Jump to content
Planeta.Ge

Historian.

პლანეტელი
  • პოსტები

    10
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

Historian.'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ბრიუსელში მინისტერიალის დასრულების შემდეგ ელჩები ეროვნული სამოქმედო გეგმის კონკრეტული დეტალების შესათანხმებლად იწყებენ მუშაობას. ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება, ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ნატო-საქართველოს კომისია ყოველწლიურ ეროვნულ სამოქმედო გეგმას შეიმუშვებს, რომელსაც ალიანსის წევრები წელიწადში ერთხელ გადახედავენ. გაძლიერდება ნატოს თბილისის წარმომადგენლობაც. "მთავარი ფოკუსი იყო ნატო-საქართველოს შემდგომი ურთიერთობები გაწევრიანების საკითხზე და ხაზი გაესვა, რომ ცენტრალური როლი ექნება ნატო-საქართველოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ყოველწლიური სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა გაგრძელდება, ის დაიტვირთება იმ ელემენტებით, რომელიც ხელს შეუწყობს ინტეგრაციის პროცესს", - განაცხადა ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ბეშიძემ.
  2. ჰელსინკიში ეუთოს მე-16 მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრების რეკორდულ რაოდენობას ელიან. სამიტზე 52 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. მათ შორის არის საქართველო, რომლის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს. სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგები და ევროპული უსაფრთხოების თაობაზე რუსეთის ახალი ინიციატივაა. რუსული ინტერვენციის შედეგებზე მსჯელობას ჰელსინკიში მთელ დღეს დაუთმობენ. სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ მწვავე დებატებია მოსალოდნელი.
  3. ლოლ როგორ უნდა შეგიყვარდეს ადამიანი რომელიც არ გიყვარს ლოგიჩნი
  4. ნატო საქართველოსა და უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ალიანსი საქართველოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას და ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში მუშაობის გააქტიურებას სთავაზობს. "ალიანსი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინისთვის აქტიურ მხარდაჭერას ნატოს წევრობისკენ სავალ გზაზე, მათ შორის რეფორმების განხორციელების მიმართულებით. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული MAP-თან დაკავშირებული გაურკვევლობები, ალიანსი საქართველოს შესთავაზებს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, რაც ხელს შეუწყობს მის სვლას ნატოს წევრობისკენ. გავაძლიერებთ მუშაობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. კიევსა და თბილისში შეიქმნება ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომისიების ოფისები", - განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა. მისივე თქმით, კვლავ ძალაშია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება. თუ საქართველო და უკრაინა ისურვებენ, ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან.
  5. მთავრობის წევრებმა ნატოს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარები კაბინეტის სხდომის დაწყებამდე გააკეთეს. მინისტრების თქმით, ყოველწლიურ ეროვნულ სამოქმედო პროგრამაზე (ANP) გადასვლა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ალიანშსი ინტეგრაციის გზაზე. მთავრობის სხდომაზე კი სამიტის შედეგებზე პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. გრიგოლ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სამი მომენტი, რომელიც მინისტერიალმა მიიღო. "პირველი - ესაა საქართველოში განხორციელებული რეფორმების წარმატებულობის აღიარება, მეორე - ბუქარესტის სამიტის მთავარი თეზისის დადასტურება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და მესამე - შემუშავდა მექანიზმები საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად" - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გადაწყდება წევრობისთვის ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხები. განცხადებები მინისტრებმაც გააკეთეს. მათი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას წინ რუსეთიც ვერ აღუდგება.
  6. რა ფორმატში გაგრძელდება ნატო-საქართველოს ურთიერთობა, დღეს გაირკვევა. უკვე მეორე დღეა საქართველოს საკითხს ნატოს წევრი 26 ქვეყნის წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ. ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომას ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. სიტყვით გამოსვლას გეგმავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. ამ წუთებში კი ეკა ტყეშელაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში ბოლო მოლაპარაკებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან დენიელ ფრიდთან მართავს.
  7. პოლიტიკა, როგორც მეცნიერება შეისწავლის სახელმწიფო მიზნების მიღწევის ხერხებს. განასხვავებენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პირველი მათგანი განისაზღვრება იმ მიზნების შინაარსით, რომელსაც ისახავს მთავრობა და საზოგადოების მმართველი კლასები, და იმ საშუალებებით, რომლითაც ეს მიზნები მიიღწევა. საშინაო პოლიტიკის მიზანს შეიძლება ჰქონდეს ხასიათი: დინასტიური (მმართველი ოჯახის ინტერესების დაცვა), არისტოკრატიული (დიდგვაროვან ოჯახთა უფლებების და პრივილეგიების დაცვა), სამხედრო (შეირაღებული ჯგუფების წინა პლანზე წამოწევა), სახალხო (მთელი მოსახლეობის სამეურნეო და სულიერი ინტერესების დაცვა). ხოლო ძველად პოლიტიკას განსაზღვრავდნენ სხვადასხვაგვარად, კერძოდ: როგორც "სამეფო ხელოვნებას" ყველა სხვა ხელოვნების (ორატორული, სამხედრო, სასამართლო) სამართავად, როგორც უნარს "ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა" (პლატონი), როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე (მაკიაველი), როგორც კლასთა ინტერესების ბრძოლას.
  8. კრიზისი, რომელიც იუგოსლავიის გარშემო ვითარდება, გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფაქტობრივად, დღეს ბალკანეთზე მსოფლიოს მომავალი მოწყობის, მომავალი "მსოფლიო წესრიგის" კონტურები იკვეთება. ეს ნახევარკუნძული კვლავ რჩება საკაცობრიო მნიშვნელობის "ცხელ წერტილად" და ასრულებს ისეთივე როლს, როგორც I და II მსოფლიო ომების დროს, როდესაც ბალკანეთს ყველა მეომარი მხარის სტრატეგიულ გეგმაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. სერბთა ნაციონალიზმი ამჟამადაც "პლანეტარული მაშტაბის" პატრუქია, რომელმაც შეიძლება მსოფლიო ააფეთქოს. ბოსნიის დაახლოებით ნახევარი სერბებმა საბოლოოდ დაიპყრეს. ნატოს "სამშვიდობო ოპერაცია", ისევ და ისევ მხარეთა "გამიჯვნით" შემოიფარგლა, რამაც ფაქტობრივად დააკანონა ეთნიკური წმენდის შედეგები. ნატოს ჯარები პოლიციურ ფუნქციებს მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე ასრულებენ: ზოგიერთი სამხედრო დამნაშავე მათ დააკავეს და გადასცეს სამხედრო ტრიბუნალს, მაგრამ მთლიანობაში, სერბები მაინც გამარჯვებულნი გამოვიდნენ ამ ომიდან. სამაგიეროდ, სასტიკად დამარცხდნენ ხორვატეთში, სადაც პრეზიდენტ ტუჯმანის ჭკვიანური პოლიტიკის წყალობით, ხორვატებმა ხელსაყრელი საინფორმაციო ფონიც შექმნეს და სამხედრო ძალითაც დასჯაბნეს სერბი ფაშისტები. კოსოვოს პრობლემა იუგოსლავიაში ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში არსებობდა. ალბანელები მაჰმადიანები არიან და ალბანეთისაკენ მიილტვიან, მაგრამ სერბებისათვის ამ ტერიტორიის დაკარგვა ეროვნული იდეოლოგიის შერყვნა იქნებოდა, ვინაიდან ისინი მიიჩნევენ, რომ კოსოვო სერბული სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ამიტომ სერბული არმია და პოლიცია კოსოვოში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. მათ ბოლო დროს ეთნიკური წმენდაც კი დაიწყეს, ვინაიდან თუ კოსოვოს დემოგრაფიულ სურათს შეცვლიან, პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიან. მსოფლიო შეაძრწუნა საშინელი სიმხეცის, ქალებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტის ფაქტებმა. ბუნებრივია, შესაბამისმა რეაქციამაც არ დააყოვნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპის ქვეყნებმა ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენეს იუგოსლავიის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს: შეწყვიტოს ალბანელთა ჟლეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერბთა პოზიციებს კოსოვოში ნატოს ავიაცია დაბომბავს. სიტუაცია უაღრესად დაძაბულია. საქმე შეიძლება ფართომაშტაბიან ომამდე მივიდეს. სერბები უკან დახევას არ აპირებენ, ვინაიდან სერბული ჯარების გაყვანა კოსოვოდან (რასაც დასავლეთი მოითხოვს) ფაქტობრივად ამ ტერიტორიის დაკარგვას ნიშნავს. ალბანელებიც მზად არიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლონ სერბთა ძალმომრეობას. მაშასადამე, პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტა უბრალოდ არ არსებობს. რუსეთი, რა თქმა უნდა, სერბეთს უჭერს მხარს. მისი სატელიტი, ლუკაშენკოს ბელორუსია კი აშკარად ემუქრება დასავლეთს: "ჩვენ მივაწვდით უახლეს იარაღს იუგოსლავებს, დასავლეთს ეს აგრესია ძალიან ძვირად დაუჯდება". მართლაც, ვითარება ერთობ სერიოზულია. იუგოსლავია არ არის არათუ სუდანი, არამედ ერაყიც კი. იუგოსლავიის არმია ერთ-ერთი უძლიერესი იყო "აღმოსავლეთის ბლოკში". სერბეთი იუგოსლავური არმიის ხერხემალს ქმნიდა. იუგოსლავიის არმია შეიარაღებულია ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით, რომელთაც შეუძლიათ ძალზე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ნატოს ავიაციას. გარდა ამისა, იუგოსლავიას აქვს საშუალო სიშორის "დედამიწა-დედამიწის" ტიპის რაკეტები. რა შეუშლის ხელს მილოშევიჩს, ნატოს მიერ განხორციელებული დარტყმის შემთხვევაში, დაბომბოს ლონდონი, ბერლინი და პარიზი? ტექნიკური თვალსაზრისით ეს სავსებით შესაძლებელია. სერბეთის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა მხოლოდ განამტკიცებს მილოშევიჩის პოზიციებს, "შეაერთებს" მას სერბულ ნაციონალიზმთან და სერბეთის ეროვნულ გმირად აქცევს. ბუნებრივია, რუსეთი (უშუალოდ, ან ბელორუსეთის დახმარებით) ყველანაირად შეეცდება კრიზისი რაც შეიძლება მეტად გამწვავდეს და სერბებმა სისხლისმღვრელ ბრძოლებში ჩაითრიონ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო კონტინგენტი. არავინ იცის, რა მოხდება ბოსნიაში კოსოვოს დაბომბვის შემდეგ. იქ ხომ იმავე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული? სად არის გარანტია, რომ სერბები მათაც "ოკუპანტებად" არ გამოაცხადებენ და საპასუხო დარტყმებს სწორედ მათ წინააღმდეგ არ განახორციელებენ? ფაქტობრივად, ეს ფართომაშსტაბიან ომს ნიშნავს, თანაც არა მხოლოდ ჰაერში, არამედ ხმელეთზეც. დასავლეთი ყოველთვის ერიდებოდა სახმელეთო ომს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სერიოზული დანაკარგები უბრალოდ გარდაუვალია, რაც "ააფეთქებს" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. ერთი ჯარისკაცის სიკვდილიც კი საზოგადოებრივ აღშფოთებას გამოიწვევს. მით უმეტეს, როდესაც ათიათასობით ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი და ინგლისელი დაიღუპება. ვიმეორებ: სერბები არ დაუშვებენ ისეთ ვითარებას, რომ "ნატომ" მხოლოდ ჰაერიდან ბომბოს სერბთა პოზიციები, ხოლო სახმელეთო ბრძოლებში არ ჩაერთოს. მილოშევიჩმა შესანიშნავად უწყის, რა რეაქციას გამოიწვევს დასავლეთში ჯარისკაცების დაღუპვა, ამიტომ უეჭველად განახორციელებს "საპასუხო" დარტყმას ნატოს პოზიციებზე ბოსნიაში. სერბული არმია საკმარისად ძლიერია, რათა ხანგრძლივ, სისხლისმღვრელ ომში ჩაითრიოს დასავლეთი. რამდენად აცნობიერებენ ამას ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში? ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთოდ არ აცნობიერებენ, ან მოწინააღმდეგის ძალას არ ითვალისწინებენ და ადვილად ებმებიან ევგენი პრიმაკოვის ხაფანგში. რა თქმა უნდა, მთავარი პროვოკატორი აქ რუსეთია. ეს ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის პერიოდში შევიდა, რადიკალური რეფორმების გატარება არ სურს და ცდილობს დასავლეთს ფული შანტაჟით წაგლიჯოს. ბალკანეთზე დიდი ომის დაწყება უაღრესად ხელსაყრელია მოსკოვისთვის, ვინაიდან ამით განუზომლად ფართოვდება პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელი სივრცე და რუსეთს შეეძლება გარკვეული, ტაქტიკური ხასიათის დათმობებით ახალ-ახალი კრედიტები მიიღოს დასავლეთისგან. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი აზრიც. რუსულმა შოვინიზმმა ისეთი ძალით იფეთქა, შეიძლება ახალი "მესიანიზმიც" კი წარმოშვას. "მესიაც" მზადაა გენერალ ლებედის სახით, რომელიც უმალვე გაამკაცრებს თავის რიტორიკას. ეს ფაქტორი დასავლეთისათვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. "ერთადერთი ზესახელმწიფოს" სტატუსი ამერიკას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს. თუ ამერიკა ბალკანეთის კონფლიქტში არ ჩაერევა, მხოლოდ მუქარით შემოიფარგლება და გათავხედებულ სერბებს არ "დაარტყამს", ამით იგი საკუთარ სტატუსს დააკნინებს, რაც აგრეთვე გამორიცხულია, ვინაიდან "ზესახელმწიფოებრიობა" ამერიკული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც ჩანს, ესეც პრიმაკოვის "ხაფანგის" ერთ-ერთი მექანიზმია. ამერიკა, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, რაც უფრო ძლიერია, მით უფრო მძიმე ვითარებაში ვარდება, ვინაიდან იძულებული ხდება იტვირთოს საკუთარი გლობალური სტატუსის შესაბამისი პასუხისმგებლობა. რუსეთს კი ამ გზით სურს აიძულოს ვაშინგტონი, დათანხმდეს "პოლიცენტრისტული მსოფლიოს" კონცეფციას, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ გორბაჩოვმა შეიმუშავა. რუსეთი ამ პოლიტიკას არ მოეშვება, ვინაიდან ეს ერთადერთი საშუალებაა სახელმწიფოებრივი რანგის, გლობალური გავლენის შენარჩუნებისა. ამრიგად, ევროპა ახალი, ფართომაშსტაბიანი ომის საშიშროების წინაშე დგას. პრიმაკოვის მზაკვრულ პოლიტიკას შედეგი მოაქვს. იუგოსლავიის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება უდიდესი, სტრატეგიული ხასიათის შეცდომა იქნება. იუგოსლავიის დამარცხება საჰაერო დარტყმით შეუძლებელია, სახმელეთო ომი კი ასიათასობით მსხვერპლს მოითხოვს, რასაც დასავლური ცივილიზაცია ვერ შეურიგდება. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ცივი ომი დამთავრდა და თითქოს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად ამოესუნთქათ. იუგოსლავიაში ომის დაწყებისთანავე, მთელი დასავლეთი რუსეთის მძევალი გახდება. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ უმალვე შეიძლება გააქტიურდნენ ანტიდასავლური ძალები მსოფლიოს სხვა რეგიონებში. მაგალითად, სადამ ჰუსეინი უკვე "ჩასაფრებულია" და გაფაციცებით ელის ომის დაწყებას ევროპაში, რათა კვლავ გააქტიურდეს ახლო აღმოსავლეთში. ერთი სიტყვით, ვითარება და ძალთა განლაგება ისეთია, რომ XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ომი გარდაუვალი გახდებოდა. კიდევ ერთი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი არ განსაზღვრავს გეოპოლიტიკას და არც თვით გეოპოლიტიკური დაინტერესებაა ყველაფრის განმსაზღვრელი. რა ეკონომიკური ან თუნდაც პოლიტიკური ინტერესი აქვს დასავლეთს კოსოვოში? არავითარი! მაგრამ ალბანელებმა შეძლეს თავიანთი ბედი დაეკავშირებინათ დასავლეთის "გლობალურ პასუხისგმებლობასთან". დასავლეთს არ შეუძლია პასიური იყოს და "არ ჩაერიოს" კონფლიქტში, ვინაიდან ეს დააკნინებს მას საკუთარ თვალში და შერყვნის მის ავტორიტეტს მსოფლიო სხვა რეგიონებში. მსოფლიო ხომ მხოლოდ დასავლეთი (ევროპა-ამერიკა) არ არის, იგი მართლაც გაცილებით მრავალფეროვანია. შექმნილი ვითარებისა და პოტენციური საშიშროების გათვალისწინებით, დასავლეთის მხრიდან გაცილებით რაციონალური იქნებოდა არ დაეწყო ომი სერბთა წინააღმდეგ, მაგრამ აემოქმედებინა ყველა ბერკეტი, - უშუალოდ სამხედრო ძალის გამოყენების გარდა. მაგალითად, მოეხდინა იუგოსლავიის სრული იზოლირება და (რაც მთავარია) შეეწყვიტა ყოველგვარი ეკონომიკური დახმარება რუსეთისათვის. ელცინი ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, სიტუაცია რუსეთში "წკიპზეა" მისული, უახლოეს მომავალში შეიძლება დაიწყოს მასობრივი გამოსვლები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ამ ვითარებაში რუსეთს ჰაერივით სჭირდება დასავლური კრედიტები, ოღონდ მტკივნეულ რეფორმათა გატარების ნაცვლად, მას ურჩევნია ფული შანტაჟით მიიღოს! დასავლეთმა ამის საშუალება არ უნდა მისცეს. მას ყველა საშუალება გააჩნია საიმისოდ, რათა ვითარება რუსეთში ეკონომიკური ბერკეტებით მართოს. რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციები მის რეალურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება. მეშახტეები მალე გამოუყვანენ წირვას რუსულ ისტებლიშმენტს, რომელიც კვლავინდებურად ოცნებობს ძველ დიდებასა და გავლენაზე. რაც უფრო მტკიცე პროტესტს განაცხადებენ რუსი პოლიტიკოსები "იუგოსლავიის საქმეებში ჩარევის" გამო, მით უფრო "ცივი ღიმილით" უნდა შეხვდნენ მათ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსბეობს. ყველა სხვა აქცია მხოლოდ რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს. ამერიკელებს, თუ საერთოდ არ დაბრმავდნენ, თავიანთი ძლევამოსილებით და მსოფლიო დიდებით, ეს კარგად უნდა ესმოდეთ.
  9. კაგით რა... მაგას არ ჯობია ქალებში წახვიდე?
  10. მოდით ამ თემაში ვისაუბროთ ერთი ნახვის შეყვარების შესახებ არის თუ არა შესაძლებელი ეს და რამდენად სწორედ მიგაჩნიათ... ჩემი აზრით ერთი ნახვით "შეყვარება" შეუძლებელია რადგან სიყვარული არ არის ისეთი რაღაცა რომ ასე უცბად მოვიდეს ჯერ ადამიანი უნდა გაიცნო კარგად გაიგო მისი ხასიათი ჩვეულებები და ა.შ. შეიძლება ადამიანი მოგეწონოს, ძალიან მოგეწონოს მაგრამ რავიცი სიყვარულით მე ასე ვფიქრობ ძალიან ცოტა შანსია. იმ ადამიანებზე არ მაქ ლაპარაკი ვინც სიყვარულს და მოწონებას ერთმანეთში ვერ არჩევს
  11. დამიჯერე ეს იშვიათი შემთხვევაა შეიძლება გოგო გამოუტყდეს გოგო სიყვარულში და არა "აუხსნას" მან უნდა აგრძნობინოს ბიჭს რამენაირად რომ უყვარს ან მოსწონს ან პირაპირ უთხრას ამის შემდეგ ბიჭმა თვითონ უნდა აუხსნას სიყვარული და გოგომ "დაბრო" მისცეს... რავიცი მე ასე მესმის თუ ვცდები მომწერეთ აბა რატომ
  12. აბა გამოთქვით თქვენი აზრი ამ ადამიანის შესახებ რას ფიქრობთ თვლით თუ არა რომ იგი საქართველოს მოღალატეა (პასუხი დაასაბუთეთ) იქნებ ეს იმიტომ მოხდა რომ მას ჰქონდა რაღაც გარკვეული მიზეზი ამისა შეხვიდოდით თუ არა მის მდგომარეობაში და რატომ
  13. კი შევარდნაძეს ნამდვილად ჯობს მაგრამ ვაი ამ ჯობნას
×
×
  • შექმენი...