რა არის სიყვარული? ალბათ ამის ახსნა სიტყვებით შეუძლებელია. ეს ის გრძნობაა, რომელიც უბრალოდ უნდა შეიგრძნო. როდესაც გიყვარს სხვა უკვე არაფერს და არავის აქვს მნიშვნელობა. შენთვის არსებობს მხოლოდ ის ერთადერთი. გიპყრობს გრძნობა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სისულელე ჩაგადენინოს. სიყვარული ნარკოტიკივით არის, გასინჯავ და ეგრევე გაბრუვდები. მერე უფრო მეტი და მეტი გინდა. მისით ცოცხლობ და შენთვის ჰაერის შემცვლელი ხდება. სუფთა ჰაერია, რომელსაც ღრმად შეისუნთქავ, ისე ღრმად, რომ ფილტვები გახსნას. როდესაც მას ხედავ გულის ცემაც უფრო ჩქარდება. ფეთქავს ისე, თითქოს მალე უნდა ამოვარდეს და ბედნიერებისაგან ერთ ადგილას ვერ ჩერდება. თვალებიც ბრწყინავს, მზის სხივებს აფრქვევს და ყველა ხვდება რომ შენში რაღაც განსაკუთრებული ხდება. ვაიმე რა სისულელეა