ზღაპრული სამყარო ბევრს იზიდავს, ჩვენ ბავშობიდან მოვდივართ , ბავშვობა კი ყოველთვის ლამაზი და ტკბილი მოსაგონებელია დიდობაში, ახალი წელი ჩემთვის იმ ზღაპრული სამყაროს ნაწილი მგონია, სიტყვებით რომ ვერ ახსნი, უფრო ემოციით ვართ მასთან მიჯაჭვული, ლამაზი ჯადოსნური ემოციით. ყოველ ახალ წელს ჯადოსნური დრო ერთი თვით მაინც გვიბრუნდება უკან. ამიტომ დეკემბრის თვის დადგომისთანავე ვრთავ ნაძვისხეს, რომ გავიხანგრძლივო ჯადოსნური დრო. რა კარგია რომ საქართველოში ორჯერ აღნიშნავენ ახალწელს, ახალს და ძველს ეს მე ძალიან მომწონს, მითუმეტეს, რომ ჩვენ საზოგადოებას ძალიან სჭირდება ბევრი ლამაზი დღეები. მინდა , რომ ახალწელს ყველა ბედნიერი იყოს. მჯერა, რომ რაც მეტ სითბოს გასცემ მით მეტი დაგიბრუნდება უკან. ახალი წელი ახლის დასაწყისია და აიძულეთ სამყარო ახლებურად დაიწყოს თქვენი აღქმა, თქვენც ახლებურად შეხვდით ახალ წელს, ახალი სამოსით, ახალი და ორიგინალური კერძით, ახალი განწყობით და ახალი მუსიკით. შესაბამისად დაგებედებათ ახალი . მოიწყვეთ დღესასწაული, პირველ რიგში საკუთარი თავისათვის. :love მოკლედ გისურვებთ სიხარულს. სიკეთეს, სითბოს, ახლობლების კარგად ყოფნას, ჯამრთელობას და მოგზაურობას :love გილოცავთ მის მობრძანებას :love