”ქართულ ამერიკული უნივერსიტეტსის” ბიზნესისა და სამართლის სკოლებში სტუდენტები ბიზნესისა და სამართლის დარგში ისეთ ცოდნას იძენენ, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული. ამის შედეგად ქართველი და უცხოელი სტუდენტები მზად არიან იმუშაონ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მზარდი საბაზრო ეკონომიკისა და კანონიერების გაძლიერების პირობებში. საკუთარი სტუდენტების ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, უნივერსიტეტს აგრეთვე აქვს არასრული და სრული სასწავლო გრაფიკების საფუძველზე შედგენილი პროგრამები როგორც დღის, ასევე საღამოს სწავლების სტუდენტებისათვის. უნივერსიტეტში სწავლება ძირითადად ინგლისურად მინდინარეობს, თუმცა ზოგიერთი კურსი, მაგალითად ქართული ენა და ქართული სამართალი, ქართულ ენაზე იკითხება. ბიზნესისა და სამართლის სკოლები უზრუნველყოფენ ყველა სტუდენტს სრულფასოვანი მიზნობრივი სასწავლო პროგრამებით, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ სტუდენტების განათლების პროცესი წარმატებული და ქმედითი იქნება. სასწავლო პროგრამები სწავლების დასავლურ მოდელს ეყრდნობა, მაგრამ სპეციალურადაა მორგებული ქართული სინამდვილისა და გარემოსათვის.