-
პოსტები
5.769 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი asds
-
Saturn არ შეიძლება ობიექტური რეალობის სრული ან თუნდაც ნაწილობრივი იგნორირება მარტო იმიტომ რომ კონფორმიზმის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარს, მოქმედება გეზარება ან არ იცი რა დაუპირისპირო ან როგორ გამოიყენო სასიკეთოდ არსებული სინამდვილე. არადა კონფორმისტებით გაივსო საქართველო და გონების განძრევა არ სურთ არა თუ ფიზიკის. ეს ერთ ერთი ძირითადი მიზეზია იმისა ალბათ რატომაც ფიქრობ რომ რუსეთს ქართულ საზოგადოებაში დასაყრდენი არ აქვს. ასე თუ ისე ვმოძრაობდი საქართველოს მასშტაბით და ვიცი რომ უხეშად რომ ვთქვათ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოების იდეის მინიმუმ ლატენტური მხარდამჭერებით არის სავსე ქვეყანა. ანუ ამ ადამიანების მცირედი "დამუშავების" პირობებში პროსუსულ - რუსეთის მიერ კონტროლირებად პოლიტიკურ ძალას ადამიანური რესურსის პრობლემა არ ექნება. რუსეთის პრობლემა ის იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, მათ შორის აგვისტოს მოვლენების დროს, რომ ფსევდო პოლიტიკურ ელიტაში არ ყავდა დასაყრდენი ძალა, რადგან ქართული პოლიტიკური სისტემა თავიდან ბოლომდე ვაშინგტონის ინტერესების სამსახურზე იყო გათვლილი. დღეს ვითარება კარდინალურად იცვლება და სადაც ძიძიკონსერვის წარმომადგენლები მიდიან პუტინთან საზიაროდ, იქ კიდევ რა ფარულ დინებებს აქვს ადგილი ღმერთმა იცის... ანზოროვნა და ნოღა მარტო არ არის რუსეთის დასაყრდენი საქართველოში და არ გამოვრიცხავ, რომ საქმე საქმეზე როცა მიდგება სულ სხვა ძალები წამოტივტივდნენ და ანზოროვნა გზის განაპირას აღმოჩნდეს ნოღაიდელის ბიჭთან ერთად. ვინაიდან მოსკოვი დასავლეთის მიერ კონტროლდება, ვინაიდან ვაშინგტონმა საქართველოს ბედის რუსეთზე მიბარება გადაწყვიტა და ვინაიდან ქართული პოლიტიკური სისტემა თავიდან ბოლომდე ვაშიინგტონის ინტერესების სამსახურზე იყო გათვლილი, იმიტომ არის თითქოს ტრადიციულად პროდასავლური ორიენტაციის "პარტიებიც" კი იცვლიან ფერსა და ზნეს და კარგად ხედავ რაოდენ კეთილგანწყობილები ჩანან რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და პრინციპში საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ალბათობისადმი. ვინ რას როგორ შენიღბავს და ერთსა და იმავე ფაქტს რა მნიშვნელობას მიანიჭებს სხვა თემაა, მაგრამ საქართველო რუსეთის ორბიტას უბრუნდება და ეს არის ფაქტი. ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა ამ ყვეაფერში კი ის არის, რომ ვიღაც ერთუჯრედიანი ფსევდო პოლიტიკოსები და პრინციპში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც ფიქრობს რომ დღეს და დღევანდელ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით ქვეყანა მოიგებს, მაგამ ცდებიან. ცდებიან კი არა დანაშაულს ჩადიან ასეთი დასკვნების შესაბამისად მოქმედებით. დანაშაულს ჩადიან, რადგან რუსეთი საქართველოს კიდევ უფრო დაშლის და დაასუსტებს და ამის 110%-იან გარანტიას ვიძლევი. ეს ფაქტორი რატომღაც აღარ არის საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრისთვის მნიშვნელოვანი თემა.. მოკლედ რუსეთი დღეს მზად არის საქართველოში რეჟიმის შეცვლის ოპერაციისთვის და მზად არის საქართველოს ტერიტორიები საკუთარი შეხედულებებისამებრ განკარგოს. აქ რათქმაუნდა ორ ფრონტზე (რუსეთი vs საქართველო -- სომხეთი vs საქართველო) ომსაც ვგულისხმობ .. ესეთია რეალობა. არ ვარ დარწმუნებული რომ "რეჟიმის შეცვლის" ოპერაცია და ომი მიმდინარე წელს დაიწყება, მაგრამ ვითარება ისეთია რომ ამის გამორიცხვა ნამდვილად არ შეიძლება... სურვილის შემთხვევაში ზუსტად იმას გააკეთებდა ვაშინგტონი რაც "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს გააკეთა. მაშინაც იანუკოვიჩმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები რამდენადაც მახსოვს..
-
Saturn ეგრე ბანალურად ნუ მიუდგები საკითხს სატურნ. სააკაშვილის მოშორება კი ადვილია რუსეთისთვის და სამხედრო ძალაც საკმარისი აქვს ამისთვის, მაგრამ ერთია ქვეყნის ოკუპირება და მეორე მისი კონტროლი. კონტროლი რომ შეძლოს ამისთვის დასაყრდენი უნდა ქონდეს ადგილზე, რაც აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთს არ ქონდა. 2008 წლის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა და დღეს ამ საყრდენის - მეხუთე კოლონს შემზადება, რომ ჰიპერაქტიული ტემპებით მიმდინარეობს თავადაც ხედავ, დღე არ გავა მოსკოვში რომელიმე პოლიტიკანი არ ჩავიდეს და პუტინს ფეხები არ აულოკოს. ასე რომ სწორედ ამ საყრდენის არარსებობის გამო დატოვეს და ისიც დროებით სააკაშვილი ხელისუფლებაში და არა იმიტომ რომ ვაშინგტონმა და ან მაიას ტომის ინდიელებმა შეაჩერეს რუსეთი. პლუს ამას ჩემი აზრით აგვისტოს ომის ძირითადი მიზეზი სწორედ ის იყო რომ მოსკოვს საბოლოოდ უარი ეთქვა დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ პოლუსად ფორმირებაზე და დასავლეთში "გაწევრიანების" შემდეგ და შედეგად იმავე დასავლეთის მხარდაჭერით მოეხდინა პოსტ საბჭოთა სივრცეზე ახალი ზესახელმწიფოს ფორმირება, რომელიც რეალურად დასავლეთის შემადგენელი ნაწილი და ინტერესების გამტარებელი იქნებოდა, თუმცა საკუთარი თავის პოზიციონირებას დამოუკიდებელ პოლუსად მოახდენდა.. ეს არ ხდება ზუსტად? ქვეყნებს ერთი მეორის მიყოლებით აბაებენ რუსეთს .. რატომ მისცეს რუსეთს უკრაინა? არ მითხრათ უკრაინას მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა და პოტენციალი არ აქვს : ))
-
Saturn ოხ. აგაშენა ღმრთმა ბატონო.. იგივეს ვამბობ ოღონდ უფრო კონკრეტული ვარ ჩემს მსჯელობაში. რათქმაუნდა დასავლეთი სრულიად აკონტროლებს რუსეთს და რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და ფინანსური ელიტა დასავლეთის სამყაროს მსახურია ისევე როგორც რუსეთი, თორემ არავინ მოსკოვს გაბლატავების საშუალებას არ მისცემდა .. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში დახარჯული ყოველი ასი რუბლიდან სულ ცოტა 70 რუბლი დასავლეთის ჯიბეში მიდის.. ასე რომ სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა გადადგას საქართვეომ ნაბიჯები და იმის ილუზიები არ უნდა ქონდეს, რომ დასავლეთი მას რუსეთისგან დაიცავს.. არაფერს დასავლეთი საქართველოსთვის აღარ გააკეთებს, რადგან რაც გააკეთა ის ვერ შეირგო და გამოიყენა ქართულმა საზოგადოებამ და დღეის მდგომარეობით გარანტია იმისა რომ ახალ დახმარებასა და შანსს საქართველო ადეკვატურად შეაფასებს და გამოიყენებს არ არსებობს. ანუ თუ საქართველო სტაბილური პარტნიორის იმიჯის დაბრუნებას-შექმნას და გამტკიცებას ვერ შეძლებს, რაც დღეის მდგომარეობით შეუძლებელი არა მაგრამ სადღაც დაახლოებით ამ კატეგორიის ამოცანას წარმოადგენს, დასავლეთი საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოდ აღარ განიხილავს.. უფრო კონკრეტულად კი საერთოდ აღარ განიხილავს სახელმწიფოდ. ამიტომ არის რომ წინ მოიწევს რუსეთი, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში "წესრიგის" დამყარება დაავალა ვაშინგტონმა - დასავლეთმა.
-
lasha_alo რუსეთი რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისამებრ არ მოქმედებსდეს მაშინ მოსკოვი დიდი ხნის წინ მიყიდიდა ირანს S-300 კლასის საზენიტო კომპლექსებს, Su-27 ტიპის მოდერნიზებულ გზაგადამჭრელ გამანადგურებლებს, Mig-29 M გამანადგურებლებს, სხვადასხვა დანიშნულების ფრთოსან რაკეტებს და სხვა თანამედროვე სამხედრო ტექნიკას, რაზეც იხვეწება თეირანი და რაზეც ხშირ შემთხვევაში კონტრაქტიც კი აქვს მოსკოვთან გაფორმებული, რომელის მოსკოვის მიერ არ სრულდება. რატომ? თუ მოსკოვი ვაშინგტონს მტრად-პოტენციურ მოწინააღმდეგედ განიხილავს, რატომ არ აძლიერებს ირანს, რომელიც მზად არის მილიარდები დახარჯოს თანამედროვე იარაღის შესაძენად? გარდა ამისა თუ რუსეთი დამოუკიდებელი პოლუსია და დასავლეთის მიერ არ იმართება რატომ დაუშვა მოსკოვმა ავღანეთზე გამიზნული აშშ-ის სამხედრო ტვირთების საკუთარ ტერიტორიაზე გატარება? ეს არის სუვერენიტეტის მაჩვენებელი? რატომ არის რუსეთი აშშ-ის ერთ ერთი უმსხვილესი კრედიტორი და ინვესტორი? რატომ მიყიდა საფრანგეთმა მისტრალი რუსეთს და რატომ ხდება რუსეთის გაძლიერება თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით? ბოლოს და ბოლოს აღშფოთება შეშფოთების იქით რატო არ გადადგა ნაბიჯი დასავლეთმა აგვისტოს ომის შემდეგ? იმიტომ რომ ყველაფერი რასაც რუსეთი აკეთებს გამომდინარეობს დასავლეთის სამყაროს გეოპოლიტიკური ინტერესიდან, რომლის წევრი თავად რუსეთიც გახდა საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ. მხარეებს შორის თითქოსდა არსებული დაპირისპირება კი სხვა არაფერია თუ არა დიდი გეოპოლიტიკური აფიორა რათა მსოფლიოს შეცდომაში შეყვანა და დაყავი და იბატონეს პრინციპის შესაბამისად დასავლეთის სამყაროს დომინირება შენარჩუნდეს პლანეტაზე. ჩინეთის წინააღმდეგ რომ არის მიმართული დასავეთის სამყაროს პრაქტიკულად ყველა გეოპოლიტიკური ნაბიჯი ესეც ცალსახაა, დაწყებული გლობალრი დათბობასთან თითქოს ადამიანის საქმიანობის კავშირითა და დასრულებული ირანის მომავალი ოკუპაციით .. საქართველომ როგორღაც ხელახლა უნდა დააინტერესოს დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა, რომ მისი ტერიტორიების შენარჩუნება გახდეს შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო როგორც სახელმწიფო არსებობას შეწყვიტავს.. უახლოსი ისტორია გვაჩვენებს მოკლედ .. მოიწევს რადგან ვაშინგტონმა სომხეთზე დადო ფსონი და საქართველო დაიკიდა ..
-
ხალხი არ ხართ ტო არ გეძინებათ არაფერი და რამე ღამის თემა გახსენით თქვენ გაზრდა გახარებას.. არ შეიძლება ამდენი პოლიტიკა http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
-
ვუერთდები მოთხოვნას! გადადექით! განყოფილება დახურეთ! გახსენით განყოფილება ეი-ეს-დი-ეს-ის ფიქრები რევოლციონერი ვიქნები! სპეშალი Fორ მი ჯიაგარ! ესეც პოსტი ნომერი 1459 კიდევ ერთიც და ხვალინდელი ქეიფიზა დევიწყებ მზადებას http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
-
იყოს არსენალში ჩემი თემაც ჯეკ.. არაფერი დაშავდების ამით ..
-
ეს თემა აპინეთ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif მაინც უკვდავია, უკვდავი სირობის საიდომლოდ გენიალურ სირბანჯო ავტორთან ერთად http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif ისე კი უმკურნალეთ მაგ წიგნის დამწერს რამე თუ შეიძლება საშიშI იყოს საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის, თორემა ჯამრთელი ადამიანი ეგეთ საზიზღრობას ღადავის ჰამბავშიც ვერ დაწერდა ..უგზო უკვლოდ დაბოლილიც რომ ყოფილიყო .. ფაიზაღს ვუბნობ ჩქიმ დედაია http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
-
რამე ხიფათს არ გადაეყარო ბაბუ.. სასამართლო ხო მაინც უნდა ქონდეთ ასე თუ ისე ნორმალური მაგ შიზიკებს.. ვითომ ჩეხეთიო, პრაღაო ესაო ისაო და დემოკრატიაზე და დონობაზე აქვთ პრეტენზია და რავიცი რამ გადარიათ.. კაროჩე სიბნელე რულამს რა.. მესამე მსოფლიო ომი და ბირთვული ჰოლოკოსტი ჭირდება კაცობრიობას გონზე მოსვლისთვის .. როგორიც არის ისეთი არსებობას არ იმსახურებს ..
-
ჩვენი ბებიების და ბაბუების გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა კაცო და ჩვენი გამარჯვება რომ არის ეს თუ გვემახსოვრება კარგად და ისიც თუ არ დაგვავიწყდება რა გაკვეთილები დატოვა ფაშიზმმა, მაშინ სულ ცოტა ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით ვიდრე ვართ.. სამწუხაროდ ბევრს ეს არ ესმის ...
-
FRIDRIX რას ქვია არაფერია ადამიანო? მადაგასკარზე რომ არ ცხოვრობ თუნდაც ან საერთოდ რომ არსებობ ეს ცოტაა? რომ არა ჩვენი წინაპრების ბრძოლა შენ იარსებებდი ეხლა? ან მე ან ნებისმიერი სხვა? წინაპრების ხსოვნას ვცეთ პატივი. პაპაჩემი რუსული და ამერიკული ფაშიზმისთვის არ იბრძოდა. საკუთარ ოჯახს, საკუთარ სამშობლოს იცავდა და გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ დებდა თავს..
-
aiv ჩვენმა წინაპრებმა ხომ იომეს? ხოდა ჩვენიც არის ეს გამარჯვება. გერმანია დამარცხდა მართალია, ფაშისტური გერმანია ოღონდ და არა დემოკრატიის ოაზისი, რომელსაც ეხლა გავს : ))) ფაშიზმი როგორც იდეოლოგია რათქმაუნდა არსებობს და იარსებებს სამწუხაროდ, მაგრამ ეგ უკვე სხვა ისტორიაა..
-
ამ თემაშიც ულოცავ ვეტერანებს და საქართველოს ფაშიზმზე გამარჯვებას. უკვე 9 მაისია ... 65 წლის წინ ამ დროს ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულებული იყო. კიდევ 2 კვირა მიმდინარეობდა ბრძოლები მაგრამ ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გვიან საღამოს, ბერლინის დროით სადღაც 23 საათის მიდამოებში, ხოლო თბილისის დროით 9 მაისის დილის 2-3 საათის მიდამოებში დასრულდა, როცა მესამე რაიხის წარმომადგენლებმა კაპიტულაციის აქტს მოაწერეს ხელი. გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვებას ჯიგარსნებო. მისალოცი ჰამბავია მე რომ მკითხო .. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
-
ევროპის სიღრმეში რომ გადახვიდე ბაბუ არ გამოდის? საფრანგეთში ან ინგლისში? იქაც არ არის სამოთხე მაგრამ ადამიანის უფლებები ასე თუ ისე ვგონებ დაცული უნდა იყოს .. შვედეთში ყველაზე მაგარი პონტია სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების კუთხით რამდენადაც ვიცი, იქნებ იქით გეფიქრა? ეგ არის ჩეხეთში რომ გაქვს თავშესაფარი მიღებული ამან შეიძლება შეგაფერხოს .. რავიცი მოკლედ ..
-
ტატასტროფას ქონდა თემა 9 მაისზე სადაც საზოგადოებამ ზოგადად გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება 9 მაისის თარიღისადმი. ამ თემაში თარიღზე მხოლოდ არ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, უფრო სწორედ თარიღზე საერთოდ არ გავამახვილებ ყურადღებას და პირდაპირ ფაშიზმზე გამარჯვებას მოგილოცავთ. ალბათ მართალი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ყველა ჩვენგანის ოჯახს შეეხო მეორე მსოფლიო ომი და ჩვენი ბებიებისა და პაპების თაობამ საკუთარი სიცოცხლისა და ჯამრთელობის ფასად გადაგვარჩინა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები სულ ცოტა მადაგასკარზე გადასახლებას - ცხოვრებას. რაც იყო კიდეც (რამდენადაც ვიცი) გათვლილი "ბარბაროსას" გეგმით და რაც არ აგვცდებოდა მესამე რაიხის მიერ საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში. მოკლედ ფაშიზმი რომ ცუდია ვიცით და ვინ გაიმარჯვა ამ ფაშიზმზე ეგეც. ასე რომ გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვებას! ყველა იმ ღირსეული ჩვენი წინაპრის ხსოვნა იყოს რომელთაც სიცოცხლის ფასად შეუნარჩუნეს კაცობრიობას გადარჩენის შანსი. ვინც ცოცხლად გვყავს ვეტერანებიდან და ღმერთმა გაუმარჯოთ. იმედია არ ნანობენ ჩვენი თაობის შემხედვარე ფაშისტური გერმანიის დამარცხებას .. და ბოლოს.. არ უნდა მიეცეს რუსეთს გამარჯვების "პრივატიზების" შესაძლებლობა. მეორე მსოფლიო ომი ჩვენც მოვიგეთ! ფაშიზმზე გამარჯვება საქართველომაც უნდა იზეიმოს! გილოცავთ! http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif მიულოცეთ ვეტერანებს მეგობრებო http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
-
Siknadmo ბედნიერი კაცი ხარ ძმაუ და ღმრთმაც გაგიმარჯოს http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif პახმელია ვიცი კი არა და მე ვიცი თუ ვიცი მაი ჰამბავი...ლაით ფორმებში 24 საათი ვკვდები, ტრადიციულად კიდო 48 საათი ცალი ფეხით იქითა ვარ ხოლმე აბა რძეს რომ დალევ პახმელიაზე მთლად კარგად ვერ უნდა იყო მასტი : )))) არადა მამენტ გაასწორა http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif
-
ეგ კი არა და პახმელიაზე კარგად ჩაციებული რძე თუ დაგილევიათ? ერთხელ ცადეთ როგორმე
-
'კრემლი ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს იბრუნებს, დასავლეთი თანახმაა'
asds replied to Grig's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პირველი პოსტის ლოგიკას ნამდვილად ვხედავ, მაგრამ სტატიის ავტორს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - ალბათობა აქვს იგნორირებული რაც საერთოდ ჯამში სტატიის მკითხველს არასწორი დასკვნების გაკეთებისკენ და რუსეთის როგორც ზე სახელმწიფოდ აღმოცენების ილუზიისკენ უბიძგებს. რეალურად კი რუსეთი არაფერია თუ არა ვაშინგტონის მარიონეტი. მარიონეტი, რომელიც დასავლეთს ჭირდება იმისთვის რომ 15-20 წელიწადში მსოფლიოს სავარაუდოდ ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს, ჩინეთის ნეიტრალიზება შეძლოს.. ეს არის დასავლეთის გეოპოლიტიკის ქვაკუთხედი და ძირითადი ამოსავალი წერტილი. რუსეთს რაც შეეხება და ის უბრალოდ დასავლეთის ნაწილი გახდა, რომელსაც საკუთარი ამბიციები შეიძლება გააჩნია კიდეც თუმცა ეს ამბიციები ყოველთვის დასავლეთის სამყაროს გეოპოლიტიკასთან იქნება თანხვედრაში. სხვა შემთხვევაში რუსეთი როგორც სახელმწიფო უბრალოდ არსებობას შეწყვიტავს. მოსკოვში კი ეს კარგად ესმით. ესე მარტივად არის საქმე მეგობრებო.. ვაშინგტონი და მოსკოვი "კარგი პოლიციელი - ცუდი პოლიციელის" ტაქტიკის გამოყენებით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოების დაბოლებას და ჯერ ჯერობით ეს გამოსდით კიდეც .. ------------ აგერ ამ თემაზე დაწერილ ამ პატარა პუბლიკაციას გადახედეთ და სხვა პუბლიკაციებსაც იქვე ახლოს თუ არ დაგეზაროთ.. რუსეთი არა ზღარბის სალათა ტო .. რეებსაა რომ უბნობთ? დიდი გეოპოლიტიკური აფიორა -
Siknadmo აგაშენა ღმერთმა შე კაცო.. ბოღმა და ბროტება ჩევნგან შორს ხოდა ესე ადეკვატურად რომ უყურებდეს ხალხი ერთმანეთს და ძალიან კრიტიკულ ან მტკივნეულ საკითხებსაც ბოღმა ბოროტების გარეშე განიხილავდნენ პრინციპში ცუდი არ იქნებოდა.. გულიაშვილი და ვიღაც სირბანჯოები რომ ხალხს თავებს დაამტვრევენ და მართლმადიდებლობას ვიცავდითო იტყვიან მართლა მართლმადიდებლებში და ძალიან რელიგიურ ადამიანებშიც პროტესტს გამოიწვევს ეს ყველაფერი არა თუ არარელიგიურ ან ხვა რელიგიის მიმდევარ უმცირესობაში .. არადა როგორც ვფიქრობ უეჭველი სოდი კურირებს მაგ მმკ-ელების ბრიგადას, გულიაშვილი რომ კუდის გარეშე ფეხს არ/ვერ გადადგავს ამასაც პრინციპში ვფიქრობ და თქვენ იფიქრეთ ხალხო რომ იქნებ შეგნებულადაც ხდება ეს ყველაფერი რომ მართლმადიდებლობის დისკრედიტირება მოხდეს.. პლუს ეს მუხტე ამბავი და ხალხის დაბოლება თავისთავად .. dariala უეჭველს უბნობ მამენტ .. ღირდა ეხლა მაგ წიგნის გამო ამხელა ალიაქოთი და თავების მტვრევა? ალბათ არა.. მაგრამ იმ უნივერსიტეტში პრეზენტაცია ზუსტად იმიტომ გაიმართა რომ ამას ხმაური მოყოლოდა და არა იმიტომ რომ თევსაძე მაგ წიიგნის ავტორის პირველი თაყვანისმცემელია.. იტოგში მახეს მახეზე აგებენ რა და საზოგადებაც ერთი მეორის მიყოლებით ამ მახეში ებმევა .. მხოლოდ საკუთარ დედაზე მოსდის ალბათ თორე ქუჩაში არ გაივლებოდა მაგისთვის : ))) პალატა № 5-ის კლიენტია მასტი ..
-
Siknadmo კარგი ახლა მისონერული დვიჟენიები არ იყოს http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif მე ათეისტი ვარ იმიტომ კი არა რომ ასე ადვილია, იმიტომ რომ ასე მჯერა თორე ასე უფრო ძნელია დამიჯერე, უფრო კონკრეტულად კიდო რა ვქნა ძმაო ღმერთის არსებობის არ მჯერა და თავს ყალბი ილუზიებითა და რაღაც ღვთიური ჩარევის იმედებით არ ვიმშვიდებ .. ყველა ადამიანები ვართ და ვინძლო არ ვარ მართალი ათეისტობის ჰამბავში და იქ არ დამხვდება ღმერთი? ხოდა იმას გავცემ პასუხს და მოვთხოვ კიდეც მოსათხოვს ისე კიდო ძმაო ვინმე ჩემი კარგი ნაცნობი იქნებ გამონახო სადმე და გეტყვის ალბათ რომა ბოლო თეთრს არ დავინანებ სიკეთის გაკეთების ამბავში, უპუროდ დავრჩები და პურს უფრო მეტად ვისაც ჭირდება იმას მივცემ, თავს დავდებ რომ სხვისი თავი გადავარჩინო, მაგრამ ამას ჩემი შინაგანი ათეისტური სამყაროს ჰამბავში ვაკეთებდი და ვაკეთებ და არა იმიტომ რომ სადმე ვინმემ დამიფასოს და მადლობებთან ერთად სამოთხეშიც ამოვყო თავი, სადაც მამენტ პლანის პლანტაციებია თურმე და ცეცხლის პრობლემა იტოგში ათეისტები საერთოდ ცალკე ფენომენი ვართ .. მოგვბაძეთ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
-
უცხო_პლანეტელი ეგრე ვწერდი და ჩავასწორე http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif ღმერთმა არ მიწყინოსთქვა
-
უცხო_პლანეტელი მეც სადღაც დაახლოებით ანალოგიურ აზრზე ვარ თორე რეფორმების საჭIროება არ არისო როგორ უნდა თქვა ეკლესიაზე, რომელიც თითქოს ერთ ერთი უმთავრესი სოციალური ინსტიტუტია .. რავიცი ტო საზოგადოებას ჭირდება გაუმჯობესება-გამოღვიძება, ქვეყანას ხო ჭირდება და ჭირდება მოდერნიზება და არა მგონია ეკლესია ცალკე უნდა იდგეს და 1500 წლის წინანდელი დოგმებით ხელმძღვანელობდეს და მოძღვრავდეს საზოგადოებას ...
-
Siknadmo თეოლოგი არ ვარ მეთქი აკი ვთქვი და რა გასაკვირია რომ არ ვიცოდე რა მისტიური დანიშნულება აქვს ეკლესიას თუ აქვს ესეთი დანიშნულება საერთოდ .. მე ის ვიცი რომ ანგლიკანური ეკლესია და ლუთერანული ეკლესია მხოლოდ დაიხვეწა და გაუმჯობესდა რომთან დაშორებისა თვითმოდერნიზების შედეგად .. ნახე დღეს რა ჰამბებია კათოლიკურ ეკლესიაში და რა ხდება პროტესტანტებში .. აი ამაზე ვსაუბრობ. მართლმადიდებლობა ტრადიციული გაგებით როგორც მას მე ვხედავ გუშინდელი დღეა და პრინციპში ქართულ სახელმწიფოს აღარ ჭირდება, მოდერნიზებული მართლმადიდებლობა - პროტესტანტული მართლმადიდებლობა თუ გნბავთ შეიძლება იყოს საზოგადოებისა და ქვეყნის მოდერნიზებისა და განვითარების ერთ ერთი ფუნდამენტალური მნიშვნელობის საყრდენი წერტილი. ბოლოს და ბოლოს ძმაო მუხლებამდე წვერებიანი მამაობის დანახვა არ მსიამოვნებს ტო. იმენნა არ მსიამოვნებს კაბაში ჩაცმულ და 5 კილოგრამიანი ჯვრითა და მუხლებამდე წვერებით დამშვენებულ ადამიანს რომ ვხდავ რომელმაც თურმე მე მორალი და ზნეობა უნდა მასწავლოს : ))) თუნდაც ამიტომ არის რეფორმირება საჭირო და თუნდაც იმიტომ რომ ადამიანი რომ მივიდეს მამაოსთან და გულახდილად ესაუბროს ან რამე მოინანიოს 1 თვე უნდა იშიმშილოს .. ეს არის რელიგია და რწმენა? კიდევ კარგი ათეისტი ვარ .. ძველი ბიჭი მამაოებზე აღარაფერს ვამბობ, ეგეთი ახლობლებიც მყავს : )))
-
aiv თუ ეკლესიის რეფორმირება არ დაიწყო ან დასრულდება ან არა .. ფანატიკოსები აკლდა საქართველოს და აგერ ბატონო ..
-
Siknadmo ხო ვამბობ მე თქვენსკენ და თქვენ კიდო ეშმაკებისკენ რა .. ეხლა თეოლოგიურ დისკუსში ვერ შემოვალ ჩემი სფერო არ არის მაგრამ ერთ მარტივ რამეს კი ვიტყვი რომა .. ჩემის ღრმა რწმენით ე.წ. მრევლის უმრავლესობა ყველაფერია მართლმადიდებლის გარდა. ე.წ. მრევლის უმრავლესობამ მართლმადიდებელი ეკლესიის, ქრისტიანობის როგორც ერთ ერთი დომინანტი რელიგიის ისტორია კი არა ყველაზე "ცნობილი" დღესასწაულების შინაარსი და რაობა არ იცის. ე.წ. მართლმადიდებლების უმრავლესობა არ აღიარებს ტოლერანტობას, კაცთმოყვარეობასა და მიმტევებლობას, როგორც ღირებულებას. ე.წ. მართლმადიდებების უმრავლესობა საერთოდ არ აღარებს მართლმადიდებობას რაიმე ღირებულებად და მხოლოდ მერკანტილური - არაადეკვატური ინტერესი ამოძრავებს ეკლესიაში მისვლას. ამ ჩაონათვალს გავაგრძელებ დაუსრულებლად. ვარანცოვზე წმინდა ნიკილოზის ეკლესიის ეზოში გავიზარდე და დამიჯერე ბევრმა არ იცის მრევლის შინაარსი და რაობა ჩემზე მეტად, მაგრამ არის რომ ვინმე გამგები? ანდა ასეთი ე.წ. "მართლმადიდებლების" სიჭარბე მრევლში რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი რათქმაუნდა ღირსეული ადამიანია არ მეტყველებს იმაზე რომ ეკლესიას მოდერნიზება ჭირდება? ბოლო ბოლო დაშორდეს ეკლესია დოგმებს რა დაშავდება ამით? გახდეს პროტესტანტული მართლმადიდებლური ეკლესია. რა პრობლემაა? თუ უფრო მეტ პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე არა მგონია ღმერთმა ეს ცოდვაში ჩაუთვალოს ვინმეს.