რაშია საქმე: წარმოიდგინეთ მიდიხართ თქვენთვის მარტო ქუჩაში, უწყინარი სახით. უცებ აჩერებს მანქანა შენს წინ, გადმოდის 2 ვერზილა და ყოველგვარი მოსალმების თავაზიანობის და მორიდებულობის გარეშე დაგიწყებს შარის მოდებას: -დაიკო სად მიდიხარ?/ან ბიჭო მანქანაში დაჯექი/ან ბიჭო მოიცადე/ ნუ რეაქცია აქ გასაგებია რაც იქნება: - შენ ბიძია ის ხომ არ ხარ რაც ეხლა მე გავიფიქრე? მერე ვერზილა ძიები მოგმართავენ: -პოლიციიდან ვართ და წესიერად ილაპარაკე. შენ ისევ კაჩაობ: - მერე წყნარად ვერ იკითხავ? ამ შეკითხვაზე აიჭრებიან გეცემიან დაცენტრილებივით და დაგიწყებენ ჩხრეკვას, იქ შეძახილები ვენები შეამოწმე მორფინისტია ისეთი გამხდარია... გიმოწმებენ ვენებს თვალებს გადმოგიბრუნებენ ჩასისხლიანებული გაქვს თუ არა... რომც არ გქონდეს ისეთს ჩაგარტყავენ ჩაგაფინგალებენ. ჯიბიდან რეზაკს ამოგაცალიან ეგრევე აგიშარდებიან რაში გჭირდებაო. ძლივს გაააგებინებ არ გისმენენ, ამტკიცებ რომ ხატავ და ფანქრების გასათლელად გინდა რეზაკი. არ ესმით. ბოლოს ერთი ჭკუათმყოფელი აღმოჩნდება იხილავს შემს ჩანთაში ფურცლებს სადაც აშკარად ჩანს რომ წვალობ რაღაცას და ხატავსავით შეგიქებენ ნახატები კარგიაო. მერე ამბობენ სუფთააო. ჯდებიან მანქანაში არცბოდიშს მოიხდიან ხმასამოღების გარეშე მიდიან. კითხვა მიჩნდება ამ ფაქტის მერე: 1. რა გინდა ბიძია რა მიგავს მორფინისტის? 2. ნა ვიდუ შემხედავ 6 კლასელი ბავშვი ვარ რა დროს ჩემი წამალია? 3. გოგო ვარ ცოტა მორიდება მაინც გქონდეთ. ზრდილობა კარგი ძროხაა... :rolleyes: 4. რა წესია ვაბშე ეს?? მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხართ? წაგიყვანეს განყოფილებაში?? თავი როგორ დაიხსენით? ცოტახანი იყოს და მერე დახურეთ )