Iron Maiden http://connecttoperu.files.wordpress.com/2008/12/iron_maiden.jpg http://img.buzznet.com/assets/imgx/1/7/0/5/1/9/1/orig-1705191.jpg „აირონ მეიდენი“ (ინგლ. Iron Maiden, სიტყვასიტყვით „რკინის ქალწული“), ბრიტანული ჰევი მეტალ-ჯგუფი, რომლის ლიდერია მისი დამაარსებელი, ბასისტი და კომპოზიტორი სტივი ჰარისი. კოლექტივი 1975 წელს შეიქმნა და მას შემდეგ 14 სტუდიური და 9 საკონცერტო ალბომი, 4 EP და 8 კრებული გამოუშვა. „აირონ მეიდენი“ ბრიტანული ჰევი მეტალის ახალი ტალღის პიონერად ითვლება. ჯგუფმა პოპულარობას 1980-იანი წწ. დასაწყისში მიაღწია და შემადგენლობის არაერთი ცვლილების შემდეგ ჩაწერა პლატინისა და ოქროს ალბომების სერია, მ.შ. ეპოქალური „The Number of the Beast“ („მხეცის რიცხვი“) 1982 წელს. „აირონ მეიდენი“ ყველა დროის კომერციულად ყველაზე წარმატებული ჯგუფია ჰევი-მეტალის ჟანრში; მის მიერ გაყიდული ალბომების რაოდენობა 80 მილიონს აჭარბებს. კოლექტივის მუსიკალურ მსოფლმხედველობაზე გავლენა მოახდინეს „სინ ლიზიმ“, „იუ-ეფ-ო“-მ, „დიფ ფარფლმა“ და „უიშბონ ეშმა“. ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობაა: ბრიუს დიქინსონი — წამყვანი ვოკალი, დამატებითი გიტარა (1981–1993 წწ., 1999 წლიდან) დეივ მურეი — გიტარა (1976–1977 წწ., 1977 წლიდან) ედრიენ სმითი — გიტარა, ბექ ვოკალი (1980–1990 წწ., 1999 წლიდან) იანიკ გერზი — გიტარა (1990 წლიდან), ბექ ვოკალი (2007 წლიდან) სტივი ჰარისი — ბასი, კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ბექ ვოკალი (1975 წლიდან) ნიკო მაკბრაიენი — დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია (1982 წლიდან) Download Discography