პოლის ყვავილების სამყარო კიდევ ერთი ყვავილებით დამჭკნარი დღე პოლ... - შენ გიყვარს მზე პოლ? - თბილია პოლ? მომაწოდე... დახვეული კიბეებით ავიდეთ პოლ... ჩვენი კიბით... სამყაროს დასასრულში ცისარტყელაა პოლ... და იქ ვიპოვნით ჭეშმარიტებას პოლ... წავიდეთ პოლ... დამჭკნარი ხელები... ამოშავებული თვალები... სამყაროს დასალიერი... მოდი შავი ყვავილები მოვკრიფოთ პოლ... ჩვენი... ჩვენი ლამაზი ყვავილები, ცისარტყელისფერი პოლ... უფსკრულში ამოსული შავისფერი ია, წითელი სისხლით გათხვრილი... მატარებლის ხმა ლიანდაგებზე... ორ სამყაროს შუა ვართ პო... ჩვენი სული გაჟღენთილია საღებავებით... და ჩვენ ვხატავთ რეალობას - არარეალურს... - პოლ ხელი მომკიდე, პოლ... და ვირბინოთ საგიჟეთის ლამაზ კედლებში... ჩვენს სახლში... გავიქცეთ პოლ... წარსული... შავი მზე და ყვავილები ჩაწნილი თავში... თმაში... შავ თმაში... შავ კაბაში... და გულში... გულში რომელიც არარსებობს... - გავიქცეთ პოლ... Polly's Violet Land 21.04.08