Jump to content
Planeta.Ge

coldplay

პლანეტელი
  • პოსტები

    77
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი coldplay

  1. ქალს ყურადღება უნდა კაცს სითბო. ვოტ ტაკ :rolleyes:
  2. ჰოო, რთულადაა საქმე ნუ ქართველები ვართ და რა ვქნათ. ვიცით რომ საქართველოში კინემატოგრაფიის განვითარები საქმე მაინცდამაინც კარგად არ მიდის, მაგრამ ეს მეტიმეტია. ფესტივალზე უფრო დახვეწილ და დაწყობილ (მოკლემეტრაჟიან) ფილმებს ვხვდები ვიდრე ეკრანებზე დიდი რეკლამებით გაპოპულარებულს. მოკლედ მსახიობებზე აღარ ვსაუბრობ. კაშმარ
  3. ვერ გავიგე რა სურს კაცს, თU რა სურს ქალს? თუ ორვეს ერთად? :resent:
  4. 1) მებონია ველოდი 2) შენგელია მენახო 3) ღვინჯილია ბროლისა 5) ჭანაია გონერი 6) ჟღარკავა ჟღარკუ 7) გოგოხია ანდამატი 8 ) მიქავა ლევტერი 9) გოგოხია აპამელა 10) ჩხაპელია ჯინჯიკო 12) გვარგვალია რუნდუკი 13) ურიდია მიმოზა 14) ხაჟამია ჟოზეფინა 15) მოლაშხია მენახა 16) კილასონია სააგენტო 17) კუტალია ემაილი 18 ) ცხადაია ვანცტა 19) გეთია ქორდიკო 20) ლომია ვეფხია 21) ეფსია ბოჩოლა 22) ტყებუჩავა ელშუქი 23) ღურწკაია ჭუჭუ 24) გოგია გოგია 25) კვირკვაია ძაძუ 26) ბოქოლავა ირმიზოლდი 27) სანაია ზესნა 28) კვირკველია ძიღვი 29) ჭუჭუა განგა 30) ქებურია ჯეელი 30) ფუჩუნაია ფუჩქი 32) გუჯუა ანჟელა 33) ქორჩილავა ქოგელი 34) ქობალია ქიბარი 35) ჭაჭავა ჭაჭუ 36) ღვინჯილია ხურთქი 37) შეროზია ბულბული 38) კონჯარიაია ფიზიკა 39) ესართია დაზმირი 40) ჟორჟოლიანი ბრძოლვერდი 41) როყვავა ჯართუ 42) ლემონჯავა არველოდი 43) გურინდია გულჭორი 44) ჯიჯელავა ზარიზანი 45) ხაბუზანია გაჯია 46) მამულია კონვეირი 47) კუპეტია ლევტერი 48) როგავა გრიალა 49) პერტაია პაჭო 50) ცხვიტავა მუხუტური 51) ჯანჯღავა ლავანდა 52) ეფსია დირექტორი 53) ბასიალაია ველოდი 54) კვარაცხელია ჯონსონი 55) ჯაკონია ნუგეში როგორ ფიქრობ ნესქუიკ, არ აქვს ამის შემდეგ სახელს მნიშვნელობა? :rolleyes:
  5. მაგას როგორმე გადაიტან კაცი კიდე კაი დანარჩენები არ გინახავს, ერთად არ ნახო თუ ყურებას გადაწყვეტ ცოტა შუალედები გააკეთე :rolleyes:
  6. ჰოო მეც არ მომეწონა საშინელებაა მსახიობები ხო საერთოდ ნუთუ ასეთი უნიჭოები ვართ არ მჯეროდა კი არა და არ მინდა რომ დავიჯერო მოკლედ რაც წელს ვნახე ქართული ფილმები არც ერთზე უარესი არაა და არც ერთზე უკეთესი არ იყო
  7. http://i28.tinypic.com/s260bq.jpg http://i32.tinypic.com/24pjgie.jpg
  8. http://i31.tinypic.com/13z5z85.jpg ეს გალაა მისი მეუღლე, ისევე როგორც ყველა ქალი რომელიც მის ნახატებშია. აი კიდევ რა გამახსენდა: ყველამ კარგად იცის, რომ დალი თავის მეუღლე-გალაზე აბოდებდა. გალა ავადმყოფობდა და ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ვეცდები პერეფრაზირება მოვახდინო დალის სიტყვების: "მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს-დალი ყვებოდა-ველოდებოდი ექიმს რომელიც საოპერაციოში იყო შენთან ერთად (ცოლს გულისხმობს) წამებს ვითვლიდი, დრო უაზროდ იწელებოდა, როგორც საერთოდ ასეთ სიტუაციებში ხდება ხოლმე. როდესაც საოპერაციოდან გამოგიყვანეს და პალატაში შეგიყვანეს, მე შენი ხელი ავიღე, ვიგრძენი, რომ ცოცხალი იყავი, გიყურებდი ფერმკრთალ სახეზე და საოცარ სიხარულს ვგრძნობდი, ბედნიერი ვიყავი, რადგან სიკვდილს გამოგგლიჯე ხელიდან და ეხლა შემეძლო მშვდად ვყოფილიყავი, რადგან მაშინ მოგკლავდი როცა მომინდებოდა". დაახლოებით ეს ტექსტია და თან თვითონ დალი ყვება ამ ყველაფერს. რას გაუგებ გენიას :rolleyes:
  9. http://i32.tinypic.com/2e3wwhh.jpg http://i30.tinypic.com/33u8hf7.jpg http://i29.tinypic.com/2627cyo.jpg http://i28.tinypic.com/6ykxgp.jpg http://i32.tinypic.com/2m48z8h.jpg
  10. http://i30.tinypic.com/28lqvbt.jpg http://i30.tinypic.com/2qntqah.jpg http://i27.tinypic.com/20proxz.jpg http://i25.tinypic.com/2hwd3dg.jpg
  11. სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში. 1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან-ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი. მადრიდში დალი საკუთარ ნახატებშიკუბიზმისა და დადაიმზის შერწყმას სცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920-იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებას იღებს სიურეალისტური ფილმის "ანდალუსიელი ძაღლის" შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ. დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შემქნილ სიურელისტების ჯგუფში ერთიანდება. 1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ-ს. ესპანეთში ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა "სიურეალისტების ჯგუფთან", რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გაირცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: "სიურეალიზმი - ეს მე ვარ". ამასტან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა "Avida Dollars", შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა. დალის მუზეუმი ფიგერასში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული - წიგნი ბესტსელერად იქცა. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა. სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული. http://i25.tinypic.com/rcu64j.jpg ეს თვითონ სალვადორია
  12. სალვადორ დალი გენიოსი სულრეალისტი ძალიან შთამბეჭდავი, შოკისმომგვრელი ბიოგრაფიით, უდიდესი ნიჭით, და ამასთანავე ამბიციებით მდიდარი ადამიანი-ხელოვანი. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ მხატვრთან დაკავშირებით. რა რეაქცია გქონდათ მისი ნახატების დათვალიერებისა, მისი ბიოგრაფიის გაცნობისას, რამდენადაა თქვენთან ახლოს დალის "სურეალისტური ფანტაზია" მოკლედ თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.
  13. http://i29.tinypic.com/afh72u.jpg ესეც ფელინი
  14. 1960 წელს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო კინოგესტივალზე, ფელინის ფილმმა "ტკბილი ცხოვრება" უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. "ოქროს პალმის ტოტის" მისაღებად სცენაზე გამოსულ რეჟისორს დარბაზში მყოფი მილიონერთა საზოგადოება ფეხის ბაკუნით, უშვერი სიტყვების ყვირილით, სტვენით შეხვდა. ფელინიმ ზურგი შეაქცია მათ, ჟიურის თავმჯდომარეს თავისთვის გამნკუთვნილი ჯილდო გამოართვა და სცენა აღრიალებული პარტერისგან კვლავ ზურგშექცევით გაიარა. უსტვენდნენ რადგან მან ეკრანზე მდიდარ ბურჟუათა სულიერი სიმწარე აჩვენა. ძვირფას ბეწვეულსა და თვალმარგალიტებში გამოწყობილი მილიონერები ფეხებს აბაკუნებდნენ, რადგან მიხვდნენ თავიანთი შეძლებული ცხოვრების არარაობას. მილანში ფილმის პრემიერის შემდეგ, საკმაოდ რესპექტაბელურმა ბურჯუებმა ფელინის სახეში შეაფურთხეს და ცემასაც კი უპირებდნენ. რომში ერთ-ერთმა წარჩინებულმა პირმა ფედერიკო დუელში გამოიწვია იმ მიზეზით, რომ ფელინიმ "ტალახში ამოსვარა იტალიის საუკეთესო საზოგადოება და აქედან გამომდინარე წაბილწა თავისი სამშობლოც". "ტკბილი ცხოვრების" ჩვენების დროს ფეენებელურმა ქალბატონებმა დემონსტრატიულად დატოვეს კინოდარბაზი და გაჰკიოდნე, რომ ფელინი "ბოლშევიკია". "ჩემი მიზანი არ იყო იტალიაში სამოქალაქო ომის წამოწყება-იხუმრა ამ ყველაფრის შემდეგ რეჟისორმა-მაგრამ უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, რადგან ფილმი მიზანში მოვახვედრე". "მე ალბათ ტომარაში ჩამტენიან და წყალში მისვრიან" უთხრა მან ერტხელ რეპორტიორს.
  15. ზოგს ჰონია რომ ფელინი კლასიკოსი კი არა "პაპსაა". მე კი მგონია რომ ფელინი დიდი ძალიან დიდი რეჟისორია, მიყვარს მის ფილმებში პარადიგმულად დაყენებული უკიდურესობები, მისი თვალით დანახული პრობლემები, და "სინათლე გვირაბის ბოლოს" რომელსაც ასე გააფთრებით ეძებს ხოლმე. მოკლედ დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მეც შემოგიერთდებით.
  16. მოკლედ მის ბიბლიოგრაფიაში არაფერია მსგავსი "ბოლო სიტყვის"-ო ხოდა რავიცი აბა მე არ მომიძიებია. ეს ტემა ერთ-ერთ ფორუმზე ირჩეოდა მტკივნეულად მერე თუ დაგაინტერესებლ დაგილკებ
  17. საერთოდ არსებობს ვერსია, რომ ბოლო სიტყვა მარკესის არ არის ანუ ან იპლაგიატა ან გაუგებრობაა (უფრო გაუგებრობაა მგონი) ისე მიყვარს გაბრიელი, მომწონს მისი ირეალური სამყაროები, მაგრამ "ჩემი სევდიანი მეძავების გახსენების ჟამს" ნუ ეს კრახი იყო, ვის არ მოსვლია ესეთი შეცდომა
  18. აქ ვერსად ვნახე ესეთი თემა და გადავწყვიტე გავხსნა. მოკლედ ვსაუბრობთ უაილდზე და მის შემოქმედებაზე. არ ვუხვევთ თემიდან. დაწერეთ ვის მოგწონთ მისი შემოქმედება, რა გაქვთ წაკითხული და გაქვთ თუ არა საერთოდ ამ მწერლის რამე წაკითხული? ვსაუბრობთ ოსკარ უაილდზე და სხვაზე არაფერზე!!! აქვე ვიტყვი, რომ უაილდი ჩემი საყვარელი მწერალია მოკლედ თქვენც გისმენთ. 1878 Ravenna 1881 Poems 1888 The Happy Prince And Other Tales 1889 The Decay Of Lying 1891 The Picture Of Dorian Gray 1891 Lord Arthur Savile's Crime And Other Stories 1891 Intentions 1891 Salome 1892 The House Of Pomegranates 1892 Lady Windermere's Fan 1893 A Woman Of No Importance 1893 The Duchess Of Padua 1894 The Sphinx 1895 An Ideal Husband 1895 The Importance Of Being Earnest 1898 The Ballad Of Reading Gaol http://i29.tinypic.com/b84x6w.jpg ეს მისი პიესაა, სხვათაშორის თუ არ ვცდები მარჯანიშვილში დაიდგა...
  19. ჰოო აბა რა ყველაფერი ქალებს თუ არ დაბრალდა ისე როგორ?! :rolleyes:
  20. ბოლოს რომ ვიყავი თეატრში ამ რამდენიმე დღის წინ არ შემიშვეს ისე თეატრში მარტო სიარული მირჩევნია, მითუმეტეს თუ არაოფიციალურად შევდივარ არავინ გიბურღავს ტვინს, არავინ არაფერს არ გეკითხება, შენს გვერდით თუ გადაუცურჩულებენ ერთმანეთს ერთს გახედავ და გაჩუმდებიან, ნუ უცხოსი მოერიდებათ :rolleyes: ჰოდა ზიხარ შენთვის უყურებ სპექტაკლს და მოდიხარ სახლში შევსებული ;)
  21. http://i25.tinypic.com/10mjx4x.jpg "Big Fish" ბარტონის ყველაზე ნათელი და თბილი ფილმი :iee: http://i30.tinypic.com/t68dg1.jpg ესეც ხელმაკრატელა ჯონი დეპი http://i30.tinypic.com/2ih1qh3.jpg ესეც ბარტონი თავის თოჯინებთან ერთად :rolleyes:
×
×
  • შექმენი...