-
პოსტები
5.769 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი asds
-
dariala გმადლობთ
-
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi ობიექტური რეალობა უნდა ვაღიაროთ, ამ ეტაპზე ამაზე უკეთესს ვერაფერს ვიზავთ. ისე კი ბაბუ არ გინდა საქართველოს მოსახლეობამ მშვიდნოანი განვითარების პირობებში იცხოვროს და სოციალური და ეკონომიკური განვითარების ბენეფიტებს ეღირსოს? თუ გირჩევნია ხალხი მშიერი ამოწყდეს და გადაგვარდეს, ოღონდ უნიტარული სახელმწიფოს აღდგენის ილუზორული შანსები შენარჩუნდეს? -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სადღეგრძელოებსა და ირეალურ/ილუზორულ სამყაროს როცა გაცდებით მერე გავაგრძელოთ საუბარი, თუ გვიანი არ იქნება რათქმაუნდა.. დღეს მზად არ ხართ. -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo შვეიცარია კონფედერაციაა არსობრივად.. მასე სამხრეთ კავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა ერქმევა ახალ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს თუ კონფედერაციული რესპუბლიკა არაფერი იცვლება. ასეც და ისეც თანაბარუფლებიანი სუბიექტების მიერ იქნება დაკომპლექტებული.. დასავლეთში ფედერალიზმშია კონფედერაციის იდეები ჩაქსოვილი, საქართველოში ცოტა სხვაგვარად გვესმის ფედერაცია და ამდენად ტერმინი კონფედერაცია უფრო მისაღები იქნება მხარეებისთვის ვგონებ.. მამენტ პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიის კონფედერაციულ რესპუბლოკასაც ეყოლება და ორპალატიანი პარლამენტიც ექნება ჩემი "პროექტის" მიხედვით, მერე რა? : ))) -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi რატომ? ან აქვს კი საქართველოს არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების რესურსი? საქართველო კვიპროსი არ არის და არც კვიპროსივით "ნაკლებმნიშვნელოვანი" გეოგრაფიული ადგილმდებარეობა გააჩნია, რომ ზესახელმწიფოებმა ათწლეულების მანძილზე დაუშვან კონფლიქტის ზონების შენარჩუება რეგიონში, მით უმეტეს, რომ გეოპოლიტიკური კონიუნქტურა დასავლეთს სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიებზე/მიმართულებებზე პირდაპირი (სამხედრო ინტერვენცია-რეჟიმის ცვლილება-ერაყის ანალოგი მარიონეტული კვაზი დემოკარტიული ახალი რეჟიმების იმპლემენტაცია) და ირიბი (რუსეთის მეშვეობით) კონტროლის (მკაცრი/სტაბილური კონტროლი) დაწესების ფორსირებას აიძულებს.. აღნიშნულიდან გამომდინარე არანაირი რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველომ სირაქლემის პოზიციაში გააგრძელოს ცხოვრება არ არსებობს და არ არსებობს თავად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გარანტიები. ან კონფედერაცია და დასავლეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ხანგრძლივი სტაბილურობა ყოფილი "საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის" და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ან სამხრეთ კავკასიის აფეთქება და ახალი პოლიტიკური რუქის ფორმირება, საქართველოს დეზინტეგრაციისა და მისი ტერიტორიების მეზობელი სახელმწიფოების კონტროლ ქვეშ გადასვლის ხარჯზე.. სხვა ვარიანტი თბილისს არ აქვს, არც ვაშინგტონს, ბრიუსელსა და მოსკოვს.. კონფედერაცია, შერიგების პროცესი, დევნილების სრულმასშტაბიანი დაბრუნება და მოსახლეობისა და ქვეყნისთვის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივის მიცემა ღალატი როგორ შეიძლება იყოს? რა ლოგიკით? 20 წელია საქართველო აგრესიული სეპარატიზმის პირობებში არსებობს, მაგრამ ვერანაირად ვერ გახდა სეპარატისტებისთვის მიმზიდველი, ვერც პოლიტიკურად, ვერც ეკონომიკურად.. ინტეგრაციული პროცესები მხლოდ თავისუფალმა საზოგადოებამ შეიძლება დააჩქაროს და ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა (თვისობრივ საქართველოს მოსახლეობაც) თავისუფლების/დამოუკიდებლობის მაქსიმალურ ხარისხსს და აღიარებას არ მიიღებს და არ დაიცლება სტერეოტიპებიგან, მანამდე რაიმე რეინტეგრაციულ პროცესებზე საუბარი შეუძლებელია.. კონფედერაციაც კი რომელზეც მე ვსაუბრობ და რომელიც სახელმწიფოებრიობის მაქსიმალურად მაღალ სტატუსს/ხარისხს აძლევს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, გარანტირებულად ადვილი განხორციელებადი პროექტი არ არის და მრავალწლიან მუშაობას საჭიროებს, არაუკანასკნელ რიგში საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის იდეოლოგიური შემზადების თვალსაზრისით.. ამ საკითხს ეხება ეს თემაც ძირითადში. საერთოდ დადგა დრო რომ ქართული საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს პრიორიტეტებში და ცალსახად განაცხადოს თუ რა არის მისთვის უმნიშვნელოვანესი - ადამიანის სიცოცხლე და ადმიანის უფლებები და თავისუფლებები თუ კრიმინალური რეჟიმის პროპაგანდა და რაღაც მითოლოგიური სახელმწიფო ინტერესები, რომელთაც კრიმინალური რეჟიმის ყოველი ახალი ბელადი ახალ ინტერპრეტაციას აძლევს.. საქართველოში ფსევდოპატრიოტიზმის ერა უნდა დამთავრდეს! -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo სვანური ენა უნდა იყოს რეგიონაური, მეგრული კი სახელმწიფო ენა რადგან მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ფლობს და საუბრობს მეგრულ ენაზე.. გარდა ამისა უნდა გვესმოდეს რომ ჩაყოლას ჩათრევა ჯობია და ვხედავთ რა რომ სამეგრელოში სეპარატისტული ტენდენციების გაღვივება რიგი ძალების ამოცანას წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მივმართოთ და სამეგრელოს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მივანიჭოთ საქართველოს ფედერაციის ფარგლებში..საქართვეოს ფედერაცია კი თავის მხრივ კონფედერაციის ერთ ერთი სუბიექტი იქნება.. მოკლედ თემა კომპლექსურია.. სამცხე ჯავახეთის ტერიტორიაზე შესაძლოა შეიქმნას ავტონომირი რესპუბლიკა, შესაძლოა შეიქმნას ავტონომიური ოლქი, ეს მოლაპარაკებების საქმეა, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში უნდა მიენიჭოს სომხურს რეგიონალური ენის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონსა და თბილისს შორის ურთიერთობების დეგრადაციას ვერ შევაჩერებთ.. შვეიცარია გაფარჩაკებულია შენი აზრით? ან გაერთიანებული სამეფო? შიშები და სტერეოტიპები უნდა დავძლიოთ თორე თანამედროვე სამყაროში ვერ შევაბიჯებთ.. ბოლო 20 წელი აბა რას აკეთებს? ჩემი ხედვა პირიქით ქართული საზოგადოების რეანიმირებას, დაპირისპირებული მხარეების რეკონსოლიდირებასა და თანამედროვე სამყაროში ინტეგრირებას ისახავს მიზნად.. -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo რათქმაუნდა. დევნილების სრულმასშტაბიანი დაბრუნება ვგონებ კონფედერაციის ოფიციალურად გაფირმებამდე შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს.. რათქმაუნდა. კონფედერაციის მთელ ტერიტორიაზე მინიმუმ 5 სახელმწიფო ენა იქნება და რამდენიმე რეგიონალური. სახემწიფო ენები 1. ქართული 2. ოსური 3. აფხაზური 4. მეგრული (სეპარატიზმის პრევენციის მიზნით) 5. რუსული (რუსული რადგან, რამდენადაც ვიცი ეს ენა სახელმწიფო ენის სტატუსით სარგებლობს ან ისარგებლებს სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში) რეგიონალური ენები 1. სვანური 2. სომხური 3. აზერბაიჯანული რათქმაუნდა. აქ ორი აზრი არ შეიძლება იყოს, დაუბრუნდებათ სახლები ან თუ სახლები ფიზიკურად აღარ არსებობს მიეცემათ შესაბამისი კომპენსაცია.. რითიც უნდათ იმით დასაქმდებიან.. ცალკე ქართველების და ცალკე ოსების ან აფხაზების დასაქმების პროგრამები ოფიციალურად ვერ იარსებებს.. მთავარია უსაფრთხოების გარანტიები, დანარჩენი ფედერალური და ადგილობრივი დასაქმების პროგრამების პრეროგატივა იქნება.. იმუშავებენ და იცოხვრებენ ცხინვალში, ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანების სამსახურში აყვანა ან სამსახურიდან დათხოვა სამართალდარღვევაა და ამდენად ნებისმიერ ასეთ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდეება.. მოკლედ ეხლაც ცხოვრობენ ცხინვალში ქართველები და მუშაობენ, ასე რომ ამ მხრივ განსაკუთრებულ სირთულეებს ადგილი არ ექნება.. მთავარია კომპლექსური სახე ქონდეს პროცესს რათა შედეგი თანაბრად მისაღები იყოს ყველა მხარისთვის.. -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
proletari კაი ეხლა პროლეტარ, მთლად ფანტასმაგორიულ წიაღსვლებშიც ნუწახვალ : ))) პირველ პოსტს თუ კარგად წაიკითხავ ბევრ საინტერესო მომენტს ნახავ და საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტალურ ინტერესსაც მამენტ.. -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
proletari უახლოესი წარსული.. ხო კაი, გავიშიფრე როგორც ჩანს, რათქმაუნდა კრემლის ზრაღვებს, ჩანაფიქრებს და ოცნებებს ვახმოვანებ.. ეტყობა ქართული ვერ ვისწავლე კარგად, სულ გამოსირდნენ ლუბიანკაზე ერთი ნორმალური ქართულის ლექტორი არ ყავთ თორე ფეესბეს გამოცდილ აგენტს ფირუმზე ვერ დამწვავდნენ წავალ თავს მოვიკლავ :huhu: -
ერთ რამეზე დაფიქრდით.. საქართველოში მზადდება საკანონმდებო ბაზა რომელიც საიდუმლო ციხეების არსებობას დააკანონებს.. ჩემი ინფორმაციით ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა 3 ობიექტი სადაც აშშ-ის სპეც-სმსახურების მიერ სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გატაცებულ ადამიანები ყავთ უკანონო პატიმრობაში.. ქართული სპეც-სამსახურები ახორციელებენ უკანონო პატიმრების დაკითხვას წამების გამოყენებით, მაგრამ საქართველოში განთავსებულ საიდუმლო ციხეებში ძირითადში ხდება არა დაკითხვა ინფორმაციის მოპოვების მიზნით, არამედ დაკითხვა მკვლელობის მიზნით, ანუ პატიმრებს წამებით კლავენ.. ერთი ასეთი ობიექტი ერთ ერთ ყოფილ სამხედრო აეროდრომის ტერიტორიზე მდებარეობს (მდებარეობდა ყოველ შემთხვევაში).. დანარჩენი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეთ და გაიგებთ.. სააკაშვილის რეჟიმმა როგორც ჩანს გადაწვიტა აშშ-ის სპეც-სამსახურების მოქმედების ტაქტიკის ათვისება, ანუ ადამიანების დაკავება-გატაცება "ეჭვის საფუძველზე".. საქართველოს პოლიციურ კვაზი სახელმწიფოდ ფორმირება კი დამაგვირგვინებელ ფაზაში შედის.. აღსანიშნავია რომ შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დანაშაულებები საქართველოს დისკრედიტირების, იზოლირებისა და ტერიტორიული რღვევის გამართლების ძირითადი მიზეზი გახდება.. პ.ს. წეღან ვუყურე დოკუმენტურ ფილს აშშ-ის საიდუმლო ციხეებზე და არაფერი თქვეს საქართველოზე.. ფარჩაკები ბლიად, არაფერი არ იციან ან საქართველოს ბოლო მომენტამდე ინახავენ.. რა იქნება ეს ბოლო მომენტი?
-
გიორგი68 კი!
-
akkai gendolf lasha_alo გმადლობთ
-
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
proletari იმიტომ არ შეუძლიათ რომ როგორც არ უნდა ააფორმონ ან გამოაფორმონ პიარშიკებმა საქართვეო, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კონფლიქტის ზონებად რჩება და ვიდრე ეს სეა არანაირი სერიოზული ინვესტორი ამ ტერიტორიებით არ დაინტერესდებიან.. პლუს ამას კონფედერაციის პირობებში სახელმწიფოებრიობი რეალურად მაღალი სტატუსი ექნებათ მაშინ როცა დრეს არაღიარებულ რესპუბლიკებს წარმოადგენენ და დიდი ალბათობით გაეროს აღიარებამდე მომდევნო ასი წელი ვერ მივლენ თუ საერთოდ მივლენ.. კოსოვო 40-ზე მეტმა წამყვამა სახემწიფომ აღიარა მაგრამ მაინც არაღიარებულად რჩება, რადგან გაეროს მიერ არ არის აღიარებული და შესაბამისად არც გაეროს წევრია.. მოკლედ ათასი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო იმისათუ რატომ აწყობს აფხაზეთს და სახრეთ ოსეთს კონფედერაცია და რატომ აწყობს იგივე საქართველოს.. ბოლო ბოლო ხალხი ადამიანურ ცხოვრებას იმსახურებს, ეს ომი და ნგრევა ყელშია ამოსული.. თუ კონფედერაციამდე მივედით დამერწუნე ყველაზე პატარა პრობლემა დოკუმეტაციის შემზადება იქნება.. იქამდე მივიდეთ ჯერ. -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
soxumski ვინ თქვა რომ რამე უნდა დათმო? მე იქ მიწერია რომ ქონებაც დაგიბრუნდებათ და კომპენსაციასაც მიიღებთ მინიმუმ 50 000 ევროს ოდენობით ასე ვთქვათ მორალური ზიანის გამო (მესის რომ თანხა მიზერულია, მაგრამ რეალურად მეტ თანხას საქართველო მომდევნო 100 წელი ვერ გადაიხდის).. თუ რიგი მიზეზების გამო სახლი ან სხვა ქონება აღარ არსებობს მაშინ ამ ქონების საბაზრო ღირებულებაც აგინაზღაურდებათ.. არავინ არაფერს არ თმობს, უფრო პირიქით.. proletari ახლა რუსეთმა რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისიაო თქვას მე საწინააღმდეგო ვამტკიცო? რაში მადარდებს რუსეთის ზრახვები, იმას ვწერ რასაც საჭიროდ მივიჩნევ.. ყველაფერი წერია ზედა პოსტებში, აღიარება და კონფედერაციის შესახებ დოკუმენტაციის ხელოწერა ერთდროულად ხდება.. ანუ ერთი შეთანხება მეორეს აზღვევს, მეორე მესამეს და ასე შემდეგ, ნებისმიერი წინასწარ შეთანმებული პუნქტის დარღვევა მთლიანად შეთანხმების დარღვევა იქნება და შესაბამისად ანულირდება ყველა ხელმოწერილი დოკუმენტი.. იურისტები განმარტავენ ეს როგორ არის შესაძლებელი.. არავინ არაფერზე უარს არ იტყვის თუ სერიოზულად მოვკიდეთ საქმეს ხელი.. გაიგეთ რომ აფხაზეთს და სახმრეთ ოსეთს ისევე ჭირდება მშვიდობიანი განვითAრება როგორც საქართველოს, ამის შანსი კი კონფედერაციაა.. -
უცხო_პლანეტელი მადლობა ყურადღებისთვის ---------------------- დაბ დღემ ჩაიარა ასე რომ კიდევ ერთხელ გმადლობთ ყურადღებისთვის და გთხოვთ ეს თემა დახუროთ
-
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვეფხვი აბა რა? როდემდე უნდა იცხოვროს არაადამიანურ და უპერსპექტივო პირობებში მოსახლეობამ? მერე და ტერიტორიები უკვე დაკარგა ვეფხვო საქართველომ, 2008 წლის 26 აგვისტოს ოფიციალურად, ასე რომ იმ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ რომელშიც ვართ და უნდა ვაღიაროთ რომ საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას შერიგება და მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა ჭირდება.. ეს არის მთავარი, რადგან ხალხია ქვეყანა და არა ქვეყანა ხალხი.. -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
soxumski რა უნდა გადაიფიქროს? ვინ უნდა გადაიფიქროს? საბავშვო ბაღზე ხომ არ ვსაუბრობთ ბოლო ბოლო? კონფედერაციამდე თუ მივედით გარანტად რუსეთი და ევროკავშირი გამოვლენ როგორც მინიმუმ და ეგენი გადააფიქრებნებენ ვინმეს რამეს? მერეა და კონფედერაცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის ინტრესშიც იმდენადვეა რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის, საკუთარი თავის მტრები ხომ არ არიან? სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და თვითგამორკვევის უკეთესი შანსი ვიდრე კონფედერაცია არც ცხინვალს აქვს და არც სოხუმს მამენტ და ეს ერთაგნაც იციან და მეორეგანაც.. თუ თბილისი ადეკვატური იქნება ცხინვალი და სოხუმი მოლაპარაკებებზე წამოვა და კონფედერაციაც შედგება.. დღეს მთავარია საზოგადოებაში დაიწყოს საკითხის განხილვა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში წლები გვაშორებს კონფედერაციის შექმნას.. რაც ადრე დავიწყებთ მით ადრე დავასრულებთ "დიდი შერიგების" პროცესს.. Siknadmo საქართველო დასუსტებული და გაუბედურებული იქნება ვიდრე მშვიდობიანი განვითარების გზას არ დაადგება. ეს გზა კი კონფედერაციაზე გადის.. -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo პირიქით კოლეგავ, მთავარი წერია პირველ პოსტში ვგონებ რადგან მთავრია რომ ქართულ საზოგადოებაში "მშვიდობიანი განვითარების-კონფედერაციის სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე" დაიწყოს დისკუსია, დეტალებზე კი კონფედერაციის თემაზე მოლაპარაკებებისას ჩამოყალიბდებიან მხარეები.. შენ მიერ დასმულ კითხვებზე კი პასუხი ასეთი შეიძლება იყოს.. საერთო (ფედერალურ იურისდიქციაში) იქნება საგარეო პოლიტიკა, ფინანსური პოლიტიკა და ვალუტა, ფედერალური სამართალდამცავი სტრუქტურები (ფედერალური პლიცია-ფედერალური უშიშროების სამსახური), საერთო იქნება თავდაცვითი პოლიტიკაც, თუმცა სამივე სუბიექტს საკუთარი შეიარარებული ძალები ეყოლება კონფედერაციული არმიის შემადგენლობაში, მმართველობა განხორციელდება ფედერალური ცენტრიდან. ბიუჯეტი იქნება ადგილობრივი და ფედერალური აქ რაიმე განსაკუთრებული არაფერია, აღმასრულებელი და საკანონმდებო ორგანოზებიც რაიმე განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭირეოებენ, იქნება კონფედერაციის ორპალატიანი პარლამენტი და კონფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლება რომელთა მიერ მიღებული კანონები და გადაწყვეტიებები გავრცელდება კონფედერაციის მთელ ტერიტორიაზე. ადგილობრივ პარლამენტებს კი მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე მოქმნდი კანონების მიღება გაუქმება შეეძლებათ.. მოკლედ გაერთიანებული სამეფოს მაგალითი მეთქი ხომ ვთქვი? ხოდა არა ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამე იქიდან გადმოვა.. რათქმაუნდა. კნფედერაცია თანაბარუფლებიანი სუბიექტებისგან შედეგაბა.. კონფედერაციის პოლიტიკური ცენტრი კი კონფედერაციის პოლიტიკური ცენტრი იქნება და არა საქართველოს.. საქართველოს ცენტრად თბილისი დარჩება ალბათ მაშინ როცა კონფედერაციის ცენტრი შესაძლოა მცხეთაში განთავსდეს ან სადმე სხვაგან, ეგ დეტალია.. ეს ყველაფერი ჩარჩო შეთახმების ნაწილი იქნება.. ჰაერზე კი არ ხდება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება.. დევნილების დაბრუნება შესაძლოა უფრო ადრეც დაიწყოს ვიდრე უშუალოდ კონფედერაცია გაფორმდება, სავარაუდოდ ასეც იქნება ამ მიმართულებით თუ წავედით.. უსაფრთხოებას კი ფედერალური პოლიცია დაიცავს რომელიც არც თბილისის დაქვემდებარებაში არ იქნება, არც ცხინვალის და არც სოხუმის.. კონფედერაციის დაქვემდებარებაში იქნება და მიუკერძოებელი ყველგან და ყველა სიტუაციაში.. ეს არაფერით გამყარებულიუ შიშებია.. არაღიარების პოლიტიკის წარმოების რესურსი საქართველოს არ აქვს, ასე რომ დროა მართლა სერიოზულად დაიწყოს სერიოზული თემების განხილვა.. -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
asds posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
http://wp.me/ySj7 სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება კონფედერაციული სახელმწიფოს “სანაცვლოდ” ვგონებ, სახელმწიფო საიდუმლოს არ გავამხელ თუ ვიტყვი, რომ საქართველო და საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკურ/ეკონომიკურ/სოციალურ ჩიხშია მოქცეული. ალბათ არც ის გახლავთ საიდუმლო, რომ საქართველოს ტერიტორიალური რღვევა, ეთნოკომპლიქტები და ქრონიკული პოლიტიკური არასტაბილურობა, სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესს შეუძლებელს ხდის, არადა მშვიდობიანი/სტაბილური განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკის რეანიმირება ფრაქტიკულად შეუძლებელია და შეუძლებელია მოსახლების უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც. ეს კი უდაოდ უმთავრესი ამოცანაა ამოცანათა შორის.. აღნიშნულიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არსებული შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი, კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა და კორუმპირებული საზგადოებრივ პოლიტიკური ელიტა საკუთარი "შინაარსიდან" გამომდინარე მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს, აუცილებლად მივიჩნევ ქართულ საზგადოებაში "კონფედერაციული სახელმწიფოს "სანაცვლოდ" სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების" თემის ირგვლივ დისკუსიის დაწყებას.. მიმაჩნია, რომ საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უმთავრეს წინაპირობას დაპირისპირებული მხარეების მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს.. აღნიშნულ შესაძლებლობას კი ოფიციალური თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს ფორმირების საკითხებზე კომპლექსური მოლაპარაკებების დაწყება იძლევა.. დარწმუნებული ვარ "სამხრეთ კავკასიის კონფედერაციული რესპუბლიკა" ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის სტრატეგიული ინტერესების რეალიზების იდეალურთან მიახლოვებულ შესაძლებლობას იძლევა და დარწმუნებული ვარ რომ ამ საკითხზე ქართულ საზოგადოებაში დისკუსიის დაწყება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობაში ანალოგიური პროცესის კატალიზატორი გახდება. ამდენად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კონფედერაციისა და მშვიდობიანი თანაცხვორების იდეის ირგვლივ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანება, ოფიციალურ ცხინვალსა და სოხუმს საქართველოს მოსახლეობის ირიბი მხარდაჭერისკენ უბიძგებს, რაც ერთის მხრივ შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის "ტყვეობიდან" საქართველოს გათავისუფლების პროცეს დააჩაქრებს, მეორეს მხრივ კი ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის შერიგების კარგი წინაპირობა გახდება.. რა ტიპის კონფედერაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, სად იქნება კონფედერაციის დედაქალაქი, რა ფუძემდებელ პრინციპებზე შედგება კონფედერაცია და როგორი იქნება "დიდი შერიგების" პროცესი, რათქმაუნდა ცალკე მნიშვნელოვანი დისკუსიის თემაა და იმედია ამ საკითხებსაც ადეკვატური ყურადღება მიექცევა. ჩემის მხრიდან რამდენიმე პოზიციას დავაფიქსირებს რომელთა ირგვლივ მხარეების შეთანხმება სავარაუდოდ "ადვილი" შესაძლებელი იქნება.. 1. ოფიციალრი თბილისი აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამუკიდებლობას. ცხინვალთან და სოხუმთან ფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. მხარეებს შორის იწყება დიპლომატიური ურთიერთბები. 2. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პარალელურად მხარეები ხელს აწერენ საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შესახებ დეკლარაციას. სამივე მხარე კონსტიტუციაში აფიქსირებს შესაბამის ცვლილებებს. 3. კონფედერაციის სავარაუდო მოდელი - გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი) 4. კონფედერაციის დატოვებაზე ცხადდება მორატორიუმი 15-25 წლის პერიოდით. 5. ოფიციალური თბილისი ხელს აწერს რუსეთის ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ შეთანხმებას. 6. მხარეები ახორციელებენ საკანონმდებო-კონსტიტუციური ბაზის ურთიერთშეწყობას. 7. კონფედერაციის ხელისუფება შეთანხმებას აფორმებს რუსეთის ფედერაციასთან კონფედერაციის ტერიტორიაზე (სამხრეთ ოსეთი-აფხაზეთი) რუსეთის სამხედრო ბაზების გარკვეული დროით დისლოკაციის შესახებ.. 8. მხარეები ხელს აწერენ დევნილთა დაბრუნების შესახებ შეთანხმებას. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ბრუნდება დევნილი ქართული მოსახლეობა, საქართველოში ბრუნდება 90-წლებში ქვეყნიდან განდევნილი ოსი ეროვნების მოსახლეობა.. დევნილი ოჯახები იღებენ კონპენსაციას მინიმუმ 50 000 ევროს ოდენობით ან ანალოგიური ღირებულების მატერიალურ ქონებას (მიწა, კომერციული ფართი, სხვა.. ) 9. კონფედერაციის სავარაუდო დედაქალაქი -- მცხეთა.. 10. კონფედერაციული სახლემწიფოს სახელი -- "სამხრეთ კავკასიის კონფედერაციული რესპუბლიკა" (საავტორო უფლებები დაცულია ) P.s. იმედს ვიტოვებ, რომ თემის ირგვლივ დისკუსია კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართება და ჩემი ინიციატივა თქვენს მხარდაჭერას ჰპოვებს. მით უფრო, რომ მხოლოდ ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრება იძლება ჩვენი ქვეყნების + მომავალში საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების რეალურ შესაძლებლობას. მშვიდობიანი განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე კი საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური მდგომა -
Nukriko ვახ მეთქი დაბ დღე აქვს ტო ვინმე ფორუმელ პუპუზას ) )
-
გილოცავ პუპუზ ყველაფერს კარგს გისურვებ ამ და ყველა სხვა ცხოვრებაში
-
ვეფხვი მადლობა, ღმერთმა გაგიმარჯოს ძმაო asesino_141 მადლობა ასასენო.. მადლობა და გასაუბრების ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ და ბოდიშსაც აქვე მოგიხდი, ჩემის მხრიდან შენდამი გამოჩენილი უხეშობისა და უტაქტობისთვის, ნუ რაც გინდა დაარქვი.. არ უნდა იყო ცუდი ადამიანი და პრინციპში საწყენია რომ ეს თითქოს ზრდასრული ხალხი ბავშვურ წაკინკლავებამდე მივედით... გაგიმარჯოს ღმერთმა ასი წელი.. მე შენზე წყენა არ მაქვს, ასე რომ იმედია სამწუხარო ინციდენტი ამოწურილია..
-
-
ესეც ჩემგან თქვენ.. რაღაც რაღაცებს უკეთესად მეც ვერ ვიტყოდი.. http://www.youtube.com/watch?v=F11JqLUBCfY&feature=rec-LGOUT-exp_fresh+div-1r-2-HM უკაცრავად, კლასიკა სხვა დროს იყოს, სხვისგან :018:
-
ტაშიი Ostap Nukriko გმადლობთ gruzian_ka განსაკუთრებული მადლობა განსაკუთრებულობისთვის kisa მადლობა კისა, კიდევ 100 წელი გვეცხოვროს და მოგვეშალოს ნერვები ერთმანეთისთვის, ნუ სხვებისთვისაც პრინციპში : ))) კარგად/ადამიანურად გვეცხოვროს მთავარია, ადამიანურ გარემოში : )) მადლობა ანგელოზის მოკითხვისთვის, მაგრათ არის მადლობა ღმერთს, მაგრათ არის და ჩვენს გვამხნევებს : ))) გაიხარე გაგიმარჯოთ ხალხო, ღმერთი თქვენსკენ