Jump to content
Planeta.Ge

asds

პლანეტელი
  • პოსტები

    5.769
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი asds

  1. asesino_141 მე როგორც სამხრეთ ოსეთის ჭეშმარიტი პატრიოტი ფერჩატკს გესვრი ეხლა.. მაიცა სმალიკი ვიპოვო.. ფერჩატკი არ არის http://s6.rimg.info/58916e761f8506ffeb454186bb6d6d4e.gif ხოდა ვიდრე ოფიციალური თბილისი ღვერებს იფხანს ორი ოსეთი გაერთიანების ზღვარზეა მიმდგარი მამენტ.. ხოდა თუ ეხლა გაერთიანდნენ კონფედერაციასაც დაემშვიდობეთ და მშვიდობიანი განვითარების პესპექტივასაც.. ხოლოო თუ კონფედერაციის მერმე მოინდმებენ ჩრდილო ოსები საქართველოს კონფედერაციასთან მიერთებას პრინციპში ერთი დიდი ველქომე სადღეგრძელოს ვიკისრებ http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif უცნაური რამეა პოლიტიკა მე და ჩემმა მზემ ...
  2. FRIDRIX ოქროზე მეტი გვქონდა.. დრო და შანსი http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif
  3. ეს თემა რაზეა? http://s4.rimg.info/4704bb8dcc572d6bf3d04e24ded1de57.gif
  4. მოდი რა ჩემო კარგებო აგერ შედეგებს შევხედოთ ანუ შედეგები ამბობენ რას? ვგონებ რომ იმას ამბობენ რომა ფორუმელი საზოგადოების გადამჭრელი უმრავლესობა ვერ აღიქვავს გმირთა მოედანზე გახსნილ მონუმენტს როგორც მონუმენტსა და როგორც მემორიალს და მარტივად რომ ვთქვათ არ არის კმაყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შედგით. უკმაყოფილების ძირითადი მიზეზია ის რომ აღნიშნული მონუმენტი არ ასახავს/შეიცავს მემორიალისთვის დამახასიათებელ სოციალურ დატვირთვას და არაადეკვატურია თავიდან ბლომდე... აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ლუდით სავსე სასმისით მინდა შემოგთავაზოთ პროექტის სულის ჩამდგმელის "ბატონი" მიხეილ სააკაშვილის და პროექტის ოფიციალური ავტორის ვინმე ესპანელი თუ იტალიერი არქიტექტორის სადღეგრძელო.. ეს ხიპიში კი დაასრულეთ.. აღლუმისა არ იყოს ეს პროექტიც უკვე რეალობაა და გუშინდელი დღე, ამიტომ ნერვებს ნურც თქვენ იშლით და ნურც სხვას უშლით.. რა რეჩი მივეცი?! ხალხო საქართველო თურქეთის საზღვართან რა აფეთქდა ან რა ჩამოვარდა?
  5. fashisti მეც ვეძებე მაგ ინფოს დადასტურებული ან მეტად დაზუსტებული ვერსია, მაგრამ რაცხა ვერ ვნახე.. ისე არ მოხდეს კორეის ნახევარკუნძულზე ომი არა, მაგრამ მაგარი დაძაბონ სიტუაცია, მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება იქით გადართონ მომდევნო 3-4-X დღე და 30-31 მაისს ან მომდევნო დღეებში საქართველოში არ აურდაურიონ ამ კორეული ამბების საფარ ქვეშ ვითარება .. აგვისტოს მოვლენები ხომ ოლიმპიადის დროს დაიწყო ხოდა იგივე პონტს ვგულიხმობ? კუდში აანალიზებენ ალბათ ასეთ ვარიანტსაც.. გამორცხვით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.. თან სააკაშვილი სამხედრო ფორმაში რომ დატასაობდა გუშინ თუ დღეს არც ეგ დამევასა მაინც და მაინც..
  6. ტაშიი სამწუხაროდ ჩვენი მშობლების თაობა (მე 32 წლის ვარ და ამდენად დამოუკიდებლობის ჰამბები ჩემთვის ჩემი მშობლების თაბაზე მოვიდა) თუნდაც იგივე კომუნისტური რეჟიმისას არაფრით იყო იმაზე უკეთესი ვიდრე ის გადაწყვეტილებები, რომელიც მან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიიღო.. კომუნისტების დროს არ იყო ეს ნაყიდი დიპლომებითა და ქურდბაცაცობით ნაშოვი მდგომარეობით, რომ მარიაჟობდნენ? რათქმაუნდა ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ეგ გამონაკლისი "ყველა" არც განსაზღვრავს სამწუხაროდ საზოგადოების, საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის რაობას, უმრავლესობა განსაზღვრავს და ეს უმრავლესობა როგორი ცუდათაც არ უნდა ჟღერდეს იყო და დღემდე არის ბოლო დონის მედროვე... აი ასეა საქმე.. მაგ მედროვეების გამო ჩემი თაობა გაიტისკა და პრინციპში თავად ხედავ რა უღმორთო დროს მოგვიწია გინდა გაზრდა და გინდა ცხოვრება.. იშვიათი გამონაკლისის გარდა პრაქტიკულად არაფერი გვინახავს ომისა და ნგრევის მეტი და გასაკვირი არ უნდა იყოს თუ მოწოდების სიმაღლეზე ვერ/არ ვართ.. მიუხედავად ყველაფრისა მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი თაობა თუნდაც ოდნავ უკეთესია წინა თაობაზე და იმდენს მაინც მოახერხებს, რომ მომდევნო თაობებს, თაობებს რომელთაც ყველა მინუსის მიუხედავად თავისუფლების ხარისხს ვერ წაართმევ, შანსს დაუტოვებს. ჩვენ ეს შანსი მივცეთ და იქნებ ჩვენზე უკეთესად შეძლონ? უსამართლობასთან ბრძოლას რაც შეეხება ეს ბრძოლა რათქმაუნდა არცერთი წამით არ უნდა შეწყდეს, მაგრამ ბრძოლა უნდა იყოს გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული, შედეგზე, რომელიც საზოგადოებას და ქვეყანას ჭირდება და არა ამა თუ იმ კორუმპირებულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებას.. ხერხდებოდა ან მოხერხდება კი ეს? მოკლედ რაღაცა არ მომწონს არსებული ვითარება და სიმართლე ვთქვა იმის მეშინია ჩემი პროგნოზები არ ახდეს და ქვეყანა ომში არ გაეხვიოს.. ახალი ტერიტორიების დაკარგვას და ჰუმანიტარულ კატასტროფას საქართველომ, როგორც სახელმწიფომ შეიძლება მართლა ვეღარ გაუძლოს.. რუსეთის კოლონიაში კიდევ ჩემმა მტერმა იცხოვრა.. ოქროს 20 წელი გაუშვით რა ხელიდან.. ოქროს 20 წელი..
  7. ეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფის ჰილარი კლინტონის განცხადება კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს რომ აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კორეას და მოკლედ ჩინელებსაც გაუიასნებენ იგივეს.. აქვე ნათქვამია, რომ ობამამ სამხრეთ კორეაში დისლოცირებულ აშშ-ს სამხედრო დანაყოფებს კორეელებთან ერთად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამაგრებაზე მუშაობა უბრძანა.. პლუს ამას ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორეის ნახევარკუნძულისკენ რამდენიმე აშშ-ის ავიამზიდი და სადესანტო ხომალდი დაიძრა. ჩრდილოთ კორეის მილიონნახევრიანი არმია გადაყვანილია საბრძოლო მზადყოფნაზე და იტოგში ფხენიანი იმუქრება.. ხოდა ხრენ ეგო ზნაეტ რა ... მაინც არა მგონია ომამდე მივიდეს, მაგრამ ამ შეშლილ სამყაროში არაფერია გამორიცხული.. http://edition.cnn.com/2010/WORLD/asiapcf/...dex.html?hpt=T2 Seoul, South Korea (CNN) -- U.S. Secretary of State Hillary Clinton pledged Washington's support for South Korea and called on North Korea to end belligerent actions after meetings with President Lee Myung-bak and Foreign Minister Yu Myung-hwan on Wednesday. "We will stand with you in this difficult hour and we will stand with you always," Clinton said at a news conference with Yu. We call on North Korea to halt its provocations and its policy of threats and belligerence toward its neighbors and take steps now to fulfill its denuclearization commitments and comply with international law." The meetings come at a time of high tensions on the Korean peninsula after Seoul blamed North Korea for the sinking in March of the South Korean warship Cheonan. Video: S. Korea vice FM on relations with China Video: Clinton, Geithner wrap up China talks RELATED TOPICS Hillary Clinton Lee Myung-bak North Korea South Korea An official South Korean report has accused the communist North of firing a torpedo at the ship, killing 46 sailors. "This was an unacceptable provocation by North Korea and the international community has a responsibility and a duty to respond," according to Clinton, who promised to push for possible sanctions in the U.N. Security Council over the incident. Clinton met this week with Chinese leaders in Beijing, but has so far been unable to garner their backing for action against Pyongyang. Meanwhile, a North Korean military official accused the South of intruding into North Korean waters in the Yellow Sea from May 14 to May 24, the Yonhap news agency reported Tuesday. "This is a deliberate provocation aimed to spark off another military conflict in the West Sea of Korea and thus push to a war phase the present north-south relations," the official said in a statement, according to Yonhap. Lee has already announced that South Korea was suspending trade with North Korea, closing its waters to the North's ships and adopting a newly aggressive military posture toward its neighbor. "The U.S. and South Korean militaries have announced plans for joint exercises and we will explore further enhancements to our posture on the peninsula to ensure readiness and to deter future attacks," Clinton said. "The United States is also reviewing additional options ... to hold North Korea and its leaders accountable." While in China on Monday, Clinton said the United States supports the finding on the Cheonan's sinking and said the United States' "support for South Korea's defense is unequivocal." "We endorse President Lee's call on North Korea to come forward with the facts regarding this act of aggression and, above all, stop its belligerence and threatening behavior," Clinton said Monday. U.S. President Barack Obama has directed military commanders to work with South Korean troops "to ensure readiness and to deter future aggression" from North Korea.
  8. იცის რომ დღეები აქვს დათვლილი და ნასკებიანა გიჟდება.. გვიანია მიშა გვიანიიიი.. წერილს გაგატანენ მალე ...
  9. ტაშიი ჩუმად ჩავლაზე არ არის.. სამწუხაროდ უნდა ვთქვა რომ საზოგადოების ზრდა არჩევნებზე სიარულით ან არ სიარულით არ განისაზღვრება.. რა ვქნა ბატონო მორალისტი მე არ ვარ და ჩემი მხრიდან მორალსა და ზნეობაზე, ჰუმანიტარულ ღირებულებებზე ამდენი საუბარი უხერხულად მეჩვენება, მაგრამ სწორედ რომ მორალური და ზნეობრივი გარდატეხაა საჭირო და ჰუმანიტარული ღირებულებების გათავისება თორე მიტინგებზე სიარულით 100 კი არა ათასი წელი სამოქალაქო საზგადოება არ ჩამოყალიბდება.. მერეა და ვიდრე საზოგადოება არ გახდება უკეთესი, არც საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა გამოიცვლება და გახდება უკეთესი და შესაბამისად დღევანდელი საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის გადამკიდე აპრიორში გამორიცხულია საზოგადოების ნებისმიერი აქტიურობა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას მოხმარდეს და არა ვიღაც ვიგინდარების პირდაპირ თუ ირიბ ინტერესებს.. ჩიხში ვართ იტოგში.. ჩიხში რომლიდან გამოსვლა ისტორიული ლოგიკიდან გამომდინარე დიდ სისხლად და მსხვერპლად დაუჯდება საზოგადოებას, კონკრეტულად რა და როგორ იქნება ამაზეც ერთი ორი სიტყვა მითქვავს და ეხლა აღარ დავიწყებ იგივეს გამეორებას .. ამ თემით უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ სამწუხაროდ ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეჭვი მაქვს ვაშინგტონი რუსეთს დაუქსევს საქართველოს პირველი შესაძლებლობისთანავე და იმ ჩიხიდან გამოსვლის მტკივნეული გზაც ომითა და ნგრევით შეიძლება დაიწყოს.. არის ამისთვის მხად საზოგადოება? განსაცდელსაც ხომ ადეკვატური მორალური/ფსიქოლოგიური მზაობა ჭირდება?.. რავიცი იტოგში .. აქაც დავწერ და იმ კორეის თემაშიც რომ როგორც ჩანს კორეის ნახევარკუნძულზე ომისკენ მიდის საქმე და თუ იქ ომი დაიწყო ან ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება თავიდან ბოლომდე იქით გადავიდა, საქართველო ისე შეიძლება გადაირბინონ რუსებმა, ხმის ამოღებას ვერავინ მოასწრებს.. ასე რომ ამიტომაც არის ალბათ დამატებითი დაფიქრება და სიმშვიდე საჭირო.. სამწუხაროდ 18-ე საუკუნის ევროპელებზე და ამერიკელებზე გაცილებით ჩამორჩენილები ვართ მენტალურად.. კარგი რა ადამიანო, მეგრელებს ვერ იტანს ნახევარი საქართველო (არ ვამეტებ), ოსებზე და აფხაზებზე არაფერს ვამბობ და შენ გინდა მითხრა, რომ ეს საზოგადოება ბაიბურში მაინც არის ცივილიზებული ურთიერთობებისა და სახემწიფოებრივი ხედვის? გავს მაინც ცივილიზებულ საზოგადოებას? კაცი ეკლესიაში რომ შევა და იქიდან გამოსული იქვე ეკლესიის ეზოში მისულ ადამიანს ლაპატნიკს ამოართმევს ცივილიზებულია შენი აზრით? მაგ ქურდბაცაცას არ გაქვს დღევანდელი საზოგადოება? ლიჟბი შანსი მიეცეთ და რამდენი ჩაყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში ხელს? რამდენი იხელმძღვანელებს მორალით, ზნეობითა და კეთილშობილებით და რამდენი დაიკიდებს ყველაფერს საკუთარი კეთილდღეობის გარდა? გარშემო ხომ ხედავთ ადამიანებს ხალხო? რავიცი, მე მანდ აღარ ვარ და შეიძლება ამ 7-9 თვეში კარდინალურად შეიცვალა რამე, მაგრამ მეეჭვება სიმართლე გითხრა .. მოკლედ მშვიდობა და ქვეყნის თუნდაც ბუტაფორიული დამოუკიდებლობა შეუნარჩუნეთ მომავალ თაობებს და შანსი მიეცით, რადგან იმედი მაქვს სწორედ მომავალი თაობები იქნებიან ის უკეთესები, რომელთაც რეალურად დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ და რომლებიც რეალურად შეძლებენ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებლად მართვას.. ჩვენი მშობლებისა და ჩვენმა თაობამ ყველაფერი გაათახსირა რასაც შეეხო და ამდენად იმაზე ღირებულს შვილებისა და ქვეყნისთვის ვიდრე შანსის მიცემა ვგონებ რომ ვეღარაფერს გავაკეთებთ.,
  10. Lo Janko 110% babuagiorgi მთლად მასეც არ არის ბაბუ საქმე.. ხახლს რომ რეალურად მისცე არჩევანი ან აქამდე რომ მიეცათ დღეს გრეჩიხა უფროსი იქნებოდა პრეზიდენტი და მერიც გრეჩიხა უმცროსი გახდებოდა.. იტოგში გრეჩიხების და გრეჩიხის მოყვარული მესიის მაძიებელი ნაროდის პარადი იქნებოდა და ეგ არა მგონია პროგრესისკენ მიმავალი გზა იყოს .. არ არის ქართული საზოგადება ამ ცივილიზებული სამყაროსთვის მზად და სანამ უკეთესობისკენ არ შეიცვლება თავისუფლალ და გააზრებულ არჩევანს პრინციპში ვერ გააკეთებს.. რავიცი ია ტაკ დუმაიუ ყოველ შემთხვევაში.. FRIDRIX კარგი ტო თემა ააოხრე სმალიკებით
  11. Lo Janko ვიცი რომ გაყალბდება და ისიც ვიცი რომა ამ გაყალბების ერთ ერთი ძირითადი მიზეზი თავად საზოგადობაა და რაცხა რავიცი ტო ლაითად და ზე პროსტინების წერის გარეშე მინდოდა ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება .. თუ ვინმე წაიკითხამს და დაფიქრდება ხო კარგი თუ არა და მამენტ იყვირონ მოვდივართო და ყლაპონ ყელის წამალი : )))
  12. საუკუნეა არაფერი დამიწერია ბლოგზე და აგერ დღეს მივაჯღაბნე რაცხა ხოდა გადახედეთ თუ არ დაგეზაროთ.. არჩევნები უნდა გაყალბდეს თქვა ვამტკიცებ http://itngeorgia.wordpress.com/2010/05/26...83%9a%e1%83%91/ ეს არჩევნები უნდა გაყალბდეს! ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 დღე დარჩა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც რათქმაუნდა ეს საკითხია.. განიხილება მოვლენების განვითარების პრაქტიკულად ყველა შესაძლო სცენარი, დაწყებული "ალიანსის" გამარჯვებით და დასრულებული ბიშკეკის მოვლენებით, რითიც მოსახლეობის ერთი ნაწილი იმუქრება კიდეც არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში.. არადა არჩევნები გაყალბდება, ნამდვილად გაყალბდება და უნდა გაყალბდეს კიდეც, რადგან ვინ ვინ და ქართული საზოგადოება დემოკრატიული არჩევნებისთვის, სახელმწიფოს დამოუიდებელი მართვისთვის და მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობისთვის მზად არ იყო 20 წლის წინ და მზად არ არის დღეს.. თავად დაფიქრდით ამ საკითხზე და ამ რამდენიმე კითხვას გაეცით გულახდილი პასუხი.. 1. გააჩნია ქართულ საზოგადოებას თანამედროვე გამოწვევებისთვის აუცილებელი და საერთოდ ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მორალურ/ზნეობრივი და ჰუმანიტარული ღირებულებები, რომ მის მიერ არჩევნებზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა წინ წაწიოს და არა უკან? 2. არის საზოგადოება მზად პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შედეგად ეკისრება? აცნობიერებს საზოგადოება ამ პასუხისმგებლობას? 3. არის ქართული საზოგადოება ქვეყნის დამოუკიდებლად მართვისთვის მზად? პირადად მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება დღეის მდგომარეობით არანაირი პასუხისმგებლობისთვის არ არის მზად და შესაბამისად არ შეიძლება დღევანდელ საქართველოში რეალური/დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და არ შეიძლება, რადგან საზოგადოება არ არის მზად ქვეყნის დამოუკიდებლად მართვისა და მიღებული გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის ასაღებად.. მაგალითისთვის ის ფაქტიც თვალსაჩინოა, რომ დღეს ვისაც არ ეზარება ყველა აკრიტიკებს გასმახურდიას ხელისუფლებას, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს საკუთარ წვლილს იმ წარუმატებლობებში, რომელიც გამსახურდიას პრეზიდენტობას მოყვა, არადა ზვიად გამსახურდიას 80-90%-ით დაუჭირა საზოგადოებამ მხარი.. იგივე ითქმის შევარდნაძისა და სააკაშვილის პრეზიდენტობაზე.. ასეა ეს და ასე რომ არის, იმიტომ არ აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტებს არჩევნების გამჭვირვალეობასა და დემოკრატიულობაზე დასავლეთი, თორემ დარღვევებს კი არა და პირდაპირ გაყალბებას რომ ქონდა და ექნება ადგილი ძალიან კარგად იციან, და იციან ისიც რომ დემოკრატიული არჩევნების პირობებში უკეთეს შემთხვევაში ვინმე "წიწიბურ მესიები" გახდებიან ბელადებიც, პრეზიდენტებიც და მერებიც და უარეს შემთხვევაში აგერ "ჩვენი დზმა და კაი ბიჭი მორფიკამ" შეიძლება გამოკრას სახელმწიფოს მართვის სადავეებს ხელი.. ეს უნდა საქართველოს? ან ეს უნდა ვითომ იგივე დასავლეთს? შეიძლება არასასიამო მოსასმენ წასაკითხია რასაც ვწერ და ვამბობ, მაგრამ ასე ვხედავ და ასე ვფიქრობ.. შესაბაისად ვგონებ, რომ არჩევნები გაყალბდება და უნდა გაყალბდეს კიდეც, რომ ვიღაცა "ს კანცამი არაადეკვატური მასტები" არ დაეუფლონ ძალაუფლებას.. პოლიტიკა ქუჩა და ბირჟა არ არის.. აქ სხვანაირად ირჩევა და კეთდება საქმეები.. ასე და ამგვარად ბევრი რომ არ გავაგრძელო კიდევ ერთხელ გეტყვით ჩემი ტკბილო და მურაბა ხალხო რომ არჩევნების შედგები გაყალბდება, რათქმაუნდა გაყალბდება, მაგრამ გაყალბდება არა იმიტომ, ან არა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმია ესეთი "გოთვერანი" (ხომ იცით მიშისტი არ ვარ), არამედ იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმი, გინდა გაწიე გინდა გამოწიე ნომინალურად მაინც დასავლეთზე და პროგრესზეა ორიენტირებული, მაშინ როცა რეალურად დემოკრატიული არჩევნების პირობებში, ქართულ საზოგადოებაში გამეფებული (ჩემი აზრით) თანამედროვეობისთვის არაადეკვატური პრინციპებისა და ღირებულებების გამო, ღმერთმაც არ იცის როგორი იქნება ხალხის არჩევანი და ვინ და რა ორიენტაციის ადამიანები დაეპატრონებიან ძალაუფლებას და რა შედეგებით დასრულდება ეს ყოველივე იგივე საზოგადოებისა და ქვეყნისთვის.. ასეა რა მოკლედ და სიმართლე გითხრათ ვხედავ რა ამ სიტუაციას ალალად მინდა გითხრათ, რომ დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებებისადმი ჩემი პრინციპულად დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, არ გირჩევთ არჩევნების გაყალბების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ გარე ძალები აუცილებლად შეეცდებიან საზოგადოების აღშფოთებისა და პროტესტის მათთვის სასურველ კალაპოტში მოქცევას და ბიშკეკის სცენარის გათამაშებით საქართველოს მორიგ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩათრევასა და მის შემდგომ დეზინტეგრაციას.. იფიქრეთ მოკლედ.. თქვენი მომავალი თქვენსავე ხელშია და ეცადეთ ხვალ უკეთესები იყოთ ვიდრე დღეს, იმ უკეთესებს რეალურად მოგეცემათ დემოკრატიულ არჩევანებში მონაწილეობის შესაძლებლობა.. ამაშიც დარწმუნებული ვარ.. ასი წლის შემდეგ..
  13. healthcare თუ დავალებული არ ხარ მხოლოდ ალასანიას ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრო სხვა თემების განხილვაშიც მიიღე მონაწილეობა .. და ნიკი გამოიცვალე თუ არ დაგეზაროს მედ დას შთაბეჭდილებას ტოვებ : ))))) მგონი გოგო უნდა იყო არა? იტოგში როგორც არის... სხვა თემებშიც შემოდი..
  14. FRIDRIX ე მნად ფსბ-ს აგენტობას არ გამკრა ხელი შემთხვევით კარგის ძახილში ფორუმ.გეი-ზე უკვე მოგნათლავდნენ ასდს-ს პადელნიკად და რუსეთის გავლენის და შტატიან აგენტად : )))) გაუფრთხილდით პლანეტას ბლინ.. იშვიათი შემთხვევა როცა რადიკალურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ლანძღვა გინების გარეშე საუბრობენ ძალიან კრიტიკულ თემებზეც კი. ამასწინდელი ლაშას თემის მაგალითი არმიაზე ამის მაგალითი.. ფორუმ.გეი-ზე დაბანეს აქ კი ლამის 10 გვერდი მეტ ნაკლებად ნორმალური აზრთა გაცვლა გამოცვლა შედგა ..
  15. მამენტ თუ კარგად მახსოვს და თუ ყოფილ პოლიტფორუმელ საზოგადოებასაც ახსოვს დამერწუნებიან რომა იმ კარვების სისულელესაც ვაპროტესტებდი მე ლიჩნა, რადგან ხალხის დაბოლებად მივიჩნევდი და მივიჩნევ ფსევდო ოპოზიციის ნებისმიერ ნაბიჯს, პლუს რუსთავეის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის მუნიციპალურ საპირფარეშოდ გადაქცევა არ მხიბლავდა მაინც და მაინც, მაგრამ სად ერეკლე და სად ჩემი ჭუჭუო ტო.. სად ხალხის აწონილ დაწონილი თუ აუწეონელ დაუწონელი პროტესტი და სად სააკაშვილის კაიფები და გულავი ხალხის ხარჯზე? მიშა არის სახემწიფო დამნაშავე და უნდა დაისაჯოს დანარჩენ დამნაშავეებთან, მათ შორის შევარდნაძესთან ერთად.. დაისჯება კიდეც, ცუდი ის არის რომ ამერიკელები და რუსები მოუღებენ ბოლოს და სასამართლოზე მისი გასამართლება ვერ შედგება თორე რა ნაგავიც არის ყველამ კარგად იცის ..
  16. ერთი კარგია აღლუმის გამო აღარ იჩხუბებთ : ))) სხვა მიზეზი ვნახოთ ეხლა : ))))
  17. აღლუმი მოგეწონათ ჯიგრის გულებო? რამე ახალი ტექნიკა არ ჩამოატარეს? უკრაინიდან ჩამოიტანესო ვითომ რამდენიმე T-84-იო და ჩაასეირნეს რუსთაველზე თუ ტყუილია მაი ჰამბავი? სააკაშვილი ხომ არ გაიქცა თვითმფრინავის ხმაზე სადმე? თუ ავიაცია არ ყოფილა?
  18. fashisti რაია ფაშისტსო რა არ მოგწონს იქნებ გასაგებად გვითხრა თორემა რაცხა ვერ ჩავწვდი შენი აგრესიის მიზეზს .. დაგიშავეთ რამე?
  19. Siknadmo თუ რამე კარგს აკეთებენ ძმაუ ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ დღეს დღეისობით სიმართლე რომ ვთქვა რაღაცა ბანძუკია შადრევნების, იმენნა ძალიან ბანძუკია გზებისა და არაადეკვატური დიზაინის კონსტრუქცვიების აქა იქ დარჭობის გარდა თავი ვერაფრით გამოიჩინეს .. ეს ხომ არის სიმართლე? ედიკას დროს შუქი რომ არ იყო და გაზი ეს იმიტომ არ იყო ზუსტად, რომ სააკაშვილს რუბილნიკი გადაეწია და მომდევნო 5 წელი არიქა შუქი და გაზი მოგეცითო ეყვირა თორე რა ენერგოსიმძლავრეერბიც შევარდნაძის დროს იყო საქართვეოში პრაქტიკულად იგივეა დღესაც და ბუნებრივი აირიც სააკაშვილმა არ აღმოაჩინა რუსეთსა და აზერბაიჯანს.. მაგაქთ მოატყუონ საკუთარი ოჯახის წევრები ბლიად, ფარჩაკი ნაბოზრები არიან და დედაც მოედღვნებათ! ხრუშოვკებს რომ ცვლიდნენ რა უშავს, მაგრამ ერთი ორი პიარისთვის დანგრეული ხრუშოვკის გარდა სად რა შეცვალეს თუ ძმა ხარ? საერთოდ პიარის გარდა რამე გააკეთეს? სათავისოდ რომ სასახლეები აიშენეს მაგას საქმედ ვერ ჩავთვლი და დანარჩენი მაგათი გაკეთებული მართლა არაფერი მინახავს. ქვეყანა გაანადგურეს პრინციპში, ეგ კი გააკეთეს.. kisa გვაგინა სააკაშვილის ხუშტურებით უკმაყოფილო უზერებს?
  20. ამ მემორიალზე მაგარი დამწყდა გული.. იმ რაღაც სურათებზე ეგეთი არ ჩანდა ნამდვილად და რავიცი ეს უცნაური ობიექტი რამ დაადგმევინათ.. ეჰ ..
  21. ეგ ყველაფერი ყველაფრად, მაგრამ თუ როდისმე თბილისში ჩამოვედი ალბათ ნამდვილი სტუმარი ვიქნები, ჩემი ქალაქიდან პრინციპში მაინც აღარაფერი იქნება დარჩენილი
  22. lasha1997 რამე რომ იყოს და შეიძლება არც ჩაუძირიათ ჩრდილოეთ კორეელებს და ვაშინგტონმა მოაწყო ეგ ყველაფერი, მაგრამ ამით ფხენიანისთვის რა იცვლება? სეულმა თქვა ჩრდილოეთ კორეა იყოო, საერთაშორისო კომისიამ იგივე დაადასტურა, ვაშინგტონი და დასავლეთიც იგივეს იტყვის და მამენტ ისე გატისკევენ საინფორმაციო ომის ამბავში ჩრდილოეთელ კომუნისტებს, რომ სამხრეთ კორეული "ჩხონანის" კი არა მესამე რაიხის "ბისმარკისა" და "პრინცი ოიგენის" ჩაძირვაშიც დაარწმუნებენ მსოფლიო თანამეგობრობას.. დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იქნება.. თუარა ჩრდილოეთ კორეელები რომ ისედაც ბრინჯის მძიმე დიეტაზე არიან და შიმშილის ზღვარზე მყოფთ ნასკებიანა გაგიჟება არაფერში ჭირდებათ ხომ ისწედაც ცხადია.. ისე კი პერიოდულად ესვრიან ხოლმე ერთმანეთს, ესვრიდნენ ყოველ შემთხვევაში და ერთმანეთის წყალსზედა და წყალქვეშა გემებიც არაერთხელ ჩაუძირიათ, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა და თუ სუიციდისკენ ლტოლვა არ დაეწყო კიმ ჩენ ირსა და მის რეჟიმს არა მგონია ომის პირობებში მყოფი მეზობელი ქვეყნის გემის ჩაძირვა გაებედათ.. რავიცი მამენტ.. რავიცი..
  23. ვეფხვი კარგია თუ გაგამხიარულე ვეფხვო, მაგრამ თანამედროვე სამყაროს სხვადასხვა გვარად აღვიქვავთ და ეჭვი მაქვს გეოპოლიტიკურ ჰამბებში ვერასდროს ან კარგა ხანი ვერ შევთანხმდებით : )) რუსეთმა ვის რა უნდა დაარტყას ვეფხვო დასავლეთს? თან კომუნისტ ჩინელებთან და კორეელებთან ერთად? რეებსა უბნობ თუ ძმა ხარ.. რისი დამრტყმელი რუსეთია, თავი ბოლო საქართველოსთან - პოსტ საბჭოთა სივრცეზე იბლატაოს და გაუვიდეს და ისიც იმიტომ, რომ ამის ნებართვა ვაშინგტონმა/დასავლეთმა მისცა, თორე დაარტყას არა ზღარბის სალათა.. დღევანდელი რუსეთი ვაშნგტონის/დასავლეთის მარიონეტია და ეს არის ფაქტი. კონკრეტული ფაქტი, რომელსაც ან დაინახავ ადამიანი ან არა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფაქტად დარჩება.. არა ძმაუ, არა და არა.. დასავლეთი რულამს და რულამს ჭკვიანურად, ზედმეტი დრამატიზირებისა და ფანატიზმის გარეშე, შედეგსაც სასურველსა და მისაღებს აღწევს.. 110% გამორიცხულია.. ჩრდილოეთ კორეას როდის მოათვინიერებენ არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში ორი კორეის გაერთიანება რომ გარდაუვალია ეს ფაქტია და გაერთიანების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური რეჟიმი ისტორიის სანაგვისკენ ისტორიულ სვლას რომ გადაყვება ესეც.. ასეა ეს და სხვაგვარად ვერ იქნება.. ია ტაკ დუმაიუ
×
×
  • შექმენი...