Jump to content
Planeta.Ge

pollock_y

პლანეტელი
  • პოსტები

    56
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი pollock_y

  1. http://i003.radikal.ru/0804/88/c1520a55d94e.jpg ნიცშეს ცხოვრება მისი საკუთარი აზროვნების დრამის განცდაა, იგი თვითონ არის თავისი სულიერი ტრაგედიის გმირი, ჯალათი და მსხვერპლი. მისი ყოველი აზრი პერსონაჟია, რომელიც ლანდის სახით კვლავ იზიდავს მას მომხიბლავი მაცდურობით შემეცნების წარმტაც, მაგრამ სახიფათო მწვერვალებისაკენ... ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ფრანკფურტელი პესიმისტით, შოპენჰაუერით. მისი ზეგავლენით ნიცშე ანტიკურ საბერძნეთში ეძიებდა სფინქსის ამოცანას, ადამიანის და არსებობის საიდუმლობას. შემდეგ ნიცშე გაიტაცა ვაგნერმა, მისმა ტიტანურმა პიროვნებამ და ძლიერმა მუსიკამ იგი სხვა მიამრთულებით წაიყვანა. პირველი წიგნი "Die Geburt Der Tragodie" (1872) დაწერილია ვაგნერის და შოპენჰაუერის ძლიერი გავლენით. ეს იყო ნიცშეს პირველი ნაბიჯი ფილოსოფიურ სამყაროში, რომელიც გაშმაგებულ კრიტიკას იწვევს. შემდეგ წლებში ნიცშე აღრმავებს თავის პირველ წიგნში გამოთქმულ აზრებს, ფილოსოფიაში ის კვლავ შოპენჰაუერის ერთგული მოწაფეა. მიდის ღმერთისა და ადამიანის სულის უკვდავების უარყოფისაკენ. უსმენს ვაგნერს და ცხოვრობს მისი ცხოვრებით. მაგრამ ათი წლის შემდეგ ნიცშე ვაგნერს უწოდებს თანამედროვე მუსიკის გამრყვნელს და უარყოფს მის შემოქმედებას. 1878-ში შექმნილი "Menschliches, Allzumenschliches" მთლიანად მეტამორფოზაა. აქ მას უკვე აღარ სწამს არც გენიალობა, არც მეტაფიზიკა და კაცობრიობა. უფრო სკეპტიკოსია, ვიდრე აღფრთოვანებული იდეალისტი. "Die frohliche Wissenschaft" (1882) მეტაფომორფოზაა, მხოლოდ ახლებურად დანახული. "მე მინდა ვიფრინო, მხოლოდ ვიფრინო" ამბობს ის. მას აღარ აკმაყოფილებს პოზიტივიზმი, "ძირს სოკრატე და გუმარჯოს ინსტიქტს". შემდეგ იქმნება "ასე იტყოდა ზარატუსტრა", ამ წიგნით ნიცშემ "მოკლა" ღმერთი და ომი გამოუცხადა წასრულს... "რა დაემართა ღმერთს? მე გეტყვით! ჩვენ ის მოვკალით! ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ!" ენგანდინის სიმაღლეზე, მის პატარა, უძრავ ტბათა შორის, რომელთა სიღრმიდან მარტოობა ლაპარაკობს, ნიცშემ იგემა ზარატუსტრას სიზმარი და შეასხა თავის სულს არწივის აღმაფრენა... თუ კითხულობთ ნიცშეს და იზიარებთ თუ არა მის მსოფმხედველობას?
×
×
  • შექმენი...