Jump to content
Planeta.Ge

monica

პლანეტელი
  • პოსტები

    0
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

monica'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. * * * არა, ეს არ შეიძლება დამთავრდეს, ყველაფერი ხომ ძალიან ლამაზადაა?! და ერთი წლის შემდეგ: როგორც ყოველთვის - დავთვერი. როგორც ყოველთვის სახლში გვიან - ან საერთოდ არ მივედი. როგორც ყოველთვის - ვიბოდიალე ქალაქის ქუჩებში თითქმის დილამდე, მერე რა, თუ შემცივდა ცოტა? როგორც ყოველთვის - კაფეში შევედი და რძიანი ყავა დავლიე. როგორც ყოველთვის - ვიტრინებში არეკლილი ჩემი გამოსახულება არ მინდოდა ჩემი ყოფილიყო. როგორც ყოველთვის - თითოეული გამვლელის თვალებში მის მწვანე თვალებს ვხედავდი. როგორც ყოველთვის - მისი მწვანე თვალები ვიტრინები მინდოდა ყოფილიყო, ავრეკლილიყავი მაინც... მიყვარდა და... * * * იცი რა საყვარელი იყო? პატარა, გულუბრიყვლო ბავშვს ჰგავდა, გაბუტული, საყვარელი ტუჩებით, იცი როგორ მკოცნიდა? ძალიან ნაზად, მეგონა ნაყინივით დამადნებოდა ენაზე. ლამაზი, მწვანე თვალები ჰქონდა და გრძელი თმები, ვგიჟდებოდი, როცა თმას ვუჩეჩავდი, ის კი ბრაზდებოდა და აბურდული თმის გასწორებას ცდილობდა... პირველად აუდიტორიაში მაკოცა. სასაცილოა პირდაპირ, სამოცდაათკაციან აუდიტორიაში შუქი ჩაქრა, მან კი უცებ მაკოცა და გაქრა. ეს არ იყო ჩემთვის პირველი და არც უკანასკნელი კოცნა, მაგრამ... მაგრამ არ მახსოვს, იმიტომ, რომ მთელი ლექციები ისე გავიდა, რომ არაფერი მახსოვს. მერე იყო ექსკურსია მცხეთასა და შიომღვიმეში. ზუსტად იმ დღეს, როდესაც მეფე ირაკლი სიცოცხლეში უკანასკნელად აღნიშნავდა თავის დაბადების დღეს. იყო თმების აჩეჩვა, კოცნა, ბალახზე გულაღმა წოლა, ჩუმი ხითხითი და ხელჩაჭიდებული სეირნობა და კიდევ ბედნიერება ბევრი, ბევრი, ბევრი, ძააააალიან ბევრი... "რომ შემიყვარდე?" "არ შეგიყვარდები, მე ცუდი ბიჭი ვარ"... "არა, ეს არ შეიძლება დამთავრდეს, ყველაფერი ხომ ძალიან ლამაზადაა?!" - გავიფიქრე... მერე ვეღარც შევნიშნე, როგორ შეცვალა სიტყვა "იშვიათად" ფრაზამ "როგორც ყოველთვის"... ერთი წლის შემდეგ მე ისევ მცხეთაში აღმოვჩნდი. გადმოვყურებდი ჯვრის მონასტრიდან მთელს სივრცეს და ჩემს წარსულს. ჩემს სიყვარულსაც... მეფეს ვულოცავ დაბადების დღეს... სოფიას კი სიყვარულის დღეს... ეძღვნება მზეს სოფია, 19.11.2006. მეც მინდა ეგრე ვუყვარდე ვინმეს... :wit:
  2. (შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის...) გალაკტიონ ტაბიძე შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის, როგორ უგონოდ გაწამებდა ბედი, ვაიმე, ახლა შენს სულში ყვავილისთვის მზე აღარ არის, მზე აღარ არის და არ არის არარაიმე. ცეცხლი გწყუროდა, რომ აგენთო ბნელი ნაპირი, წმინდა ტაძრები, სიონები, სვეტიცხოვლები. ეხლა შენა გსურს არაფერი, ო, არაფერი, მხოლოდ ზამთრების მწუხარებით შეიფოთლები. არც ღმერთი, არც ცა არ სწყურია გაუგებარ სულს, არც სიყვარული, არც ღიმილი, არც სიტკბოება. შენ ვერაფერი დაგავიწყებს შხამიან წარსულს, შენთვის მკურნალი იმედები არ იპოვება. უმიზეზოდ ცივს, უმიზეზოდ შეურაცხყოფილს, შენ არ გსურს ვინმეს გააგონო, ჩემო ციერო. მხოლოდ დემონთა დავიწყება ეძებს სამყოფელს: ყოველივესთვის იყოს იგი სამაგიერო! 1914 ეს ლექსი ძალიან მგავს მე...
  3. აქ დავდოთ ისეთი სურათები, ჩანახატები, ლექსები (და ა.შ.) რომლებიც ძალიან გვგავს... ან უბრალოდ ის "რაღაცეები" რაც გვიყვარს
×
×
  • შექმენი...