ტესტირების შედეგი : 93 % შესანიშნავია. თქვენ მზად ხართ ითამაშოთ უმაღლეს ლიგაში. მუდმივად - წინსვლა. თქვენ - უმაღლეს ორ პროცენტში ხართ, იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც გააჩნიათ ის, რაც საჭიროა წარმატების მისაღწევად. თუ დაუღალავად იშრომებთ თქვენ მიაღწევთ იმათზე მეტს, ვისაც მაღალი IQ ან MBA- ს დიპლომი გააჩნიათ. მე ეს მხვდება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. უორტონის ბიზნეს-სკოლაში ჩემს ჯგუფში ბრწყინვალე სტუდენტები იყვნენ. დღემდე ვინარჩუნებ მათთან კონტაქტებს. მათგან იშვიათად თუ ვინმემ მიაღწია წარმატებას. იმავდროულად მე მინახია ადამიანები, რომლებიც ან არც თუ დიდად გამორჩეულ კოლეჯებში სწავლობდნენ ან საერთოდ არ მიუღიათ უმაღლესი განათლება. მაგრამ ისინი კონცენტრირებული იყვნენ თავის მიზანზე და არანაირ ვითარებაში უკან არ იხევდნენ. მათ ბევრად უფრო მეტს მიაღწიეს, ვიდრე ყოფილი გენიოსები უორტონიდან.