რობერტო კავალი ცნობილია თავისი ღია, თავისუფალი სამოსით. ზამთარშიც კი ის თავის მოდელებს ძალიან თხელი, სიფრიფანა კაბებით მოსავს და თან ძალიან სქელ ქურქს მოაცმევს ზემოდან... :DDD რობერტო კავალის ექსკლუზიური კლიენტები არიან: ჯენიფერ ლოპესი, ვიქტორია ბექჰემი, შაკირა, კრისტინა აგილერა... რობერტო კავალის კოლექციაში ყველაზე მეტად თვალშისაცემია ბევრი ყვავილი, უამრავი ფერი, მოკლე კაბები... ფერებიდან: მყვირალა ლურჯი, იისფერი, ღია მწვანე და თეთრი... რობერტო კავალის მოდის სახლს ძალიან მცირე დოზით აქვს გამოყენებული აქსესუარები და ჩანთები.