Jump to content
Planeta.Ge

Proessor

პლანეტელი
  • პოსტები

    2.691
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Proessor

  1. ეგ ხო, მაგრამ დასავლურ კულტურასაც აქვს თავისი ნაკლი... მაგალითად ყველგან და ყველაფერში გართობის, კომფორტის ძებნა, რასაც მივყავართ მთელ რიგ მოკლედ და ზრდილობიანად რომ ვთქვა გარყვნილობამდე. + ისიც რომ ზედმეტი გართობა ჩემი აზრით მორალური ფასეულებების გადაგვარებას იწვევს ნელ-ნელა, რასაც ვერც კი ხვდებიან. ყველაზე მეტად ანარქისტებად ჩემი აზრით ამერიკელები არ გამოდგებიან, რადგან ამ ყველაფერთან ერთად მათ გადაულახავი სიყვარული აქვთ ფულის და ზოგადად სიმდიდრის მიმართ, მოკლედ რომ ვთქვა ზედმეტად ხარბები არიან, რომ გაუძლონ ანარქისტულ ვითარებას. მამა თუკი მართლაც მოხდა ეს სასწაული და პლანეტა ანარქიამ მოიცვა მაშინ ეგ ტალღა ჩვენნაირი საცოდავი ქვეყნებიდან უფრო აგორდება ვიდრე დიდი სახელმწიფოებიდან, სადაც ფუფუნება ბატონობს.
  2. როგორც წესი, ვინმეს მორალური გარიყვა "გიჟით" ხდება ხოლმე მაგრამ საქართველოში ეხლა რუსის აგენტია პოპულარული გეთანხმები.
  3. ეგრეა და ეგრეც იქნება კაი ხანი... ანარქია ურთიერთ ნდობას მოითხოვს და ღმერთიც კი ვარ დამაჯერებს იმაში რომ ჩვენ ერთმანეთს ვენდობით.
  4. ხო წავიკითხე და სხვათაშორის ანარქისტებზე მეც მაგ შეხედულებას ვიზიარებდი, მაგრამ კიდევ ვამბობ რომ ადამიანი მაგ პირობებში უფრო მოინდომებს ლიდერობას ჭკვიანი თუ იქნება ასეთ სოციუმს უფრო ადვილად დააზომბებს ვიდრე დღევანდელს, მიუხედავად იმისა რომ ყველანი ფისქოლოგიური მონები ვართ რაღაცის ან შესაძლოა ვიღაცის. თუნდაც ცხოველთა სამყარო ავიღოთ მაგალითად მგლები. მგლების ხროვას ყოველთვის ყავს ლიდერი, ალფა მამრი და მდედრი, და სხვა კლასები. ამიტომაც მგლები არიან ერთ-ერთი წარმატებული ცხოველები. თუნდაც ჭიანჭველები ავიღოთ, უტვინო მწერები რომლებიც ჩვენ სოციუმის მაგალითია, მათაც ჰყავთ დედოფალი, მუშები, ჯარისკაცები და ა.შ. ეს არის თვითორგანიზება რომელიც ბუნების ფუნდამენტში დევს. ჩვენ ისევ ცხოველები ვართ საიმისოდ რომ სრულფასოვანი ანარქისტები ვიყოთ. ვიღაცა მანიაკი გაჩნდება, რომლის მოშორებაც დაჭირდება ხალხს, მაგრამ ამას მარტივად როგორ შეძლებენ თუ სტრუქტურა არ იქნება ისეთი როგორიც მაგალითად პოლიციაა.
  5. :grr: ხოო მარა მე იმედი არ მაქვს რომ იქ დამხვდება სადაც უნდა იყოს 2 ჯერ ყოფილა სეტყვა და რავიცი იმედია გადარჩებოდა
  6. მე მოსავალს ველოდები წელს არ ვიცი თუ სეტყვამ და უბედურებებმა არ გააფუჭა... არ ჩავსულვარ სოფელში კაი ხანია
  7. ეხლა რომ მოგვეცეს მაგის შანსი დამიჯერე უარესი ვითარება იქნება... ჯერ სამაგისოდ არ ვართ საკმარისად ჩამოყალიბებულები. ხალხი მაინც რელიგიას მიესწრაფის სულ რომ ტვინი გამოურეცხო, ქვეცნობიერში მაინც ზის ეს რაღაცის ან ვიღაცის "განდიდება". მოკლედ სამაგისოდ თუ ნიადაგი შეიქმნება ძალიანაც კარგი იქნება. მაგრამ ჯერ ისევ ხარბები, შურიანები, ღვარძლიანები და ზედაპირულები ვართ რომ ერთმანეთს ვენდოთ.
  8. რათქმაუნდა ვერ ვიცხოვრებდთ... სწორედ მაგიტომ ვამბობ რომ სამაგისოდ ჯერ სოც. აზროვნება არ არის ჩამოყალიბებული. გვინდა რომ ბატონობდნენ და იმიტომაც ბატონობენ. ჯერ არ ვართ მომწიფებულები... სამოთხე არ ვიცი მარა მე ვვარაუდობ რომ მომავალში პლანეტა მილიტარისტულ ორგანიზაციად გადაიქცევა.
  9. მესმის ამის შანსი არის მაგრამ მცირედი რათქმაუნდა... უბრალოდ მე იდეალურობის არ მწამს ეს ჩვენი ქვეცნობიერის რომანტიკაა, ჰეფი ენდი რომელიც მხოლოდ კინოებშია მაგრამ შესაძლებელია. სამოთხის არ გჯერა კაცო და დედამიწაზე გინდა სამოთხე? საინტერესოა
  10. სოციალური ნიშნავს საერთოს და არა 200 კაცს. სინამდვილეში ძალა ქალაქებს აქვთ და არა სოფლებს... ეგრე ჩვენც ვხვდებით იმას თუ რა არის ცუდი და რა კარგი მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ვართ გახლართულები. რაც არ უნდა მოხდეს ვიღაცა "ლიდერი" გამოჩნდება ცხვრებად გადაგვაქცევს და იმას გაგვაკეთებინებს რაც უნდა. სოციალური აზროვნების ერთ-ერთი მაგალითია პიროვნების განდიდება, გაღმერთება. რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის დამახასიათებელია. ვიღაცა მიშისტია ვიღაცა ბიძინისტი და აი ჩვენი სოც აზროვნებაც... ჩვენ გვინდა რომ ვიღცამ იბატონოს ჩვენზე... ხოდა ბატონობენ კიდეც. მაინც იქნება "ლოდერი", მაინც იქნება პროპაგანდა, მაინც იქნება ომები, სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების სტილი შეიცვლება... შეიძლება მდიდარი და ღარიბი აღარ იყოს მაგრამ ვიღაცას ვიღაცაზე გავლენა მაინც ექნება და ეს გავლენა ჩემთვის სიმდიდრის ტოლფასია.
  11. მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო თორე კი
  12. mama არც კომუნიზმი იყო განსხვავებული და არც სხვა სისტემა იქება განსხვავებული ... სანამ სოციალური აზროვნება არ შეიცვლება მანამდე ერთი სისულელის უამრავი გამოვლინება გაჩნდება. მიმდინარეობას მნიშვნელობა არ აქვს შედეგი ყველა სისტემისთვის დამახასიათებელი იქნება.
  13. ხოო... 7 წლის ვიყავი და მდინარეზე დავიჭირე კაი მოზრდილი წყლის ანკარა. სახელად "ბაში" დავარქვი... ხოდა სახლში დიდ 5 ლიტრიან ბანკაში მყავდა დამწყვდეული ხან ბაყაყები მიმყავდა ხან თევზებს ვიწერდი და ვაჭმევდი... ერთხელაც ბანკაში აღარ დამხვდა ბაში... ეტყობა დედაჩემმა გაუშვა რო ნახა.
  14. რო გავსხივოსნდები მერე გავიგებ
  15. :+: შენ აზრზე არ ხარ როგორ მიყვარს გველი რამდენიც დამიჭერია თან არასდროს აგრესია არ წამოსულა... გრძნობენ ჩემი ბიოლოგიური ძმები სიყვარულს
  16. რავქნა რეალისტი ვარ და მიყვარს რეალობით შოკში რო ვაგდებ ხალხს
  17. ეგ რაარის უფრო სასინელ ფაქტს გეტყვი... ადამიანი სტატისტიკურად ცხოვრების მანძილზე ძილში 8 ობობას ყლაპავს... როგორ იკითხავ და ჩვეულებრივად ღამე ამოგაცოცხდება და ჩაგიძვრება პირში შემთხვევით (განსაკუთრებით თუ პირდაღებულს გძინავს ) ხოდა ხახას რო შეეხება ყლაპვის რეფლექსი და ... ყლუპ...
  18. ერთხელ ღამე გამეხვიძა და ხელი გადაყოფილი მქონდა საწოლიდან, ხოდა მკლავი მეღუტუნებოდა, მთვარის შუქზე რო მივიტანე დავინახე თუ როგორ გრიალებდა ჩემ ხელზე ტარაკნების გუბაზ სანიკიძე.... მაგხელა ცხოვრებაში არ მინახია და მაინცდამაინც ხელზე მაჯდა... კაროჩე საწოლში ბრეიქდანსი წავიდა ნუ იტყვით
  19. ნუ რა ვქნა რო ვჭყლიტავ რამე მწერს ჟრუანტელი მივლის არ შემიძლია საწამლავს დავყრი, მარა ეგრევე ვერ მოვკლავ გასხივოსნება იგივე გაფრენად შეიძლება ჩავთვალოთ მარა უფრო უკეთესია ტაკ შტო მე გასხივოსნება ვამჯობინე გაფრენას. "გაფრენა" ჩვენ მიწიერ სამყაროში ცუდ ასოციაციასთან არის დაკავშირებული ასე რომ
  20. გეუბნებით რომ რჩეული ვარ და გავსხივოსნდები. თქვენ არ გჯერათ
×
×
  • შექმენი...