Jump to content
Planeta.Ge

one

პლანეტელი
  • პოსტები

    600
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი one

  1. და როგორ დაამტკიცებენ რომ იპლაგიატა
  2. ''ბოლო სიტყვა'' არ ვიტყოდი იმას, რასაც არ ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ. დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს! თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არამარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც. ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა. ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა... არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ სძალუძთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახვებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხნო... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არც იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას. ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები. ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ", თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი... ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოდ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდლი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა "ვწუხვარ", "მაპატიე", "გეთაყვა", "გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის".
  3. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია და ჩემი აზრით "ბოლო სიტყვა" ყველას უნდა ქონდეს წაკითხული გარსია მარკესი კარიერას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთი ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი" იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გაცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ-გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით. მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ-გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია. 1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" და "სიყვარული შავი ჭირის დროს". ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა. გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი "მარტოობის ასი წელიწადი" გახდა (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). ეს რომანი მწერალმა 1967 წელს დაწერა და პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე, სოფლის დაარსებიდან უკანასკნელი ბუენდიას დაღუპვამდე. წიგნი მოგვითხრობს მარტოობის იმ ას წელიწადზე, რომელიც თან სდევდა ბუენდიების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებას თაბოდიან თაობამდე. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა, მისი ნაყოფიერი და შემოქმედებითი ლიტერატურული კარიერისათვის. 1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს - ლიმფური სისხლძარღვების კიბო, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მთელს მსოფლიოს ელვასავით მოედი ახალი ამბავი, მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთში, "ლა რეპუბლიკა"-ში დაბეჭდილი არასწორი ინფორმაციის გამო. 2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანურ სიტყვა უძღოდა წინ: Vivir Para Contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი - ახალ ბესტსელერად იქცა. 1. მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ რომ შენ ხარ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ. 2. არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ. 3. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ. 4. ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს. 5. ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გბერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი. 6. არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი უყვარდეს. 7. შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ. 8. არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ეთად ატაროს. 9. შეიძლიბა ღმერთს სურს, რომ ხვდებოდეთ ყვარგის ადმიანებს მანამ, სანამ შეხვდები იმ ერთადერთს... იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება ჩვენ მდლიერნი ვიყოთ. 10. ნუ ტირი იმიტომ რო, ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ რო, ეს იყო. 11. ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი. 12. გახდი უკეთესი და შენვე მხვდი თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ შენ ის გაგიგებს, შეგიცნობს... 13. ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.
  4. აი ამ სიტყვების გამო ვპოსტე მაგდენი
  5. შაშვი კიარა კაჭკაჭია ეგ ხოდა ბედს თუ ელოდე მოვაო... რავიც... ცხოვრებას ბედს და ყველაფერს ადამიანი ქმნის... ადამიანს უყვარდება და შესაბამისად ადამიანი ქმნის ბედს
  6. ჩემი ოცნების მამაკაცი
  7. დღეს მინდოდა ძაღლის შეშინება ვიკაიფებთქო ხოდა რაღაც საწყალი ძაღლი იყო კოკესპანიელი თუ რაღაც და კინაღამ შემჭამა
  8. არავინ არ დაგცინებს... დაწერე... ყველას თავისი შეხედულება აქვს
  9. polter დამნაშავეთ გამოგიყვანე? მდაახ მგონი აზრი არ ქონდა ამდენ ლაპარაკს მაგრამ მე ჩემი აზრი მაინც დავწერე და გამგები გაიგებს ;) ჰო გეგა?
  10. ეგრეც ვიფიქრე რომ მაგ ნაწერის შემდეგ სხვანაირად გაიგებდით ;) მე ქვას არავის არ ვესვრი უბრალოდ ფაქტია ;)
  11. არაკაცებში ვის გულისხმობ? და ზაფხულში რას ვნახავ რამეს ხო არაპირებ
  12. მე მეგულება და მე ვარ ეგეთი საქართველო გაგიჟებით მიყვარს ბავშბობიდან და თავსაც შევაკლავ
  13. polter ეგეთი განწყობა რომ გაქვს და ბევრს რომ აქვს იმიტომ არარის აფხაზეთი ახლა ჩვენი ჩემი აზრით ქართველები ჩვენი ცუდი და კარგი თვისებებით ვართ ყველაზე მაგარი ერი და ვერ ვიტან როცა სხვა ქევაყანას ადარებენ საქართველოს... ებრალებზე პრეტენზია? ვერც მოვლენ ჩვენამდე ;) ებრაელი ხალხი მაშინ დაიწყევლა როცა ქრისტე გააკრეს ჯვარზე მაგათ მიწაზე
  14. მერე როგორ აპირებ მიხედვას... ქართველების ლანძღვით? და სამშობლოს ცოტაოდენი სიყავრულით?
  15. ვახდენთ და მოვახდენთ კიდევ... ვერ გავიგე რაარის ხალხნო ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა და სიტყვები გახდა ქართველი კაცისგან ან ქალისგან თვითონ თავიანთი ეროვნების ლანძღვა... უმეტესი პოსტები ქართველის და საქართველოს ლანძღვაა ბევრ ფორუმზე... ქართველი თავის თავს რომ გაილანძღავს იქუკვე გვერხევა მოშნად... ყოველთვის სხვისი ერის ქებაში თუ იქნებით და ჩვენნ ერს თუ გალანძღავთ იქ უკვე ზედმეტია ლაპარაკი რამის დაბრულებაზე და ქვეყნის წინსვლაზე...
  16. კარგი რა ქართველები რომ ნიჭიერები ვართ და ქართველები რო ვქმნიდით და ვქმნით კარგი რა...
×
×
  • შექმენი...