Jump to content
Planeta.Ge

The Reaper

პლანეტელი
  • პოსტები

    130
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი The Reaper

  1. ანუ ახლა, ცხრის ნახევარზე ომი არ მიდის ჩვენ ქვეყანაში? მცხეთა არ იბომბება და არც ფოთის პორტი?
  2. T_A_T Private Nodari ხო, მალემსრბოლი პიპა უშიშარაისძე სიგარეტის კვამლი
  3. მოდი მაგ საქმეს შენ მოგანდობ, ბოლოსდაბოლოს დაგვპირდი. მე ჩემ რეაქციას და მოსაზრებას დავწერ ბუდიზმზე: რამდენადაც მე მესმის, ბუდისტური მოძღვრება ტანჯვისგან გათავისუფლების პრინციპზე დგას. ძირეულია ის მოსაზრება, რომ ამქვეყნიური ტანჯვისგან გასათავისუფლებლად ადამიანმა უარი უნდა თქვას მიწიერ სურვილებზე და ე.წ. მიჯაჭვულობაზე [ინგლისურად attachment, რომელიც უკეთ ვერ გადავთარგმნე] ამ სურვილების მიმართ. მცირეოდენი ბუდისტური ელემენტი ალბათ ყველას გამოუყენებია ცხოვრებაში: "დაიკიდე-მოგეშვება" გარკვეულწილად მიჯაჭვულობის მოხსნაა ამა-თუ-იმ მტკივნეული საკითხის მიმართ. მაგალითად, დავკარგე საყვარელი ჩუსტი და ამის გამო ლოყებს ვიხოკავ. თავისთავად ის, რომ მე ჩუსტი დავკარგე, პრობლემას არ წარმოადგენს და არც ტანჯვის საფუძველია, სამაგიეროდ ის, რომ ეს ჩუსტი ძალიან მიყვარდა და მიჯაჭვული ვიყავი მასზე [გრძნობა მქონდა ამ ჩუსტის მიმართ], განაპირობებს ჩემს ტანჯვას და დასისხლიანებულ ლოყებს. ხოდა, თუ მე მოვიხსნი ამ მიჯაჭვულობას, ანუ "დავიკიდებ" ჩუსტს და გადავწყვეტ, რომ არ ღირს მასზე დარდი და ვაება, მომეშვება. ამ დონემდე და ამ დოზით მეც მომწონს ეს მწირი პრაქტიკული ბუდიზმი, მაგრამ როდესაც ვხვდები, რომ ბუდიზმი მოითხოვს, რომ ადამიანმა უარი თქვას აბსოლუტურად ყველა მიწიერ სურვილზე, დაიჩლუნგოს ყოველგვარი მიჯაჭვულობა/მგრძნობელობა, ჩემთვის ბუდიზმი აზრს კარგავს უკვე. ჩემთვის ცხოვრება და ცხოვრების არსი სწორედ ისაა, რისი უარყოფისკენაც ბუდიზმი მიბიძგებს. მირჩევნია ვიტანჯო ცალმხრივი სიყვარულის გამო, აღმაფრენის ქარცეცხლში გავეხვე როცა საქმე კარგად წამივა, თვეები ვერ დავივიწყო გარდაცვლილი ახლობელი, ვიდრე შინაგანად ნეიტრალური, სტერილური, სტოიკური და ინერტული ვიყო [მაგრამ სამაგიეროდ მივაღწიო ნირვანას]. ცხოვრებას იმდენად აქვს აზრი რამდენადაც მას იცხოვრებ, და არა მომავალი, უკეთესი ცხოვრებისთვის ზრუნვაში გაატარებ.
  4. ეს ბავშვური გატაცება იყო მხოლოდ.
  5. აზრი გადავხედე. პირველი პოსტის გაუგებრობას და ოთხი ჭეშმარიტებიც ცნებას გამოვეხმაურე. ამაზე არ გქონია საუბარი.
  6. რამდენადაც ვიცი და წამიკითხავს, ბუდიზმის ოთხი ჭეშმარიტება მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1. ცხოვრება ტანჯვაა 2. ტანჯვის მიზეზია ამქვეყნიურ ლტოლვებზე და სურვილებზე მიჯაჭვულობა 3. ტანჯვისგან გათავისუფლება შესაძლებელია, და ხდება სურვილებზე უარის თქმით, მიჯაჭვულობის მოხსნით. 4. მიჯაჭვულობის მოხსნა და სურვილებზე უარის თქმა შესაძლებელია რვასაფეხუროვანი გზით, რომელიც პირველ პოსტში წერია. ეს ოთხი ჭეშმარიტებაც საკმაოდ ზუსტადაა გადმოცემული პირველ პოსტში და რას ერჩით ვერ ვხვდები.
  7. irene ხო და სანამ გამოვეხმაურე დამასწარი და იმბეცილი დაწერე [მთლად გაერითმა არა, დეგენერატზე პირველი გენერატორი ამხსენდება ხოლმე]
  8. ნორმალურისექსუალურიორიენტაციისმქონეადამიანი
×
×
  • შექმენი...