ციფრები... ციფრები და ციფრები... ციფრები და რიცხვები დიდ როლს თამაშობს ცხოვრებაში, რა უაზრო იქნებოდა მათ გარეშე არსებობა წარმოდგენაც არ მინდა... რიცხვებსა და ციფრებს საკუთარი კანონზომიერება აქვს, ასე დაასკვნა პითაგორამ. ციფრები და რიცხვები აქტიურ როლს თამაშობს მაგიაში, რელიგიაში, ასტროლოგიაში და ა.შ. ნუ მინდა რაღაც რაღაც თქმულებებზე ვისაუბრო. პირველ რიგად კი ავიღებ რიცხვ 13-ს... ყველამ ვიცით რამხელა თქმულებები, ცრუ რწმენები და ლეგენდები იმალება ამ რიცხვის უკან. მეცოდება ეს რიცხვი... გულწრფელად, ადამიანების ყბაში ჩავარდა და ვეღარ დააღწია თავი... ქართულ მენტალიტეტს დავაბრალებდი მაგრამ ამ ჯერზე არაფერ შუაში ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანაც კი რომელიც ამერიკაა ამ რიცხვის მაგიურობაში დარწმუნებულია, კი მაგიური რიცხვია მაგრამ თარსი არა, გააჩნია როგორ შევხედავთ, ვისაც სწამს რომ ის თარსია და სჯერა გაუცნობიერებლად, თავად იტეხს თავზე ამ როცხვის რისხვას აი მაგალითად სხვადასხვა ქვეყნებში მაღალ სართულიან შენობებში მე-12 სართულის შემდეგ, პირდაპირ მე-14 სართული იწყება... ეს ხომ უაზრობაა... ცოტამ თუ იცის რომ 13-ზე უფრო ძლიერ მაგიური რიცხვი 11-ია... აი 11 ნამდვილად ატარებს იმ მძიმე ენერგიას რასაც 13-ს მიაწერენ. 11-ში დაბადებულები ხშირად დგანან ინის და იანის გზა გასაყარზე და ხშირ შემთხვევაში მათი არჩევანი ინით მთავდება. ჩემი პირადი კერპი კი ციფრი 7-ია, სიმშვიდისა და პოზიტივის მატარებელია... (არაფერ შუაშია შობასთან უბრალოდ დადებით თვისებებს ატარებს). 5 კიდე ჭკვიანი ადამიანების საყვარელი ციფრია... კაბალისტურ რელიგიაში და კულტურაში იმდენად დიდ როლს თამაშობს ეს ციფრი რომ ამ დროს დაბადებულებს დიდ წარმატებას და ნიჭს უწინასწარმეტყველებენ... პენტაგრამა კი მისი გადამკვეთი 5 ხაზით სიჭკვიანისა და განათლებულობის სიმბოლოდ ითვლება... ეს კაბალისტურად თორემ მე პენტაგრამას სულ სხვა დატვირთვით ვატარებ. რიცხვი 12, მე მაგალითად მეზიზღება ეს რიცხვი ეს პირადი სიძულვილია არაფერი დაუშავებია ჩემთვის მაგრამ სულ ვებრძვი ძალიან მაინტერესებს თქვენი საყვარელი და საძულველი რიცხვი ან ციფრი დამიწერეთ ვეცდები აგიხსნათ