Jump to content
Planeta.Ge

მდა

პლანეტელი
  • პოსტები

    677
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი მდა -ს მიერ

  1. საქართველოსგან მარტო თბილისი რომ დარჩება, ალბათ, მერეც გახარებულები იქნებიან მიშმაკაკები!

     

    მათ ხომ შადრევნები ექნებათ და კეთილი პატრული! :D)

     

    ფუუუ!

  2. მამა ანდრია (1966-1993)

     

    http://s48.radikal.ru/i121/0812/6a/47c50550e30b.jpg

     

    საეკლესიო პირი. მამა ანდრია სულ რამდენიმე წლის მოქცეული იყო ქრისტეს სარწმუნოებაზე, როდესაც მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე.

     

    პაატა ყურაშვილი დაიბადა 1966 წლის 3 აპრილს რვაშვილიან ოჯახში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტექნიკურ სასწავლებელში. თან მუშაობდა რადიოქარხანაში. მეგობრობდა ბაღდათის ბიბლიოთეკის დირექტორთან ილია კარკაძესთან (მამა ილია), რომელიც შემდგომში პაატას ნათლია გახდა. წმინდა წერილის კითხვამ პაატა იმდენად გაიტაცა, რომ სულ მალე უარი თქვა ამქვეყნიურ ყოფაზე და თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნა.

     

    1991 წელს, აღდგომის მარხვაში, იგი პირველად ეწვია წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის მონასტერს სხალთაში (აჭარა). მოგვიანებით იგი კვლავ მივიდა სხალთის მონასტერში და იქვე დარჩა. მალე ამ მონასტერის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი მამა დავითი (ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი), რომელიც შემდგომ პაატას სულიერი მამა გახდა. 1992 წლის 3 აპრილს, საკუთარ დაბადების დღეზე, პაატა ბერად აღკვეცეს და უწოდეს ანდრია. იმავე წლის აგვისტოში იგი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

     

    მალე მეუფე დანიელმა მამა ანდრია სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანა და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, კომანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დანიშნა.

     

    1993 წლის 5 ივლისს კომანი ჩაიკეტა. მტერმა სოფელი ალყაში მოაქცია. მამა ანდრიამ ყველას მოუწოდა, ქრისტიანული ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მათზე დაშვებული ეს ყველაზე მძიმე განსაცდელი. როდესაც მტერი კომანში შევიდა, მამა ანდრიას სიმშვიდე არ დაუკარგავს. დილის ხუთის ნახევარზე ეკლესია ალყაში მოაქციეს. მამა ანდრია ტაძრიდან გაიყვანეს. ის მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. მას კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ სახით დაცემულიყო, როგორც ეს ჩვეულბრივ ხდება, მამა ანდრია ზურგზე გადავარდა. ეკლესიაში მყოფმა მსახურებმა და მორჩილებმა გადმოასვენეს მამა ანდრიას ცხედარი. მოხდა საოცრება... ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი რჩებოდა. ჭრილობაზე სისხლი არ დედდებოდა და ისევ მოედინებოდა. ამ სასწაულმა აფხაზებიც კი გააოგნა. ბევრი მათგანი შენდობასაც კი ითხოვდა.

     

    მამა ანდრია 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს.

     

    მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი "სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის".

     

    http://s61.radikal.ru/i174/0812/71/0334fdfb2fd6.jpg

     

    http://s61.radikal.ru/i172/0812/f0/59fa05cebb10.jpg

  3. ასი ათასი დიდმოწამე (1226 წელი)

     

    http://s50.radikal.ru/i128/0812/da/99c7aff4547a.jpg

     

    ჯალალ ად-დინის მიერ თბილისის აღებისას დაღუპული, წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეწირული ქალაქის მცხოვრებნი, რომელთა ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული მტერმა მდინარე მტკვარს გაატანა. იმ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა.

     

    მონღოლებისგან დევნილი ჯალალ ად-დინი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მოადგა და საქართველოს ამირსპასალარს ავაგ მხარგრძელს შეუთვალა: "აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი". საქართველოს სამეფო კარმა უარყო ჯალალ ად-დინის მიერ შემოთავაზებული წინადადება. მაშინ მტრის ლაშქარმა დვინი აიღო და თბილისისკენ დაიძრა. ბრძოლის პირველ დღეს "ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა", დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და ხვარაზმელები თბილისში შემოუშვეს. მტერი სასტიკად გაუსწორდა ქალაქის მცხოვრებლებს. ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო. ჯალალ ად-დინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი "ბილწი საჯდომლის" დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალ ად-დინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან ხატები გამოიტანეს, ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს "დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა". ვინც ამას არ აღასრულებდა, "წარკუეთა თავთა" ელოდა. ქალაქის მცხოვრებთაგან იმ დღეს ბევრმა დაიდგა თავზე წამებულის გვირგვინი და უარი თქვა ხატების შეურაცხყოფაზე, მათ რწმენის უარყოფას სიკვდილი არჩიეს. დღეს, თბილისში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე შენდება ასი ათასი დიდმოწამის სახელობის ეკლესია.

  4. ასურელი მამები (VI საუკუნე)

     

    http://s39.radikal.ru/i086/0812/99/1c561aa8632c.jpg

     

    საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში შემოვიდა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი".

     

    ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. აღმოსავლეთ საქართველოში ასურელმა მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს. ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან: დავით გარეჯელი, იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე.

     

    ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, კერძოდ, სირიასთან, ტრადიციულ კულტურულ-რელიგიური ურთიერთობის გამოხატულება იყო. მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა (ასურელ მამათა ცხოვრებანი).

  5. აბო თბილელი (დაახლ. 757-786)

     

    http://s49.radikal.ru/i124/0812/74/01bbf0324a41.jpg

     

    ქრისტიანობისათვის წამებული არაბი.

     

    აბო იყო 17-18 წლის ნელსაცხებელთა ოსტატი, ტომით არაბი, სარწმუნოებით მაჰმადიანი და ამ რელიგიაში განსწავლული. აბომ ბაღდადში გაიცნო ქართლის დატყვევებული ერისმთავარი ნერსე II და გათავისუფლების შემდეგ თბილისში ჩამოჰყვა. აქ გაეცნო ქრისტიანობას და, რადგან ქართლს არაბები განაგებდნენ, მალულად მარხულობდა და ლოცულობდა. სარკინოზები ისევ შეპყრობით დაემუქრნენ ნერსეს და ისიც იძულებული გახდა, ხაზარეთში გადასულიყო. აბოც თან გაჰყვა და იქ მოინათლა. შემდეგ აფხაზეთის სამეფოს შეაფარეს თავი. იქ აბომ გულით გაიხარა, რადგან ირგვლივ ქრისტიანები ედგნენ და განცხადებულად ლოცულობდა.

     

    ნერსე ისევ თბილისში დაბრუნდა. აბომ იცოდა, რომ აქ საშიშროება ელოდა, მაგრამ არ შეშინდა და ჩამოვიდა. თბილისშიც აღარავის ერიდებოდა და ქრისტიანულად ცხოვრობდა. სარკინოზებმა გაიგეს ეს ამბავი და ამირასთან დააბეზღეს. ამირა და სხვა არაბები ცდილობდნენ ჭაბუკი ძველ სარწმუნოებაზე დაებრუნებინათ, მაგრამ აბო ვერც შეაშინეს, ვერც ფულითა და ტკბილი სიტყვით მოისყიდეს.

     

    საპყრობილეში დამწყვდეულმა და ბორკილდადებულმა სამი დღე ლოცვასა და ფსალმუნებაში გაატარა. 6 იანვარს, ნათლისღების დღეს მეტეხთან აბო თავის მოსაკვეთად გაიყვანეს და სამჯერ მოუღერეს მახვილი, მაგარამ ჭაბუკი ვერ გატეხეს, იგი მშვიდად შეხვდა სიკვდილს. ჯალათებმა მისი სხეული დაწვეს, შემდეგ კი ნარჩენები ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.

     

    არაბი ჭაბუკის თავდადებამ შეშინებული და შერყეული ერი გამოაფხიზლა, მძლავრთა შიში დათრგუნა და დიდი და პატარა იმ ადგილისაკენ დაიძრა, სადაც აბოს გვამი დაწვეს. ყველა დარწმუნდა, რომ აბო ჭეშმარიტად ქრისტესთვის მარტვილი იყო.

     

    ქართულმა ეკლესიამ აბო თბილელი წმინდანად შერაცხა, მიჩნეულია თბილისის მფარველად. 21 (7) იანვარი დიდმოწმე აბო თბილელის ხსენების დღეა.

     

    აბო თბილელის მარტვილობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანისძემ.

  6. მენშევიკები

     

    http://s47.radikal.ru/i117/0901/98/6bd4fc72507a.jpg

     

    მენშევიზმის წარმოშობა ოფიციალურად დაკავშირებულია 1903 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატული პარტიის (რსდმპ) მე-2 ყრილობაზე მომხდარ გათიშვასთან, როდესაც ახალი ტიპის მარქსისტული პარტიის შექმნის ლენინურ გეგმას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. პარტიის სტრუქტურული არჩევნების დროს ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ. აქედან წარმოდგება სახელწოდება მენშევიკები (რუსულად "მენშე" - ცოტა). ლიდერები იყვნენ: პლეხანოვი, მარტინოვი, აქსელროდი და სხვა.

     

    1905-07 წლების რევოლუციას მენშევიკების ლიდერებმა "ისტორიული შეცდომა" უწოდეს და გამოიტანეს დასკვნა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო უნდა გამხდარიყო რევოლუციურ ძალთა დარაზმვის ცენტრი. მათ უარყვეს რევოლუციის იდეა და გეზი აიღეს რეფორმისტულ საქმიანობაზე.

     

    მენშევიკური საქმიანობა საქართველოში უკავშირდება ე.წ. "მესამე დასს". მენშევიკების აღიარებული წინამძღოლი იყო ნოე ჟორდანია, წევრები: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, აკაკი ჩხენკელი და სხვ.

     

    I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მენშევიკთა მსოფლმხედველობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. პოპულარული გახდა ლოზუნგი ერთა თვითგამორკვევის შესახებ. ქართველმა მენშევიკებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის მოთხოვნას. თუმცა, მათი აზრით, უკეთესი იქნებოდა ამიერკავკასიის ავტონომიის შექმნა, რომელშიც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გაერთიანდებოდნენ და ამგვარად შევიდოდნენ რუსეთის სახელმწიფოში ცალკე ავტონომიურ ერთეულად.

     

    რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ამიერკავკასიაში მართლაც შეიქმნა ამგვარი ავტონომიურ-ფედერაციული რესპუბლიკა, თუმცა განსხვავებული საგარეო ორიენტაციის მქონე საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთად დიდხანს ვერ იარსება, ამიტომ მენშევიკებისათვის ერთადერთი გამოსავალი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რაც განხორციელდა კიდეც 1918 წლის 26 მაისს. 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებული საქართველოს ანექსიის შემდეგ მენშევიკური მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საქართველოში დარჩენილმა მენშევიკებმა 1923 წლის აგვისტოში გამართეს სრულიად საქართველოს მენშევიკთა ყრილობა, რომელმაც პარტია დაშლილად გამოაცხადა. 1924 წლის აგვისტოს ბოლოს, ქართველ ოფიცრებთან ერთად მენშევიკებიც შეეცადნენ აჯანყების მოწყობას, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო.

  7. კოლხი მედეა

     

    http://i039.radikal.ru/0901/e9/612f21d92fa6.jpg

     

    მედეა - მითოლოგიური პერსონაჟი, კოლხას მეფის - აიეტის უმცროსი ქალიშვილი, ჰელიოსის, მზის ღმერთის, შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმია, რომელსაც შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იაზონი და დაეხმარა მას "ოქროს საწმისის" გატაცებაში. საბერძნეთისკენ "არგოთი" მიმავალთ, მედეას ძმა, აფსირტე დაედევნა, რომელიც არგონავტებმა მოკლეს და შემდეგ, სახიფათო მოგზაურობის მიუხედავად, მშვიდობით ჩავიდნენ საბერძნეთში. მედეასა და იაზონს ორი ვაჟი: მერმეროსი და პერესტოსი ეყოლათ, თუმცა იაზონის ბიძამ, პელიასმა პირობა არ შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ იაზონმა "ოქროს საწმისი" მიუტანა, ტახტი არ დაუთმო. მედეამ ტახტის მიმტაცებელი მის ასულებს დააკეპინა. ხალხმა ამის გამო იაზონი და მედეა განდევნა. ისინი კორინთოში ჩავიდნენ, სადაც იაზონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის, კრეონის ასულის მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იაზონზე და მისი საცოლე "სიკვდილს შეჰყარა". ამით განრისხებულმა კორინთოელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, დამწუხრებული მედეა სამშობლოში დაბრუნდა.

     

    მითის დასრულების განსხვავებულ ვარიანტს გვთავაზობს ევრიპიდე (ძვ. წ. V ს.) "მედეაში" - ღალატის შემდეგ მედეა ხოცავს თავის შვილებს, რათა საბოლოოდ გული მოუკლას ქმარს. ჰელიოსის მიერ გამოგზავნილი ეტლით მიფრინავს ათენში, სადაც მოხუცი ეგეოსი შეირთავს. ეგეოსის შვილის, თეზევსის ჩამოსვლისთანავე წყდება ეს ქორწინება. თეზევსის მოწამვლის ამაო ცდის შემდეგ, მედეა გარბის და თან მიჰყავს ეგეოსთან შეძენილი შვილი - გმირი მედოსი, რომელიც იმორჩილებს მცირე აზიის ბარბაროს ტომებს და აარსებს მიდიას. ბოლოს მედოსი ინდებთან ბრძოლაში იღუპება. მედეა კოლხეთში ბრუნდება, ურიგდება მამამისს და ეხმარება მას ძველი დიდების აღდგენაში.

     

    მედეას წინარეანტიკურ და ანტიკურ სამყაროში ქალღმერთად თვლიდნენ. მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის განვითარებას. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილებს აცოცხლებდა, ხოლო მოხუცებს სიჭაბუკეს უბრუნებდა.

  8. კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი (XII საუკუნე)

     

    კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი - თამარის მეფობის ხანაში მოღვაწე ქართველი მანდილოსნები, რომელთა სიბრძნემ და გამჭრიახობამ განაპირობა დიდებულ ფეოდალთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჯანყების მშვიდობიანად დასრულება.

     

    1184 წელს ფეოდალურ სამყაროში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ქალი, რომელიც დიდებულებმა "გამოჩინებით" აკურთხეს, მაგრამ საკუთარი მოთხოვნებიც წაუყენეს... ისინი მოითხოვდნენ გვაროვნული არისტოკრატიის უფლებების განმტკიცებასა და სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას. ამ ხაზის გამტარებელი და აჯანყების მეთაური იყო ერთ-ერთი გავლენიანი მოხელეთაგანი, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, ანუ სამეფო ხაზინისა და ქონების გამგე, ყუთლუ-არსლანი. მან შეადგინა საკუთარი პარტია, მოითხოვა ისანში "კარავის" დადგმა, რომელსაც ექნებოდა საპარლამენტო უფლებები, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ძალაუფლება რჩებოდა. საყურადღებო იყო ისიც, რომ ყუთლუ-არსლანმა გადაიბირა ჯარის ნაწილი და სამხედრო დაპირისპირებით ცდილობდა თავისი ზრახვების განხორციელებას. ზოგიერთი ცნობით, მას ამირსპასალარობაც სურდა. მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო. რასაკვირველია, თამარისთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა განდგომილთა შეპყრობა და სასტიკად დასჯა, მაგრამ მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო - აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა ორი დიდებული ქალბატონი: ქართლის ერისთავის, რატი სურამელის დედა - კრავაი ჯაყელი და სამძივართა დიდებული გვარის წარმომადგენელი - ხვაშაქ ცოქალი. უსიამოვნების გასაქრობად თამარმა მოლაპარაკების გზა აირჩია და აჯანყებულებს მოუწოდა, რომ დაეყარათ იარაღი, დამშვიდებულიყვნენ და დედოფალი აპატიებდა მათ დანაშაულს. თამარის გონიერმა საქციელმა სასურველი შედეგი გამოიღო: მანდილოსანთა მოციქულობამ იმდენად იმოქმედა მეამბოხეებზე, რომ დაყარეს იარაღი და "მაშინვე მოყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა, მოვიდეს წინაშე თამარისა და დავრდომით თაყვანი სცეს და აღიღეს ფიცი პატრონისაგან, და მისცეს პირი ერთგულებისა და ნების ყოფისა თვისისა".

     

    ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი ჭეშმარიტად ღირსეულ ადგილს იკავებენ ქართული დიპლომატიის ისტორიაში.

  9. ილარიონ ქართველი (IX)

     

    http://s60.radikal.ru/i168/0901/8e/4dd3a61203f1.jpg

     

    საკვირველმოქმედი, კახელი აზნაურის შვილი, დონაურთა გვარიდან. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული იხილა, იქვე, სოფელში ააშენა მონასტერი. თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას და ზედამხედველობას, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქვე დაეყუდა. ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. ახალგაზრდა ბერმა მალე მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა.

     

    ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, თვითონ კი წმიდა ადგილების მოსალოცად იერუსალიმს გაემგზავრა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შედეგად იგი სამშობლოში დაბრუნდა. ნეტარმა ილარიონმა დედათა მონასტერი ააშენა, შესწირა მას სოფლები და განუჩინა წესი, შემდეგ მამათა მონასტერიც ააგო, დანარჩენი ქონება კი გლახაკებსა და უპოვრებს გაუნაწილა. მალე მისი ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს, მაგრამ მყუდროებისმოყვარე ღირსმა მამამ მონასტრის ძმათაგან ერთი, სიბრძნითა და სიწმინდით გამორჩეული ბერი დაადგინა სავანის წინამძღვრად, უფალს შეავედრა ყველა და ორ ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემართა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრებმა ულუმბოს მთას მიაღწიეს, ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვეს და იქ დაბინავდნენ.

     

    წმინდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ ჯვარს, მოილოცა წმინდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად. წმინდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტონოპოლში დაბრუნდა. წმინდანმა დარჩენილი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული უფლისგან მას წინასწარ ეუწყა, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა. წმინდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ. ამ სასწაულების შესახებ ბიზანტიის კეისარს, ბასილი მაკედონელს (867-886) აცნობეს.

  10. იშხნელები

     

    http://s46.radikal.ru/i112/0901/79/d1139dbbc19f.jpg

     

    ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი.

     

    ვოკალური კვარტეტი დების: ნინო, თამარ, ზინაიდა, ალექსანდრა იშხნელების შემადგენლობით. 1955-დან ალექსანდრა იშხნელი შეცვალა მისმა დამ მარიამმა. ანსამბლი ოფიციალურად 1941 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. დიდია იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში.

     

    ანსამბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი. იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორია ("არც ჰოს ამბობ, არც არას", "შენ აყვავდი, ქართლო მეტად", "ახალი წელი", "არ დაიჯერებ"). მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. 1949 წელს მათ მიენიჭათ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება, 1965 წ. მარიამ იშხნელს - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1976 წელს თამარ იშხნელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. თამარ იშხნელი ასევე ცნობილია, როგორც ქართული და ძველი რუსული რომანსების უბადლო შემსრულებელი.

  11. იოანე მარუშისძე (X საუკუნე)

     

    http://i005.radikal.ru/0901/83/937ac10dec07.jpg

     

    X საუკუნეში მოღვაწე დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი, აფხაზთა მეფის მოხელე, ქართლის ერისთავი X საუკუნის 70-იან წლებში. საქართველოს გაერთიანების იდეის ავტორი.

     

    იოანე მარუშისძემ 976 წელს დავით III კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. "მატიანე ქართლისაჲ"-ს მიხედვით, დავითი მართლაც ჩავიდა ქართლში და თან ბაგრატი ჩაიყვანა. მან ბაგრატი ქართლის გამგებლად გამოაცხადა. იოანემ უფლისციხე დალაშქრა და ბაგრატსა და მამამისს გადასცა. მართალია, იოანეს საკუთარი ინტერესებიც ამოძრავებდა, რადგან ქართლის გამგებლობისთვის ქიშპი ჰქონდა ადგილობრივ ფეოდალებთან, "ქართლის უფლებთან" - ტბელებთან და კახეთის ქორეპისკოპოსთან, თუმცა სხვა მხრივ, პროგრესული როლი ითამაშა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში, ხელი შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას. 978 წელს მისი ინიციატივით ბაგრატი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში იკურთხა მეფედ, შემდეგ ქართლი და ტაო-კლარჯეთის სამეფო შემოიმტკიცა, ხოლო 1008-1010 წლებში კახეთ-ჰერეთი დაიკავა. ასე გახდა ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე და იწოდებოდა როგორც "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა".

     

    იოანე მარუშისძეს "მატიანე ქართლისაჲს" ანონიმი ავტორი ასე ახასიათებს: "კაცი ძლიერი და ერმრავალი", რომელმაც თავისი გონიერი ნაბიჯით ხელი შეუწყო საქართველოს ერთიანობას.

  12. ევსტათი მცხეთელი (VI საუკუნე)

     

    http://s53.radikal.ru/i142/0902/c1/f0af24a171d9.jpg

     

    ქრისტიანობისათვის წამებული სპარსელი. მისი ნათლობამდელი სახელია გვირობანდაკი. ქრისტიანად მოქცევის შემდეგ ეწოდა ევსტათი. მის შესახებ გვიამბობს მეექვსე საუკუნის უცნობი ქართველი მწერალი ("ევსტათი მცხეთელის მარტვილობა"). მისი ცნობით, სპარსელი მოგვის შვილი ევსტათი 541 წელს ქალაქ განძაკიდან მცხეთას ჩამოსულა. ქრისტიანული აღმსარებლობისათვის იგი რამდენჯერმე დაასმინეს თანამემამულე სპარსელებმა ჯერ უსტამ ციხისთავთან, შემდეგ კი მარზპან არვანდ გუშნასპთან. ახალმა მარზპანმა ვეჟან ბუზმირმა ევსტათის ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. სპარსელ მბრძანებელს მან დაწვრილებით მოუთხრო ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე, რამაც მარზპანი კიდევ უფრო განარისხა. დაახლოებით 550 წელს ქრისტიანობის ერთგულებისათვის ევსტათის თავი მოჰკვეთეს.

  13. ეფრემ მცირე (XI საუკუნე)

     

    http://s41.radikal.ru/i094/0902/1d/9165787c5cc7.jpg

     

    ქართველი ფილოლოგი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი. განათლება მიიღო კონსტანტინოპოლში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა. 1091 წელს შავი მთის ქართულ კოლონიაში აირჩიეს კასტანის მონასტრის წინამძღვრად, სადაც ბერძნული წიგნების თარგმნა დაავალეს. ეფრემ მცირემ შექმნა საკუთარი მთარგმნელობითი თეორია, რაც ძირითადად სამი პრინციპით განისაზღვრება: 1. თხზულება უშუალოდ დედნიდან უნდა ითარგმნებოდეს, 2. თარგმანი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გადმოსცემდეს დედნის ტექსტს, ამასთან, მთარგმნელმა არ უნდა შელახოს მშობლიური ენის ბუნება, 3. დედნის ტექსტის სწორად გასაგებად თარგმანს უნდა დაერთოს კომენტარები. ეფრემ მცირემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის ყველა დარგში. იოანე ოქროპირის შრომის მიხედვით მან დაწერა ეპისტოლეთა თარგმანება ანუ განმარტება, შექმნა დავითნის კატენების დამოუკიდებელი რედაქცია, თარგმნა გრიგოლ ნეოკესარიელის ეკლესიასტეს კომენტარები, აგრეთვე ეზეკიელის მეტაფრასი, რომელსაც გრიგოლ ნაზიანზელს მიაკუთვნებენ. მისი თარგმნილია გრიგოლ ნაზიანზელისავე პოლემიკური სიტყვები, ბასილი დიდი კესარიელის "ასკეტიკონი", ეფრემ ასურის "ასკეტიკონი" და სხვათა ასკეტიკურ-მისტიკური თხზულებები.

  14. უცხო სიტყვათა ლექსიკონი

     

    თუ შეკითხვა გაგიჩნდებათ კონკრეტულად რომელიმე სიტყვასთან დაკავშირებით, ამ თემაში დასვით ეს შეკითხვა...

     

    ა (თავსართი)

    აბაზია

    აბაკა

    აბაკი

    აბაჟური

    აბატი

    აბატისა

    აბდიკაცია

    აბდომენი

    აბდომინური

    აბერაცია

    აბვერი

    აბზაცი

    აბზეცერი

    აბისალური

    აბიტურიენტი

    აბიურაცია

    აბლატივი

    აბლაუტი

    აბლაქიტრება

    აბოლიცია

    აბოლიციონიზმი

    აბოლიციონისტი

    აბონემენტი

    აბონენტი

    აბორდაჟი

    აბორიგენები

    აბორტი

    აბორტიული

    აბორტმახერი

    აბრაზია

    აბრაზივები

    აბრაკადაბრა

    აბრევიატურა

    აბრეჟე

    აბრისი

    აბროგაცია

    აბსანსი

    აბსენთი

    აბსენტეიზმი

    აბსოლუტი

    აბსოლუტიზმი

    აბსოლუტისტი

    აბსოლუტური

    აბსოლუცია

    აბსორბენტი

    აბსორბერი

    აბსორბცია

    აბსტინენტი

    აბსტინენცია

    აბსტრაქტული

    აბსტრაქცია

    აბსტრაქციონიზმი

    აბსტრაქციონისტი

    აბსურდი

    აბსურდული

    აბსცესი

    აბსცისა

    აბულია

    აბუქარი

    აბშტრიხი

    აბცუგი

    აგავა

    აგალმატოლითი

    აგამემნონი

    აგამია

    აგამოგონია

    აგარ-აგარი

    აგასფერი

    აგენტი

    აგენტურა

    აგიოგრაფია

    აგიტატორი

    აგიტაცია

    აგლომერატი

    აგლომერაცია

    აგლუტინაცია

    აგლუტინინი

    აგნატები

    აგნი

    აგნოზია

    აგნოსტიკოსი

    აგნოსტიციზმი

    აგოგიკა

    აგონია

    აგორა

    აგორაფობია

    აგრავაცია

    აგრამანტი

    აგრარიები

    აგრარული

    აგრაფი

    აგრაფია

    აგრეგატი

    აგრეგატული

    აგრემანი

    აგრეჟე

    აგრესია

    აგრესიული

    აგრესორი

    აგრიკულტურა

    აგრო

    აგრობიოლოგია

    აგროლოგია

    აგრონომი

    აგრონომია

    აგროტექნიკა

    აგროქიმია

    აგუტი

    ადამსიტი

    ადაპტაცია

    ადაპტერი

    ადაჯო

    ადეკვატური

    ადენდუმი

    ადენიტი

    ადენოიდი

    ადენომა

    ადეპტი

    ადერმინი

    ადვენტისტები

    ადვენტური

    ადვერბი

    ადვერბიალიზაცია

    ადვექცია

    ადვოკატი

    ადვოკატურა

    ადიაბატა

    ადიექტივი

    ადინამია

    ადიტი

    ადიტიური

    ადიულტერი

    ადიუნქტი

    ადიუნქტურა

    ადიუტანტი

    ადმინისტრატორი

    ადმინისტრატორობა

    ადმინისტრაცია

    ადმინისტრაციული

    ადმინისტრირება

    ადმირალი

    ადმირალიტეტი

    ადონისი

    ადოპტაცია

    ადორაცია

    ადრენალინი

    ადრესანტი

    ადრესატი

    ადრესი

    ადრონები

    ადსორბენტი

    ადსორბერი

    ადსორბცია

    აერარიუმი

    აერატორი

    აერაცია

    აერენქიმა

    აერო

    აერობები

    აერობიკა

    აერობიოზი

    აერობუსი

    აეროგენური

    აეროგრაფი

    აეროგრაფია

    აეროდინამიკა

    აეროდრომი

    აეროზოლი

    აეროთერაპია

    აეროლითი

    აეროლიფტი

    აეროლოგია

    აეროლოცია

    აერომეტრი

    აერომექანიკა

    აერონავიგაცია

    აერონავტი

    აერონავტიკა

    აერონი

    აერონომია

    აეროპლანი

    აეროპლანშეტი

    აეროპონიკა

    აეროპორტი

    აეროსოლარიუმი

    აეროსტატი

    აეროსტატიკა

    აეროტაქსისი

    აეროტენკი

    აეროტორია

    აეროფილტრი

    აეროფიტები

    აეროფლოტი

    აეროფოსტა

    აეროფოტო

    აეროფოტოგამმეტრია

    აეროფოტოგრაფია

    ავანგარდი

    ავანგარდიზმი

    ავანგარდისტები

    ავანგარდისტული

    ავანზალი

    ავანლოჟა

    ავანპორტი

    ავანპოსტი

    ავანსი

    ავანსცენა

    ავანტაჟი

    ავანტიურა

    ავანტიურიზმი

    ავანტიურინი

    ავანტიურისტი

    ავარია

    ავგია

    ავგიტი

    ავგური

    ავგუსტი

    ავგუსტინი

    ავდიომეტრი

    ავენიდა

    ავენიუ

    ავერსი

    ავესტა

    ავთენტიკური

    ავია

    ავიაბაზა

    ავიაბომბი

    ავიადესანტი

    ავიამაგისტრალი

    ავიამოდელი

    ავიამოდელიზმი

    ავიამოდელისტი

    ავიამოტორი

    ავიასპორტი

    ავიატექნიკოსი

    ავიატორი

    ავიაფოსტა

    ავიაცია

    ავიაჰორიზონტი

    ავიეტი

    ავიზო

    ავისტა

    ავიტამინოზი

    ავლოსი

    ავოკადო

    ავრალი

    ავრორა

    ავრსი

    ავსტრალოპითეკი

    ავსტრალური

    ავსტრომარქსიზმი

    ავტარკია

    ავტო

    ავტო 1

    ავტო 2

    ავტო 3

    ავტობაზა

    ავტობანი

    ავტობიოგრაფია

    ავტობლოკირება

    ავტობუსი

    ავტოგამია

    ავტოგენეზი

    ავტოგენური

    ავტოგრავიურა

    ავტოგრაფი

    ავტოგრაფია

    ავტოდაფე

    ავტოდიდაქტი

    ავტოდრეზინა

    ავტოდრომი

    ავტოვაქცინა

    ავტოკარი

    ავტოკატალიზი

    ავტოკეფალია

    ავტოკლავი

    ავტოკოლონა

    ავტოკრატი

    ავტოკრატია

    ავტოლი

    ავტოლიზი

    ავტოლითოგრაფია

    ავტოლოგია

    ავტომატი

    ავტომატიზაცია

    ავტომატიზმი

    ავტომატიკა

    ავტომატური

    ავტომობილი

    ავტომობილიზმი

    ავტომობილისტი

    ავტომოტრისა

    ავტონიმი

    ავტონომია

    ავტონომისტი

    ავტონომიური

    ავტოპილოტი

    ავტოპლასტიკა

    ავტოპორტრეტი

    ავტოჟირი

    ავტორალი

    ავტორეფერატი

    ავტორი

    ავტორიზებული

    ავტორიტარული

    ავტორიტეტი

    ავტოროდეო

    ავტოსალონი

    ავტოსერვისი

    ავტოსეროთერაპია

    ავტოსტოპი

    ავტოსტრადა

    ავტოტიპი

    ავტოტიპია

    ავტოტომია

    ავტოტრანსპორტი

    ავტოტრანსფუზია

    ავტოტროპიზმი

    ავტოტროფული

    ავტოფსია

    ავტოქთონები

    ავტოქთონური

    ავტოქორები

    ავტოქრომი

    ავტოცისტერნა

    ავტოჰემოთერაპია

    ავუარი

    ავუნკულატი

    ავღანი

    აზარტი

    აზბესტი

    აზბესტიტი

    აზბოლითი

    აზბოპლასტიკები

    აზგარდი

    აზები

    აზილი

    აზიმუტი

    აზოტბაქტერი

    აზოტემია

    აზოტი

    აზოტიზაცია

    აზურიტი

    ათეიზმი

    ათეისტი

    ათენა

    ათერომა

    ათეროსკლეროზი

    ათეტოზი

    ათირეოზი

    ათლეტი

    ათლეტიზმი

    ათლეტიკა

    ათლეტური

    ათოლოგია

    აიაზმა

    აიათოლა

    აიანტები

    აიეტი

    აიმაკი

    აინშტაინიუმი

    აირანი

    აისბერგი

    აკადემია

    აკადემიადა

    აკადემიზმი

    აკადემიკოსი

    აკადემიური

    აკაჟუ

    აკარიციდები

    აკაროლოგია

    აკვაკულტურა

    აკვალანგი

    აკვალანგისტი

    აკვამარინი

    აკვამეტრია

    აკვანავტი

    აკვაპლანი

    აკვარელი

    აკვარელისტი

    აკვარიუმი

    აკვატინტა

    აკვატიპია

    აკვატორია

    აკვაფორტე

    აკვედუკი

    აკვიზიტორი

    აკინი

    აკლამაცია

    აკლიმატიზაცია

    აკმე

    აკმეიზმი

    აკოლადა

    აკომოდაცია

    აკომპანემენტი

    აკომპანიატორი

    აკომპანირება

    აკონიტუმი

    აკორდეონი

    აკორდეონისტი

    აკორდი

    აკორდული

    აკრედიტაცია

    აკრედიტება

    აკრედიტებული

    აკრედიტივი

    აკრი

    აკრიბია

    აკრიდინი

    აკრიქინი

    აკრობატი

    აკრობატიკა

    აკრობოლისტები

    აკროკეფალია

    აკროლეინი

    აკრომეგალია

    აკრონიმი

    აკროპეტალური

    აკროპოლისი

    აკროსტიქი

    აკროტერიუმი

    აკროცეფალია

    აკუზატივი

    აკუმულატორი

    აკუმულაცია

    აკუპუნქტურა

    აკურატული

    აკუსტიკა

    აკუსტიკოსი

    აკუშერი

    ალანტოისი

    ალარმისტი

    ალაჰი

    ალბა

    ალბატროსი

    ალბედო

    ალბედომეტრი

    ალბიგოელები

    ალბინიზმი

    ალბინოსი

    ალბიონი

    ალბიტი

    ალბიცია

    ალბომი

    ალბორადა

    ალბუმინი

    ალბუმინურია

    ალგებრა

    ალგოლი

    ალგოლოგია

    ალგონკინები

    ალგორითმი

    ალგრაფია

    ალდეჰიდი

    ალებარდა

    ალებასტრი

    ალეგორია

    ალეგრეტო

    ალეგრი

    ალეგრო

    ალევრიტი

    ალევროლითი

    ალეირომეტრი

    ალეირონული

    ალელები

  15. გაბრიელ ეპისკოპოსი (1825-1896)

     

    http://s60.radikal.ru/i170/0902/41/b0d7003c334d.jpg

     

    ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე. სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი.

     

    თბილისის სასულიერო სასწავლებლისა და სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1842 წელს, შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია.

     

    გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკასა და საღვთო სჯულს. 1851 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. ხუთი წლის შემდეგ ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი), მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად, შემდეგ გორის ეპისკოპოსად, მალევე ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ მოვალეობას გარდაცვალებამდე ასრულებდა.

     

    მეუფე გაბრიელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.

     

    1858 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ნ. დობროლუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე. ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული ქადაგებანი, რომელთა ორტომეული რამდენჯერმე გამოიცა ქართულ, აგრეთვე რუსულ და ინგლისურ ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. იყო ეროვნული და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, გაილაშქრა გ. მუხრანბატონის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა მცირე ერის ენის გაქრობის გარდუვალობას. თავდადებული იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

     

    მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. განისვენებს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

  16. ღირსი ეფთვიმე გაენათელი (1746-1822)

     

    http://s47.radikal.ru/i118/0902/bf/231642544198.jpg

     

    ერისკაცობაში შერვაშიძე. გაენათელი მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი, გურიის მთავრის, ქრისტეფორე შერვაშიძის ვაჟი.

     

    გაენათელი მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი, გურიის მთავრის, ქრისტეფორე შერვაშიძის ვაჟი. 12 წლამდე იზრდებოდა გურიაში, შემდეგ კი იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა იოსებმა ქუთაისში წაიყვანეს. 20 წლის განმავლობაში იგი ყველგან თან ახლდა მეფესა და კათოლიკოსს. დაახლოებით 1778 წელს მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. 1820 წლამდე გაენათის კათედრას განაგებდა მიტროპოლიტის ხარისხით. 1787 წელს ეფთვიმემ სრულიად განაახლა წმ. ნიკოლოზის ეკლესია გელათის მონასტრის კომპლექსში. იგი აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში. 1790 წელს იმერეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეფთვიმე თბილისში ჩავიდა და ცდილობდა ერეკლე მეორე საქართველოს გაერთიანების აუცილებლობაში დაერწმუნებინა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. 1801 წელს ქართლ-კახეთში მეფობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსეთის მტავრობამ იმერეთის სამეფო ტახტიც გააუქმა (1810). იმერეთის მეფე სოლომონ მეორე მთებში გაიხიზნა. წმიდა ეფთვიმეს შუამავლობითა და დიდი ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა სოლომონ მეორისა და რუსი გენერლის სვიმონოვიჩის ფერსათში პირისპირ შეხვედრა, რომელმაც რეალური შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელშიც სამღვდელოებაც აქტიურად მონაწილეობდა. 1820 წლის 4 მარტს გელათის მონასტერში შეიპყრეს მიტროპოლიტი ეფთვიმე, ამავე დროს შეიპყრეს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსიც. ორივე მღვდელმთავარს თავებზე ტომრები ჩამოაცვეს და მათრახების ცემით წაიყვანეს. ეფთვიმე ქალაქ ნოვგოროდში იმპერატორ ალექსანდრეს მიჰგვარეს, რომელსაც მღვდელმთავარმა ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის თავისუფლების წართმევაში. წმიდა ეფთვიმე გაგზავნეს ოლოვენცკის გუბერნიის სვირის მონასტერში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბატონიშვილებთან. ახერხებდა მიმოწერას ცნობილ სასულიერო მოღვაწე მღვდელ-მონაზონ იონა ხელაშვილთანაც. გარდაიცვალა სვირის მონასტერში. 2004 წელს წმიდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს.

  17. გაიოზ რექტორი (1746-1821)

     

    http://s45.radikal.ru/i108/0902/b6/c8b8d6bacac2.jpg

     

    მეცნიერი, პედაგოგი, ლიტერატორი, მთარგმნელი, დიპლომატი. არის ოთხასზე მეტი ორიგინალური და ნათარგმნი შრომის ავტორი.

     

    მეცნიერი, პედაგოგი, ლიტერატორი, მთარგმნელი, დიპლომატი.

     

    მკვლევართა აზრით, გვარად ბარათაშვილი ან თაყაშვილი იყო. თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი მასწავლებლები იყვნენ ანტონ I და ფილოსოფოსი ფილიპე ყაითმაზაშვილი. მონაწილეობდა ანტონ I-სა და ლევან ბატონიშვილის დიპლომატიურ მისიაში რუსეთში. 1772 წელს იქვე დარჩა და დაამთავრა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია. ერთხანს ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო სემინარიას.

     

    1882 წელს საზეიმოდ გაიხსნა თელავის სასულიერო სემინარია. ამ საქმის მოთავე და რექტორი იყო გაიოზი. მისი ქადაგებანი და გამოსვლები თბილისსა და თელავში მჭევრმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული. აქტიური მონაწილეობა მიიღო გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებასა და დადებაში. ამის შემდეგ რუსეთს გაემგზავრა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა, რუსეთის მეფის კარზე საქართველოს ინტერესებს იცავდა. იყო "ოსეთის სასულიერო კომისიის" წევრი და დიდი წვლილი შეიტანა ოსური დამწერლობის შექმნაში. შემდეგ მოზდოკის, სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი გახდა. 1908 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ასტრახანისა და სტავროპოლის მთავრეპისკოპოსი. გარდაიცვალა ასტრახანში.

     

    მართალია, გაიოზ რექტორმა სიცოცხლის დიდი ნაწილი უცხოეთში გაატარა, მაგრამ საქართველო მას არ დავიწყებია. ის არის ოთხასზე მეტი ორიგინალური და ნათარგმნი შრომის ავტორი. ერთ-ერთი ნათარგმნი წიგნის წინასიტყვაობაში წერს: "არა რაი არს ესრეთ ტკბილ, ვითარცა სიყვარული მამულისა". გაიოზისთვის გადაწერა, თარგმნა და ორიგინალური ნაწარმოების შექმნა ერთნაირად საპასუხიმგებლო საქმე იყო. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ხალხის განათლებას და მიაჩნდა, რომ ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ცდილობდა, ქართველებისათვის მიეწვდინა დასავლეთ ევროპისა და რუსული კულტურის სანიმუშო ძეგლები. არის ავტორი პირველი ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოსი, რომელიც ანტონ I-ის გრამატიკას მიჰყვება, მაგრამ ბევრ საკითხს აზუსტებს. მოზდოკში გამართა ქართული სტამბა, სადაც დაბეჭდა ანბანი, ლოცვანი, მოკლე საქრისტიანო სწავლა.

  18. ლაშა გიორგი IV (1192-1223)

     

    http://s48.radikal.ru/i120/0902/39/532922e1bdd3.jpg

     

    მეფე 1213 წლიდან. თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძე.

     

    მისი დაბადება დიდი ზეიმით აღნიშნეს. პაპის სახელი გიორგი დაარქვეს, მეორე სახელიც უწოდეს - ლაშა, რაც "ქვეყნის მანათობელს" ნიშნავს. 1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა ლაშა-გიორგი და იმ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. დედის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან განთავისუფლებას ცდილობდნენ.

     

    ლაშა-გიორგიმ საქართველოს ვასალის - განძის ათაბაგის წინააღმდეგ გაილაშქრა და ქალაქს ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა და კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. ასევე დაიმორჩილა გამდგარი ვასალები - ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები. ჭაბუკი მეფე 20-იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად ჯვაროსნული ლაშქრობისა და იერუსალიმის სელჩუკებისგან გასათავისუფლებლად ემზადებოდა, მაგრამ საქართველოს მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა.

     

    ისტორიული წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ.) ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რაინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთააღმწერელი) კი - უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს. გიორგი IV-ის პოლიტიკა და სწრაფვა თავი დაეღწია სამეფო კარისა და ეკლესიის მკაცრი დოგმებისაგან, დიდგვაროვანთა და ეკლესიის უკმაყოფილებას იწვევდა. ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებას, ღმერთთან ზიარების გზად კი ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ლაშა თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი. ეკლესიამ ამ ქალს დააშორა, მაგრამ გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს. დარჩა ერთი ვაჟი, დავითი, რომელიც ისტორიაში ულუ დავითის სახელით შევიდა.

     

    ბეთანიის ტაძრის კედლებმა შემოგვინახა ლაშა-გიორგის პორტრეტი.

  19. გურჯი ხათუნი (XIII საუკუნე)

     

    http://s41.radikal.ru/i094/0902/ef/6d0acb292e4d.jpg

     

    მეფე რუსუდანის უფროსი შვილი, დიდი თამარის შვილიშვილი. არზრუმის მფლობელის, თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინი (მუღისედინი) ასული.

     

    1236-37 წელს მიათხოვეს რუმის სულთანს ყიას ედ-დინ (ყაისდინ) ქეი ხუსრვე II-ს, იმ დროს თამარი 12-13 წლის უნდა ყოფილიყო. ქმარი იმდენად იყო მოხიბლული საცოლის "ქმნულკეთილობით", რომ დათანხმდა ქრისტიანად დარჩენილიყო და მღვდლებიც კი წაიყვანა საქართველოდან. ყაისდინს ისე შეუყვრდა ცოლი, რომ სახელმწიფო საქმეებიც გადაავიწყდა, მოფერებით გურჯი-ხათუნს და ჰანდე-ხათუნს (პირმომღიმარს) ეძახდა. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ უ ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკთა სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა. თამარს შეეძინა შვილი ალა ად-დინ ქაიკუბადი. თუმცა ცოლ-ქმრის ასეთი განუზომელი სიყვარული რუსუდანის ჩარევის შემდეგ დასრულდა. თამარსაც მაჰმადიანობა მიაღებინეს.

     

    1246 წელს, სულთნის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციის მიხედვით, სულთნის ქვრივი, გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ედ-დინ რუმთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა კონიაში პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურის მშვენებაა. ერზრუმში დღესაც დგას ჩიფთე მინარე (წყვილი მინარეთი), რომელიც გურჯი-ხათუნმა ააგებინა და ხელოვანთა თავშეყრის ადგილად აქცია.

×
×
  • შექმენი...