Jump to content
Planeta.Ge

odabade

პლანეტელი
  • პოსტები

    25
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი odabade

  1. 2. ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე; თუბალიდან მოდის იბერები (მეგრელ-ლაზ-ჭანების ) . მეშექიდან გამიგია მესხები მოდიან ხოლო რაშის მოდგმაა სკიფები-სლავები-რუსები თუ არ ვცდები.
  2. მე დავიბადე ქალაქ-ამასია კაპადოკიაში. დედაჩემი იყო კაპადოკიელი-ლაზი-ჭანური წარმოშობისა.კაპადოკიელები ლაპარაკობენ ამ ხალხთა ენაზე." სტრაბონი ივანე ლოლაშვილი ,,ქართული წიგნისა და მწერლობის საწყისებთან.თბილისი 1978 წ გვ 52.
  3. ეს ნაშრომი ფრანგულ ჯურნალ Revue de Lingaistque-ში დაიბეჭდა პირველად . სათაური,, კაბადოკია ანუ ლაზისტანი".
  4. საქართველოს ორი კედრი ჭანეთი და საინგილო. მოსე ჯანაშვილი. (გაზეთი ერთობა 1920 #167 27 ივლისი გვერდი 3. ) .... დღეს ჭანეთს ანუ ლაზისტანს შეადგენს რიზეს და ათინას ოლქები. საცა ზოგიერთნი უჩვენებენ 100000 მდე მკვიდრს მოსახლეს , ზოგნი კი ამ მოსახლეობას 200000 მდე სთვლიან . უწინ კი ქრისტეს დაბადებამდის წინა საუკუნებშიჭანელებს (ლაზებს) ეკავათ ჭოროხს ოქით შავი ზღვის პირპირ და მდინარე ღალის აქეთ მთელი მიდამო. ალექსანდრე მაკედონელის ჭამს (4 საუკუნე . ქრისტეს წინ). აქ ცხოვრობდნენ მაკრონები დედა ქალაქით ტრაპიზონი , მერე მოსინიკები და შემდეგ ხალიბები–ხალდნი და კაბადოკიელნი.. ხოლო შემდეგ საუკუნეებში ჩანან : ბიზერები:ჭოროხის იქით, დაბებით. აპსარუს, არქაბის, მორთულა, ათინა –ათენა, ადიენუს. ჭანები: დაბებით.რიზე აწყურის წყალზე, ოფის ოფიას წყალზე, სუსურმენა პისუს წყალზე. კოლხები (ჩოლეჰი) ქალაქებით ტრაპიზონი და ჰელმონასა. დრილები : კოლხებ ზემო. მაკრონები დრილებ ზემო მთებისკენ , დაბით ზიგანა. მოსინიკები: დაბებით , ცერაზუს,ტრიპოლის. ტიბარენები : დაბით ფარნაკია. ხალიბნი (ხალდნი) : დაბით კოტიორა, ორდუ, თემისკარა–თემისცირა. კაბადოკიელნი (კათბადუკიელნი) დასახლებულ თემთა შიგნით ღალისის რკალივით მინადენობას აქით.ქალაქებით მაზაკა, თავია, ზამა, შორობა, მაღალასსა, გარშაურა და სხ. ღალასს აქით სივრცეს , როგორც იუწყება მოგზაური გერასიმე ნადარეიშვილი, საბერძნეთი დღესაც ისევ უწოდებს მისს ძველ სახელს , ლაზისტანს (ლაზიკას). ეს ის ქვეყანაა, საცა ჭანის ქალისგან ქრისტეს წინა საუკუნის 20 წელს დაიბადა გეოგრაფოსი სტრაბონი, დაწვრილებით აღწერა ივერიისა მის მშვენიერ კრამიტით გადახურულ სახლებიან ქალაქებისა, აქ მოღვაწეობდა ქართველ ერის მადიდებელი მიტრიდატ დიდი, რომელმაც შეიერთა რა ქართველი ტომები და ბოსფორი, (ყირიმი) და გააჩინა ძლიერი ფლოტი, რომელიც შესდგებოდა სამხედრო გემით, დაიპყრო მაკედონია, და ათინა და სასიკვდინო ომი გამოუცხადა ძლიერ რომს, მაგრამ დამარცხდა შვილის მახარას ღალატით 63 წელს. აქ აღორძინდა და აქედან მცხეთას მოვიდა საქართველოს განმანათლებელი წმ. ნინო. აქაურნი იყვენენ დიდი ბასილი, დიდი ათანასე, სვიმონ მესვეტე, , რომელმაც ქართლს გამომგზავნა 13–ნი მამანი (შიო ღვიმელი, იოანე ზედაზნელი, ანტონი მარტყოფელი და სხვ) მე 4 მსოფლიო კრების განაჩენზე ხელს აწერენ : ,, თეოდორე ეპისკოპოსი ლაზთა ქვეყნის ფაზიზისა,“ , ,, იოანე ეპისკოპოსი ლაზთა ქვეყნის პეტრასი“ (დღევანდელი ციხისძირი : შენ ჩემია)......... დიდ და ვრცელ ლაზისტანიდან დღეს როგორც ვთქვით , დარჩა მხოლოდ ორი ოლქი. რიზესი და ითინის. აქ ლაპარაკობდნენ თავიანთ ჭანურ კილოზე, , ხოლო ამ ოლქებს გარეშეებს უკვე დაუვიწყნიათ ღვიძლი ენა. და გადაგვარებნულან ზოგი ბერძნად ზოგი ოსმალოდ. აქეთურ ჭანებს აქვთ თავიანთი ლამაზი ქალაქები რიზე, ათინა, არქაბი. და დაბები, სოფა, აფიშხო, ბულეფი, სულეთი, დუდრევანი. ...." ჭანეთი იყო და არა კაბადოკია. კაბადოკია მიშნავ ,,ლამაზი ცხენების ქვეყანას" . ჭანეთსი კი ცხოვრობდნენ ჭანები, დღევანდელი ლაზეთი დიდ ჭანეთის ნაწილია. 12 საუკუნემდე ინარცუნებდნენ ჭანები (სახლელეთო) თავის იდენტობას. გაუგებარია, რატომ არ ისწავლება ეს სკოლებში? რა არის აქ მიუღებელი. 1877 წ გაზეთ ივერიაში (#14 -17) გამოქვეყნდა დავით ჩუბინოვის (ჩუბინაშვილი) ნაშრომი. ,, ეტნოგრაფიული განხოლვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვირდთა მოსახლეთა" სადაც ყველაფერი დოკუმენტალურად , წყაროებზე მითითებით წერია. ეს ნაშრომი ფრანგულ ჯურნალ Revue de Lingaistque-ში დაიბეჭდა ითარგმნა პეტრე მირიანაშვილის მიერ.
  5. სიტყვასიტყვით გავიმეორე მოსე ჯანაშვილის ციტატა. გაზეთი ,,ერთობა". 1920 წელი # 167 -27 ივლისი გვერდი 3. ,, საქართველოს ორი ღერძი/ ჭანეთი და საინგილო".სმაილკები მას გადაუგზავნე.
  6. ტოპონიმების გადაქართველება არის სასაცილო, (ისიც შერჩევითი). ოკაცე კი არაა , არამედ ოკოჩე. (ხეობა ხონის რაიონში, 1932 წელს მარტვილის რ-დან გადაეცა ხონის რ-ონს). არა შავღელე არამედ უჩა ღალუ (ხობის რ-ონი) და სხვა. საკაცე სასაცილო იქნებოდა , მაგრამ ოკაცე რა ჯანდაბაა. ბარემ ლანჩხუთიც გადაეკეთედ სიტყვასიტყვით. (საძროხე) ან ოკრიბა ( საბატკნე).
  7. ქართველები–ქართები ჩამოვიდნენ ქალდეიდან . აზომ ჩამოიყვანა – ალექსანდრე მაკედონელის მხედარმთავარმა.წყარო “მოქცევაჲ ქართლისაჲს”
  8. პირველი წერილობითი წყარო სოჩის სეშახებ ეკუთვნის ტურქ გეოგრაფ და სამხედრომოღვაწეს ჩელების. მან აღწერა დასავლეთ კავკასია და აფხაზეთი. იმ ადგილას სადაც დღეს სოჩია, ცხოვრობს ჩერქეზული ტომო სადშა , აქიდან ქამოვიდა სახელი სოჩი და არა სოჭი. სოჭის ხე სავსეა დასავლეთ კავკასიაში.
  9. ისტორიის პროფანაციის კლასიკური მაგალითი. 5 საუკუნეში არავითარი ქართლის სამეფო არ იყო. იყო იბერთა სამეფო. იბერთა ასახელმწიფო ისპობა 523 წელს . ხოლო პირველი წერილობითი დოკუმენტი სადაც წერია ქარტველთა მეფე თარიღდება 899 წლით. (წყაროექვთიმე თაყაიშვილი ჟურნალი ,,მნათობი”, 1948წ. #8 ,, როდის შეიცვალა იბერთა სახელმწიფო ქართველთა სახელმწიფოდ?". ხოლო იბერები და ქართები -არარის ერთიდა იგივე.,, იბერები არიან მეგრელ-ლაზ-ჭანები." ( წყარო ივანე ჯავახიშვილი : 1913 წელის გვერდი 19 . ,, ქართველი ერის ისტორია" )
  10. მეგრული ენის გადიალექტება , უკვე შეურაწყოფაა. თუმცა თქვენ ეს არ მიგაჩნიათ ასეთად. დღეს საქართელოში მიდის ისტორიის მასიური პროფანაცია. რაც შეეხება ჩემს დიაგნოზ, ეს არის თქვენი დამოკიდებულება. განსხვავებული აზრი თქვენთვის მიუღებელია. ყველგან გრუ და კგბ აგენტები გელანდებათ. გაიგეთ. საქართველოს სსრ არარის. სტალინი კი მოკვდა. არარის ცოცხალი. ვიტყვი პირდაპირ. დამოუკიდებელ საქართველოში იდევნება მეგრული ენა. ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ. იდევნება წმინდა ნინოს ღვიძლი ენა.
  11. მე იმის თქმა მინდა , რომ ისტორიის და სხვა კულტირული მემკვიდრეობის პროფანაცია არარის საჭირო. ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.მაგრამ თუ მსგავსი გაგრძელდა , ეს სიკეთეს ვერ მოიტანს.
  12. საინტერესო არარის რასაც თქვენ ამბობთ. ხოლო მეგრული ენის არსებობა თუ მეგრული სეპარაიზმის წინაპირობაა, მეგრული ენის დიალექტობის მტკიცება შოვინიზმის წინაპირობაა. არჩევანი თქვენზეა.
  13. მეგრელი-ეს ქართულად არის. მეგრეულად არის მარგალ, სიტყვასიტყვით მიწაზე მომუშავე. (მარგუალი, შეადარეთ გიორგის ბერძულ მნიშვნელობას. –მიწაზე მომუშავე) რაც შეეხება რა ენაზე ლაპარაკობდა აიეტი და მედეა. ამაზე პასუხი აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ უკვე გასცა, და მას ედავეთ. რა ენაზე მეტყველებდნენ აიეტი და მედეა? თუ რა მოსახლეობა დახვდათ კოლხეთში არგონავტებს და რა ენაზე მეტყველებდნენ აიას ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო ოქროს საწმისის კულტი, ამის დადგენა შეიძლება ბერძნულ ტექსტებში შემონახული ერთი სიტყვითაც კი. ცხვრის კულტი ჩვენში დღემდეა შემორჩენილი, ხოლო ბერძნულ ტექსტებში შემონახული სიტყვა გახლავთ ოქროს საწმისის ბერძნული სახელწოდება კოვო/კოვა. ქართული სიტყვის ტყავ-ის მეგრულ-ლაზური ვარიანტი უნდა ყოფილიყო ტყოვ/ტკოვ ფორმა (თანამედროვე მეგრული ”ტყები”, ლაზური - ”ტკები”). ბერძნებმა ეს სიტყვა გამოიყენეს სიტყვა ”ტყავის” მნიშვნელობით იმ სპეციფიკური ”ცხვრის ტყავის” აღსანიშნავად, რომელსაც განსაკუთრებული საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა. სავარაუდოა, რომ ოქროს საწმისის და, საერთოდ, ტყავის აღსანიშნავად ბერძნები საკუთარი ”დერმას” გვერდით იყენებდნენ კოვ-ს. ეს სიტყვა უთუოდ შეითვისეს იმ ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო ცხვრის ტყავის კულტი. ეს კი ნიშნავს, რომ ბერძნების მოსვლის ეპოქაში დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო დიალექტი - მეგრულ-ლაზურის წინაპარი, რომელზედაც ტყავი აღინიშნებოდა ტყოვ-ტკოვ ფორმით. ამ დიალექტის დღევანდელი გაგრძელებაა მეგრული და ლაზური. არგონავტების გემ ”არგოს” სახელს საფუძვლად უდევს, სერგი ჯიქიას გონებამახვილური მიხვედრით, ეგრ-ის-ი, ქვეყნის სახელწოდების დასავლურ ქართული აგრ/არგ ვარიანტი, რომლისგანაც ეთნონიმი მ-არგ-ალ-ი წარმოდგება. მაშასადამე, მედეა და აიეტი, აიას ქვეყნის ხალხი მეტყველებდა მეგრულ-ლაზურის წინაპარ, კოლხურ ენაზე. სახელი, კოლხური, მართებულად უწოდა ამ წინაპარ ენას აკაკი შანიძემ. თამაზ გამყრელიძე
  14. არც გაბერილია, არც შეწკვეცილი. სჯარო ბიბლიოთეკაში მასალა დევს.
  15. ამაზე ლაზებმა უკვე გასცეს პასუხი 2012 წელს. იმდენს ნუ იზამთ რომ, მეგრელებმაც იგივე არ გააკეთონ. თურქეთისა და საქართველოს ხალხს და მსოფლიო საზოგადოებას ლაზი ხალხის ისტორიულ წარსულში საქართველოს და ქართველ ხალხს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გნებავთ კულტურულად, ენობრივად და ეთნიკურად მონათესავე მეგრელი მოსახლეობა, გნებევთ ის, რომ ლაზების ისტორიის დამადასტურებელი არქეოლოგიური გათხრების თვალსაზრისით საქართველოს დასავლეთი ლაზების ისტორიულ სამშობლოს წარმოადგენს. საქართველო ლაზების ტრადიციების, ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, ამასთანავე ლაზების სიახლოვეს საქართველოსთან არასოდეს ჰქონია უარყოფითი გავლენა, გნებავთ თურქეთში, გნებავთ საქართველოში მცხოვრები ქართველების მიმართ ლაზი ხალხი ყოველთვის მეგობრული გრძნობებით იყო გამსჭვალული. ამასთანავე, ლაზების ენობრივი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ზოგიერთი არაკეთილგანწყობილი, პოლიტიკური თუ პოპულისტური რიტორიკა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის დღიდან იმთავითვე ისმოდა და მიღებული იქნა საქართველოს სახლმწიფოს ოფიციალურ პოლიტიკად. ბოლო წლებში ამ საკითხის ირგვლივ კიდევ უფრო ინტენსიურმა დისკუსიებმა ლაზების აღშფოთება გამოიწვია, მიაღწია რა ყოვლად მიუღებელ ზომებს. საქართველო, ოფიციალური განცხადებით, მეგრელ-ლაზ ხალხს არ განიხილავს ავტონომიურ, ცალკეულ ელემენტად, არამედ მას განიხილავს ქართველი ( ან გურჯი, Georgian) ერის ერთერთ შემადგენელ ნაწილად, ლაზურ ენას კი, ქართული ( ქართველური, Georgian) ენის ერთერთ დიალექტად. თურქეთის ლაზებმა, ცივი ომის პერიოდში არასაკმაო ინფორმაციისა და ორგანიზებული სტრუქტურის არარსებობის გამო, ამ ქართველისტურ მიდგომებს წინააღმდეგობა არ გაუწიეს. თუმცა, ეს დუმილი, ,,დუმილი თანხმობის ნიშანია’’ აფორიზმის მსგავსად მიიღეს ქართველისტობის იდეოლოგებმა და ბოლო 10 წელია გააძლიერეს შევიწროება. საკითხის არ ცოდნის მიუხედავად, ლაზების მიმართ შავი პროპაგანდით, დემაგოგიით, სიტყვათა თამაშით და დამახინჯებით ცდილობენ ამ უგუნური დებულების შემუშავებას. საქართველოს სახელმწიფოს ქართველისტების თეზისებით ნაკვები ეს საქმიანობა უკიდურესად აწუხებს მთელ ლაზ ხალხს, საქართველოს მიმართ კი აჩენს უარყოფით განწყობას. საქართველოში ამ აზრის გამავრცელებელ პიროვნებას ან ორგანიზაციას ღიად და ნათლად გვინდა ვუთხრათ შემდეგი: 1. ლაზები ქართველი ერის ნაწილს არასოდეს წარმოადგენდნენ და არც ახლა არიან მისი ნაწილი. ლაზები ქართველები (ქართველური) არ არიან. ლაზები ისტორიის დასაწყისიდანვე ლაზები არიან და სურთ ლაზებად დარჩენა. ლაზების ენობრივი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ვინმე პირის ან რაიმე ორგანიზაციის განხილვის საგანი არ შეიძლება იყოს. ამ საკითხს არ გააჩნია ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი! 2. ლაზური ქართული (ქართველური) ენის, მისი კილოს, დიალექტის, ქართველური ენების (ქართული/Georgian Languages) ნაწილი არ არის. ლაზები ქართული ენის, საერთო ქართველურის (Common Kartvelian) მსგავსი ქართველისტების და პოლიტიკური ტერმინოლოგიების წინააღმდეგები არიან და მას უარყოფენ. ეს ტერმინოლოგიები ქართული ენის წინა პლანზე უსაფუძვლოდ წარმომოჩენას, ლაზური და მეგრული ენების, როგორც სამწერლობო ენების იგნორირებას ემსახურება. საქართველოში ლაზების და მეგრელების ლიტერატურის იგნორირებამ, სეპარატისტულ ლიტერატურად მოხსენიებამ, ქილიკის საგნად გახადა ლაზური და მეგრული ლიტერატურა. უფრო სწორი და მეცნიერული მიდგომა იქნებოდა, ამ არაობიექტური ტერმინოლოგიის ნაცვლად, მეცნიერული და აპოლიტიკური ტერმინის ,,სამხრეთ კავკასიის ენების“ (South Caucasian Languages) ტერმინის გამოყენება. ამით ლაზური დედაენის, ქართული ენისა ან სხვა სამხრეთ კავკასიის ენების ისტორიულ და გენეტიკურ სიახლოვეს არ ვუარვყოფთ. ეს სიახლოვე ინდოევროპულ ენათა ოჯახის ტევტონური ჯგუფიდან გამოსული გერმანული და ინგლისური ენების სიახლოვისთვის შეიძლება იყოს შედარებული. ზემოთ მოხსენებული ენები ერთმანეთთან ლაზურსა და ქართულ ენაზე მეტად ახლოს დგანან, მაგრამ როგორც გერმანელებს ინგლისელებს ან ინგლისელებს გერმანელებს არ უწოდებენ, ასევე არ შეიძლება ეწოდოს ამ სიახლოვის გამო ლაზებს ქართველები, ლაზურს ქართული! ამ სიახლოვის გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობით დატვირთვა უაზრობა და უხამსობაა. 3. ლაზებთან ძმობის სახელით დაახლოება, ისეთი ქმედებებით, როგორიცაა: სიტყვებით თამაში, ისტორიის მანიპულაცია, არარსებული წარსულის სუბიექტური გაშუქების გზით ისტორიულ რეალობად წარმოჩენა, და ყოველივე ამ გზების საშუალებით რელიგიის, გარედან შემოტანა ლაზებში, ამ მიმართულებით მოქმედი პირის ან ორგანიზაციის დამოკიდებულება მეგობრობად და ძმობად არ შეიძლება იქნეს მიღებული. 4. არაეთიკურად ვთვლით და სასტიკად ვგმობთ ლაზური კულტურის ღვაწლმოსილი, სიმბოლოდ ქცეული პიროვნებების ქართველებისთვის მიკუთვნებას მათი დამახინჯებული და ძალდატანებითი შეფასებების საშუალებით. 5. ირკვევა, რომ საქართველოში ლაზური ენა მხოლოდ ,,აკადემიური კვლევის“ ან ,,სახლის ენის’’ ჩარჩოებშია მოქცეული. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ლაზური ენა ცოცხალი ენაა და ის ლაზური იდენტობის ყველაზე თვალსაჩინო ელემენტია. აქვს ცოცხალი ლიტერატურა. მისთვის არ არსებობს გადაულახავი ნაკლოვანება, რათა მას შეეძლოს აღწეროს და წარმოაჩინოს მთელი მსოფლიო, სიცოცხლე და ცხოვრებისეული მოვლენები. ყოველგვარი მცდელობა და ძალისხმევა ლაზური ენის დახმარებისა, პირველ რიგში თურქეთის და ასევე საქართველოს მხრიდან, დაფასებული იქნება ლაზების მიერ. 6. თუ საქართველოს და საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს სურვილი აქვთ ლაზების კეთილგანწყობისა და საქართველოს მიმართ სიმპათიის გაზრდის, მათ ხელი უნდა შეუწყონ მეგრელებისა და სვანების კულტურულ ავტონომიას, მისცენ მათ მშობლიურ ენაზე განათლების საშუალება, ასევე უნდა იყვნენ დაკავებული ამ ენების გაძლიერებისთვის წახალისებისა და მსგავსი მხარდაჭერის საკითხებით. ევროპის ან სხვა პოლიტიკური ძალის ზეწოლის გარეშე, საქართველოსა და მისი ორგანიზაციების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე, საკუთარი ნებით, ამ ენების მშობლიურ ენებად აღიარების ინიციატივა საქართველოსთვის უფრო დემოკრატიული ნაბიჯი იქნებოდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლაზური, მეგრული და სვანური ენები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილებია. ამ ენების სიცოცხლისათვის გაწეული ძალისხმევა სათავეს იღებს ადამიანთა უფლებების უნივერსალური პრინციპებიდან. ამ ენების გადაშენება ეხება არა მხოლოდ ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხს, არამედ წარმოადგენს მთელი კაცობრიობის პრობლემას. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ლაზი ინტელექტუალები და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვფიქრობთ, რომ ისინი არ უნდა დარჩნენ საქართველოდან მომართული ქართველისტური პროპაგანდისა და ქართველიზმის მიმართ რეაგირების გარეშე. ჩვენი საერთო აზრის გამომხატველი ეს წერილი შედგენილია საქართველოს, თურქეთისა და მსოფლიოს ამ საკითხებში კომპეტენტური ყველა ორგანოსა და ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით.
  16. ყველანი აფხაებია. გვანჯი აქირთავა, ჩაგუ ემხვარი, კვაჯ მარღანია, ზურაბ ჩქოტუა, გუჯმახან ემხვარი, ზვაზვალა მარღანია, ფიორგი გვათუა, სირხვა ლაკირბაია, დათა ანჩაბაძე, გრიგოლ შერვაშიძე.
  17. მეგრული ენა არის ენა. ის არარის არც დიალექტი და არც კილოკავი. მეგრული ენის სიტყვის მარაგია 1 მილიარდზე მეტი სიტყვა. როცა ქართული ენის მარაგი 100 ათას არ აღემატება. მეგრულ ენა აქვს 3 დიალექტი. სვანურს ენას 4 დიალექტი. მეგრული ენის ქართული ენის დიალექტად მონათვლა არის სისულელე, რომელიც ემსახურება ევროქარტიის მოთხოვნების შეუსრულებლობას.
×
×
  • შექმენი...