Jump to content
Planeta.Ge

zeppelina

პლანეტელი
  • პოსტები

    2.102
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი zeppelina

  1. საქართველოში რომ არ ვცხოვრობდი მოვიყვანდი. აქ რომ ვცხოვრობ იმიტომ არ მოვიყვან რომ. არის მრიცე რაოდენობა ისეთი გოგონებისა რომლებიც ქალიშვილები აღარ არიან მაგრამ ბოზები არ არიან და უბრალოდ საყვარელ ადამიანთან აქვთ სექსი.. ისინი თავისუფალი ადამიანები არიან და იციან რას აკეთებენ და რა უნდათ. აქედან უმრავლესობის ურთიერთობა ოჯახის შექმნით მთავრდება. და დარჩა ძალიან მცირე რაოდენობა გოგონებისა რომლებსაც სექსი ქონიათ მაგრამ დაშორდნენ და აღარ აგრძლებენ ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობას. ასეთი კატეგორია იმდენად ცოტაა რომ შეუძლებელია ამ ცოტაში ამოარჩიო: ლამაზი, ჭკვიანი, განათლებული..... (ეს პრიორიტეტული დამახასიათებლებია რომლის მიხედვითაც მე მსურს ცოლი მოვიყვანო.) ისედაც ხო ძნელია და წარმოიდგინე ამ მცირე რაოდნებობაში რამდენად ძნელი იქნება
  2. ძუძუები მინდა! :mshia: :mshia: :mshia:
  3. კი ლინკები არის ზემოთ
  4. არა! შენ რომ გეხუტება მკერდზე :rolleyes:
  5. თუ არ მოგწონს ეგ დასასრული, არ დაასრულო ეგრე! ყოველთვის არის შანსი! ყოველთვის შეგიძლია იმას მიაღწიო რაც გინდა! თუ მართლა მაგრად გინდა! თუ გიყვარს, შენი თავიც შეაყვარე! შეკერე! დაიპყრე!
  6. არ თქვა ახლა მე არ მიყვარსო
  7. აქსეფტიიიიიიიიიიიიიიდ!!!!!! :jump: :jump: :jump:
  8. zeppelina

    CHAT

    ვახ ჩემი... მგონი ყველა მუსიკის ჯანრში გავხსენი უკვე თემა. არავის არაფერი არ აინტერესებს..
  9. ბობ მარლი http://www.rollingstonesnet.com/images/BobMarleyLegend.jpg ბობ მარლი (ინგლ. Bob Marley, სრული სახელი და გვარი რობერტ ნესტა მარლი ) (დ. 6 თებერვალი, 1945, იამაიკა – გ. 11 მაისი, 1981, მაიამი, ფლორიდა, აშშ) — იამაიკელი მუსიკოს-გიტარისტი და კომპოზიტორი. მუსიკალური მიმდინარეობის რეგის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1970-იან წლებში ჯგუფ „The Wailers“-თან ერთად გაითქვა სახელი. მისი სიმღერები ხშირად ატარებდა სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს. ბობ მარლი, მარტინ ლუთერ კინგთან და ნელსონ მანდელასთან ერთად, ითვლება ცნობილ მებრძოლად შავკანიანების დაჩაგვრის წინააღმდეგ. დისკოგრაფია: Downloads ---- Videos
  10. zeppelina

    Katie Melua

    Katie Videos What I Miss About You ------- ვინმეს თუ გაქვთ, ძალიან გთხოვთ ამიტვირთეთ "no woman no cry" ქეთის შესრულებით...
  11. Katie Melua მიყვარს მიყვარს მიყვააააააააარს! :buchti: http://atuleirus.weblog.com.pt/arquivo/katie%20melua%202a.jpg http://www.virginmedia.com/images/katie_melua-gal-richlist08.jpg ქეთევან "ქეთი" მელუა (ინგლ.: Ketevan "Katie" Melua) (*16 სექტემბერი, 1984, ქუთაისი, საქართველო) -წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალი. ადრეული წლები ქეთი მელუა დაიბადა ქალაქ ქუთაისში, :love2: საქართველოში. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაჰყო, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ქ. ბათუმში გადასახლდა, სადაც ქეთის მამა კარდიოლოგად მუშაობდა. 1993 წელს საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია), სადაც ქეთის მამა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში გადასახლდა (ინგლისი). ქეთი ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ეკრანზე პირველი გამოჩენა საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა. განათლება მიიღო რა საშუალო განათლება სურეიში, ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო, რომელიც ტერიტორიულად ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქეთიმ სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა და სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს. ქეთი მელუას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა მას ხშირად გამოუხატავს სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებისა. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას. ------------ Diskography Downloads ------------ Katie Melua - What A Wonderful World მოუსმინეთ მშვენიერი განწყობა შეგექმნებათ დილიდანვე
  12. გაიღვიძა ბედნიერმა კაცმაააააააა! :mshia: :mshia: :mshia:
  13. zeppelina

    Van Halen

    Van Halen http://www.anniemayhem.com/blog%20pics/VanHalen.jpg Origin Pasadena, California, US Genre(s) Hard rock, heavy metal[1] Van Halen არის ჰარდ როკ ბენდი, რომელიც ჩამოყალიბდა კალიფორნიაში, 1972 წელს. 2007 წლისთვის მათ 80 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. ჯგუფის სულისჩამდგმელია უნიჭიერესი პიროვნება- გერმანელ-ამერიკელი სოლო გიტარისტი, კეიბორდისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი - ედი ვან ჰალენი. ჯგუფის დრამერია ალექს ვან ჰალენი, ედის ძმა. ბასისტი-მარკ სტოუნი. მწირი სახსრების გამო ჯგუფი კონცერტებისთვის და ჩაწერებისთვის დინამიკებს და სტერეო სისტემებს ქირაობდნენ ან ნათხოვრობდნენ. ედიმ მალე, ვოკალისტად ჯგუფში აიყვანა David Lee Roth და ბასისტი ჩაანაცვნა Michael Anthony-მ. 1976 წელს Gene Simmons ნახა ვან ჰალენის ერთ-ერთი შოუ და დაიწყო ჯგუფის დაფინანსება. 1977-ში ვან ჰალენს კონტრაქტი შესთავაზა Warner Bros. Records.-მა და 1978 წლის 10 თებერვალს ჯგუფმა გამოუშვა მისი პირველი ოფიციალური ალბომი: Van Halen. David Lee Roth-თან ერთად ჯგუფმა გამოუშვა 6 ალბომი: Van Halen (1978), Van Halen II (1979), Women and Children First (1980), Fair Warning (1981), Diver Down (1982), and 1984 (1984). Current members • David Lee Roth – lead & backing vocals (1974–1985, 1996, 2007–present) • Eddie Van Halen – lead & rhythm guitar, keyboards, backing vocals (1972–present) • Wolfgang Van Halen – bass guitar, backing vocals (2006–present) • Alex Van Halen – drums, percussion, backing vocals (1972–present) Discography • Van Halen (1978) • Van Halen II (1979) • Women and Children First (1980) • Fair Warning (1981) • Diver Down (1982) • 1984 (1984) • 5150 (1986) • OU812 (1988) • For Unlawful Carnal Knowledge (1991) • Live: Right Here, Right Now (1993) • Balance (1995) • Best of Volume I (1996) • Van Halen III (1998) • The Best of Both Worlds (2004) http://www.elsercho.com/wp-content/uploads/2007/08/eddie-van-halen_80.jpg http://blog.ugo.com/images/uploads/van_halen_3.jpg Discography
  14. zeppelina

    Brian Adams

    Brian Adams http://eshop.mainevent-tickets.co.uk/images/BryanAdams1.jpg http://songbookofkartika.files.wordpress.com/2008/06/bryan-adams.jpg ბრაიან ადამსი (დ. 5 ნოემბერი, 1959. კინგსტონი, ონტარიო, კანადა) — კანადელი როკ-მუსიკოსი, გიტარისტი, სიმღერის ტექსტების ავტორი და ფოტოგრაფი. მისი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ალბომებია: „Reckless“, „18 til I Die“ და „Waking Up the Neighbours“. პოპულარულ მუსიკაში შეტანილი წვლისა და ქველმოქმედების გამო, ადამსი დაჯილდოვებულია კანადისა და ბრიტანული კოლუმბიის ორდენებით. სექციების სია [დამალვა] * 1 ბავშვობა * 2 მუსიკაში o 2.1 1970-იანები o 2.2 1980-იანები o 2.3 1990-იანები o 2.4 2000-იანები * 3 პირადი ცხოვრება * 4 დამხმარე ბენდი * 5 საზოგადო მოღვაწეობა o 5.1 საქველმოქმედო ჩანაწერები * 6 დისკოგრაფია * 7 ფილმები * 8 ციტირებები * 9 იხილეთ აგრეთვე * 10 წიგნები * 11 რესურსები ინტერნეტში ბავშვობა [რედაქტირება] ადამსი დაიბადა კინგსტონში, ონტარიოში, ინგლისელი მშობლების ოჯახში, მაგრამ მის გვარში ასევე არიან მალტელებიც — აღსანიშნავია მალტელი ბებია. 1960-იან წლებში ბრაიანის მამა, რომელიც დიპლომატი იყო, მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ოჯახიც თან დაჰყავდა. მუსიკაში [რედაქტირება] 1970-იანები [რედაქტირება] მოზარდი ბრაიანი იზრდებოდა პორტუგალიაში, ლისაბონიდან 25 კილომეტრის მოშორებით. იგი იმდენად იყო დაინტერესებული მუსიკით, რომ გოგონებსაც კი ნაკლებად ყურადღებას უთმობდა. 16 წლის ასაკში იგი უკრავდა სხვადასხვა ბარსა და კლუბში - განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯგუფები Shock და Sweeney Todd. შემოსავლის გაზრდის მიზნით, ბრაიანი რეცხავდა ჭურჭელს, ყიდდა შინაური ცხოველების საკვებს და მუშაობდა მუსიკალურ მაღაზიებში. ვანკუვერის ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში მან გაიცნო მუსიკოსი ჯიმ ველენსი (დასარტყამები) და სწორედ იმ დროიდან, დღემდე მასთან მუშაობს. ველენსი ეძებდა ვოკალისტს, ხოლო ადამსი - მუსიკალურ წარმატებას. 1978 წელს, 18 წლის ასაკში ადამსმა გაუგზავნა რამდენიმე ჩანაწერის დემო ვერსია კომპანიას A&M Records (ტორონტოში) და მალე გახდა მისი კლიენტი, მოაწერა რა ხელი კონტრაქტს. ამ ლეიბლზე მან დღემდე 14 ალბომი გამოსცა. იმ პერიოდში დაწერილი სიმღერებიდან რამდენიმე გამოჩნდა სხვა ალბომებზე, გადამუშავებული სახით - მაგალითად, "I'm Ready", რომელიც შევიდა ცნობილ ალბომში Cuts Like a Knife 1980-იანები [რედაქტირება] მუსიკოსის ალბომი Bryan Adams, რომელიც 1980 წელს გამოიცა, წარმატებული დებიუტი გამოდგა. სიმღერების უმრავლესობა ჩაწერილი იქნა 2 თვის განმავლობაში, ტორონტოში მდებარი მანტას სტუდიაში. 1986 წელს კანადაში მას ოქტოს სტატუსიც მიენიჭა. 1980-იანი წლების დასაწყისში ადამსმა და ველენსმა ასევე შექმნეს რამდენიმე სიმღერა ველენსის საკუთარი ბენდისათვის Prism. ბრაიანის მეორე ალბომი You Want It You Got It ჩაწერილი იქნა ნიუ იორკში, სულ 2 კვირის განმავლობაში და იქცა პირველ დისკად, რომლის პროდიუსერიც იყო ბობ ქლირმაუნტენი. იგი გამოვიდა 1981 წელს. მიუხედავად წარმატებული სიმღერისა "Lonely Nights", ნამდვილად სენსაციად იქცა მესამე დისკი Cuts Like A Knife (1983). ამ ალბომიდან გამოვიდა ოთხი წარმატებული სინგლი, მათ შორის - სასათაურო სიმღერაც. კომერციული წარმატების პიკი იყო #8 ადგილი ბილბორდის ჩარტში. შემდეგი ალბომი იყო Reckless. იგი გამოვიდა 1984 წელს, ბრაიანის დაბადების დღეზე და მოხვდა ბილბორდის ჩარტის #1 ადგილზე. წარმატება უზრუნველყო ექვსმა სინგლმაც. პირველად ბრაიანის სიმღერა მოხვდა #1 ადგილზე სინგლების ჩარტებში - ეს იყო Heaven. აშშ-ში ალბომი ხუთი გზის პლატინის მფლობელი გახდა. 1984 წელს ტინა ტერნერთან ჩაწერილმა დუეტმა "It's Only Love" დიდი წარმატება მოიპოვა. იგი ნომინირებული იქნა გრემიზე, წლის საუკეთესო როკ ვოკალური შესრულებისათვის. ადამსის 1987 წელის დისკმა Into the Fire ასევე მოიპოვა პლატინის სტატუსი. ეს იყო უკანასკნელი ალბომი, რომელიც მთლიანად მხოლოდ ადამსმა და ველენსმა შექმნეს, მაგრამ მისი ჟღერადობა შენარჩუნდა შემდეგ ალბომზეც, Waking up the Neighbours. დიდი წარმატების ტალღაზე ბრაიანმა გამოსცა პირველი საკონცერტო ალბომი Live! Live! Live!, რომელიც ჩაწერილი იქნა ბელგიაში, 1988 წლის 3 ივლისს. იგი ასევე გადაიცემოდა ტელევიზიების CBC (კანადა) და MTV (მსოფლიო მასშტაბით) ეთერში. 1990-იანები [რედაქტირება] 1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსის წარმატება კვლავ გრძელდებოდა. ამ პერიოდში გამოცემული ალბომებიდან პირველი იყო Waking up the Neighbours (პროდიუსერები: ადამსი და რობერტ ლენჯი). 1991 წელს გამოსულ დისკში ასევე შეტანილი იყო "(Everything I Do) I Do It for You", ფილმიდან "რობინ ჰუდი: ყაჩაღების პრინცი". იგი იქცა ბრაიანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სინგლად, რამაც ალბომსა და სინგლს უამრავი ჯილდო მოუტანა. შემდეგი ალბომი იყო ყოფილი წარმატებების შეჯამება - კრებული So Far So Good, რომელშიც ასევე ახალი სიმღერაც, "Please Forgive Me" შეიტანეს. სინგლის წარმატება აღინიშნა #1 ადგილით კანადის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ჩარტებში, ხოლო ალბომი ხუთჯერ პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა. იმავე წელს, სტინგთან და როდ სტიუარტთან ერთად, მაიკლ კემენის არანჟირებით ჩაწერილი იქნა სიმღერა "All for Love", რომელმაც გაიჟღერა ფილმში სამი მუშკეტერი. 1995 წელს ბრაიანმა გამოსცა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი Bryan Adams (გამომცემლობა Firefly Books). 1996-1999 წლებში იგი უშვებდა თითო ალბომს. პირველი ასეთი იყო 18 til I Die, ცნობილი სიმღერით "Have You Ever Really Loved a Woman?" (რომელშიც ასევე უკრავდა პაკო დე ლუსია), ფილმიდან დონ ხუან დემარკო (ჯონი დეპი, მარლონ ბრანდო). ეს იქცა ბრაიანის მესამე #1 კანადაურ და ავსტრალიურ სინგლად. მან ასევე მოუტანა ბრაიანს მეორე ოსკარი (წლის საუკეთესო სიმღერისათვის კინოფილმიდან). ალბომი გაიყიდა 1 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით (აშშ). 1997 წელს გამოიცა ბრაიანის აკუსტიკური კონცერტის, Bryan Adams MTV Unplugged ჩანაწერი. 1998 წელი აღსანიშნავი იყო დისკით On a Day Like Today, 1999 კი - კრებულით The Best of Me. ამ წლების განმავლობაში ასევე ჩაწერილი იქნა დუეტები: * "Rock Steady" (ბონი რაიტთან ერთად) * "I Finally Found Someone" (ბარბრა სტრეიზანდთან ერთად) * "When You're Gone" (მელანი სისთან ერთად). 2000-იანები 2000 წელს ბრაიანი გამოჩნდა ფრანგი დიჯეის, შიკეინის სიმღერაში "Don't Give Up". იგი იქცა #1 ჰიტად ბრიტანეთში. აღსანიშნავია, რომ მანამდე შიკეინი დაეხმარა ბრაიანს სიმღერის "Cloud Number Nine" რემიქსის არანჟირებაში. 2001 წელს ბრაიანმა გამოსცა ვიდეოკონცერტები Live at the Budokan (ჩაწერილი იქნა ტოკიოში) და Live at Slane Castle (სლეინის კონცერტის ჩანაწერი), სადაც იგი გამოვიდა 2000 წელს. 2002 წლის მაისში მან და ჰანს ციმერმა შექმნეს მუსიკა ანიმაციური ფილმისათვის სპირიტი: სიმარონის სული. მუსიკალურმა ალბომმა ამ ჩანაწერით აშშ-ში მოიპოვა ოქროს სტატუსი. 2004 წელს ადამსმა გამოსცა ახალი სტუდიური დისკი Room Service. ბრიტანეთში იგი მოხვდა #4, ხოლო ევროპაში - #1 ადგილზე და გაიყიდა 440.000 ასლის ოდენობით (მხოლოდ გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში). 2005 წელს გამოვიდა მუსიკოსის კიდევ ერთი კრებული Anthology - 2 დისკიანი გამოცემა, რომელშიც შეტანილი იქნა ყველა ცნობილი ჰიტი და ნაკლებად ცნობილი სიმღერებიც. იმავე წელს გამოვიდა DVD დისკი Live in Lisbon. 2005 წლის ივლისში ადამსმა მიიღო მონაწილეობა აქციაში Live 8. 2007 წელს ცნობილი გახდა, რომ ადამსი ამზადებს ახალ სტუდიურ დისკს, რომელიც უნდა გამოცემულიყო ტურის დაწყებასთან ერთად, თუმცა გამოცემა გადაიდო 2008 წლის მარტამდე. 2007 წლის დეკემბერში ბრაიანმა დაადასტურა, რომ ალბომი მალე გამოიცემა და დაასახელა მისი სახელწოდებაც - 11. პირველი სიმღერა ამ ალბომიდან "I Thought I'd Seen Everything" გამოიცემა ამერიკული რადიოსადგურებისათვის განკუთვნილ სინგლზე. დღესდღეობით ბრაიანი მუშაობს ფილმების მუსიკაზე, მოგზაურობს კონცერტებით და გეგმავს 11 დღიან ტურს 11 ქალაქში, ალბომის 11 მხარდასაჭერად. პირადი ცხოვრება [რედაქტირება] ადამსი ვეგეტარიანელია და ცხოვრობს ინგლისში. წარსულში იგი ასევე ცხოვრობდა საფრანგეთში და ამიტომაც თავისუფლად ფლობს ფრანგულ ენას. იგი ჩელსის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარია და სწორედ მას მიუძღვნა სიმღერა "We're Gonna Win", ალბომიდან 18 Til I Die. ადამსს ვანკუვერში (ბრიტანული კოლუმბია) გახსნილი აქვს საკუთარი სავაჭრო სახლი. იგი ასევე ცნობილი ფოტოგრაფია, რომელსაც არაერთი გამოფენა აქვს გამართული. დამხმარე ბენდი [რედაქტირება] ისევე, როგორც ბევრი მუსიკოსი, ადამსი იყენებს სესიურ ბენდს, რომელიც მასთან ერთად მუშაობს სტუდიაში და სცენაზე. ამჟამად ესენია: * კიტ სკოტი - გიტარა * მიკი კარი - დასარტყამები * გერი ბრეიტი - კლავიშები * ნორმ ფიშერი - ბას გიტარა სკოტი და კარი თანამშრომლობენ ადამსთან 1980-იანებიდან, ფიშერი და ბრეიტი კი ბენდს შეუერთდნენ 2000-იანებში. მანამდე, კლავიშებზე უკრავდა ტომი მენდელი. ბასზე უკრავდა დეივ ტეილორი (1980-1997), ხოლო პეტ სტიუარდი, ჯგუფიდან Odds დასარტყამებზე იჯდა (იგი უკრავს ცნობილ სიმღერაში Summer of 69). საზოგადო მოღვაწეობა [რედაქტირება] 1980-იანი წლებიდან ადამსი მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში და ეხმარებოდა სხვადასხვა ცნობილ ორგანიზაციას. აღსანიშნავია კონცერტში Live Aid, ტურის "A Conspiracy of Hope" (სტინგი, U2, პიტერ გებრიელი) ფარგლებში გამართული კონცერტები, აქცია Rock For Amnesty (პოლ მაკარტნისთან, სტინგთან და ჯგუფთან Dire Straits ერთად). 1990 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ადამსმა მონაწილეობა მიიღო როჯერ უოტერსის მიერ გამართულ თეატრალიზებულ კონცერტში The Wall, რომლის შემოსავალიც მთლიანად მოხმარა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ოჯახებს. 2005 წელს ბრაიანი გამოჩნდა აქციაზე Live 8 (ონტარიო). იმავე წელს მან დაუკრა კატარში და შეგროვებული 1.500000 ფუნტით დაეხმარა იქაურ საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ამ ფულით ასევე აღდგენილი იქნა ტაილანდში მდებარე ერთ-ერთ სკოლა, შრი ლანკაში კი აშენებული იქნა სპორტული ცენტრი, რომელიც დანგრეული იქნა 2004 წელს, ინდონეზიური ცუნამის მიერ. 2006 წლის 29 იანვარს იგი პირველი უცხოელი მუსიკოსი იყო, რომელმაც პაკისტანში დაუკრა, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში. შემოსულმა თანხამ არაპრივილეგირებულ ბავშვებს საშუალება მისცა, სკოლაში ევლოთ. თანხის ნაწილი მოხმარდა 2005 წელს პაკისტანში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლებს. 2007 წლის 8 ოქტომბერს ადამსს უნდა დაეკრა თელ ავივსა და იერიქონში, კონცერტის OneVoice Movement ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში წვლილის შეტანას, მაგრამ კონცერტი გადაიდო უსაფრთხოების მიზნით. 2008 წლის სექტემბერში ბრაიანმა თბილისში, (საქართველო) გამართა უფასო კონცერტი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების მცდელობაზე ერთგვარი გამოხმაურება იყო და ქართველი ხალხის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. საქველმოქმედო ჩანაწერები [რედაქტირება] ადამსს აქვს მიღებული მონაწილეობა რამდენიმე საქველმოქმედო ჩანაწერის გამოცემაში. 1985 წელს მან და ჯიმ ველენსმა, დევიდ ფოსტერთან ერთად ჩაწერეს სიმღერა Tears Are Not Enough, რომელიც ეთიოპიას მიეძღვნა. 1989 წლის მარტში გამოიცა გრინპისისათვის ჩაწერილი კრებული Rainbow Warriors, რომელშიც ასევე იქნა შეტანილი ბრაიანის სიმღერა (ალბომი გამოვიდა მხოლოდ საბჭოთა კავშირში). 1998 წლის ალბომით On a Day Like Today ადამსი მხარს უჭერდა ორგანიზაციებს Elephant Sanctuary და Born Free Foundation. ფილმები [რედაქტირება] * ვარდისფერი კადილაკი (1989), რეჟისორი - კლინტ ისტვუდი: ადამსი თამაშობს მამაკაცს, რომელიც აკითხავს გაზის გასამართ სადგურს * სულელების სახლი [1] (2002), ანდრეი კონჩალოვსკის ფილმი: ადამსი თამაშობს საკუთარი თავის ჰალუცინაციას ციტირებები [რედაქტირება] * ადამსი ნახსენებია ფილმში ვესტვუდი ნებრასკაში მიდის, სადაც ნათქვამია, რომ იგი ერთ-ერთი იმ აუტანელი ადამიანებიდანაა, რომლებიც კანადიდან არიან * ანიმაციურ ფილმში სამხრეთის პარკი ნახსენებია: "ახლა კი კანადის მთავრობამ ბრაიან ადამსს სხვადასხვა მიზეზის გამო ბოდიში მოუხადა". იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება] * კანადური როკი წიგნები [რედაქტირება] * სორელ სეიდმანი ყველაფერი, რასაც აკეთებს ბრაიან ადამსი, Random House, ტორონტო, 1993 ISBN 0-394-22300-X * ბრაიან ადამსი, ბრაიან ადამსი , Firefly Books, უილოუდეილი, კანადა, 1995, ISBN 1-895565-83-9 ALBUMS BRYAN ADAMS (1980) YOU WANT IT YOU GOT IT (1982) CUTS LIKE A KNIFE (1983) RECKLESS (1984) INTO THE FIRE (1987) WAKING UP THE NEIGHBOURS (1991)
  15. Alizee Alizée Jacotey ფრანგი მომღერალი, დაიბადა 08, 21, 1984. სახელი გაითქვა ექსტრავაგანტული ჩაცმულობებით.. კონცერტებზე ნახევრად შიშველ ფორმაში გამოსვლებით.. მაგრად აღასანიშნავია რომ როგორც მომღერალიც საკმაოდ ნიჭიერია. კარგად მღერის ცოცხლად. აქვს ბევრი ლამაზი სიმღერა და კლიპი. http://img64.imageshack.us/img64/7930/alizee1955medfi9.jpg http://dmario.files.wordpress.com/2007/07/alizee.jpg http://img530.imageshack.us/img530/5634/2015alizee241141866cqh7ud8.jpg თანდათან ბიოგრაფიასაც შევავსებ და სხვა კლიპებსაც შემოგთავაზებთ. ამჯამად ამას მოუსმინეთ, უყურეთ დატკბით და შეაფასეთ Alizee - La isla bonita
  16. ვჭამ ახლა და მერე დავწვები..
  17. zeppelina

    CHAT

    აბა ჰე.. წავედი მეც
  18. ვუერთდები მილოცვას! ... ... ... .... ... .. ყველაფერს მაგარს გისურვებ!
  19. ჩემი აზრით ერთადერთი სწორი ის არის რომ ადამიანი არ უნდა იყოს მონა! და უნდა იცხოვროს მისი სურვილებით, მისი აზროვნებით და მისი მიზნებით! სხვების რჩევა უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ მისთვის უპირველესი უნდა იყოს საკუთარი მიდგომა! მეობა! ინდივიდუალურობა! აი ეს არის სწორი ჩემი აზრით და ჩემი აზრი ზოგადად რამდენად სწორია ეგ უკვე აღარ ვიცი :$
×
×
  • შექმენი...