Jump to content
Planeta.Ge

Bexx

პლანეტელი
  • პოსტები

    954
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Bexx

  1. მიშა და მიშას გუნდი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ არც ოპოზიციას ვუჭერ მხარს, ღვთის მადლით და უწმინდესის დახმარებითა და თხოვნით შიმშილობა შეწყდა... არ ვიცი რა ჩემი ავატარი იტყვის ალბათ ყველაფერს და სანდრო გირგვლიანი და ბუტა რობაქიძეც არ დამავიწყდება, ტყუილად ნუ შემედავებით მაინც ამ აზრზე ვიყავი ამ აზრზე ვარ და ამ აზრზე დავრჩები სუ რო ფულში ჩამსვან
  2. Bexx

    CHAT

    ძილი ნებისა :hello:
  3. Bexx

    CHAT

    მეძინება მარა არ ვიძინებ! არ დავიძინებ! არაარა!
  4. ღმერთმა ქნას რამით დავეხმაროთ დახურე თემა არაა საჭირო რო ღია იყოს
  5. აბა ხალხო თქვენც გაავრცელეთთ რა ძალიან გთხოვთ რომ დაეხმაროთ ამ პატარა ბავშვს ასეჭიროება მესამე ჯგუფის დადებითი სისხლი... ტელეფონი 877474729 (აიცილებლად გაავრცელეთ ბავსშვი შეიძლება გარდაიცვალოს ) ეკლესიის თხოვნით... http://lol.dsl.ge/thumbs/344353bcc79ed69304.jpg რამოდენიმე ცნობილ ფორუმზე გავხსენი ამის შესახებ თემა, რავი მე პირადად ძაან დავიგრუზე სურათის ნახვის შემდეგ
  6. Bexx

    CHAT

    აბაჰე
  7. არგეთანხმები :rolleyes:
  8. Bexx

    CHAT

    სააკაშვილს რა ვუთხარი მე
  9. Bexx

    Rock VS Rap

    Trance, Minimal House, ვოტ!
  10. როცა ფულიანი მამიკოს გოგოს ვკერავ და თავის ბაითში ავყავარ მაგრა მისწორდება... ასტ! რა ტყვილა ვბლატაობ სულ 2-ჯერ მქონდა ამის ბედნიერება :help: :jump: :
  11. Bexx

    CHAT

    აეეთ ზდაროვათ
  12. :auf: :გამო.....ვებულისმაილიკი:
  13. მაინტერესებს თქვენი აზრი დღევანდელ ვითარებაზე ანუ იმაზე, რომ ოპოზიციის მოშიმშილეები როდის ჩავარდებიან კომაში არავინ არ იცის, რას ფიქრობთ ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებზე? მე მათი გამოსვლა სუ მახატია უკვე, მოკლედ თქვენი აზრი დაწერეთ რა
  14. ახალი ვარ Forum.ge-დან
  15. ისე ეხლა ამინდები გამოდის და შეიძლება დავიწყო კუს ტბაზე სირბილკუნტრუში და ველოსიპედგონკაობა :wit:
  16. Bexx

    CHAT

    აეეე მოვედი
  17. NATO (North Atlantic Treaty Organization) არის სახელმწიფოთაშორისი, სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, რომელიც ამჟამად აერთიანებს 26 ქვეყანას! http://i043.radikal.ru/0712/fb/e3ceddeb5e67.jpg http://i011.radikal.ru/0712/9f/0a96dd298e34.jpg ნატო (ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი) შეიქმნა დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ II მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს, დასავლეთ ევროპისა და საერთოდ დემოკრატიული სამყაროს საბჭოთა კომუნიზმისგან დასაცავად. 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში აშშ-ს, კანადისა და ათი ევროპული სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, იტალია, პორტუგალია, დანია, ისლანდია) წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულბას ჩრდილო ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაციია დაარსების შესახებ. ხელშეკრულების პირველივე მუხლები ახდენდა სახელმწიფოების ერთგულების დეკლარირებას გაეროს წესდებისადმი. ამაში აღინიშნა რომ ნატო იქმნება იქმნება აგრესიისადმი კოლექტიური წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, რაც ყველანაირად შეესაბამება გაეროს წესდების სათანადო მუხლებს. ხელშეკრულების მეოთხე მუხლი ითვალისწინებს კონსულტაციებს იმ შემთხვევისათვის, თუ რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უშიშროებას საფრთხე დაემუქრება. მე-5 მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულების ერთ ან რამდენიმე წევრზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფოზე. ამასთან ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოები იმ მხარეს ამ მხარეებს, რომლებმაც თავდასხმა განიცადეს, სასწრაფოდ დაეხმარებიან ინდივიდუალურად ან ხლშეკრულების მონაწილე ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში ამგვარ დახმარებას შეიარაღებული ძალების გამოყენებაც მოჰყვება. მეექვსე მუხლი განსაზღვრავს ჩრდილოანლანტიკური ხელშეკრულების მოქმედების არეალს: იგი მოიცავს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა ტერიტორიებს, კუნძულებს "ჩრდილო ატლანტიკის რაიონში კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით", ხმელთაშუა ზღვას, აგრეთვე იმ რაიონებს სადაც იმყოფებოდა ხელმომწერ სახელმწიფოთა საოკუპაციო ჯარები. მეათე მუხლის მიხედვით მხარეებს შეუძლიათ ერთსულოვანი თანხმობით ამ ხელშეუკრულებასთან მისაერთებლად მოიწვიონ ნებისმიერ სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს ამ ხელშეკრულების პრინციპების განხორციელებას და წვლილი შეაქვს ჩრდილო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. (ეს შეიძლება იყოს, ნებისმიერ ევროპული ქვეყანა, რომელიც პასუხობს ნატოს მოთხოვსნებს (ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, ძლიერი ჯარი, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, კორუფციის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მეცნიერების განვითარება და გარემოს დაცვა). http://i009.radikal.ru/0712/79/c51c98b44c36.jpg ნატო არის სამთავრობათაშორისი ორგანიცაზია, რომლის შიგნითაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. იგი არის დემოკრატიის, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ფასეულობებით გაერთიანებულ სახელმწიფოთა კავშირი, რომლსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ფასეულობათა დაცვა ნებისმიერი სახის ხელყოფისაგან. ნატოში ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთსულოვნად კონსენსუსის საფუძველზე წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით. ნატოს ყველა წევრ ქვეყანას აქვს თანაბარი უფლება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში (ანუ ერთი ხმის უფლება). განურჩევლად ქვეყნის სიდიდის, მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური განვითარების. ნატოს ხელმძღვანელი პოლიტიკური ორგანოები ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა ნატოს საბჭო (შტაბბინა მდებარეობს ბრიუსელში), რომელიც განიხილავს ორგანიზაციის წინაშე მდგომ პოლიტიკურ პრობლემებს. საბჭო. ის მუშაობს სხვადასხვა დონეზე: სულ ცოტა კვირაში ერთჯერ ის წარმოადგენს ელჩების კრებას, სულ ცოტა წელიწადში ორჯერ ის კრებს ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს ან თავდაცვის მინისტრებს. ხოლო უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა მისაღებად საბჭო შეიძლება მოწვეულ იქნას მთავრობათა ხელმძღვენელების დონეზეც. საჭიროების შემთხვევაში კი მოეწყობა რიგგარეშე ან საგანგებო სხდომები. ნატოს გენერალური მდივანი არის წევრი სახელმწიფოების მიერ დანიშნული მაღალი რანგის საერთაშორისო თანამდებობის პირი. იგი წარმართავს კონსულტაციისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს ნატოში. გენერალური მდივანი არ არის უფლებამოსილი მიიღოს ერთპიროვნული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მას შეუძლია იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით იმ ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია წევრ სახელმწიფოთა მთავრობის მიერ. ნატოს საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თავმჯდომარეს სხდომაში მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრებიდან. თავმჯდომარე ოფიციალურად ხსნის და ხურავს სესიის სხდომას. სესიას თავმჯდომარეობს ნატოს გენერალური მდივანი. ამჟამად ნატოს გენერალური მდივანია იაპ დე ჰოოპ სხეფერი დაბადებული ამსტერდამში 1948 წლის 3 აპრილს. იგი არჩეულ იქნა ამ თანამდებობაზე 2004 წელს ნატოს წევრი ქვეყნების მიერ 4 წლის ვადით ანუ 2008 წლამდე. http://i044.radikal.ru/0712/88/4e1a62bfcf59.jpg საერთაშორისო სამდივნო საერთაშორისო სამდივნო ეხმარება ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და დაქვემდებარებულ მათი მოვალეობის შესრულებაში. მისი შტატი შედგება წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისაფან, რომლებიც დაქირავებულნი არიან ნატოს მიერ ან დანიშნული შესაბამისი ეროვნული ხელისუფლების მიერ 3-4 წლის პერიოდით. საერთაშორისო სამდივნოს წევრები უშუალოდ ექვემდებარებიან გენერალურ მდივანს და აკისრიათ პასუხისმგებლობა იყვნენ ორგნანიზაციის ერთგულნი მათი დანიშვნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სამხედრო სტრუქტურა ნატოს სამხედრო სტრუქტურა ექვემდებარება სამხედრო კომიტეტს, რომელიც უმაღლესი რანგის ორგანოა, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქვეშ რჩება. კომიტეტი შეიმუშავებს ინსტრუქციებს ნატო-ს პოლიტიკური სტრუქტურებისათვის სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით და პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო საქმიანობის საერთოდ განხორციელებაზე. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე შეირჩევა შტაბების უფროსთა მიერ და თანამდებპბაზე ინიშნება სამწლიანი ვადით. სამხედრო სარდლობები ნატოს ჰყავს სტრატეგიული მნიშვნელობის ორი მთავარსარდლობა პირველი ესაა მოკავშირეთა მთავარსარდლობა ევროპაში, რომლსი შტაბ-ბინაც განთავსებულია მონსში (ბელგია), მეორე - მოკავშირეთა მთავარსარდლობა ტრანსფორმაციის დარგში, შტაბ-ბინა ნორფოლკში (ვირჯინია, აშშ). მოკავშირეთა მთავარსარდალი ევროპაში მეთაურობს მოკავშირეთა ოპერაციის სარდლობას, რომელიც ხელმძღვანელობს მოკავშირეთა მიერ გადაცემულ ძალებს. ის პასუხისმგებელია ნატოს ყველა სახმელეთო ოპერაციაზე მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა და ამავდროულად არის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურიც. შეიარაღებული ძალები ნატოს არ გააჩნია საკუთარი შეიარაღებული ძალები მუდმივ საწყისზე. ყოველი წევრი სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში გამოჰყოფს განსაზღვრული რაოდენობის შეიარაღებულ ძალებს კონკრეტულ ღონისძიებაში (მაგ. კონფლიქტური ვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაცია და სხვა) მონაწილეობის მისაღებად. 2003 წლიდან კი ნატოს ჰყავს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, კარგად გაწვრთნილი სწრაფი რეაგირების ძალები (NFR) რომლებიც მოიცავს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ძალების კომპონენტებს. ამ ზალების რაოდენობა დაახლოებით შეადგენს 25000-ს ისინი მუდმივ მზადყოფნაში არიან დედამიწის ნებისმიერ წერტილში განთავსდნენ 5 დღის ვადაში მიღებული ბრძანების შესაბამისად და 30 დღის განმავლობაში თავიანთი რესურსბით უზრუნვეყონ შესაბამისი ოპერაციებისა და დავალებების განხორციელება. http://i040.radikal.ru/0712/0a/368f6bcb02ee.jpg ნატოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2004 წელს ნატოსგან მიიღო "ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა" (IPAP) და გადავიდა ალიანსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე. ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა (IPAP) შედგება ოთხი თავისგან და მოიცავს იმ რეფორმათა არეალს, რომლებიც უნდა შესრულდეს ნატოსთან სრული თავსებადობის მიღწევის მიზნით. IPAP არის დოკუმენტი, რომლის თანხმადაც საქართველომ უნდა მიაღწიოს გარკვეულ მაჩვენებლებს შემდეგ სფეროებში: უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამეცნიერო და გარემოს დაცვითი საკითხები და სხვა. ნატოს მიერ საქართველოს IPAP-ით აღებული ვალდებულებების შესრულების დადებითი შეფასების შედეგად, 2006 წლის 18 სექტემბერს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ინტენსიურ დიალოგში (ID) ჩართვის შესახებ. საქართველოს სხვადასხვა უწყებების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა პირველადი სადიკუსიო დოკუმენტი (Initial Discussion Paper), რომელშიც ასახულია რეფორმების ის მიმართულებები, რომელთა გატარებასაც საქართველო გეგმავს. პირველადი სადიკუსიო დოკუმენტი (IDP) მოიცავს შემდეგ თავს: პოლიტიკურ საკითხებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, რესურსების საკითხებს, ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებსა და იურიდიულ საკითხებს. მიმდინარე წლის განმავლობაში ID ფარგლებში გაიმართა 5 კონსულტაცია ნატოს მხარესთან. რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ხელს უწყობს "გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე" (MAP) გადასვლას, რაც არის საბოლოო ეტაპი ნატოში სრული ინტეგრაციის მისაღწევად. ნატოს მხრიდან საქართველოთი დაინტერესება არაა შემთხვევითი, საქართველოს უჭირავს გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობა, ამას დამატებული ის, რომ საქართველო უნდა გახდეს (და ნაწილობრივ უკვე არის) მსოფლიოს ენერგეტიკული დერეფანი. http://i036.radikal.ru/0712/1a/da2ce91c518b.jpg დღესდღეობით ნატო აერთიანებს 26 ქვეყანას (ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, ისლანდია, იტალია, კანადა, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩეხეთის რესპუბლიკა) და ამაჟამად ძირითადად ისლამური სამყაროს წინააღმდეგ ძლიერდება... http://i001.radikal.ru/0712/da/bac208242fb3.jpg ნატო, როგორც სამხედრო კავშირი, მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ, ეფექტურ და სრულყოფილ სტრუქტურას წარმოადგენს. ალიანსის წარმატების გასაღები იმ პრინციპებსა და ფასეულობებშია, რომელთა საფუძველზეც ის აღმოცენდა. თავისი შემაკავებელი და დამცველი როლით ნატო არის მისი წევრების ეროვნული უსაფრთხოების გარანტია. http://www.nato.int - ნატოს ოფიციალური ვებ გვერდი http://www.natoinfo.ge - ნატოს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში http://www.georgiafornato.ge http://www.eu-nato.gov.ge http://en.wikipedia.org/wiki/NATO http://en.wikipedia.org/wiki/Jaap_de_Hoop_Scheffer ვისაც რა ინფო გაქვთ თქვენც დადეთ... პ.ს. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, გინდათ თუ არა საქართველო ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრად იხილოთ? და რატომ კი ან რატომ არა? ასევე, რაც მთავარია, პოსტეთ არგუმენტირებულად. ეს ინფო მეზობელი ფორუმიდან გადმოვიტანე, იმედია ავტორი არ გამინაწყენდება, მე თითონ ძალიან დამაინტერესა ამ ინფორმაციამ და ამიტომაც მინდა, რომ ნახოს ჩვენმა მომხმარებელმა, მაინც დავკონრკეტდები: ინფორმაციის მომწოდებელია BuSa
  18. ვვარჯიშობდი ბოქსზე დავდიოდი აქედან გამომდინარე ყოველ დილას 7-იდან შუადღის 12 საათამდე ვარჯიში მიწევდა, ეხლა აღარ ვარჯიშობ
×
×
  • შექმენი...