ზემოდან რას ფიქრობენ არ ვიცი მარა, ერთი ის ვიცი რომ რახან გავჩნდით ესეიგი სამყაროს რაღაც დანიშნულება აქვს. ბიბლიური შექმან დავივიწყოთ დროებით და ევოლუციას დავაკვირდეთ. ყველაფერი აბიოგენეზით დაიწყო, ანუ მოლეკულების და ნივთიერებების 3 მილიარდ წლიანი თამაშით და დასრულდა ადამიანის გაჩენით (ჯერჯერობით) მთელი ეს განვითარების პროცესი არის ჩვეულებრივი თვით განვითარებადი და ცვალებადი სისტემა უმარტივეს წესებზე დაფუძვნებული. თუ ესე უბრალოდ ფიზიკის კანონების თამაშით გავჩნდით ჩვენ ესეიგი განვითარება და წინსვლა არის ფუნდამენტი სიცოცხლის არსებობისა. ეხლა გადავხედოთ სიკეთეს. სიკეთე რა არის სხვა თუ არა განვითარება, შექმნა და წინსვლა. სიკეთე არის მოძრაობა, რომელიც წარმოადგენს ევოლუციის პირდაპირპროპორციულ შედეგს ანუ ისარი ევოლუციის მიმართულებით. რახან ეს ისარი ემთხვევა ბუნების მიერ შექმნილ სისტემას ესეიგი ის სწორია. ბოროტება კი პირიქით არის ნგრევა, ჩამოქვეითება და უკუსვლა, რაც შესაბამისად ევოლუციის უკუპროპორციულია, ანუ ისარი ევოლუციის მიმართულების საპირისპიროდ, ბუნების კანონის საწინააღმდეოდ. იმ გაგებით რასაც ჩვენ სიკეთეს და სიბოროტეს ვგულისხმობთ მე სხვანაირ ინტერპრეტაციას ვაძლევ. სიკეთე ეს არის აზრი, სიბრძნე რომელიც რის სწორი და სიბოროტე ეს არის სიგიჟე ე.ი უაზრობა. ნამდვილი ბოროტება ჩემი გაგებით არის გულგრილობა, მდგომარეობა როდესაც არ მოქმედებ, არ გაინტერესებს, არ ცდილობ, როდესაც არავინ არ გიყვარს და არავინ არ გძულს, არ გაინტერესებს და ვერ გრძნობ სხვების ტკივილს ან სიხარულს. მოაზროვნე არსება გრძნობების გარეშე არის ბოროტი საკუთარი ნატურით, მან შეიძლება კარგი აკეთოს მაგრამ ამას მხოლოდ ფორმალურად გააკეთებს, როგორც ჩვენთვის ტრადიცისდაცვა. რა არის ნამდვილი სიკეთე ეს ჯერ არ ვიცი ვერ ვხვდები, არ შემიძლია წარმოდგენა... ჯერჯერობით...