Jump to content
Planeta.Ge

PEPE.

პლანეტელი
  • პოსტები

    2.214
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    4

პოსტები დაპოსტილი PEPE. -ს მიერ

  1. მიშას თაყვანისმცემლებს და რუსოფობებს ვთხოვ თავი შეიკავონ შეძახილებისგან - ეს არაა რუსების საქმეო. თემა ამაზე არაა  :)):

     

    მაინტერესებს, რამდენად მისაღებია ქართული საზოგადოებისთვის ჰიტლერი, რომელიც უკვე თურმე ავტორიტეტი ყოფილა, იმდენად, რომ ცოტა ხანში შეიძლება ჰიტლერის "მაინ კამფი" გახდეს ბევრის სამაგიდო წიგნი და ჰიტლერი კი სახელმწიფოს ერთიანობის და უძლეველობის მისაბაძი მაგალითი.

     

    მით უმეტეს პირველი, შედარებით სუსტი, მარა მაინც ნიშნები ამისა უკვე  წარმოჩნდა.

     

    რას მოუტანს ეს პროპაგანდა საქართველოს და როგორ გამოიყენებს ამას რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ საერთშორისო არენაზე, ამაზე აღრაფერს ვამბობ

    http://www.1tv.ru/newsvideo/158232

    კონკრეტულად მაგ ციტატას ვინმე არ ეტანხმება??/ ნუ ხო პაცეფისტები და რა ვიცი კიდევ ვინ არ ეთანხმებიან მე კი პირადად ვეთანხმები მეორე საკიტხია ჰიტლერის რეკლამირება... მასე რომის იმპერატორების ციტატებს იყნებენ მტელ მსოფლიოში აქტიურად ეგ იმას ხომ არ ნIშნავს რომ ისინი კარგები იყვნენ და მისაბაძები.....

    უბრლაოდ კონკრეტულად ციტატებია საინტერესო და მისარები....

     

    აბა ჰეილ ჰიტლერის ყვირილს კი არ ნიშნავს ეგ

     

    პ.ს. მოკლედ ლენინის ციტატებით აჭრეელებულია საქართველო და რიავიცი ჯობია კია ჰიტლერს???/

  2. paata_zaqareishv...

    რატომ უნდა დავთმოთ? ეს კითხვა ჩემთვის გაუგებარია. დავთმოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯებესებისათვის? ჩემთვის ასეთი პოზიცია ყოვლად მიუღებელია.

     

    ანუ გვქონდეს კარგი ურთიერთობა და არ ვიყოთ რუსეთის მონები?

    ინტერნეტში ვნახე თქვენი ინტერვიუ სადაც წერია რომ თქვენ განაცხადეთ აფხაზებს და ოსებს ვაღიზიანებთ რადგან აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებულს ვეძახითო...

    აქედან გამომდინარე დაგისთვით ეს კითხვა...

    ესეიგი ოკუპირებული თუ არ არის გამოდის რომ რუსები კანონიერად დგანან

  3. ბატონო პაატა მაინტერესებს

    მართლაც გჯერათ რომ შესაძლებელია რუსებტან ურთიერთობის დალაგება?

    თუნდაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რომ დავთმოთ?

    ანუ გვქონდეს კარგი ურთიერთობა და არ ვიყოთ რუსეთის მონები?

    გთხოვთ პირდაპირი პასუხი გამეცით კი ანთუ არა

  4. თუ ეგრევე პრეზიდენტის გადაყენების მოტხოვნა არ იქნება და მასეთი რამეები რასაც შედეგი არ მყვება.... კ აბტონო შემოგიერთდებიტ ხოლმე იქ სადაც საჭირო იქნება...
  5.  

     

     

    რუსული გრადები მოქმედებაში

    ეგ გრადები ჩეჩნეთის ომის დროსაა გადრებული.... საინტერესოა რომლემა ჭკვიანმა გადმოიტანა მაივიდეოზე და მიაწერა ცხინვალი ..........

  6. http://cominf.org/sites/default/files/posts/2009-07/Mamison_2.JPG

    http://cominf.org/sites/default/files/posts/2009-07/Mamison_4.JPG

    http://cominf.org/sites/default/files/posts/2009-07/Mamison_5.JPG

    http://cominf.org/sites/default/files/posts/2009-07/Mamison_9.JPG

     

     

    დნარჩენი გააგრძელეთ....

     

    ჩემი კომაენატარი: ___________________________________________________

  7. PEPE.

     

    მაშIნ ჩაითვლება რომ პასუხი არ გაგცა, გაქვს კონკრეტული კითხვა?!

    ისე ჩემი რა მიდის დავუსვამ კითხვას როგორ აპირებს მIშას გადაყენებას???? 3 თევა არანაირი შედეგი არ არის..

  8. lasha1997

    მემგონი შენ არ იცი კიტხვა

    ორგანიზატორი იყო მტავრობა და იმიტომ იყო ის რაც ვნახეთ...

     

    ეხლა კი ორგანიზატორი იქნება რე:აქცია ......ამიტომ როგორ უნდა გამოიყენოს მIშამ სათავისოდ ვერ ვხვდები???

  9. lasha1997

    ვააააახ რა ძნელია ზოგს დაუმტკიცო რომ წყალში დასველდები....

     

    არ გაუკეთებია ეგ რე:აქციას არა.. მასე რე;აქციამ ბალტიელებისგან აიღო იდეა....

  10. ხუთშაბათს, 16 ივლისს, ინტერნეტ ჯგუფი RE:აქცია იწყებს ვიდეო კლიპის გადაღებას.

     

    გადაღებები იწყება 12 საათიდან.

     

    კლიპის გადაღება იწარმოებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში და ექნება სიმბოლური ხასიათი ერთიანი საქართველოსი: ოსური სახლიდან დაწყებული, აფხაზური სახლის ჩათვლით.

     

    http://i044.radikal.ru/0907/31/6177870875c4.jpg

     

     

    თემის ორიგინალი

    http://forum.ge/?showtopic=33990850&st...;#entry14696823

  11. ოთხშაბათს იმართება შესარჩევი კონკურსი!

    არ დაიზაროთ!!!

    აუცილებლად მოდით ხალხის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს

     

    ყველასმოსვლისკენ მოვუწოდებ!

     

    არა მოსკოვიზაციას!

    http://geoprotest.com

  12. და რომელ რიცხვამდე შეუძლია ხალხს, რომ მიიტანოს სხვადასხვა საჭირო ნივთ-საშველებები?

    მანამ სანამ იქნება მაგის საჭიროება!!! ისე მემგონი შმედეგი კვირისთვის აპირებენ...

  13. მოგეხსენებათ, რომ შიდა ქართლის და აფხაზეთის შემდეგ, ყველაზე დიდი გაჭირვება ამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამეგრელოს და ქართლს დაადგა, განსაკუთრებით ქართლს, რომელიც საომარი მოქმედებებით სხვა რეგიონებზე უფრო მეტად დაზარალდა, დაინგრა, დაიწვა და გაიძარცვა.

     

    დღეის მდგომარეობით, რუსეთის ჯარის გაყვანის კვალდაკვალ ქართლში მოსახლეობა ბრუნდება, მაგრამ ვისი სახლიც ბომბებს და გადაწვას გადაურჩა, გაიძარცვა რუსეთის მოქალაქე მოროდიორების და ქურდ-ბაცაცების მიერ. სახლების აღდგენაში დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას მთავრობა ჰპირდება და შეასრულოს იქნება ეს ვალდებულება, მაგრამ მარტო კედლების აღდგენა და გადახურვა ბოლომდე ვერ უშველის საქმეს.

     

    ...ვიფიქრეთ ფორუმელებისათვის შემოგვეთავაზებინა ასეთი რამ განსახორციელებლად:

     

    ფორუმელებმა და შემდგომში ალბათ არა ფორუმელებმაც, შევაგროვოთ სასკოლო ინვენტარი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სკამები, მაგიდები, სხვა ავეჯი, საწოლის თეთრეული, ჭურჭელი (თეფში იქნება, დანა-ჩანგალი, ქვაბი თუ ჭიქა), მოკლედ ყველაფერი რაც შეიძლება ოჯახს დასჭირდეს და ჩავიტანოთ დაზარალებულთა დასახმარებლად.

     

    ეს ყველაფერი იქნება ან ახალი ან მეორადი მოხმარების, ოღონდ კარგ ჰიგიენურ და მოსახმარად ვარგის მდგომარეობაში...

     

    აქცია ჩატარდებას ვვარაუდობთ ფორუმის სახელით, RE:აქცია იკისრებს საორგანიზაციო სამუშაობს და შეგროვილი ნივთების დროებით დასაწყობებას.

     

    ვფიქრობთ დიდი მორალური მნიშვნელობა ექნება ამ ხალხისათვის ასეთი ფორმით თანადგომას და თუ შევძელით მისი ფართო მასშტაბით ორგანიზება, მაშინ ამით საგრძნობი მატერიალური დახმარება იქნება გაეწიოს ჩვენს თანამემამულეებს მათთვის უმძიმეს დროს, ყველაზე საჭირო, ოჯახში აუცილებელი ნივთებით...

     

    თუ ვინმე გადაწყვეტს თანხა გადმორიცხოს - საბანკო რეკვიზიტები: http://www.hand2hand.ge/index.php?m=507

     

    თანხის გადმოსარიცხად შეგიძლიატ ისარგებლოთ მომენტალური გადახდის ლურჯი აპარატებითაც: http://www.hand2hand.ge/index.php?m=540

     

    დაინტერესების შემთხვევაში და/ან ნივთების გადმოსაცემად დაგვიკავშირდით: http://www.hand2hand.ge/index.php?m=3

     

    * * *

     

    ახლა იმის შესახებ თუ რა ნივთების შეგროვებაა პრიორიტეტული:

     

    1. თეთრეული

    ა) ბალიში

    ბ) ლეიბი

    გ) საბანი

    დ) კომპლექტი საშუალოდ სამ კაცზე (ზეწარი, ბალიშისპირი, ჩარსავი)

     

    2. გასათბობი საშუალება

    ა) გაზის ან შეშის/ნახშირის ღუმელი

     

    3. ჭურჭლი

    ა) თეფში

    ბ) ჭიქა

    გ) ჭიქა ყურიანი

    დ) კოვზების კომპლექტი (ჩაის და სადილის)

    ე) დანა-ჩანგალი

    ვ) დანა საჭრელი

    ზ) ჩაიდანი ("კაფეინიკი")

    თ) ჩაიდანი მრგვალი

    ი) ქვავების კომპლექტი (დიდი და პატარა)

    კ) ტაფა

    ლ) სათლები ("ვედრები")

    მ) კერამიკული ფინჯანი

    ნ) ტაშტები (მოთუთიებული და პლასტმასის)

     

    4. სამეურნეო ინვენტარი და სხვა საგნები

    ა) ჩაქუჩი

    ბ) ნაჯახი (ტარით)

    გ) ბარი (ტარით)

    დ) ნიჩაბი (ტარით)

    ე) თოხი (ტარით)

    ვ) ხერხი

    ზ) ცული (დიდი, ტარით)

    თ) ბრტყელტუჩა ("პლასკაგუბცი")

    ი) სასხლავი მაკრატელი

    კ) "კუსაჩკა"

    ლ) მაკრატელი საყოფაცხოვრებო

    მ) ნემსი-და-ძაფის კომლპექტი

     

    5. ჰიგიენური საშუალებები

    ა) საპონი (ხელის და სარეცხი)

    ბ) სარეცხი საშუალებები (ფხვნილები და ჟელეები)

    გ) ჭურჭლის სარეცხი საშუალებები

    დ) კბილის ჯაგრისები და კბილის პასტა

     

    6. ავეჯი

    ა) მაგიდა და სკამები (ტაბირეტები)

    ბ) საწოლები

    გ) კარადა (ტანსაცმლის)

    დ) სამზარეულო (კომპლექტი)

    ე) მაცივრები

     

    7. ტანსაცმელი (მათ შორის ბავშვებისთვის)

     

    გასაგებია, რომ ყველაფერს ვერ გავწვდებით, მაგრამ ამ ნუსხიდან ბევრი რამის შეგროვება რომ ხელგვეწიფება, ესეც ფაქტია.

    ცხადია, აქცენტი უხმარ ნივთებზე გავაკეთოთ, თუმცა კარგად შენახული მეორადიც არ იქნება ურიგო.

     

    ხალხი 0-დან იწყებს ცხოვრებას და მათზე ალალია.

     

    ზოგს ერთი სკამიც არ დარჩა სახლში, რომ გამოცარიელებულ ოთახში შუაში დადგას, დაჯდეს და დაფიქრდეს, თუ რითი დაიწყოს...

     

    ...და წელს რომ აღარა - ფაქტია, მაგრამ მომავალ წელს ხალხი იქ ჩვენი ჩატანილი ჭიქებიდან და თავისივე დაწურული ღვინით საქართველოსა და წასული ბიჭების სადღეგრძელოს რომ დალევს, ამაში ეჭვი არ მეპარება!

     

    http://forum.ge/?f=29&showtopic=33902560

     

    თემის ორიგინალი

×
×
  • შექმენი...