Jump to content
Planeta.Ge

zeppelina

პლანეტელი
  • პოსტები

    2.102
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი zeppelina

  1. zeppelina

    CHAT

    http://i060.radikal.ru/0907/78/d17879e87f77.gifhttp://i060.radikal.ru/0907/78/d17879e87f77.gifhttp://i060.radikal.ru/0907/78/d17879e87f77.gifhttp://i060.radikal.ru/0907/78/d17879e87f77.gifhttp://i060.radikal.ru/0907/78/d17879e87f77.gifhttp://i060.radikal.ru/0907/78/d17879e87f77.gifhttp://i060.radikal.ru/0907/78/d17879e87f77.gif
  2. zeppelina

    CHAT

    :D :psix: :psix: :psix:
  3. zeppelina

    CHAT

    მეეეეეც! :sex: :sex: :sex: :genatale: :genatale: :genatale:
  4. აუ როდის შეიწვებაააააააააა!!!!!!!
  5. zeppelina

    CHAT

    :genatale: :ravic:
  6. zeppelina

    Godsmack

    აუ ცოცხლად შესრულებაში ისვრიან :ravic:
  7. zeppelina

    Godsmack

    აუ არ ვიცი ალშარეზე დავძებნე და დავაგდე ლინკი
  8. აუ პრეზიდენტის გამოსვლის ვიდეო თავიდან ბოლომდე დევს სადმე ??? დამილინკეთ რა ... :buchti:
  9. აუ რა მაგრად მკიდია ეს პოლიტიკაააააა! წავედი დავწვე...
  10. zeppelina

    Godsmack

    აუ ეს თემა ასე მკვდარი უნდა იყოს? უმაგრესი ჯგუფია! შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ ერთფეროვანი შემოქმედება აქვთ, მაგრამ რაც აქვთ ძალიან მაგარი და გამორჩეული აქვთ! დრამი უგიჯესი! კარგი ინსტრუმენტალი! კარგი ტექსები! ფსიქოლოგიური დატვირთვა! იტოგში იმხობენ!! ENJOY!!!
  11. zeppelina

    Eluveitie

    HaMMerFaLL გაიხარე, ეს ალბომი არ ვიცოდი. მოვუსმინე! მომეწონა!
  12. Ray Charles http://dkpresents.files.wordpress.com/2007/04/ray_charles_smoking.jpg http://i144.photobucket.com/albums/r200/000971453/MUSIC/Ray_Charles.jpg რეი ჩარლზი (Ray Charles, სრული სახელი Ray Charles Robinson) (23 სექტემბერი, 1930 – 10 ივნისი, 2004), ამერიკელი პიანისტი და სოულის შემსრულებელი, რომელმაც დასაბამი მისცა რითმ-ენდ-ბლუზის მიმდინარეობას. მან შემოიტანა სოულის ხმოვანება ქანთრიში, პოპ სტანდარტებში. ფრენკ სინატრამ მას უწოდა "ერთადერთი ნამდვილი გენიოსი ამ ბიზნესში", ხოლო ჟურნალმა როლინგ სტოუნი რეი ჩარლზს სიაში "უკვდავები: ყველა დროის 100 უდიდესი ხელოვანი" (The Immortals: 100 Greatest Artists of All Time) მე-10 ადგილი მიუჩინა. ბიოგრაფია რეი ჩარლზი დაიბადა პატარა ქალაქ ელბანში, შტატ ჯორჯიაში. დედა არეტა რობინსონი, მამა ბეილი რობინსონი. რეის ოჯახი იყო ძალიან ღარიბი, როგორც თვითონ ამბობდა ისინი სხვა ზანგებს შორისაც კი ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ, ყველას დაბლიდან უყურებდნენ და მათ ქვემოთ მხოლოდ მიწა იყო. როდესაც რეი რამოდენიმე თვის იყო მისი ოჯახი გრინვილის დასახლებაში, სამხრეთ ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად. რეის მამა არ თამაშობდა მის ცხოვრებაში დიდ როლს, ხოლო შემდეგ მან საერთოდ დატოვა ოჯახი. რეის და ერთი წლით უმცროს ძმას ჯორჯს, არეტა და დედამისი, მერი ჯეი რობინსონი უვლიდნენ. როდესაც რეი ხუთი წლის იყო მისი ძმა ქუჩაში მდგარ ტაშტში ჩავარდა, ამის მომსწრე რეი ცდილობდა ძმის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ, ჯორჯი მისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ჯორჯი დაიხრჩო, ხოლო რეი გადატანილი სტრესის გამო თანდათან კარგავდა მხედველობას, ხოლო შვიდი წლის ასაკში საერთოდ დაბრმავდა.დაბრმავების მიზეზი უცნობი დარჩა, მაგრამ არსებობს დოკუმენტები, რომ გამომწვევი მიზეზი გლაუკომა იყო. პირველად მისი მუსიკალური ტალანტი სამი წლის ასაკში გამოვლინდა. მასზე აფთიაქის მეპატრონემ იმოქმედა, რომელიც პიანინოზე უკრავდა. ამ უკანასკნელმა ასწავლა პირველი სამი ნოტი რეის. შემდგომ ჩააბარა ბრმებისა და ყრუებისათვის განკუთვნილ სკოლაში, სენტ-აუგუსტინეში, შტატი ფლორიდა. აქ რეიმ შიესწავლა ბრაილის ანბანი და რამოდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ესენია _ პიანინო, ორღანი, საქსაფონი, ტრომბონი და კლარნეტი. სკოლაში გამოვლინდა რეის მუსიკალური ტალანტი, იგი მღეოდა ბაპტისტურ გუნდში. 1945 წელს დაეღუპა დედა, ორი წლის შემდეგ კი მამა. სკოლის დამთავრების შემდეგ რეი მონაწილეობდა ბევრ მუსიკალურ პროექტში, ძირითადად ჯაზის და ქანთრის სტილში. თავის შემოქმედებაში კრებდა ცნობილი ჯაზმენების შთაგონებას, როგორებიცაა _ ქაუნთა ბეისი, არტა თეითუმა და ართი შოუ. პირველი ჯგუფი რომელშიც იგი მოღვაწეობდა ეწოდებოდა «The Florida Playboys». 1947 წელს, როდესაც 600 დოლარი მოაგროვა, გაემგზავრა სიეტლში. აქ გიტარისტ გოსადი მაკჰისთან ერთად დააარსა ჯგუფი «MacSon Trio» (ხშირად Maxim-ს უწოდებდნენ). მალე მათ სიმღერების ჩაწერა დაიწყეს Swingtime Records-თან ერთად. პირველი სამი ჩანაწერი იყო «Guitar Blues», «Walkin' and Talkin'» და «Wonderin' and Wonderin'». იგი თანამშრომლობდა ცნობილ R&B შემსრულებელ ლოუელ ფულსონთან და მის ჯგუფთან, აკომპანიას უწევდა პიანინოთი. 1949 წელს გამოვიდა მისი ჰიტი «Confession Blues». რეის შემდეგი პოპულარული სიმღერა იყო «Baby, Let Me Hold Your Hand» (1951). ამის შემდეგ, 1952 წელს გადადის Atlantic records-ში, როცა უკვე მიხვდა რომ Swingtime Records-ში ყოფნით ვერ მიაღწევდა სასურველ შემოქმედებით თავისუფლებას. მან სახელი შეიმოკლა და დაირვა უბრალოდ რეი ჩარლზი, რადგან ბოქსიორ რეი რობინსონში არ არეოდათ (Ray «Sugar» Robinson). 1951 წლის 31 ივლისს დაქორწინდა ეილემ უილიამსზე, ერთი წლის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა. აღსანიშნავია რომ რეის 12 შვილი ჰყავდა და მხოლოდ 3 ოფიციალურად, ცოლებისაგან. 1955 წელს რეი ხელმეორედ დაქორწინდა, დელ ბეატრის რობინსონზე, რომელთანაც ეყოლა ჰოვარდი. მათი ოჯახი 1977 წელს დაინგრა. 1953 წელს გამოვიდა რეის ერთ-ერთი სინგლი «Mess Around». ამავე წელს მან არანჟირება და აკომპანირება გაუწია ცნობილ ბლუზმენ გიტარ სლიმს (Guitar Slim), კომპოზიცია «The Things That I Used To Do», რომელიც მათ ჩაწერეს, გაიყიდა მილიონზე მეტი ტირაჟით. ასეთივე წარმატებული იყო მისი სინგლი «It Should Have Been Me», რომელიც მთლიანად მას ეკუთვნოდა. შემდეგი მწვერვალი რეიმ 1955 წელს დაიპყრო, როდესაც სინგლი «I Got a Woman» გამოვიდა. ამ უკანასკნელმა სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა R&B ჩარტებში. სწორედ ეს სიმღერა უფრო ხშირად მოიხსენიება როგორც პირველი კომპოზიცია სოულის სტილში. ამ დროს რეის რეპერტუარი სანახევროდ გოსპელს წარმოადგენდა ტექსტის მიხედვით, ხოლო ნახევარი ბლუზს. საკუთარი შემოქმედებით ახერხებდა რომ R&B და გოსპელი გამხდარიყო პოპულარული ფართო საზოგადოებისთვის, იზიდავდა ახალ მსმენელებს _ როგორც შავკანიანებს, ასევე თეთრკანიანებს. რეი ერთ-ერთი პირველი იყო იმ მუსიკოსებს შორის, რომლებიც ტრადიციულ «შავ» მუსიკას ავრცელებდა ხალხის მასებში. --------- Ray http://www.avoe.ge:85/posters_movies/6302.jpg Download CD1 Download CD2 ------ Download Discography
  13. Wolfgang Amadeus Mozart ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი! http://www.capricorn-astrology-software.com/example_reports/mozart/wolfgang-amadeus-mozart.jpg http://www.judiciaryreport.com/images/mozart-2.jpg ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. ბიოგრაფია მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ტალანტით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი. ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: მიუნხენი, აუგსბურგი, ლუდვიგსბურგი, ჰაიდელბერგი, მაინცი, ფრანკფურტი, კობლენცი, კიოლნი, ბრიუსელი, პარიზი, ვერსალი, ლონდონი, ამსტერდამი, ლიონი, ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ულმი და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ. ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Es-Dur(KV 16).იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას. ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად ქმნის პირველ ოპერას. პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771 1766 წელს ოჯახი მიემგზავრება ვენაში, მაგრამ ეპიდემიის გამო უწევთ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებენ. 1768 წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის ზინგშპილი "ბასტიენ და ბასტიენა" (KV 50) და ოპერა-ბუფა "La finta semplice" (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ ფრანც I-ის შეკვეთისა არ შედგა, "იტალიური პარტიის" ინტრიგების გამო. 1769 წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში, რომელსაც თავბრუსდამხვევი წარმატება ხვდება. მილანში მან ერთი მოსმენით გრეგორიო ალეგრის ცხრა ხმიანი მიზერერეს პარტიტურა უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება ვატიკანისგან სასტიკად იკრძალებოდა. პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა მოცარტი კონტრაპუნქტს. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინის, ნიკოლო პიჩინის, პიეტრო ნარდინის და ჯოვანი პაისიელოს ხვდება. 1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის "Mitridate, Rè di Ponto" (KV 87) პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა "Serenata teatrale Ascanio in Alba" (KV 111, პრემიერა შედგა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და "Dramma per musica Lucio Silla" (KV 135, პრემიერა შედგა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე). ------- ზალცბურგი-მანჰაიმი-პარიზი-ზალცბურგი 1772-1781 ზალცბურგში 1772 წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა ჰიერონიმუს კოლორედო-მანსფელდი, რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელის კონცერტმაისტერად დანიშნა. მიუხედავად ზალცბურგის სამსახურის მკაცრი რეგლამენტისა, მოცარტი არ წყვეტს თავის მოგზაურობას მამასთან ერთად. 1772/1773 წლებში მათი იტალიაში მოგზაურობის დროს შედგა „ლუციო სილას“ (Lucio Silla) პრემიერა. 1773 წლის ბოლოს კი მოცარტი ქმნის პირველ საფორტეპიანო კონცერტს. ხანგძლივი პაუზის შემდეგ, 1777 წელს არქიეპისკოპოსთან არასასურველი ურთიერთობის გამო, ინთავისუფლებს თავს მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისგან. ზალცბურგიდან განთავისუფლების შემდეგ, მოცარტი მიმეზავრება დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად. მანჰაიმში იგი ეცნობა იმპერატორ კარლ თეოდორს და მის ორკესტრს, რომლის კაპელმაისტერი, ცნობილი კომპოზიტორი ქრისტიან კანაბიჩი მისი ერთგული მეგობარი ხდება(იხ. აგრეთვე მანჰაიმის სკოლა). 1778 წელს მამის ინიციატივით მოცარტი პარიზს მიემგზავრება. პარიზში დაიდგა მისი ბალეტი "Les petits riens", რასაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში გარდაეცვალა დედა. 1779 წელს მოცარტი ბრუნდება ზალცბურგში. იგი ინიშნება კარის ორგანისტად. მიუხედავად იმპერატორთან კვლავ დაძაბული ურთიერთობისა ამჯერად თითქმის ორი წელი გაატარა მან ზალცბურგში. აქ მან შექმნა "Krönungsmesse" (KV 317) და ოპერა "იდომენევსი — კრეტის მეფე" (KV 366). ვენა 1781-1791 1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში. ზალცბურგის "კლანჭებიდან" განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრება, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები: 1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა "მოტაცება სერალიდან" (Die Entführung aus dem Serail)(KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, "ფიგაროს ქორწინების" (Le nozze di Figaro)(KV 492) პრემიერა. 1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა "დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის" (Don Giovanni) (KV 527) პრემიერა. 1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას "ასე იქცევა ყველა ქალი" (Cosi fan tutte) (KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე. 1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას "La clemenza di Tito" (KV 621)პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა "ჯადოსნური ფლეიტა" (Die Zauberflöte)(KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden. ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა c-Moll(KV 427)(1783), ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785), "ლინცის სიმფონია" (Linzer Sinfonie)(KV 425), "პრაღის სიმფონია" (Prager Sinfonie) (KV 504) (1786) და "მცირე ღამის მუსიკა"(Eine kleine Nachtmusik) (KV 525) (1787), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur "იუპიტერის სიმფონია" (Jupiter-Sinfonie)(KV 551)(1788). ვენაში 1782/1783 წლებში მოცარტი იცნობს გოტფრიდ ვან სვიტენს, იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს ი. ს. ბახისა და გ. ფ. ჰენდელის ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. ბაროკოს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე. 1782 წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება კონსტანცა ვებერზე, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომლიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი. მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი 1787 წელს გარდაიცვალა. ოპერა "ფიგაროს ქორწინებას" და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით "ჯადოსნურმა ფლეიტამ" ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა. მაგრამ ბოლოს დაიღალა ვენის არისტოკრატია მოზარტიტ, მოზარტმა დაკარგა ყველაფერი, აღარ ყავდა მოსწავლეები და იდზულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში. ----- გარდაცვალება და გარდაცვალების ვერსიები "ჯადოსანური ფლეიტის" პრემიერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო. მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა). თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია. ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტის ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცას ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს. მოცარტი დასაფლავებულ იქნა ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე. --------- იმედია ვინმეს მაინც მოგწონთ ამ გენიოსის შემოქმედება...
  14. წელს დავამთავრე თსუუუუუუუუუუუუ!!!!!!
  15. zeppelina

    CHAT

    :buchti: :buchti: :buchti: ------- ხოდა წავედი გადავბარგდე სკამიდან ლოგინისკენ... ძილინებისა ვინც წვებით! აბა ჰე :hello:
  16. zeppelina

    CHAT

    ფაილ დელივერედ. :rolleyes:
  17. zeppelina

    CHAT

    :ena: :ena: :ena:
  18. zeppelina

    CHAT

    :user: ??????? :psix: :psix: ???
  19. zeppelina

    CHAT

    :papa: :papa: არ გინდა?
  20. zeppelina

    CHAT

    ნამდვილად ტყუილა იკავებს ადგილს მაცივარში არ მევასება... აჰა შენი იყოს... zeppelina sent file - "redbull 500 litra"
  21. აი სიიიი ფრეეეენს შეიქინ' ჰეეეეეეენდს! სეინგ ჰაუ დუ იუ დუუუუუუუ ზეი რილლი სეიიიიიიინ' აი ლოოოოვეეე იუუუუუუუ!
  22. zeppelina

    CHAT

    მე მაქვს სახლში :*
  23. zeppelina

    CHAT

    ქეთუსაზე და ვასოზე მაგათი პოსტები დავამუღამე :rolleyes: :rolleyes: -------- ის ღერი ჩავწვი ბოლომდე რას ეწევი?
  24. zeppelina

    CHAT

    ჰეჰე რა მაგარი ვეში დავამუღამე )))))
×
×
  • შექმენი...