Jump to content
Planeta.Ge

KLINGON

პლანეტელი
  • პოსტები

    151
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი KLINGON

  1. «Предлагаю всегда писать название страны «Россия» именно так, в кавычках, настолько оно скомпрометировало себя за тысячелетнюю историю , в которой не было ни единого светлого пятна, а лишь угнетение собственного тёмного, дикого и забитого народа и подавление стремления к свободе других… «Российская империя» вовсе не была национальным русским государством. Это было собрание нескольких десятков народов... объединенных только общей эксплуатацией со стороны помещичьей верхушки, и объединенных притом при помощи грубейшего насилия». М. Н. Покровский, историк (1868 – 1932 гг.) http://b.pix.ge/m/xlq9u.jpg
  2. შტრეიკბრეხერი თინათინ ხიდაშელი: "ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო" პროდასავლური ძალების შტრეიკბრეხერი თინათინ ხიდაშელი იყო დრო(სულ რამოდენიმე წლის წინ) როდესაც რესპუბლიკელების უკაშკაშეს ვარსკვლავს და ტუტრუცანა ქალების კომიტეტის თავმჯდომარეს თინათინ ხიდაშელს აშკარად პრორუსული ძალების პარლამენტში მოხვედრა თითქმის აუცილებლად მიაჩნდა: თინა ხიდაშელი: "თუ ქართველი ხალხი ხმას მისცემს, პარლამენტში პრორუსული ძალებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები" http://7days.ge/inde...hp?newsid=17082 როგორც "პრესა გე ტვ" "პირველზე" დაყრდნობით იუწყება, "რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის აზრით, "თუ ქართველი ხალხი ხმას მისცემს, პარლამენტში პრორუსული ძალებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები". ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა. 28-12-2011, 13:22 გამოხდა ხანი და კოლლაბორაციონისტ ივანიშვილის კოალიციით ხელისუფალების შტოებში იბარტყა რესპუბლიკურმა პარტიამ რომელიც პროდასავლური ძალების Streikbrecher-ი ორგანიზაციაა უკვე არა ერთი ათეული წელიწადი.... დღეს თინა ხიდაშელი რომელიც ერთდროულად ივანიშვილის თავდაცვის მინისტრი და პროდასავლური ძალების წარმატებული Streikbrecher-ია დასავლეთს მიმართავს: 12:37 / 22-09-2015 "არის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ" - თინა ხიდაშელი "ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან მას ჩვენს ქვეყანაში 2016 წელს დაგეგმილი არჩევნები ემთხვევა. თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამაზე მიანიშნებენ. ეს არის დემოკრატია, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკრძალავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და არ ვიჭერთ პოლიტიკურ ოპონენტებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. http://www.ambebi.ge...khidasheli.html კოლლაბორაციონისტური კოალიციის წევრი როდესაც ამას ამბობს უფრო ირონიულად ჟღერს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს..... პროდასავლური კურსის პარტიების Streikbrecher-ის ეს განცხადება კიდევ ერთი ნიმუშია რა ჩახლართული გაუკუღმართებასთან გვაქვს საქმე 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ... პროდასავლურები მხოლოდ ჩვენ Streikbrecher-ები ვართ (რომლებიც კოლლაბორაციონისტურ კოალიციაში არიან) სხვები მხოლოდ პრორუსულები ან ყოფილი "რეჟიმის" წევრები არიანო, არიქა გაგვიფრთხილდით თორემ დაიღუპა ივანიშვილმა რომ გაგაკვირვათ ის დემოკრატიაო... სოვოკი ივანიშვილის ბიუროკრატების აღზევება. რეპლიკა თემაზე:რესპების აღზევება - სავრესპებრესპების აღზევება - - სავარაუდო სცენარი https://forum.ge/?f=...c=34757904&st=0 სიყალბე ბოროტებაა, სიყალბე და სიცრუე ვერასოდეს ვერ გახდება ის რასაც სასარგებლო და სასიკეთო ქვია.... რესპუბლიკური პარტია ძირითადად სიკოფანტებისაგან შედგება, ამ ორგანიზაციაში უსუფაშვილ-ხიდაშელის მისვლით პარტია საბოლოოდ ჩამოყალიბდა უინიციატივო ფლეგმატურ ფუნქციონერთა ორგანიზაციად... "დროული ღალატის" საქმეში კი მათ ბადალი არ ყავთ და თვით ნინო ბურჯანაძესაც კარგი მანძილით გაასწრეს. თუ ვინმე მიგდია ჯანელიძე სუფთა კოლლაბორაციონისტი იყო ხიდაშელი წმინდა წყლის კარიკატურაა ამ პოსტზე.. საქართველოს ტრადიციულად არ უმართლებდა თავდაცვის მინისტრებში: კიტოვანით დაწყებული, ვარდიკოთ (ვარდიკო პირდაპირ ფსბემ დაუნიშნა ედუარდს)...... თევზაძე პირონულად სიმპატიას იმსახურებდა როგორც ქართველი მაგრამ იგი მაინც ვერ იყო თავდაცვის მინისტრი თუმცა მის ქვემოთ და ზემოთ სიას თუ თვალს გადავავლებთ, მათ ფონზე თევზაძე შეიძლება აგესილაე II მოგვეჩვენოს... ხიდაშელი ტუტრუცანა ქალების კომიტეტის ერთერთი თვალსაჩინო წარმომაგენელია.... ივანიშვილს არაერთხელ დაუცინია ქართველებისათვის, გამორჩეული უუნარო ფრიკების თანამდებობებზე დანიშვნით პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან და ხიდაშელის შემთხვევაში გამონაკლისს რატომ გააკეთებდა... ივანიშვილი ხელისუფლების ყიდვის დღიდან ქმნის ტოტალურ ბიუროკრატიულ სისტემას, ცხადია მას არ სურდა საკუთარ ხარჯზე ლოიალური "პოლიტიკოსების" შენახვა ამიტომ ისინი გაზრდილ ბიუროკრატთა ლეგიონად აქცია, ბიუროკრატზე ლოიალური ამ ქვეყანაზე ვერავინ მოიძებნება როდესაც ქვეყანას აკონტროლებ. ირონია იმაშია რომ ამ ბიუროკრატიას საქართველო ინახავს ივანიშვილის ლოიალურობისათვის.... ვერაფერს იტყვი მშვენივრად მოეწყვნენ ..... ბიუროკრატიულ ბრძოლებში კი რესპუბლიკელებს ბადალი არ ყავთ, ეს ალბათ ერთადერთია რაც მათ ეხერხებათ. რაც შეეხება ხიდაშელს და რესპუბლიკური პარტიის პროდასავლურობას, როგორც ოკუპაციის ენაზე იტყვიან: "Не смешите мои тапочки". ისინი ისეთივე დასავლურები არიან როგორც მონღოლეთის ხურალი პროგვატემალური... მათ უყვართ ბიუროკრატია (საერთო ბევრი აქვთ: "შავი შავია, თეთრი თეთრია" ბლა ბლა ბლა, ალაფურშეტი...), ევროპული იქნება თუ ინდონეზიური მნიშვნელობა არა აქვს... ბიუროკრატის აღზევება ირონიულად ჟღერს უსუფაშვილები ხიდაშელები უბრალოდ უფრო მაღალანაზღაურებადი ბიუროკრატები გახდნენ, როგორც კი საჭირო გახდება რაიმე სერიოზული პასუხისმგებლობის თავზე აღება ისინი მაშინვე "ოპოზიციონერობას" დაიბრალებენ შემდეგ ქანდარაზე შემოხტებიან და ყოფილი მოკავშირეების დასმენას და ჭორების გავრცელებას შეუდგებიან(მთელი მათი არსი ამაშია). ეს ამბავი რესპუბლიკელების რაობისა საქართველოში ბავშვებმაც კი იციან... ვიმეორებ ისინი არც ლიბერალები(ტერმინოლოგიის ხმარება თავისთავად არ ნიშნავს მსოფლმხედველობას) არც პროდასავლური ძალები არ არიან... ბიუროკრატი, ბიუროკრატია ნებისმიერ სისტემაში .... ხვალ რომ ჩუჩხე იყოს ჩუჩხეს ბიუროკრატები იქნებიან, ჩინელები მოვლენ და უსუფაშვილი თავში სინოლოგიის ტალანტს აღმოაჩენს, ხიდაშელს კი მანჯურიელი ბიუროკრატი თანამოაზრეები გამოუჩნდება... Klingon 15 May 2015, 20:51
  3. http://b.pix.ge/n/xo7t4.jpg ეს ჯეელი ტელემაყურებლებს ახსოვთ ალბათ რუსთავი 2-დან ქუჩებში რომ დარბოდნენ და რაღაც "სასაცილო" ნომრებს რომ აკეთებდნენ... მას შემდეგ გარესპექტაბელურებულა ბიძინეს ოცნებაში და შესაბამისი სოვოკური ლოგიკითაც მსჯელობს.... გორის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას ისტორიკოსი და იუმორისტი დათო გოგიშვილი გამოეხმაურა. როგორც გოგიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რუსებმა რამდენიმე დღეში არ განაახლეს მავთულხლართების გაბმა, მაშინ ბანერები „ნაციონალების“ დამონტაჟებულია. „თუ უახლოეს 3-4 დღეში რუსებმა არ განაახლეს მავთულხლართების გაბმა და საოკუპაციო ბანერების თავიდან დამონტაჟება, გამოვთქვამ გონივრულ ეჭვს, რომ ეს საოკუპაციო ბანერები „ნაციონალების“ დამონტაჟებულია ხელისუფლების დისკრედიტაციისა და გამარგინალების მიზნით(железная логика), თუ არადა საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. სხვა შემთხვევაში რუსები ყველა ზომას მიიღებდნენ, რომ საოკუპაციო ბანერების დემონტაჟი არ დაეშვათ. http://kvira.ge/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9...83%91%E1%83%98/ ეს ისტორიკოსი(როგორც საიტზე წერენ) და იუმორისტი ესე რომ მსჯელობს ეგ არაფერია, "თუ არადა საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს" რა თავმდაბლობაა.... ხო მაგარია? არც მეტი და არც ნაკლები ისტორიკოსი და იუმორისტი დათო გოგიშვილი ბოდიშს მოიხდის... ერთი ფაშისტი პროპაგანდისტის გამონათქვამი გამახსენდა: "ჩვენ დავაბრალოთ და მერე რამდენიც უნდა თავი იმართლონო". როგორც იტყვიან ეგრემც ისტორიკოსი და იუმორისტი დათო გოგიშვილი დაემართოთ ვინც ეგ ბანერი მანდ წამოჭიმა...
  4. http://b.pix.ge/f/479bc.jpg http://b.pix.ge/l/py2hv.jpg http://a.pix.ge/d/wlmku.jpg http://a.pix.ge/h/2nu0r.jpg http://a.pix.ge/v/vatin.jpg http://b.pix.ge/h/lgyh3.jpg
  5. http://a.pix.ge/r/i06ya.jpg http://a.pix.ge/i/uuqqr.jpg http://b.pix.ge/p/h3tc3.jpg http://b.pix.ge/f/0nnd7.jpg http://b.pix.ge/j/zlqus.jpg http://b.pix.ge/f/mk2rl.jpg http://a.pix.ge/a/tk96d.jpg http://a.pix.ge/j/awoi4.jpg http://a.pix.ge/t/nx2ys.jpg
  6. ნაცარქექიების ანტიამერიკანიზმი ანუ "თუ ასეა მეც მინდა დისერტაცია" "ხოლო ვიეთნიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სიკვდილს-უფუჭეს კაკალსაც კი გატეხვა ჰსურს" გერმანელი. რუსეთმა და ველიკოროსებმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გარეშემო უარეს ინგლისისი ყოფილ კოლონიას (აფსუს არადა თავის დროზე ინგლისის მეფემ რუსეთის მონარქიას 100 000 ჯარისკაცი თხოვა აჯანყებული შტატების წინააღმდეგ საბრძოლველად( სად იყვნენ პუწინი, ზატულინი, დუგინი და სხვა დაუძინებელი ანტიამერიკანისტები). (ვინ იცის რა მოხდებოდა რუსები რომ მაშინ ჩარეულიყვნენ). და უარი მიიღო. კარგა ხანია რუსეთი ამ მითით ცხოვრობს რომ აშშ-ს "მასონური" ხრიკების გამოა ყველა უბედურება რაც რუსეთს საუკუნეების მანძილზე ხელს უშლის იქცეს ეფექტურ სამართლიან განვითარებულ სახელმწიფოდ. რუსების სიზარმაცის და უნიჭობის გამამართლებელი იდეა ანტიამერიკანიზმში დევს. მაგრამ რომ არა 211წლიანი ოკუპაცია ალბათ ეს ახირებული ავადმყოფი სახელმწიფო ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.... სხვათა შორის აშშ-ს ერთადერთი ინტერესი რუსეთისადმი მისი ძველი ატომური და ქიმიური იარაღის მარაგია "რამე შემთხვევით არ აუფეთქდეს ამ უბედურსო". თორემ რუსეთი ისეთი საინტერესოა განვითარებულ სამყაროსათვის როგორც ჩემთვის ფილიპინების პროფკავშირები. ყველაზე მხიარული კი ამ ისტორიაში ყოფილი ქართველი რუსეთუმეების მიერ ატაცებული ეს არაკია: საქმე იმაშია რომ რუსეთუმეთა ძველი არაკები "ერთმორწმუნე ორი მოძმე ერის ბლაბლაბლა" აი დოსტოევსკი, ტოლსტოი... აი მეორე მსოფლი ომი.....დიდი ხანია საქართველოში ბოლო იდიოტზეც აღარ მოქმედებს.... ისე რომ ოდეს ვერ იპოვეს თავისი ადგილი რუსეთუმეებმა იგივე რუსეთის ლიბერტინებმა (გათავისუფლებულმა(ისტორიამ გაათავისუფლა ეგ დანიშნული გონების მონები)), დაიწყეს რუსული ძველი არაკის დეკლამირება "ბოროტი ამერიკის მზაკვრულ ჩანაფიქრზე დაიპყროს და დაიმონოს საქართველო". არაკი უმეცარ მასაში "დამათრობელი თავისუფლების" გრადუსითაა გაზავებული: არ გვინდა არც რუსეთი(ბიძინას მსგავსად ძალიან მდიდარი უნდა იყო რომ ეს სიბრიყვე დაახეთქო "რუსეთი საქართველოზე დემოკრატიული ქვეყანაა და ოკუპაციაზე აღარ ვილაპარეაკებ აქაოდა ოკუპანტებს წყინთ"-ო და შეგრჩეს როგორც ტურისტ-პოლიტიკოსს.) და არც ამერიკაო!!! რადგან ორივე მტერია ორივეს საქართველოს დამონება უნდაო! აქ რუსეთუმეებს რომლებიც ყველა ბრძოლაზე მაღლა დგანან სისუსტე გამოუჩნდათ რამდენადაც გაშმაგებით ესხმიან "იმპერიალისტ" იანკებს (ვინ იცის რა მოულანდეს რუსებმა ამ პარანოიკებს) მით ნაკლებად ემეტებათ ავის თქმა ყოფილ ბატონზე და ახლანდელ ოკუპანტზე რუსეთზე. ოკუპანტის და მტრის კრიტიკა სახიფათოა ამას გეტყვით ყველა ვინც 1801წლიდან დღემდე რუსეთს საქართველოს დამპყრობელად აღიქვამს, შეიძლება დაიღუპო, შეიძლება ისე დაიღუპო რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს როცა რუსთთან იბრძვი თავისუფლებისათვის. აი ამერიკასთან ბრძოლა "თავისუფლებისათვის" სულ სხვა საქმეა(არც სახიფათოა, იანკის მეგობარი გონიხარ და გეხმარება(ობამას არ ვგულისხმობ)) დიდ სიმამაცეს და გონების დაძაბვას არ მოითხოვს: გადახედე ლეონტიევის, დუგინის, მარკოვის, მიგრანიანის ზატულინის ნაროჩნინსკაიას და სხვა რუსი "განმანათლებლების" ტვინის ნაჟურს რუსეთის მაგივრად ჩასვი საქართველო(ერთი ორი ჩასწორებით) და ებრძოლე აშშ-ს, მართალია აშშ-ში შენ რომ მისი მონობიდან გათავისუფლებისათვის იბრძვი არ იციან (თავისი ზანგი მონები ეიბ ლინკოლნმა 1862-63 წლებში გაათავისუფლა) მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია იმათ ჯინაზე ვინც რუსულ ოკუპაციას ებრძვის, შენც გყავს მტერი და ეს აშშ-ა. მოსახერხებელია უხიფათოა(ამასთან თუ შენი ნიჭი არსად მსოფლიოში არ საღდება, ამერიკის გინებაში შეიძლება დაგიფასდეს) და უკვე აღარ ხარ რუსეთუმე(გეგონოს) არამედ რაღაც უფრო მეტი ხარ ე.ი. ანტიამერიკანისტი...... ასეთები არიან დღევანდელი ანტიამერიკანისტები ყველაფერზე მაღლა მდგომი მოინტელიგენტო კაცუნები დამორცხვილი რუსეთუმეები..... და გამახსენდა დუმბაძის გმირი რომელიც ხედავს რა რომ ყველამ დაიცვა დისერტაცია "თუ ასეა მეც მინდა დისერტაცია"-ო. რუსეთუმე ოპო ხედავს რომ ქვეყანას ომი აქვს რუსეთთან და ვინაიდან რუსეთთან ომი მათი სილაჩრის და გაუღწევლობის გამო მკრეხელობაა, მათაც დაიწყეს თავისი (იდეოლოგიური რუსული )ომი საქართველოს მოკავშირესთან(ასეა თუ ისე) აშშ-სთან... ამ ომში რუსეთუმემ იცის არაფერი არ ემუქრება, შეიძლება საიდანღაც ტუგრიკები გადმოგიგდონ თუ კარგად ორიგინალურად აგინე, რაც მთავარია ერთგვარი ონანისტური სათისფაქციაა საქართველოს ხელისუფლებასთან. ისე რომ დღევანდელი რუსეთუმე აღარ ეწევა რუსეთის აპოლოგიას იგი "გმირულად ებრძვის" აშშ-ს "ქართული ოცნების" განსახორციელებლად. თურმე ნუ იტყვი ოკუპანტის ვიზით გამდიდრებულმა იცის რაშია ქართველთა ოცნება..... ნეტარ არიან ანტიამერიკელები ოდეს მათ "სამართლიან ბრძოლას" წინ არავინ არ აღუდგება (მართლა არავინ გაუწევს წინააღმდეგობას რამეთუ "გიჟი მიუშვი ნებასა...")...... ანტიამერიკელები და მეტრორუსეთუმეები საქართველოს "ჭეშმარიტი დამოუკიდებობისათვის იბრძვიან": ნეტარია აღუწერლად ნეტარია ყოველი მათი ილუზიათაგანი..... დაწერილია 2012 წლის ზაფხულში.
×
×
  • შექმენი...