როკ-ჯგუფი "ზღვარი" ახალი საუკუნის ქართული როკის ერთერთი ფუძემდებელი. შეიქმნა 1999 წელს, თბილისში, პოეტ სერგი ლომაძის მიერ (მანამდე "ზღვარის" წევრები სხვა ჯგუფებში უკრავდნენ). "ზღვარს" შექმნილი აქვს რამოდენიმე ალბომი და პოეტური წიგნები. სერგი ლომაძეს აგრეთვე ეკუთვნის ნაშრომი "ქართული როკის ისტორია". ჯგუფის წევრები არიან: კახა ბაციკაძე, გიორგი ზუხბაია, სერგი ლომაძე, ვასო ლომაძე, გია მიჩიტაშვილი, ლუკა ამირანაშვილი. ბენდში ცვალებადია ლიდერის პოზიცია, - კახა ბაციკაძე ქრონოლოგიურად მესამე ლიდერია, (სერგი ლომაძისა და გიორგი ზუხბაიას შემდეგ), მაგრამ სწორედ იგი იქცა ჯგუფის სახედ. "ზღვარმა" შექმნა რაიმ-როკის სტილი, და ეს მუსიკოსები ძირითადად ამ მიმართულებაში მოიაზრებიან. 2003 წლიდან მათ მუშაობა დაიწყეს როკ-ოპერაზე. ჩაფიქრებული აქვთ სხვა საინტერესო პროექტებიც. ჯგუფის მიზანია პოეზიასა და მუსიკას შორის არსებული საზღვების წაშლა. http://img249.imageshack.us/img249/1694/i310908419515935iu6.jpg http://img387.imageshack.us/img387/1633/i310908420799125iq4.jpg ყველაზე საკაიფო სიმღერები ცაზე ღრუბლები წევს ვაჩუქოთ გული როკს გოგო სახელად სიყვარული თეთრი სიზმარი შენ სიყვარულის ხატი ხარ წმინდა წვიმდა ესეც 7 ზღვარის სიმღერა LINK