-
პოსტები
13.216 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
უკანასკნელი ვიზიტი პროფილზე
The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.
tvati'ის მიღწევები
Grand Master (14/14)
-
Rare
-
Rare
-
Rare
-
Rare
-
Rare
ბოლოს მიღებული ბეჯები
-
“ქართულ ოცნებას“ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც, იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს - რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაულით მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი “ფეისბუქზე” წერს, რითაც “ქართული ოცნების” მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, რეალურად, “ქართული ოცნება” ახლაც არჩევნებისთვის ემზადება და მიზანი “თაღლითობით ხმების მოზიდვაა”. “ჩემი პოზიციაა, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ (არანაირი კომპრომისი), შეძენა-შენახვაზე უნდა მოხდეს სასჯელების დიფერენცირება, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების და სახეობების მიხედვით და უმკაცრესი უნდა იყოს მიდგომა ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან. ამასთან, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს მომხმარებელთა (წამალდამოკიდებულთა) და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე (პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით). ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მოძველებული, არაეფექტიან მეთოდები და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან უნდა გადავიდეთ პრევენციის, მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამსაღებელთა მკაცრად დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე. ახლა, რაც შეეხება იმას, რას აკეთებს არალეგიტიმურ თაღლითთა დაჯგუფება: „ოცნებას“ სულ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს. არ დაგვავიწყდეს ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც ნარკოტესტზე შემოწმების სავალდებულოობა გააუქმა იმიტომ, რომ „ოცნების“ რიგები სავსეა ნარკოტიკების მომხმარებლებით. გაუქმების მიზეზად რა დაასახელეს, ამასაც შეგახსენებთ: დეპუტატს შეურაცხყოფს შემოწმებაო. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც საარჩევნო მიზნებისთვის ჯერ ამნისტია შეახო ნარკოდანაშაულს და შემდეგ ყაველაშვილის შეწყალება. ანუ, როცა ხმებს ყიდულობდნენ, ამ დროს ნარკოდანაშაულის გავრცელება და ახალგაზრდებში მოხმარების ზრდა, არავის აინტერესებდა. თუ „ოცნებისთვის“ ხმა მოაქვს, ახალგაზრდების სიკვდილი რა მოსატანია. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის, ე.წ. მეტადონის პროგრამაში კორუფციას აგუგუნებს და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხარჯზე ფულს აკეთებს, ნაცვლად იმისა ამ ხალხის რეაბილიტაციაზე იზრუნოს. იმდენად ამორალურები და კორუმპირებულები არიან, აქაც ფულს აკეთებენ. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პოლიცია "ბარიგების" გამოვლენის ნაცვლად ახალგაზრდა აქტივისტებს დასდევს. სანამ 5-6 პოლიციელი ერთ მოქალაქეს განსხვავებული აზრის გამო დასაჯარიმებლად დასდევს, მინიმუმ ერთი "ბარიგა" დათარეშობს ქვეყანაში. არც "ბარიგებთან" გარიგებაზე და ამ გზით გამდიდრებაზე ამბობენ უარს. ანუ, ივანიშვილი ახალგაზრდების მკვლელების ხარჯზეც მდიდრდება. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პირობებში კლუბებში ახალგაზრდები იხოცებიან და არათუ რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ნარკოტიკების გავრცელების პრევენციისთვის, ერთი პასუხისმგებლობიანი განცხადებაც არ გაუკეთებიათ. ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც დააბრუნა „ჩადება“, რომელიც მოვსპეთ. ამიტომ, რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაული მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა. ახალგაზრდების სიკვდილი და ნარკოტიკების გასაღება რომ მართლა აღელვებდეთ, მინიმუმ რაც ზემოთ წერია იმას მოაგვარებდნენ. სინამდვილეში სხვა რამე აღელვებთ - აქციებზე მყოფი აქტივისტების დევნა - მათი გადაყვანა თითქოსდა ნარკოტიკების მოხმარებაზე შესამოწმებლად, მათთვის ჩადება (როგორც გიორგი ახობაძეს ჩაუდეს), ამ გზით მათი შევიწროება და შემდეგ აქციის გაშავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მდინარაძეს ქვეცნობიერმა ამოსძახა - „როგორც ადრე იყოო“. რა სიმბოლურია, რომ რაც ადრე იყო, იმას სწორედ მდინარაძის პირით აბრუნებს „ოცნება“. ახლაც არჩევნებისთვის ემზადებიან. მიზანი თაღლითობით ხმების მოზიდვაა. "ბარიგები" კი ისევ ითარეშებენ და ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ფეხებზე ეკიდებათ”,- აცხადებს მეზვრიშვილი. იპნ
-
ჩვენს ქვეყანაში ნარკომანია სერიოზული და მწვავე პრობლემაა, მაგრამ თუ რატომ ახლა, ამის მიზეზები, ახლო მომავალში გამოჩნდება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ე.წ. ხელისუფლების მრავალწლიანი უმოქმედობის ბრალია, მაგრამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას თან შესაბამისი რეაბილიტაციის პროგრამების შექმნაც უნდა ახლდეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა. ანა ბუჩუკურის შეფასებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებას კითხვის ნიშნები და ცუდი მოლოდინები მუდმივად ექნება. „როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ე.წ. ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, აქ იმასაც ვგულისხმობთ, რომ ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება, ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, რომ - „აბა ახლა რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან?“ ასე იქნება ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, ეს კი იმ პოლიტიკისა და ნაბიჯების დამსახურებაა, რომელსაც ე.წ. ხელისუფლება, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში დგმას. აქამდე მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება ნებისმიერ ფასად ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა. ამიტომ სულ რომ კეთილი მიზნები ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ნარკოპოლიტიკასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ცუდის მოლოდინი მაინც ექნება, ეს კი სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, „სწორედ ამ უწყვეტი აქციების დამსახურებაა, რომ „ქართულ ოცნებას“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს“. „საზოგადოების ქუჩაში დგომას თავისი შედეგები უკვე მოჰყვა - „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ეს კი იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც 100 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე დგანან და ნაწილი მათგანი კი უკანონო პატიმრობაშია. ამ ქუჩაში დგომას თავისი შედეგები უკვე აქვს, ის რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც 100 დღეზე მეტია რუსთაველზე დგანან და ნაწილი მათგანი უკანონოდ არის დაკავებული. ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტიც სწორედ აქციებზე დაკავებული, უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხია, ამ მიმართულებით კი სერიოზულად ვმუშაობთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენი გუნდის წევრები რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე დგანან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ აქციების ძლიერი მხარე სწორედ ის არის, რომ მიმდინარე პროტესტს ე.წ. „პოლიტიკური თავი“ არ აქვს“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ასევე ანა ბუჩუკურმა თვითმმართველობის არჩევნებსა და ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ჩართულობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ განზრახ „შემოაგდო“, რომ ოპოზიციურ სპექტრში დავა და სიხისტის გამოვლინება დაიწყოს. „ადგილობრივ არჩევნებამდე დიდი დროა, ეს საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ განზრახ შემოაგდო. ახლა ამ საკითხზე საუბარი ძალიან ადრეა და „ქართული ოცნების“ ინტერესშია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში დავა და სიხისტის გამოვლინება დაიწყოს. რაც შეეხება თვითონ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, ჩვენი გუნდის პოზიცია ერთი სიის ქვეშ ოპოზიტური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით უარყოფითია. სწორედ ეს უნდა ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ოპოზიციური პარტიებს შორის კოორდინაცია საჭიროა. საჭიროა კოორდინაცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ამ საკითხის გარშემო ყველა პარტია ერთიანები ვართ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. იპნ
-
უნივერსიტეტი ებრძვის საკუთარ სტუდენტებს - რუსუდან თევზაძე
-
ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, MEGOBARI Act-ი წარადგინეს, - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. „ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ჯიმ რიშის განცხადებით, ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს. „საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებული და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმში ჩაშვებით და პროდემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან ისინი იბრძვიან თვითგამორკვევის უფლებისთვის და მისცემს აშშ-ის ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, თავიანთი პოლიტიკური სისტემის სამართლიანობა აღადგინონ“, - აღნიშნა რიშმა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ჯინ შაჰინის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა მათი მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. „მოხარული ვარ, რომ ხელახლა წარვადგინე ეს ორპარტიული, ორპალატიანი კანონმდებლობა თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ქართული ოცნების მთავრობის მიერ კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფონზე. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა ქართული ოცნების მცდელობების წინააღმდეგ, მოშალოს დემოკრატიული ინსტიტუტები. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელს რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი შევაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ“, - აღნიშნა სენატორმა შაჰინმა. ცნობისთვის, ორპარტიული კანონპროექტი, MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს. დემოკრატიული უკუსვლის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს. ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს. არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს. რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება. სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება. დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს. ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები; ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. იპნ
-
ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის. წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება. ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს! წერს გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია. თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში ჩართული სტუდენტებს ნაწილს სტატუსი შეუწყვიტა. formula
-
ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რის წინაშეც დღეს ქალები დგანან. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3871179713134823
-
ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყოს გაზრდილი, მათი როლი და ფუნქცია იყოს ადეკვატური, რაშიც ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ მნიშვნელოვანი როლი. ქალთა მიმართ პრობლემები განსხვავებულია, უბრალოდ ამ პრობლემებს სჭირდებათ სენსიტიური მგრძნობელობა პოლიტიკაში და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/991674226237564
-
სანდრო ქინქლაძე: დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ამბობს, რომ ცოლთან ერთად ქვეყანა დატოვა. მისი თქმით, პატიმრობის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო მისი და მისი ოჯახის წევრების თვალთვალი. ქინქლაძე ამბობს, რომ გაუგზავნეს დედამისის ფოტო, თუ როგორ მიდიოდა სამსახურში, ყველგან დაჰყვებოდნენ მის ცოლს, ხოლო ბოლოს ორი დაბურულშუშიანი „შკოდა“ დახვდა და „იარაღის დამიზნებით გააცილეს“ უბნიდან. ქინქლაძე 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს, სასამართლომ მას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში ფოტო და ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა: -
"დღევანდელი სოციალური პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ ღარიბების ბედს მდიდრები წყვეტენ, პოლიტიკურ ველზე ორივე მხარეს გვყავს ელიტები, რომლებიც ვერასდროს ვერ იქნებიან ამ სოციალური გამოწვევების მიმართ მგრძნობიარენი." ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2757606127764791
-
მაღაროელები აცხადებენ, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადების შემდეგ მაღაროსთან მორიგეობა უნდა დაიწყონ სამეთვალყურეოდ, რომ კომპანიამ ტექნიკა-დანადგარები არ წაიღოს. კომპანიამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ გაგრძელდება, რადგან ის წამგებიანია. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ მაღაროელებმა საპასუხო განცხადება გაავრცელეს. მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ თქვა, რომ „აუცილებლად ჩაყვებიან ბოლომდე და არ აპატიებენ იმას, რა ზარალიც მიადგა მაღაროელებს და ჭიათურას არასწორი ტაქტიკითა და დაგეგმარებით. მისი თქმით, ამ განცხადებას განსაკუთრებული პასუხი სჭირდება და ხვალიდან უფრო მეტი ხალხის მობილიზებაა საჭირო. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ განცხადების გავრცელებამდე მაღაროელებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ისაუბრეს იმაზე, თუ რას ითხოვენ და როგორ მართავდა „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროებს. „მაღაროელების და მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ჭიათურა დატოვოს GM-მა და საწარმო დაბრუნდეს სახელმწიფო საკუთრებაში, ემყარება ჩვენს რწმენას და არგუმენტაციას, რომ ისეთი სტრატეგიული, ეროვნული მნიშვნელობის წიაღისეული, როგორიც მანგანუმია, უნდა მოიპოვებოდეს და იმართებოდეს არა კერძო, არამედ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად. მანგარუმის საბადო სასიცოცხლო როლს ასრულებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე: კომპანია GM-ის შესახებ და იმაზე თუ როგორ მართავს, რა პირობებში ამუშავებს დასაქმებულებს, როგორ ახორციელებს მოპოვებით სამუშაოებს, როგორ ექცევა გარემოს და როგორი დამოკიდებულება აქვს მოპოვებითი სამუშაოებით დაზარალებულებთან, ბევრი თქმულა და დაწერილა და აქ მხოლოდ მოკლედ ვიტყვით: საბოლოო ჯამში, ჭიათურა ყოველ წელს პატარავდება. 1994 წლიდან დღემდე ქალაქის მოსახლეობა განახევრდა. მხოლოდ 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჭიათურის სიმდიდრეს GM დაეპატრონა, ქალაქი 10 ათასმა მაცხოვრებელმა დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა. ყოველ წელს ჭიათურას 300-დან 1000 ადამიანი ტოვებს. ახლა ჭიათურაში, იქ, სადაც საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მოიპოვება, 37 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და აქედან 12 ათასზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას იღებს. სხვა სიტყვებით, ჭიათურის მაცხოვრებელთა მესამედი, ესე იგი, ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველია. სოციალურად დაუცველობა ნიშნავს მუდმივ მატერიალურ დანაკლისში ცხოვრებას – საკვების დანაკლისს, შერყეულ ჯანმრთელობას, ცხოვრების მძიმე პირობებს“, – ნათქვამია მათ განცხადებაში. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ავრცელებს განცხადებას, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაო აღარ განახლდება. კომპანია წერს, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად მომგებიანი არაა, რასაც, მათი თქმით, ადასტურებს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის მიერ შესწავლილი ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები. ამის შედეგად „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ სამუშაოები აღარ განახლდება. კომპანია აცხადებს, რომ დამატებით უნდა მოიზიდოს ფული დასაქმებულთა კომპენსაციებისთვის. პუბლიკა
-
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს. შესაბამისი ინფორმაცია საგარეო საქმეთა კომიტეტის განრიგშია მითითებული. ცნობისთვის, თავდაპირველად “MEGOBARI აქტი” აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაში - იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 18 თანასპონსორი ჰყავს - 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი. იპნ -
აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკიდან გაწერეს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვლევის შედგები დამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ შესაძლებლად ჩაითვალა მისი სტაციონარიდან გაწერა და შესაბამისად, 6 მარტს გაეწერა. ამასთან, როგორც ის აცხადებს, პაციენტი არ ემორჩილებოდა ექიმების რეკომენდაციებს, „არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს და ყველა ეთიკურ ნორმას“. „პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ასევე ლაბორატორიული კვლევების შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი. პაციენტმა, როგორც კი შეწყვიტა შიმშილობა, ჩვენ დავიწყეთ კვების აღდგენითი თერაპია არსებული საერთაშორისო გაიდლაინის შესაბამისად. თუმცა პაციენტი ნაკლებად ემორჩილებოდა ჩვენს რეკომენდაციებს, არ ითვალისწინებდა ჩვენს მიწოდებულ კვების აღდგენის კურსს, ჰქონდა პრეტენზია, მოითხოვდა განსხვავებულ საკვებს, მისთვის სასურველ საკვებს. გარდა ამისა, არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს და ყველა ეთიკურ ნორმას. ნორმებში იგულისხმება ქცევის წესები, ექიმთან ურთიერთობა და ა.შ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. კვლევის შედგები იყო დამაკმაყოფილებელი, ამიტომ შესაძლებლად ჩაითვალა მისი სტაციონარიდან გაწერა, დაბრუნება შესაბამის დაწესებულებაში და მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია კვების გაგრძელების შესახებ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. იპნ