სანამ ზღვისპირა ქვიშაში ჩავიხრჩობოდი, წერილის დახატვა მოვასწარი. წერილში ეხატა: არასდროს აიფეთქოთ ტვინი ბატი-ბუტივით! ადამიანის თავში ტვინის მაგივრად პლანეტა ბრუნავს რა ეიFორიაა ყურსაცვამებში ექო ისმის ბოლდი თუ იტალიკი? აი ეს არის ამაოების მაძიებელი არსების კითხვა ჭეშმარიტება შრიფტში იბადება, ლემურებო! - inter spem et metum! - ჩაილაპარაკა მასწავლებელმა და ცარციანი თითები გაილოკა