მეხის გავარდნას გავს ეს ინფო ( დაერხათ კონსერვებს ( კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა პრესა.გე-ს ხელთ არსებული ინფორმაცია დაადასტურა - ბეჟან გუნავამ 23 მაისს, კონსერვატორების ყრილობაზე პარტიიდან გასვლის განცხადება დაწერა. ოთხშაბათ საღამოს, მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით გუნავასთან დაკავშირებას - მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ზვიად ძიძიგურს მივმართეთ. რამდენად შეეფერება სიმართლეს ის, რომ ბეჟან გუნავამ კონსერვატიული პარტია დატოვა? - დიახ, ეს სიმართლეა. რა არის ამის მიზეზი? - რაღაც აზრთა სხვადასხვაობა იყო, რომელიც ახლა ყველგან, ყოველთვის არის. ასეთი ამბავია, მეტი არაფერი. აზრთა სხვადასხვაობა რაში გამოიხატება - ტაქტიკაში, მოქმედებაში, თუ რაიმე პიროვნული იყო? - პიროვნული არაფერ შუაშია. ჩვენგან განსხვავებით, მას სხვანაირად მოქმედებები მიაჩნდა სწორად. ესაა, სხვა არაფერი. გუნავა უფრო რადიკალური ნაბიჯების მომხრე იყო? - რადიკალურ და არარადიკალურზე არ არის ლაპარაკი. რაღაც მოქმედებები არის, შიდა საკითხები, რომელზეც ვერ შევთანხმით და მან პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ამდენი ხნის განმავლობაში ერთად ვიყავით და ჩვენს შორის დაპირისპირება არასდროს მომხდარა. უბრალოდ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დავშორდით. ერთმანეთის მიმართ ისევ ისეთი პატივიესცემით ვართ, როგორც ვიყავით. უთანხნომებებზე ჭორები რომ გავრცელდა, მსგავსი არაფერი მომხდარა.