მოსკოვში საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" გულშემატკივრებსა და მილიციას შორის შეტაკების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ათეული კი სამართალდამცავებმა დააკავეს . რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის გულშემატკივრებმა მანეჟის მოედანი უკვე დატოვეს, სადაც შეტაკება მოხდა. თუმცა მილიციასა და ფანებს შორის ხელჩართული ჩხუბი მეპროპოლიტენის სადგულ "ტეატრალნაიაზეც" გაიმართა. მანეჟის მოედანზე "სპარტაკის" ათასზე მეტმა ფანმა მოიყარა თავი. ისინი ერთ-ერთი გულშემატკივრის, ეგორ სვირიდოვის ხსოვნას მიაგებდნენ პატივს, რომელიც კავკასიელებთან ჩხუბში დაიღუპა. აქციაში ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილოებდნენ. "სპარტაკის" გულშემატკივრები თავს დაესხნენ სამ კავკასიელს, ისინი მძიმედ სცემეს, შემდეგ კი დაზარალებულების წასაყვანად მისული სასწრაფო დახმარების მანქანაც დალეწეს. მილიციის სპეცრაზმსა და გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, "სპარტაკის" ფანებმა მანეჟის მოედანი დატოვეს. http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/153800-moskovshi-gulshematkivrebsa-da-milicias-shoris-shetakebis-shedegad-10-mde-adamiani-dashavda.html კავკასიელებს ცემენ. ბოლOში ფოტოებია http://xashtuk.wordpress.com/2010/12/11/mep1csg8-jc/