Jump to content
Planeta.Ge

Partisan Hideaway

პლანეტელი
  • პოსტები

    39
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Partisan Hideaway

  1. ძალიან კარგი თვისებაა ემოციურობა. თუ არ ხარ ემოციური მაშასადამე ცივი და მრავალთათვის მიუღებელი ხარ! მიყვარს ემოციური გოგოები, რომლებიც თავიანთი თუნდაც ტირილით გამოხატავენ 1. პირდაპირობას, 2. ერთგულებას და 3. ბუნებრივ შარმს რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივობით გამოიხატება! ახლა ბიჭმა არ უნდა იტიროს თუ მართლაც გაუგონარი საშინელება არ მოხდა, აი მაგალითად აფხაზეთი რომ დაიკარგა ენგურზე მსხდომი ჯარისკაცები ტიროდნენ იმის გამო რომ სამშობლო დაკარგეს და ეს არაფერია თუ არა გმირობა! მაგრამ ამ ჯარისკაცებს იმის გამო რომ ეტირათ რომ დასცინიან რაღაცის გამო ეს უაზრობა იქნებოდა!
  2. თემას აწერია შეყვარებული თუ გათხოვდაო... და მაშინ რაღა შეყვარებულია თუ სხვაზე გათხოვდა?! აი თუ აღარ მოვწონდი დამშორდა და მერე ერთი 5 თვის შემდეგ გათხოვდა, გათხოვდეს რა, ჯანდაბამდე გზაც დამილოცნია! ახლა მაგაზე ამშალე კიდევ ნერვები. გეგონება სხვა მასზე ერთგული და სათნო გოგონები არ არსებობდნენ. და კიდევ ერთი: სიყვარული არასდროს ქრება. თუ ის გოგო შეყვარებულია და ჭშმარიტი გრძნობები აკავშირებს შენთან მაშინ არ გათხოვდება რადგან მას შენს მეტი არავინ ეყოლება, სულ რომ ახტეს და კეფით დაეცეს. დანარჩენი კი ფლირტია და ფლირტს ხომ არ გადავყვები?! უბრალოდ მე მჯერა ჭეშმარიტი სიყვარულის რომელიც მოსასხამივით გიმშვენებს მხრებსა და გვერდებს!
  3. polter და მაინც მივედით ისევ იმ იდეამდე რომ ყველაფრის გამოსწორებას ბრძოლა უნდა!
  4. ჩუპა იცოცხლე! polter კარგად მსჯელობ! მოღალატენი სახრჩობელაზე და ყველაფერი კარგად იქნება!
  5. polter მაშ გაგვიმარჯოს! ჩუპა ერთის დავიწყება არ შეიძლება, სანამ ღვინოში წყლის დამატებას არ მოვეშვებით, სანამ რეალურ ნაბიჯებს არ გადავდგავთ ნებისმიერი დარგის განვითარებისათვის მანამდე შედეგი არ იქნება! შენ მოიწონე და ამასთანავე დაიწუნე "ჩემი პროექტი", მაგრამ მერწმუნე თუ ადამიანი მოინდომებს ის შეძლებს და დღე ყურძენს დათესს ღამე კი მეორე დღისათვის მოემზადება, იფიქრებს ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი ხვალე მეტიო, ზეგ მეტიო, და იქნება ისე როგორც ოთარაანთ ქვრივია. შრომა არ დაეზარება და არ დაიწყებს თაკილს! არც დროს დაკარგავს უსაქმოდ და არც უსაქმურად დარჩება არასდროს, რომ დაღამდება ექნება იმის იმედი რომ მეორე დღე გათენდეს და გაათენებს კიდეც იგი, და არ იქნება ის არაფრისმქმნელი ადამიანი რომელიც ღამე მაძღარი დაწვება და დღე ისევ მშიერი ადგება, ძვირფას დროს კი სანოვაგეზე ფიქრში გაატარებს! ასე შევქმნით ჩვენ მომავალს! ასე ავადუღებთ ჩვენს ძარღვებში სისხლს! ასე გევექნება ის ყველაზე კარგი მოსავალი! ასე გავაერთიანებთ საქართველოს! და მინდა კვლავ ილიას დავესესხო და მოვიყვანო კვლავ ოთარაანთ ქვრივის მაგალითი რომელსაც რაოდენ მწირი მოსავალიც არ უნდა მოსვლოდა თავისი, მიზანსწრაფულობით უამრავ ღვინოს კიდეც გაყიდიდა და თავისთვისაც დაიტოვებდა კარგა ბევრს! მან შექმნა საკუთარი სამეფო მშობლიურ სოფელსა და საყვარელ საქართველოში! შრომა და არ დაზარება, შექმნის მიზანს, რომლის საშუალებებიც შენზე იქნება დამოკიდებული! მერწმუნე ასე გაარღვევ იმ ბოროტების ბარიერს რომელსაც არაფრისმქნელობა და ბრიყვობა ჰქვია! ქართველნი არასდროს ვყოფილვართ ასეთი ხოლო ის ერთი ორი რომელიც გამოჩნდებოდა, ჯერ სიამაყის მახვილით ვგმირავდით შემდეგ კი ცრემლების წვიმით ვწმინდავდით!
  6. polter დიდი მადლობა გულწრფელი და თბილი სიტყვებიისათვის! მაგრამ რას მეუბნები რომ სტრატეგიულად აგრესია, თან უაზრო აგრესია გამართლებულია?! იქნებ ისიც მითხრა რომელ კანონზე საუბრობ?! გავწმინდოთ სამცხე ჯავახეთი, გავწმნდოთ სამაჩაბლო, გავწმინდოთ აფხაზეთი, გავწმინდოთ ქვემო ქართლი და გავწმინდოთ თბილისი... და ამით რას მიიღებ?! რას და მსოფლიოს ყველა ქვეყანა ერთ ხმად გაცხადებს აგრესორად და მიწასთან გასწორებენ!!! აგრესია დამღუპველია! როცა საჭიროა მაშინ იმალებიან ლოგინებში ბალიშგადაფარებულები და ახლა დადგა დრო ცხოველური გამოვლინებებისა?! რა გგონია არ მინდა აფხაზეთში ომი?! ან რა არ ვიცი რომ აფხაზეთს მშვიდობიანად ვერ დაიბრუნებთ?! ვიცი ძალიან კარგად ვიცი რადგან ომით დაკარგულს მშვიდობით ვერ და არც იბრუნებენ!!! მაგრამ ყველაფერს უნდა დრო, ყველაფერს აქვს თავის კანონი და ანარქია სადამდეც კომენტარებით მიდიხარ კრახის ტოლფასამდე გაგვიხდება და დავემსგავსებით იმ აფრიკელ ხალხს რომლებიც ერთმანეთს გენოციდს უწყობენ! ბრძოლასაც დრო უნდა. კბილებს რომ ვაკრაჭუნებთ იმას ქმედება უნდა, ოღონდ ისეთი რომელსაც ჩვენი შვილების, მამების, ძმების და ჩვენი ბრძოლა და თუნდაც დაღუპვა გამართლებული იქნება და არა ისეთი როგორიც 1992-1993 წლებში იყო! ბლიცკრიგი - ელვისებური ომი, აგრესიაა მაგრამ არა გენოციდი არა ცხოველური კანონები... შეუძლებელი არაფერია. აუღებელი არაფერია. ყველანაირი სიტუაციის გაკონტროლება არის შესაძლებელი და რაც უფრო რთულია ამოცანა მეტის სწავლა ხდება საჭირო! და მე არ მეზარება სწავლა ჩემი ქვეყნისათვის! უბრალოდ აგრესიას ბოროტ გასაქანს არ ვაძლევ და არც ვაპირებ მივცე! ეს არის მთელი არსი. და მე მესმის რომ ვინც სამოყვროდ არ მოვა მახვილით დავხვდები ხოლო სტუმარს კი ღვინით ხელში მივეგებები!
  7. polter უკვე მაოცებ კიდეც! ჩემი ერთი პოსტიც არ წაგიკითხავს და 100 გვერდის წაკითხვაში მედავებოდი?! ჩემი განწყობა ნაციზმის მიამრთ როგორიც გინდა იყოს მე მესმის რომ ნაციონალიზმი დემოკრატიასთან ერთად არსებული გადაარჩენს მხოლოდ და მხოლოდ ერს. მე ვიცი რომ ილია ჭავჭვაძის მახვილის სიგრძე უფრო დიდია ვიდრე რომელიღაც ოკულტური ნაცისტის... ყველაზე დიადი ვინც გვყავდა ეს დავითი იყო და მისმა ნაციონალისტურმა იდეებმა 10 საუკუნე გასტანა. მე მჯერა, მის სუნთქვას ჰაერში ვგრძნობ, მე მესმის რას მკარნახობს, ბიბლია, რას მკარნახობს "გალობანი სინანულისანი" და რას მკარნახობს "მგზავრის წერილები"! ვიცი რა არის საჭირო გამარჯვებისათვის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისათვის... თუნდ მარტო დაუოკებელი სურვილი რად კმარა ქვეყნის გადარჩენისათვის?! მე მჯერა წმინდა გიორგის, მე მჯერა რომ ის ყოველ ჩვენგანშია ვისაც სურს, ჭეშმარიტად სურს იხსნას ქვეყანა ბოროტების ქარ-ცეცხლისაგან. ნაციზმს კი აზროვბნება არ აქვს ის ემოციაა, რომელიც შომოდგომის ქარივით უაზროდ დაქრის ფოთლებში, გეგონება არ იცოდეს რომ ზამთარი მოდიოდეს, მაგრამ აბა ზაფხულობიოთ შეჰბედოს ბუნებას სულის შებერვა?! ვერა ის ვერ შეფბედავს! მაგრამ ნაციონალიზმი ემოციაა რომელიც გულიდან წამოვიდა, ხმამაღლა ყვირილამდე კი ტვინი გაიარა და გაიფილტრა... შეეშინდა რამე არ ვაზარალო ჩემი სიტყვებით ერს ჩემსასო! რა გგონია მე არ მადარდებს ჩემი ქვეყნა?! რა გგონია მე არ მეშინია გლობალიზაციის?! რა გგონია მე არ ვხედავ გამოსავალს დაუოკებელ სურვილსა და ბრძოლაში საქართველოს გასამთლიანებლად და მის მწვერვალებზე ასაყვანად?! ეს ჩემი ცხოვრების ოცნებაა, მაგრამ ბრიყვივით კი არ დავხტი აქეთ-იქით და მკვლელი მგელივით რომელსაც სისხლი სწყურია, კი არ ვეძებ უდანაშაულო მსხვერპლს?! არა! მიზანი ერთია: დიადი ლამაზი საქართველო რომელიც აგებული იქნება მხოლო და მხოლოდ შეგნებაზე, სიყვარულსა და წყურვილზე, მეტის წყურვილზე!!! ამას როგორ ვაპირებ?! სიყვარულით, ბრძოლით, გულით, სულით, ტვინით, მახვილით - სიამაყის მახვილით რომელიც დავითმა მიწაში ყველა ქართველს ჩაგვისო... და მართლაც მისი ამოღება ყველას შეგვიძლია, უბრალოდ მთავარია რწმენა და იმედი გამარჯვებისა, თავისუფლებისა რომელსაც ჩვენ ვპირდებით ჩვენს თავებს!!! მარად და ყველგანა საქართველოვ მე ვარ შენთანა!!!
  8. ეჰ სამწუხაროდ დღევანდელმა არახელსაყრელმა გადაწყვეტილებამ შეიძლება წააქეზოს რუსეთი და აფზაზეთში - ბახ ბუხ...
  9. polter იქნებ ის მკადრო რომ არ იცი რა არის ნაციზმიო?! პოლიტოლოგიას ძალიან კარგად ვფლობ და ისიც კარგად ვიცი თუ რა არის ნაციზმი და რა შედეგები მოჰყვა მას ერთხელ და რას ემსგავსება იგი დღეს! როგორ გგონია ნაციზმი ასე თავისუფლად ორ სიტყვაში გადმოსაცემი იდეოლოგიაა?! ან საერთოდ რომელიმე იდეოლოგია არის ასე ორ სიტყვაში მოსათხრობი?! მაგრამ ერთი კი ცხადია ნაციზმი არის დასაგმობი რადგან მას არც მორალური, არც ფიზიკური და არც რელიგიური თვალსაზრისით არ აქვს სწორი მიმართულება. არ შეიძლება არ მისცე ადამიანს თვითგამორკვევის საშუალება, არ შეიძლება ადამიანი დაჩაგრო მხოლოდ იმის გამო რომ მას რაღაც არ აქვს და არ შეიძლება თქვა რომ ჩემი ეკლესიაა მხოლოდ წმინდა დანარჩენთათვის კი მხოლოდ ჯოჯოხეთია გამზადებულიო! ნაციზმი... ჰმ - ფუი! და თემა ეხება ახლანდელ ნაციზმს რაც ასევე დამღუპველია... არ შეიძლება ფეხქვეშ გათელო ყველა ის მონაპოვარი რაც წლების მანძილზე დაიგროვე, არ შეიძლება სტუმართმოყვარეობა სალანძღავ სიტყვად გახადო, არ შეიძლება დასდო მთელ ერს ბრალი იმაში რაც მხოლოდ ერთი ჯგუფის ბრალია!!! ბევრს ნუ ერევა ნაციზმი და ნაციონალიზმი ერთმანეთში! და თუ სიმართლე გაინტერესებთ HEIL GEGA! ჩემი ძმაა, მაგრამ არასდროს მითქვამს მისთვის რომ ნაციზმი კარგია, პირიქით მე მუდმივად ვზრუნავ იმისათვის რომ ეს იდეოლოგია მოსპოს. არა! არა, ჩემო ძმაო შენ ნაცისტი არ ხარ და ღმერთმა დაგიფაროს იყო კიდეც ნაცისტი, შენში უბრალოდ გაღვიძებული, ერის სიყვარულის არასწორი მიმართულება რომელსაც რომელიც მაქვს იმედი მალე ჩადგება კალაპოტში. მე ვიცი რომ მისი მცდარი გზა დაბრუნდება ეროვნულ იდეოლოგიაში და დააგება ჭეშმარიტ გზას, რასაც ისევ და ისევ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი დავეხმარებით, ვისაც გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ბედი!!! ეს არის პირდაპირი ნაციონალიზმი და ისიც ყველამ კარგად იცის თუ როგორ მძულს ნაციზმი! polter და რა გაინტერესებს იდეოლოგიურად ჩამოგიყალიბო ნაციზმი?! 100 გვერდი არ ეყოფა მის სრულ დახასიათებას!
  10. ნაციზმი საშინელებაა. ის არამარტო დევნის სხვა მოსახლეობას არამედ ანთროპოლოგიურად და მეცნიერულადაც უპირისპირდება მსოფლიოს! დანაშაულია ნაციზმი! ქართულ ნაციზმს რაც შეეხება აქ არსებობს მათი ორი სახე: ერთი ძალით ნაცისტები და მეორე იდეოლოგიის უცოდინარი ნაცისტები! მაგრამ სინამდვილეში არც ერთმა მათგანმა არ იციან თუ რა საშინელებაა ნაციზმი. გონიათ რომ რადგან დევნიან ებრაელებს და ვერ იტნენ შავკანიანებს ესე იგი ძალიან უყვართ თავიანთი ხალხი და ქვეყანა. ამდროს პირიქითაა. საშინელებაა ნაციზმი. ნაცისტების არსი არ შეიძლება მიღებულ იქნეს დადებითად! რა სასიამოვნოა ქართველების დევნა რუსეთში... ჰა?! ან იქნებ ის არის სასიამოვნო რომ შენი გარეგნობის გამო უაზროდგდევნიან?! ნაციზმი უმეტესად უგუნურ დოგმებს ემსგავსება რომელიც შორს ვერ წავა.
  11. nesquik ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მიაქციე ყურადღება: ვენდეტა ცივ გონებაზე ხდება და არა ცხელზე. მაშინ ვენდეტა კი არა აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული იქნება!
  12. BoDy ჰიტლერმა რაც დაამახინჯა ის ნაცინალიზმი აღარ არის, ის ფაშიზმის დამახინჯებული ფორმაა! ნაციონალიზმი კი ნაციონალიზმია
  13. რა თქმა უნდა დავიბრუნებთ... როცა გავიღვიძებთ და ბათუმში შავი ზღვა დამშრალი დაგვხვდება მაშინ შეიძლება საქართველო დაიშალოს! ეს კი არასდროს მოხდება!
  14. BoDy არა არა მეგობარო, მე ეგ არც მიკადრებია! ყველას თავისებურად უყვარს თავისი სამშობლო. ზოგი ბერია მაგრამ თორნიკე ერისთავზე ნაკლები რითია?! მაგრამ საქმე ის არის რომ არ იქნებოდა სწორი გვეთქვა ნაციონალიზმის სიკვდილის შესახებ როდესაც ნათლად ვხედავთ მის აღორძინებას დადებითი და სამწუხაროდ უარყოფითი ფორმებითაც, რაშიც ასე თუ ისე გეთანხმები, მაგრამ რადგან ნამცხვარში ქიშმიშებია რომელიც ჩვენ არ გვიყვარს ესე იგი არ უნდა ვჭამოთ იგი?! გამოვაცლით მას და ისე მივირთმევთ! მაგრამ სანამ შენ ცოცხალი ხარ, სანამ მე ცოცხალი ვარ და სანამ კაცობრიობის მოდგმა იარსებებს ნაციონალიზმი არასდროს მოკვდება!
  15. tb_parazitka დიახ და დღევანდელი რეფერნდიმის საფუძველზე 9 დღეში, 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა! ეხუმრები 98% მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას მათ შორის ხმა მისცეს აფხაზებმაც და ოსებმაც! ეს დიდი გამარჯვება იყო!
  16. BoDy თითქმის გავოცდი! ოღონდ თითქმის რადგან დავრწმუნდი რომ ბოლომდე ან არ იცი ნაციონალისმის არსი ან არ გჯერა საკუთარი თავის! არ გჯერა რომ შენ შენს აგურს დაადგამ ქვეყნის ასაშენებლად წამოწყებულ საქმეს?! არ გჯერა რომ თუ საჭირო გახდა პილიგრიმად წახვალ ილორში და თუ საჭირო გახდა პარტიზანადაც იქცევი იქვე ახლოს მყოფ თავშესაფრებში?! არ გჯერა რომ ხელში "ბილბიას" დაიჭერ, ჩანთაში კი ხელით გადაჭერილი "მგზავრის წერილები" გედება და ყოველ შემხვედრს ხმამაღლა დაუოკებელი სურვილებით წაუკუთხავ მას?! არ გჯერა რომ ჩახვალ სარფში შეჰყვირებ რომ მოლენ! არ გჯერა იმის რომ გაჭირვებულთ დაეხმარები, თუ ზედმეტი ოთახი გექნება უმწეოს შეიფარებ და თუ საჭმელი გექნა დააპურებ?! არ გჯერა ღმერთის?! მაშინ შენ არ ყოფილხარ ნაციონალისტი და შენთვის მართლაც მომკვდარა იგი, მაგრამ თუ შენ გჯერა შენი თავის და მზად ხარ ყველაფრისათვის, მაშინ რაღა გაფიქრებინებს რომ ნაციონალიზმი მოკვდა?! შენ ხომ ცოცხალი ხარ?! მაშ ისიც შენთან ერთად არძელებს ცხოვრებას! აგრძელებს ავად თუ კარგად!
  17. მეფეთ მეფენი არიან დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწყინვალე. ღირსეულნი კი ბევრი გვყავდა მათ შორის კი ალბათ პირველ ადგილზეა სვიმონ I
  18. დღეს ჩვენი ქვეყნის, საქართველოს გამათავისუფლებლისა და გმირის - ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეა! მისი ღვაწლი შეუფასებელია! ბევრნი იტყვიან, გააქილიკებენ მას, არაფრად ჩააგდებენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინც იყო იგი?! ისტორიას ხომ მაინც აქვს ობიექტურად განსჯის უნარი?! მერწმუნეთ სულ მალე ზვიად გამსახურდიას სახელით ყველანი ვიამაყებთ. მის შესახებ იქნებ ბავშვებსაც კი მოუყვნენ მომავალში, როდესაც ძილისპირული მოახლოვდება... ვნახოთ ვნახოთ! და გთხოვთ ზვიადი შევაფასოთ არა როგორც პრეზიდენტი (აქ მართლაც ჰქონდა ხარვეზები) არამედ როგორც გმირი, საქართველოს გამათავისუფლებელი და დაუღალავი მებრძოლი ჩვენი ქვეყნისა! და ასევე დღეს, 17 წლის წინ საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი - პრეზიდენტ ზვიად გამსახურიას ხელმძღვანელობით - რის შემდეგაც, 9 აპრილს აღდგენილ იქნა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დოკუმენტი "საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ".
  19. ხშირად გვსმენია სტალინის, ამ კაცობრიობის დაუძინებელ მტრის შესახებ, ზოგი კარგს საუბრობს ზოგიც წყელვა-კრულვით იხსენიებს მას. იშვიათად, თანამედროვენი მას კარგად რომ მოიხსენიებდნენ. მაგრამ მთავარი ის არის რომ ბევრმა არც კი იცის სინამდვილეში ვინ იყო და სად ჰქონდა, მას ფესვები გადგმული?! სტალინი ოსი იყო! დიახ ოსი! ჯუღა-შვილი, ჯუღა-ევი - ჯუღაევი! სტალინის მამა სახლში რომ ბრუნდებოდა ოსურად მოჰყვებოდა ხოლმე, ეკატერინეს (კეკეს) ლანძღვა-გინებას, სულში აფურთხებდა ყველას, ლოთობდა, შვილ იოსებს (სტალინს) ხშირად სცემდა, ჯილაგს აგინებდა და ძაღლივით ზრდიდა. დიახ სტალინმა შეიძულა მამა, შეიძულა ირგვლივ ყველა და შეიძულა საქართველო. ბოროტი სული - ოსური გენი - მოვიდა თუ არა ძალაუფლებაში დაიწყო რეპრესიები, ხალხის ხოცვა, თითქოს ამით ნაკლს ფარავსო, მაგრამ მის შესახებ უყვე ყველაფერი ნათელია... გაიხენეთ ჯაყოს ხიზნები... ჯაყო ჯიღაშვილი - ოსი - ქართველთა მტერი, ნუთუ განსხვავდება რამისგან ის სტალინისაგან?! არა! ნუთუ მიხეილ ჯავახიშვილი ცდებოდა?! არა! გავიხსენოთ გრიგოლ რობაქიძის "ჩაკლული სული". გადავავლოთ თვალი წიგნის ერთ-ერთ თავს - სტალინის ჰოროსკოპს - ვნახავთ, პირდაპირ ვნახავთ სიტყვებს სტალინის არაქართული წარმოშობის, ან უკეთ: სტალინის ოსური წარმოშობის შესახებ! იქნებ ისიც ცდება?! არა! სტალინი მოდის ხელისუფლების სათავეებში და 3 ოსურ კომლიან ქალაქ ცხინვალში იქმნება ავტონომია... აბა სირცხვილი არ იყო, "ბელადი" უფესვო, უძირო, ურესპუბლიკო საბჭოთა მოქალაქე ყოფილიყო?! დიახ, სტალინს არ უნდოდა ამის აღიარება და ოსებსი წისქვილზე დიდი სიამოვნებით დაასხა წყალი! მაგრამ ესეც რომ არ იყოს, რა გააკეთა მან საქართველოსათვის?! 300 ათასი კაცის გაწირვა ომში რომელიც საქართველოს არ შეხებიია, ილიას მკვლელი - ფილიპე მახარაძე - საქართველოს ცენკტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნა, ორჯონიკიძე გვერდში დაიყენა და ქართველთ მოუწყო 1924-1937 წლები! საქართველოს მისი "მეფობის" პერიდოში წაართვეს ჰერეთი, წაართვეს ლორე, წაართვეს ჩრდილოეთ ეგრისი - ფსოუს მიღმა მიწები, სოჭი... ეს არის ქართველობა?! არა! ნუ დავივიწყებთ ხრუშჩოვს. არც ამ უკანასკნელ, უკრაინელს უყვარდა საქართველო, მაგრამ მას არც მოეთხოვებოდა ეს უკანასკნელი. მაგრამ გაიხსენეთ რამდენი კარგი და დადებითი რამ გაუკეთა მან თავის ქვეყანას... ბოლობოლო გადასცა ყირიმის ნახევარკუნძული, ტერიტორია რომელზეც თითქმის სულ რუსები ცხოვრობენ... აი ეს მაინც მფარული პატრიოტიზმია, მაგრამ სტალინის პატრიოტიზმი რაში ჩანს?! ქვეყნისა და ერის შეგნების დანგრევაში?! არ დაგავიწყდეთ, ქართველთა ძარღვებში თერგი - დაუღალავი მებრძოლი და სახე ქართველობისა - ჩქეფს. სტალინი კი სწორედ ის გუბე იყო რომელშიც ბაყაყებს მოუხრიათ თავი და საკუთარ ნაჭუჭის იქით ვერაფერს ხედავენ!
  20. მეგობრებო, მეგობრებო... ისე საუბრობთ თითქოს დაიღალეთ... მაშ განზე გავდგეთ და ტყვია დავიხალოთ... ვსაუბრობთ თითქოს იმათი სწრაფად განვითარებადი, აგრესიული სამყარო უფრო გვაინტერესებდეს ვიდრე რეალურად ჩვენი თავები. დიახ არ ვცდები როდესაც ვამბობ ჩვენი თავები-მეთქი და არა ჩვენი ყვეყანა, რადგან თითოეული ჩვენგანი უკვე ჩვენი ქვეყანაა. მასშია ჩვენი ქვეყნის სულის თუნდაც ძალიან მცირე ნაწილი და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს! მაგრამ მთავარი მაინც სხვა ამბავია: BoDy შენ რაც პირველ პოსტში დაწერე თამამად ეგვიძლია ვთქვათ რომ მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა და არც მისი არც ერთი წარმომადგენელი ბოლომდე არ ასრულებს 10 მცნებას და ამის შესრულებას ვერც მოსთხოვ. ალბათ უფლის მეტი 10 მცნების და ზოგად სახარებისეული ცნებების შემსრულებელი არ მოიძებნება არავინ... და აბა როგორ გინდა შენ ახლა ადგე და პოლიტიკაში დათელო რელიგიური ცნებები?! ოდნავ შემაშფოთა და გამაკვირვა RAZIEL-ის შეხედულებამ სამყაროს მომავლის შესახებ. დიახ მართლაც არის შენი ნაწერი ჭეშმარიტებასთან მიახლოებლი მაგრამ ერთი რამ ან გავიწყდება ან ივიწყებ: ქვეყნების ოკუპაცია, გათავისუფლება, წარმოქმნა, დაშლა თუ რეინკარნაცია, ჩვეულებრივი ისტორიული დინების შედეგია და აქ გასაკვირი და მითუმეტეს საოცარი არც არაფერია. დიახ იმაშიც მართალი ხარ რომ ადრე თუ გვიან ყველაზე ძლიერი მსოფლიოს მრავალ ქვეყანას წირვას გამოუყვანს, რაგდან მარადიოლუ არაფერია, მაგრამ მოვა პერიოდი და თუნდაც 2 კაცი თუ არსებობს შემორჩენილი ერიდან, იგი თუ საჭირო გახდა 500 წლის შემდეგ კვლავ აღდგება, შექმნის ერსა და სახელმწიფოს. ესეც ბუნებრივობასთან არის დაკავშირებული. რა არ ეგონათ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რომ საქართველო და მის ნაირი ქვეყნები მალე დალევდნენ სულს?! ეგონათ... ან უკან, რუსეთის იმპერიაში უკვე მოკლული ერი, სადაც ქათუი სკოლაც არ არსებობდა ერთმა კაცმა გამოაფხიზლა - ილია ჭავჭავაძემ, ან უფრო უკანაც. 1655 წლისათვის ქართლ-კახეთი მისამართავად "საქართველოდ" იწოდებოდა, რომელიც სპარსთა მიერ იყო ოკუპირებული. ერი აღარ არსებობდა. პირდაპირი მნიშვნელობით განწირული იყო, მაგრამ ბახტრიონის აჯანყებამ ერთ წამში შეცვალა ყველაფერი. და ეს ის ყველა შემთხვევაა როდესაც მოკლული კვლავ დგებოდა ფეხზე... პულსის ცემა ხომ გაქვს აპარატზე ნანახი, თითქოს სისხლი ძარღვებში თამაშობსო... ასეა მსოფლიო. უბრალოდ ყური უნდა უგდო მის ყოველ მოძრაობას ააყოლო შენი ნაბიჯები, მიჰყვე გზას რომელსაც გთავაზობს შემოქმედი მაგრამ ბრმად მაინც დაიბნევი, მთავარია ხელში გქონდეს ლამპარი რომელიც ისევ და ისევ შენ მეგობართა დახმარებით შექმენი... დიახ, შენ მარტო არ ხარ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ შენ ამას მოინდომებ. ზედმეტი ოხვრა, გოდება და ოფლად ღვრა არ არის საჭირო იმის ცხადსაყოფად რომ ნაციონალიზმი - ყოველგვარი გადახრების გარეშე - იდეალურია, იმისათვის რომ არც მეგობრები დაკარგო და არც საკუთარი სხეული დატოვოს სული და ლეშად აქციოს იგი! BoDy ნამდვილად არ არის ნაციონალიზმი რასაც HEIL GEGA! წერს. მაგრამ შენი მხრიდანაც არ შეიძლება ნაციონალიზმისა და მიწადაყრილი ნაციზმის გაიგივება. ეს არაკორექტულობაც რომ არ იყოს უბრალოდ დანაშაულია არა მარტო ერის არამედ ღვთის წინაშეც. და იცი რატომ?! იმიტომ რომ ქრისტე თვითონ არის ყველასა და ყველაფრის მოყვარე. თვით ღმერთის დაყოფილია ხალხი ერებად. ხოლო ნაციონალიზმი ერის სიყვარულია სხვათა ჩაგვრის გარეშე. ის შენშიც არის, ჩემშიც არის და ყველაში მერწმუნე... არ აქვს მნიშვნელობა ამას შენ ნაციონალ-პატრიოტიზმს დაუძახებ თუ "სისხლიანი დაფის უკანა მხარე"-ს, მთავარია რა დევს მასში. უბრალოდ ამას მაინც ნაციონალ-პატრიოტიზმით მოიხსენიებენ და არ არის საჭირო ამაზე კამათი.
×
×
  • შექმენი...