Prada-მ შექმნა მაღალტექნოლოგიური საათები მამაკაცებისთვის. ეს მოკრძალებული აქსესუარი იკვებება მზის ენერგიაზე და მისი ფასი იწყება 2000 დოლარიდან. ახალი საათების ციფერბლატები უზადოდ არის ინკრუსტირებული მზის მრავალი ბატარეით, რომლებიც კვებავენ კვარცის მექანიზმს. საკმარისია საათი თვეში ერთხელ მაინც მოხვდეს მზეზე, რომ იმუშავოს ზუსტად და შეფერხების გარეშე. Prada-ს ახალი შედევრის ტირაჟი მხოლოდ 1000 ეგზემპლარია. თითოეულს გააჩნია უნიკალური კოდი, შეფერხებისას საათი ღებულობს ზუსტი დროის სიგნალს. არ დაგჭირდებათ საათის ხელით მომართვა, ქრონოგრაფი ამას თავად გააკეთებს. საათი ითვალისწინებს თქვენ ადგილმდებარეობას. საათობრივი სარტყელის გადაკვეთისას ის ავტომატურად გადადის ადგილობრივ დროზე. საათის კორპუსი დამზადებულია ტიტანისგან და სამაჯური კი ან შავი ან მუქი ყავისფერი ნატურალური, ხელოვნურად დაძველებული Saffiano ტყავისგან მოკლედ ვისაც გინდათ შეიძინეთ ;) http://i047.radikal.ru/0806/90/23458ca5dbb3.jpg