოა, ეს არის ის არასწორი რეალობა, რაც ხალხის არჩევანის თანახმად, არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ!“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
     
    ინტერპრესნიუსი
  14. tvati
    დღეს თუ სადმე არაფორმალური მმართველობა არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი.
    ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. 

    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3518650184932490
  15. tvati
    ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.
    მისი სახელი, როგორც რომის 267-ე პაპის ლეო XIV იქნება.
    პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“.
    ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა.

    იპნ
  16. tvati
    თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ Caucasus Watch-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
    როგორც გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას.
    „ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციას აღიქვამს როგორც საფრთხეს საკუთარი ძალაუფლებისთვის, რადგან ის მოითხოვს გამჭვირვალობას, ძალაუფლების განაწილებასა და ინკლუზიურ მმართველობას, მოთხოვნებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება სულ უფრო ავტორიტარული ელიტის ინტერესებს.
    „ქართული ოცნება“ სრულად ითვისებს ორბანის ანტიდემოკრატიულ მეთოდებსა და ნარატივებს, ხოლო პარალელურად ინარჩუნებს მხოლოდ ფორმალურ, ფასადურ ურთიერთობას დასავლეთთან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ ევროპულ ძალად წარმოჩინდეს. ეს ორმაგი სტრატეგია შიდა და გარე აუდიტორიების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - განაცხადა გახარიამ.
    მან ინტერვიუში, ასევე, ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იკვეთება არანაირი რეალური ინტერესი უკრაინის ომის სამართლიანი დასრულების მიმართ.
    „მისი პოპულისტური რიტორიკა და შეთქმულების თეორიებით გაჯერებული ნარატივები სრულად ემთხვევა კრემლის დეზინფორმაციას, დასავლეთს აბრალებს რუსეთის აგრესიას და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებს იმაში, თითქოს ისინი თბილისზე ზეწოლას ახორციელებენ მეორე ფრონტის გასახსნელად. ერთგულება მოსკოვის მიმართ აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს, აშორებს მას სტრატეგიულ მოკავშირეებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.
    მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რეჟიმი ინარჩუნებს წვდომას დასავლურ ბაზრებზე. ეს აძლიერებს ქვეყნის მიმზიდველობას ისეთი კაპიტალისთვის, რომელიც არ ექვემდებარება რეგულირებას. ეს ორმაგი სტრატეგია, ავტორიტარიზმი შიგნით და ღია ფინანსური არხები გარეთ, განამტკიცებს ძალაუფლების არსებულ კონსტრუქციას.
    საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩემი ერთგულება არის ცალსახა და შეუქცევადი. მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას. თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა გახარიამ.
    ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე
    https://caucasuswatch.de/en/interviews/giorgi-gakharia-the-eu-should-engage-georgia-despite-its-democratic-backsliding.html

    იპნ
  17. tvati
    უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების დღეს მიმართვას ავრცელებს:
    „გილოცავთ კოლეგებს! კოლეგებს, რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. შთამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია ახლა თქვენ გვერდით რომ არ ვარ.
    ახლა, როცა სრულიად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თავგანწირვაზეა დამოკიდებული, ისმოდეს უსამართლობის და წინააღმდეგობის ხმა. ხმა, რომელსაც ძალადობით, შანტაჟით, მუქარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით ახშობს ოლიგარქის რეჟიმი.
    აქ, პატიმრობისას, განსაკუთრებით გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჩვენი პროფესია, ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება.
    ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში ჩვენ უნდა შევძლოთ გადარჩენა და იდეალებისთვის, უკეთესი ევროპული მომავლისთვის მუშაობა.
    მჯერა, სანამ ჯერ კიდევ იქნებიან და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან მარტო არ ხართ, მანამდე შევძლებთ საკუთარი პროფესიის და ქვეყნის შენარჩუნების და განვითარებასაც.
    ამიტომაც, მოგმართავთ მოქალაქეებს, ითანამშრომლოთ მედიასთან და ჟურნალისტებთან, ერთად ამხილოთ ყველა ის პირი, ინტერესთა ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა. ვინც გვძარცვავს, გვაღარიბებს და გვღალატობს. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი კრიტიკული მედიის გადარჩენაზე.
    მივმართავ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს, ნუ მიგვატოვებთ რუსეთის და მათი ინტერესების გამტარ ავტორიტარულ რეჟიმთან პირისპირ მარტო. ნუ დაკარგავთ თავისუფლების ხმას საქართველოდან!” – ამბობს მზია ამაღლობელი.
     
    პუბლიკა
  18. tvati
    ჩვენი პარტია ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც დაინიშნება ქვეყანაში, რადგან არჩევნები გახლავთ დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რათა ქვეყანაში ცვლილებები მშვიდობიანი გზით განხორციელდეს - ამას მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ორი საკითხის გარშემო ერთიანდებიან - პატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღდგენა.
    „ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის აცხადებდა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, გარდა იმისა, რომ არსებობს კოორდინაცია ორ საკითხზე, ესენია პატიმართა მდგომარეობა და მათი უპირობო გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის გზით ევროპული მომავლის აღდგენა. ამის მიღმა, ოპოზიციურ ფლანგში არის ძალიან ბევრი ფასეულობითი განსხვავება, მათ შორის ჩვენი და სხვა პარტიების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა წავართვათ ივანიშვილს ფული და ძალაუფლება. ჩვენ მივყვებით ჩვენს მკაფიო დღის წესრიგს და ვცდილობთ მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აღდგეს“, - განაცხადა ხვედელიანმა.
    ხვედელიანმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და მისი ამომრჩევლისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე საუბარი მათთვის წითელი ხაზის გადაკვეთას წარმოადგენს.
    „ჩვენ კოალიციურ ფორმატს არ განვიხილავთ და არ ვიქნებით მისი ნაწილი. ჩვენთვის ყოველთვის წითელი ხაზი იყო ნებისმიერ ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის კოალიციაზე საუბარი. ეს არის წითელი ხაზი ჩვენი ამომრჩევლისთვისაც და მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია მათთან.
    პატიმრების გათავისუფლებასა და ჩვენი ევროპული მომავლის გამოცოცხლებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა კოორდინაცია გვაქვს სხვა პარტიებთან“, - განაცხადა ხვედელიანმა.
     
    ipn
  19. tvati
    პარტია “გახარია - საქართველოსთვის” საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
    პარტია ამჯერად განათლების სისტემიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული სექტორიდან პროფესიონალთა “წმენდა” სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაიწყო.
    "ოცნება" აგრძელებს მიზანმიმართულ დევნას განათლების სისტემაში, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. იუსტიციასთან, მერიასთან და სხვა უწყებებთან ერთად, ახლა უკვე განათლების სისტემაშიც მიმდინარეობს პროფესიონალთა „წმენდა" მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური არჩევანი აქვთ.
    მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადასტურა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეჩერების გეგმა, განათლების სისტემის ათასზე მეტმა თანამშრომელმა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე დაფუძნებულ პეტიციას მოაწერა ხელი, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შესანარჩუნებლად.
    მიუხედავად ამისა, განათლების სისტემა — რომელიც უნდა იყოს თავისუფლების, დემოკრატიის და ეროვნული ღირებულებების სივრცე — ექცევა რეჟიმის ხელში და მასობრივად ტარდება რეორგანიზაცია. კვალიფიციურ კადრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, როგორც სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
    დღეს, როცა განათლების ყველა საფეხური საჭიროებს რეალურ ავტონომიას და თავისუფალ გარემოს მომავალი თაობის ჩამოსაყალიბებლად, რეჟიმი, პირიქით — ანადგურებს ამ სისტემას.
    ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულ მხარდაჭერას უცხადებს განათლების სისტემის, მერიისა და სხვა საჯარო უწყებების პოლიტიკურად დევნილ თანამშრომლებს.
    ვთავაზობთ მათ სამართლებრივ და პრაქტიკულ თანადგომას სამართლიანობის აღდგენის გზაზე", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
     
    ipn
  20. tvati
    „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დააკვირდება, - ინფორმაციას ფონდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
    „ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება, სასამართლო გადაწყვეტს, დატოვოს თუ არა იგი წინასწარ პატიმრობაში. სასამართლო პროცესს TrialWatch-ი დააკვირდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
    კლუნების ფონდი აღნიშნავს, რომ დღეს დილით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა, სადაც საუბარია უფლებების მრავალჯერად დარღვევაზე.
    „მსოფლიო აკვირდება“, - წერს კლუნების ფონდი.
    ცნობისთვის, „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ თანადამფუძნებლები ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი ცოლი, უფლებადამცველი ამალ კლუნი არიან. ფონდი უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დასაცავად 40-ზე მეტ ქვეყანაში.
    მიმდინარე წლის მარტში ფონდმა განაცხადა, რომ ინიციატივა TrialWatch-ი, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ახორციელებს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს გეგმავს.

    იპნ
  21. tvati
    ივანიშვილს საქართველო და ქართველი ხალხი სჭირდება საყვლეფად - სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი
     
     
  22. tvati
    რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
    გამოცემის ცნობით, ინფორმაცია ვატიკანმა დაადასტურა.
    რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს, სადაც მანამდე რამდენიმე საათიანი ცერემონია გაიმართა.
     
     
    იპნ
  23. tvati
    რისთვის გამოიყენა ივანიშვილმა ღარიბაშვილი და როგორ მოატყუა ამით საკუთარი ამომრჩეველი?   ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
      სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/vFiVq0Js2w0
  24. tvati
    პრობლემები და მიღწეული შედეგები - საკმარისად ინფორმირებულნი არიან თუ არა იმედგაცრუებული მოქალაქეები და გეგმავს თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.      ინტერვიუ სოფიო ხორგუანთან „კვირის აქცენტში“: პარტიის ხედვა და სამომავლო გეგმები   video: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/2410656485966569
  25. tvati
    სიმართლე გითხრათ, ჩემი ზრდილობა არ მაძლევს საშუალებას იმ სიტყვებით შევაფასო საგამოძიებო კომისიაში მყოფი ადამიანები, როგორც სინამდვილეში ვფიქრობ. კომისიის ბოლო სამიზნე გიორგი გახარია და მისი პარტიაა. დაბარებაზე თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა სოფო ხორგუანმა, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე” საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი გახარიას დაბარებას გამოეხმაურა.
    მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი კომისია სრულად ფარსია, რომელსაც ქვეყნისთვისა და ხალხისთვის არანაირი სარგებლის მიღება არ შეუძლია.
    „ეს კომისია აბსოლუტურად ფარსი და მდარე ხარისხის სანახაობაა, რომლის შემოთავაზებაღა შეუძლია ე.წ. ხელისუფლებას. რა უნდა იყოს ამ კომისიის შედეგი და ექნება თუ არა ამ შედეგს ქვეყნისთვისა და ხალხისთვის სარგებელი? - არა! ეს კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლისთვის შეიქმნა და ამ კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. საქმეებს, რომლებსაც ისინი იხილავენ, ამ საქმეების ფიგურანტები და მაშინდელი ძალადობრივი სისტემის ჭანჭიკები, დღესაც დაწინაურებული ჰყავს „ქართულ ოცნებას“. დღეს მიმდინარეობს, როინ შავაძის საქმის განხილვა და ის პოლიციელი რესან კონცელიძე, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა, მის ოჯახის წევრებზე ძალადობაშია მხილებული, რომ ოჯახს საქმის გამოძიება არ მოეთხოვა, აჭარის რეგიონიდან „ოცნების“ დეპუტატი იყო.
    სიმართლე გითხრათ, მე, რასაც მათზე [კომისიის წევრებზე] ვფიქრობ - ჩემი აღზრდა, ზრდილობა და ასაკი არ მაძლევს საშუალებას იმ სიტყვებით შევაფასო ის ადამიანები, როგორც სინამდვილეში ვფიქრობ.
    კომისიის ბოლო სამიზნე გიორგი გახარია და მისი პარტიაა. განსაკუთრებული მტრობა აქვთ ჩვენს მიმართ და განსაკუთრებულად გვერჩიან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მყარად ყოფნას, ვინც საფრთხე შეუქმნა პერსონალურად გიორგი გახარიაა. ასევე ჩვენ კომისიის შექმნის შემდეგ გავაკეთეთ განცხადებაც, სადაც ვთქვით, რომ თუ დაგვიბარებენ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ . სხვებმა თუ გადაწყვიტეს, რომ არ მისულიყვნენ - ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა.

    იპნ
×
×
  • შექმენი...