Jump to content
Planeta.Ge

Proessor

პლანეტელი
  • პოსტები

    2.691
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Proessor

  1. იყო დრო როცა ცოტათი მშურდა კიდეც მაგრამ ასეთი მე კარგა ხანია მოკვდა... არ დავდივარ კლუბებში და ბარებში მიუხედავად იმისა რომ სულ მეპატიჟებიან, კინოშიც იშვიათად დავდივარ. უბრალოდ არ შემიძლია ის ვაკეთო რაც დისკომფორტს მიქმნის. ხანდახან თუ საქეიფოდ წავალ ეგეც უბრალოდ ახლობლებთან ურთიერთობის გამო. მე იმით ვარ აღფრთოვანებული რა მონსტრიც გავხდი, სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია გონიერი იცი რითი განსხვავდება უგუნურისგან? მას შეუძლია თავი უგუნურად მოგვაჩვენოს, მაგრამ უგუნურს არ შეუძლია გონიერი იყოს...
  2. შენ უკვე შეცდი პატარავ და ნუ ცდილობ ეხლა რაღაცეებზე აპელირებას...
  3. ოხ შე ლოთუკა... დღეს რაღას იკლავ თავს... ძლივს გამოვედი მეც მდგომარეობიდან, მარა დღეს არ დავლევ მიუხედავად იმისა რომ სტუმრები დღესაც მეყოლება თავს შევიკავებ... ხვალ მძიმე სამუშაო მელის
  4. და შენ არ გიკითხია საკუთარი თავისთვის რატომ არიან ისინი ფანები და რაღაცაზე დამოკიდებულები? კითხვებშია პასუხები... იმიტომ რომ მათ არ ესმით მარტოობის და საკუთარი შესაძლებლობების, სურთ რომ სხვებს ბაძავდნენ, იყვნენ დამოკიდებულები რეალობაზე და უბრალოდ ცხოვრობდნენ მარტივად ზედმეტი თავისტკივილის გარეშე. მათ არ სურთ ზედმეტად დახარჯონ დრო იმისფიქრში თუ რა სურთ სინამდვილეში. ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, "რატომ უნდა დავხარჯო ჩემი დრო რაღაცეების მსჯელობაში და უაზრო ფანტაზიებში როცა შემიძლია, გავერთო, ვისიამოვნო და სხვებიც გავართო." პასუხი არ გამიცია მაგრამ გულში კი ვთქვი, რომ მას არ უნდა იცნობდეს საკუთარ თავს და ადგილს ამ სამყაროში. წაართვი ასეთ ადამიანს ის რაზეცაა დამოკიდებული და შენ მიიღებ საცოდაობას, ადამიანს რომელმაც არ იცის ვინ არის და რა უნდა. ასე იქმნებიან სუსტი ფსიქიკის, დეპრესიისკენ და ხანდახან სუიციდისკენ მიდრეკილი საზოგადოება, რომლებსიც ვერ ხვდებიან იმას რომ ტაშ ფანდურით ვერაფერს შექმნიან ვერც ვერაფერს დატოვებენ რაც წარსულში ვინმეს გამოადგება... თუნდაც ერთი ჩვეულებრივი ბრძნული რჩევა. მიხარია რომ თქვენ ეგეთები არ ხართ და უფრო დიდი იმედი მაქვს შეძლებთ იპოვოთ ინდივიდუალური პასუხები იმ კითხვებზე რაც თავებში გიტრიალებთ... ჩემო ვირტუალურო მეგობრებო
  5. თუ გინდა ჩემნაირი მონსტრი გახდე უფრო მეტი უნდა იფიქრო, საზღვრები არ უნდა ქონდეს აზროვნებას თუ გინდა წინ წახვიდე. რათქმაუნდა არსებობს, იმიტომ აზროვნებ რომ შემდეგ სამყაროში გადასასვლელად მოემზადო, და განვითარდე პატარავ. მშვენიალურია ზუსტად ის პასუხია რასაც მოველოდი
  6. ტახტი შენთვის შეინახე დედოფლობას რომ დააპირებ... მე ღვთაება ვარ და ზემოდან გაკონტროლებ ai amitomac gafaseb me
  7. mama შენ ნდამდვიალდ არ გამიცრუე იმედები, ყოჩაღ. მართლა სიამოვნება მნივიღე ამის კითხვით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად ვგავართ ადამიანები ერთმანეთს. ერთი კითხვა მაქვს... როდესაც თავი განსხვავებულად და მარტოსულად იგრძენი მაშინ თუ გაგჩენია ამდაგვარი შეგრძნება რომ საკუთარი თავის გარდა სინამდვილეში სხვასთან ყოფნა იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის როგორც ადრე იყო?
  8. belukabeluka კარგი ხარ კარგი... ცოტა მეტი რომ დაგეწერა უფრო გამიხარდებოდა მაგრამ არაუშავს ესეც წავა... ჩემთვის ესეც საკმარისია რომ მივხვდე რატომ ხარ ეგეთი და ფსიქონალაიზი ჩაგიტარო ცუნცულ...
  9. არაფერი განსაკუთრებული, ცოტაოდენი ლოგიკა და მეტი არაფერი belukabeluka ხედავ ცუნცულ... შენი მაგიები და ტაროები რკინის ლოგიკასთან და ინტუიციასთან ახლოს ვერ მოვა
  10. მიდით მიდით... დამანახეთ თქვენი სახეები დღეს კარგი დღე მაქვს...
  11. მე საკუთარი თავის მეფე ვარ, და სწორედ ეგ არის ის ადგილი სადაც ჩემი ადგილია სხვებზე მეფობა ზედმეტად მარტივია. მარტივი ლოგიკის ამბავია, საშუალო სიმაღლე გოგოსთვის ალბათ 165-175 სანტიმეტრი ჩავთვალოთ, რასაც ხშირად შეხვდებით, თვალის ფერიც არც თუ ისე მარტივი მისახვედრიაა, ღია ფერის თვალი შეიძლება იყოს მწვანე, ცისფერი, მოვარდისფრო, ფირუზისფერი, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ელენკას მეგრული სისხლი ექნება მაშინ ღია ფერის თვალების ქონა უკვე დიდ შანსს იძენს. თმები უბრალოდ ვერ გაარტყი შემთხვევით და ეგ არის. მე კი ვივარაუდებ რომ თმები მოკლედ ექნება შეჭრილი... ის სურათი რაც მას უყენია ამის საბაბს მაძლევს, ზოგადად გოგოები თვითშეყვარებული არსებები ხართ და ყველაფერში ეძებთ მსგავსებას, ელენკამაც დიდი ალბათობით ამ სურათში თავისი თავი დაინახა.
  12. რაო ცუნცულ გიკვირს? იმდენად მრავალფეროვანი ვარ შენ ჩემ დონემდე ვერასდროს მოხვალ რაც არუნდა ტიტანი გახდე
  13. მადლოებელი, მადლობელი მიდი შენც, როცა შეძლებ... მოგვიყევი რამე... მთელი ქრონოლოგია სავალდებულო არაა, შეგიძლია ძირითადი მოყვე რაც გულზე გკიდია, დამიჯერე მე დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, თან შენთვისაც კარგია, თუ რამე ტვირთი გაქვს ცოტატი მოიგეშვება.
  14. ვინ შეძლებთ ამის წაკითხვას? თუ შეძლებთ ვიზიარებ... თუ გადაწყვიტეთ მაშინ მოემზადეთ... იიი.... წავიდა... ჩემი ისტორიაც როგორც ყველა სხვა დანარჩენის, ბავშვობიდან იწყება, უფრო ზუსტად იმ მონაკვეთიდან რომლის გახსენებაც შეგიძლია, ეს მარტივი გასაგებია, იმის იქით არ არსებობ, საკუთარი თავისთვის. შეიძლება გიყვებოდნენ აი შენ ესეთი იყავი, ამას აკეთებდი, იმას შვებოდი, მაგრამ ეს ყველაფერი ლეგენდებს და ზღაპრებს გავს როდესაც შენ ვერ იხსენებ ამ ცხოვრების ნაწილს. ბავშვობა იდეალური იყო ჩემთვის და ამავდროულად რთულიც, ბოლო-ბოლო იმ წყეულ პერიოდში ვიზრდებოდი როცა ქვეყანა განადგურებული იყო. ფიცრებით გაკეთებული ავტომატებით ვთამაშობდით და 5 ლარიანი ბურთი ჩვენთვის აღმაფრენასთან ასოცირდებოდა. ამ პერიოდში ძალიან მგრძნობიარე ვიყავი, მტირალა, სუსტი, იმდენად სუსტი რომ ჩემი უმცროსი ძმაც კი მერეოდა, ალბათ იმიტომ რომ არასდროს არ ვიმეტებდი სხვებს, მაშინაც კი როცა იმსახურებდნენ რამეს... ბავშვობიდან ჰუმანური ვიყავი, მახსოვს ერთხელ ალბათ 6-7 წლის ვიქნებოდი სოფელში კნუტი ვიპოვე. იმდენად საყვარელი იყო რომ მოფერებისგან ვაწვალებდი, რაღაც მომენტში მივხვდი რომ კნუტი უბრალოდ დავახრჩვე... წავიყვანე და ჭასთან წყლით სავსე ქვაბში ჩავაყოფინე თავი. მანდ მივხვდი რომ კნუტი აღარ სუნთქავდა. აღარ ვიცოდი რა მექნა, რამდენიმე დღე ვტიროდი და თავი ეგეთი დამნაშავე არასდროს მიგრძვნია. ეს იყო ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ეპიზოდი. ამ ფაქტმა ჩემზე ალბათ იმოქმედა, რადგან ყოველთვის როდესაც მკვდარ ან მომაკვდავ არსებას ვუყურებდი სულ ის გრძობა მეუფლებოდა. რამდენიმე წლის მერე ისევ სოფელში შევესწარი ხბოს დაკვლას. ეს იყო საშინელება რომელიც დღემდე კოშმარად მახსოვს. ალბათ თუ ადამიანები შემძულდა ეს სწორედ მაგ მომენტში ვიგრძენი. ამ პატარა მონაკვეთებმა კიდევ უფრო ჰუმანური გამხადა, დარწმუნებული ვარ რომ გარდამტეხი ჩემი ამდაგვარი ცვლილებისა სწორედ ეს მოვლენები გახდა. მთელი ჩემი მომავალი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არ გამიმეტებია არავინ მაშინაც კი როცა აფსოლიტურად დაუცველი ვიყავი. უბრალოდ არ შემიძლია მთელი ჩემი ძალით ვინმეს ან რამეს დავარტყა. შეიძლება იმიტომ რომ თავი მონსტრად და ავადმყოფად არ ვიგრძნო როგორც მაშინ ის კნუტი შემომაკვდა, ან ისევ დავინახო ტკივილი სხვებში როგორც იმ ხბოს თვალებში. ამასობაში ნელ-ნელა ვიზრდებოდი. სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი, დიდად არ გამოვირჩეოდი. ხუთოსანი არასდროს ვიყავი მაგრამ არც ოროსანი ვყოფილვარ, კლასელებს ვუყვარდი და მეც მიყვარდა ისინი. სკოლაში ალბათ ერთგულება ვისწავლე. ერთი ძმაკაცი მყავდა კლასში რომელთანაც ყველაზე ხშირად მქონდა კონტაქტი, მასაც ვუყვარდი. რომელ საკლასო ოთახშიც არ უნდა ვყოფილიყავით ვიცოდით რომ ჩვენ გვერდიგვერდ უნდა ვმჯდარიყავით. ერთი კლასელი გვყავდა ფიზიკურად ძლიერი თანაც ცოტა ქუჩური მენტალიტეტის ბიჭი... პატივისცემით ვეპყრობოდით ერთმანეთს და დღემდე არ შემიცვლია შეხედულება მის მიმართ. ამ ჩემს უახლოეს ძმაკაცს და ამ ძლიერ ბიჭს შორის ერთხელ უთანხმოება მოხდა, ჩემი ძმაკაცი ასე ვთქვათ ქუჩურად ჩაჭრა (სისულელეების გამო) და ყველა ვინც მასთან ძმაკაცობდა დაშორდა, ბიჭები გამიგებენ, მოკლედ დობრად დაშორდნენ , ერთი ადამიანის გარდა. ეს ადამიანი მე ვიყავი რაც ყველამ იცოდა. ზოგი ჩუმად ეძმაკაცებოდა ისე რომ სხვებს არ გაეგოთ მაგრამ მე ყველას განვუცხადე რომ ის ჩემი ძმაკაცია. იმ ძლიერ ბიჭს არაფერი უთქვია, ეტყობა გამიგო რაღაც მომენტში... გავიდა წლები, ცოტა წამოვიზარდეთ, ერთხელაც მე და ჩემ ერთ კლასელს შორის უთანხმოება მოხდა, პატარა ჩხუბის ვარიანტი იყო, მერე საქმის გარჩევები. ამ ბიჭთან ვისთანაც ჩხუბი მომივიდა ვძმაკაცობდით მეც და ის ჩემი მეგობარიც რომელსაც მე არ დავშორდი ადრე. მოკლედ მოხდა ისე რომ იმან ვინც მე არ მივატოვე და ვინც მეგონა რომ ჩემი სამუდამო მეგობარი იქნებოდა, უბრალოდ ის ბიჭი არჩია და განმიცხადა "გშორდები". ეს იყო კიდევ ერთი დარტყმა რაც მძიმედ მახსენდება. სხვა ალბათ ჩემ ადგილზე ცხვირ-პირს დაულეწავდა, მაგრამ მე უბრალოდ ჩამოვიშალე... მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა ღალატი. გადიოდა წლები, მოახლოვდა ეს წყეული გარდატეხის ასაკიც. გარდატეხის ასაკი მართლაც გარდამტეხის მომტანი აღმოჩდა ჩემი, რომელიც მთელი თავისი შეუპოვრობით დამატყდა თავს. ამ პერიოდამდე მე ძალიან კონტაქტური ვიყავი, განსაკუთრებით გოგოებთან. მათთან უფრო ადვილად ვპოულობდი ენას და მათაც უყვარდათ ჩემთან ერთად ყოფნა. გარდატეხის ასაკმა კი ყველაფერი დაანგრია. ყველაფერი უბრალო ფიზიოლოგიური ცვლილებას მოყვა, სახეზე ნელ-ნელა გამონაყარი გამიჩნდა, ჯერ შუბლზე, მერე მთელ სახეზე. ვითომ არაფერი, ვერ ვამჩნევდი რომ გარშემომყოფებს შეეცვლათ ჩემდამი განწყობა, მაგრამ პრობლემა ჩემს თავში ჩასახლდა მხოლოდ და მხოლოდ. თავს მახინჯად ვთვლიდი რაღაც დონეზე, მეგონა რომ სხვებს არ სიამოვნებდათ ჩემთან ურთიერთობა, გოგოებზე და შეყვარებულზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ის კონტაქტური ბიჭი რომელსაც იცნობდნენ უბრალოდ ნელ-ნელა დნებოდა და ქრებოდა, გოგოებს უკვე თვალებშიც ვერ ვუყურებდი საუბრის დროს, ვმორცხვობდი და ვცდილობდი მალევე ამერიდებინა თავი მათგან. ერთი სიტყვით არასრულფასოვნების კომპლექსი ვითარდებოდა ჩემში. დროთა განმავლობაში შევეგუე ამ მდგომარეობას, ვცდილობდი მოვრგებულიყავი სხვებს და ეს ასე თუ ისე გამომდიოდა, ცოტ-ცოტა. ძმაკაცებთან ერთად ხან რა სისულელეს ვაკეთებდით, ხან რას. გულით არასდროს მინდოდა ცუდი მეკეთებინა უბრალოდ არ მინდოდა რომ სხვანაირი ვყოფილიყავი. ცოტატი სულელი კი ვიყავი მაგრამ ეს ალბათ აუცილებელიც იყო რომ საბოლოოდ არ გავნადგურებულიყავი. ჩხუბები, ქურდობა, ქუჩური გარჩევები და სხვა ათასი მაიმუნობა რაც კი შეიძლება მეკეთებინა ვაკეთებდი, სიგარეტის მოწევაც ქუჩამ დამაწყებინა, მაღაზიებში დავდიოდით და ვიპარავდით რაღაცეეებს. ბოლოს ისე გავთავხედდით რომ ვიღაცას კოკაკოლა რომ მოუნდებოდა ვდგებოდი, მაღაზიაში მივდიოდი და პირდაპირ მაცივრიდან ვიღებდი რაც მინდოდა და მომქონდა თითქოს იმ მაღაზიის მეპატრონე ვიყავი , საღამოს ქუჩაში დაყენებულ მანქანებს მარკებს ვაცლიდით და ვყიდდით, სკოლის ბუფეტიც კი გვაქვს გაძარცვული ღამე. მშენებლობიდან არმატურებს ვიპარავდით და ვაბარებდით. ერთხელ სამალავი ვნახეთ სადაც არამტურები ელაგა, ეტყობა ვიღაცამ მოიპარა და იქ დამალა რომ მერე ნელ ნელა გაეზიდა. ჩვენ კი მოპარულ არმატურებს ვიპარავდით. ხოო... ქუჩაში თავხედობა, რისკი და თავისუფლება ვისწავლე. ცუდად ვიქცეოდი მაგრამ კარგი დრო იყო. მაშინ არ იყო კომპიუტერები, მარტო ფეხბურთის თამაში შეგვეძლო ან მაიმუნობა. ეს უბრალოდ გასართობი იყო და მეტი არაფერი, ცუდი განზრახვები არ მქონდა უბრალოდ სულელი ვიყავი და მეტი არაფერი. ამავე პერიოდში შველას ღმერთში ვეძებდი, ვიყავი ძალიან მორწმუნე, ყოველ დილას და საღამოს ლოცვებს ვკითხულობდი, დავდიოდი ეკლესიაში და სტიქაროსნობასაც კი ვუმიზნებდი ეს რწმენაც ალბათ საკუთარი არასრულფასოვნების შესანიღბად მწირდებოდა... ვინ იცის... ამ ყველაფერთან ერთად ცნობისმოყვარე გავხდი, ალბათ იმიტომ რომ ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში და ამ ცნობისმოყვარეობამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს მომავალ ჩამოყალიბებაში. სკოლის დამთავრების ჟამს აბიტურიენტი ვიყავი, სულ ვსწავლობდი და ვემზადებოდი უნივერსიტეტისთვის. ბოლოს რაც მინდოდა ის მივიღე, ჩავაბარე იქ სადაც მინდოდა და ალბათ ეს იყო პატარა სტიმული იმისა რომ საკუთარ ძალებს ოპტიმისტურად თუ არა რეალისტურად მაინც მივდგომოდი. მაინტერესებდა ყველაფერი; ბუნება, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, კოსმოსი და ცოტა მისტიკაც. საკუთარ თავთან უფრო მეტ დროს ვატარებდი ვიდრე სხვებთან. ყველაფერზე ვფიქრობდი, ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე, ღმერთზე... ნელ-ნელა ტვინი განვითარდა ალბათ, კითხვები უფრო მეტი მიჩნდებოდა ვიდრე პასუხებს ვპოულობდი, ამან ჩემი აზროვნება ფილოსოფიურისკენ და აბსტრაქტულისკენ დაძრა, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მით უფრო ვავარჯიშებდი გონებას. რაღაც მომენტში მივხვდი რომ ის ღმერთი რომელიც რელიგიის სახეა უბრალოდ ფანტაზიაა და მეტი არაფერი, რადგან ის ხელს მიშლიდა აზროვნებაში, არ მაძლევდა უფლებას რომ თავისუფლად მეფიქრა სიღრმეებზე. ხოდა ბოლოს მან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ჩემი აზროვნება და პრინციპები მასზე ძლიერი აღმოჩნდა. შემეცვალა ეგზისტენციალური შეხედულებები და შევქმენი ჩემებური გაგება როგორც ღმერთისა ისე ცხოვრებისა. ბოლო 6 წელი ჩემი საბოლოო ჩამოყალიბების და შეცვლის ეტაპი აღმოჩნდა, უნივერსიტეტში ცოტა უფრო კონტაქტური გავხდი... ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ძირითადად გოგოები სწავლობენ. ჩემ კურსზე 70-80% გოგო იყო და შესაბამისად მინდოდა ეს თუ არა მიწევდა მათთან ურთიერთობა. ნელ-ნელა გამონაყრის ადგილზე წვერი გახშირდა, სახე დამიწყნარდა და სულიც ნელ-ნელა დაწყნარდა, კონტაქტი აღარ მიჭირდა ადამიანებთან, მაგრამ ის ძველი კომპლექსები მაინც არ გამქრალა, რაღაც მომენტში მგონია რომ გაქვავდნენ და პრინციპებად გადაიქცნენ. ხო ალბათ ესეა რადგან აღარ მიძნელდება სხვებთან ურთიერთობა, უბრალოდ არ მინდა ბევრი ლაპარაკი, მითუმეტეს ზედაპირულ და უმნიშვნელო საკითხებზე, სხვისგან თუ არ დავინახე რომ მზად არის ჩემთან ურთიერთობისთვის მე ხმას არ გავცემ მას, არც მივაქცევ ყურადღებას... ცუდია თუ კარგია არ ვიცი, არც მაინტერესებს მე კმაყოფილი ვარ იმით რაც ვარ და არც ვეცდები რომ შევიცვალო. საკუთარი თავი აღმოჩნდა ჩემი უდიდესი მეგობარი და გადამრჩენელი. მარტოობა ჩემი კოზირი აღმოჩნდა და ძალიან მიკვირს და მეცოდებიან ის ადამიანები რომლებსაც მარტოობა აშინებთ. ასეთ ადამიანებს უბრალოდ არ სურთ დაინახონ საკუთარი თავი სინამდვილეში, ჩახედონ იმ სიცარიელეს რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ. ხალხმრავლობა არ მიყვარს, ვცდილობ ნაკლებად გამოვირჩეოდე და ნაკლებად მაკვირდებოდნენ, ესეც იმის შედეგი უნდა იყოს რომ საკუთარი მარტოსულობა ვაღიარე და სწორედ თავს მაშინ ვგრძნობ ძლიერად როცა მარტო ვარ. ერთადერთი რაც მიყვარს საზოგადოებაში ეს არის მათი დაკვირვება. შორიდან ვუყურებ სხვებს მათ ურთიერთობებს ჩაურევლად. სხვა ადამიანებზე დაკვირვებით ვისწავლე და ვავლობ იმას თუ რას წარმოადგენენ, როგორები არიან, რაღაც დონეზე ვისწავლე ხალხის ამოკითხვა მათ ქცევებში, ინტერესებში და თუნდაც საუბრის სტილში. სწორედ ამიტომ ჩემი მოტყუება არც თუ ისე მარტივია. ხშირად არ ვიმჩნევ იმას რომ გამაბრიყვეს, არ ავყვები სისულელეებ, მე ის უფრო მანიჭებს სიამოვნებას რომ ვიღაცას სულელი ვგონივარ და სინამდვილეში მე ყველაფერი ვიცი, ვიდრე ის რომ ვამხილო, შევარცხვინო და დავამცირო. ამას თუ გავაკეთებ ალბათ მასზე უფრო სულელი აღმოვჩნდები. მე კი არ მინდა რომ სხვებს ვგავდე, წარმოვაჩინო საკუთარი თავი რაღაცად, როგორც პატარა ბავშვი რომელიც ცდილობს ჯიუტად ყურადღების მიქცევას როდესაც მას არ ეთამაშებიან. ზოგადად ცხოვრებაში ალბათ უსუსურის და პესიმისტის შთაბეჭდილებას ვტოვებ და არც მაქცევენ ყურადღებას, რაღაც პონტში არაფრად არ მაგდებენ და სწორედ ეს აღმაგზნებს და მინდა რომ ესეც იყოს, ეს არის ჩემი მიზანი რომ სხვებმა ვერ დამინახონ, არ იცოდნენ მე ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, სამაგიეროდ მე ვიცოდე ვინც არიან და რა შეუძლიათ ან არ შეუძლიათ. ეს დიდი კოზირია და არასდროს არ გამოვიყენებ ამ კოზირს თუ ამის საჭიროება არ იქნება. ჩუმ ჩუმად კი, ისე რომ სხვები არ ამჩნევდნენ ამას წინ მიიწევ. ყოველთვის იმას ვიღებ რაც მინდა, ყველაფერი დაგეგმილი ამქვს წინასწარ, მაშინაც კი როცა ვიტყუები ყველაფერს ისე ვაკეთებ რომ გამოთქმა "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" ჩემთან მიმართებაში უსარგებლო იყოს, პატარა დეტალსაც კი ვითვალისწინებ რომ ხელჩასაჭიდი არაფერი იყოს... გინდ დაიჯეთ გინდ არა მაგრამ ყველა ჩემი დაგეგმილი ტყუილი იდეალურია და დღემდე ვერავინ მიმხვდარა და ჯობია ვერც მიხვდნენ. ამიტომ ყველას გულახდილი და უცოდველი კრავი ვგონონივარ, ცუდი რეპუტაცია არსად არ მაქვს, შეიძლება ვიღაცას ვძულვარ მაგრამ იმის საბაბს ვერ ეღირსება რომ დაასაბუთოს საკუთარი სიძულვილი. თუ სადმე უთანხმოება ხდება ვინც მიცნობს იციან რომ მე ნეიტრალური ვარ და ამიტოამც ხშირად მოდიან ჩემთან რჩევის მისაღებად ან გულის გადასაშლელად. ეს ნიკი რაც მქვია ოჯახში შემარქვეს პირველად, ჯიბრიანობის გამო, რადგან ყოველთვის მაინც იმას ვაკეთებ რაც მინდა და პასუხიც ყოველთვის მზად მაქვს საქციელის დასასაბუთებლად. ამ ყველაფრიდან გამომდინარე სტაბილური ვარ, ადამიანებს ნაკლებად ვენდობი რადგან იყო კიდევ ჩემ ცხოვრებაში ბნელი მონაკვეთები რამაც ჩემი ნდობის კოეფიციენტი შეამცირა. საშინლად ერთგული ვარ, პრინციპულად ერთგული, მაგრამ ჩემი ერთგულების მოპოვება არის ოქროს მედალის ტოლფასი, ამიტომაც მხოლოდ 4 ძმაკაცი მყავს ვისაც მართლა ძმაკაცად ვთვლი და დღემდე მე მათში პატარა შეცდომაც კი არ დამინახია, პრინციპში ამიტომაც არიან ჩემი ძმაკაცები. რაზეც არ მილაპარაკია ეს არის ჩემი ოჯახი... ეს ალბათ ყველა მიხვდება რომ ცალკე თემაა და უფრო მეტი დრო დაჭირდება ახსნა განამრტებებს. მოკლედ ვიტყვი რომ დედაჩემი გმირია. 2 წლის ვიყავი როცა მამა მოკლეს და ფაქტიურად დედაჩემმა მთელი თავისი ახალგაზრდობა მე და ჩემ ძმას შემოგვწირა, მოგვცა მომავალი, განათლება და გზა. დედაჩემის ძმამ, ანუ ბიძაჩემმა ფაქტიურად მამობა გამიწია, ოჯახში კაცის მოვალეობა შეასრულა. დედაჩემზე 15 წლით უფროსია და ძალიან გამოცდილი ქალაქელი კაცია, მან კაცური მოქცევა და მორალები მასწავლა. ჩემი უმცროსი ძმა კი განსაკუთრებულია, ჩემი აფსოლიტური ანტაგონისტი როგორც გარეგნულად ასევე შინაგანად, ამის გამო სანამ ცოლს მოიყვანდა თითქმის ყოველ დღე ჩხუბი და კამათი გვქონდა, ვერ ვიხსენებ დღეს როცა არ გვიჩხუბია, ხანდახან მუშტებითაც და სხვადასხვა ნივთებითაც . მაგრამ ამით მე ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი, ალბათ ვისწავლე ტაქტი და ის თუ როგორ არ უნდა მიდგომოდი ადამიანებს რომ მათთან უთანხმოება არ მომსვლოდა. ეხლა კი ვიტყვი თუ როგორი არ მინდა რომ ვიყო... ვერ ვიტან ეგოიზმს, ყველაფერს რაც ეგოიზმის გამოვლინებაა ჩემი მტერია, ყველაფერი რაც მატერიალისტურია ჩემგან აღიარებას არ მიიღებს. სტანდარტულობა, ერთფეროვნება, ზედაპირულობა, მიმბაძველობა, ყველაფერი ეს უნიჭობა და აზროვნების ე.ი საკუთარი თავის დაკნინებაა. მეცინება ოპტიმიზმზე და არ მესმის პესიმიზმის. მე ვარ ბექა დავითის ძე ******** 24 წლის, დაბადებული და გაზრდილი თბილისში. რა ვარ მე... მე ვარ იდეალისტი მონსტრი, რომელიც ყალიბდება დედა აფეთქებულ სამყაროში, სულელ საზოგადოებასა და უსასრულო სიგიჟეში. შეიძლება მეთვითონ მინდა სიგიჟე გავხდე ჩორტ ევო ზნაეტ. | | | | შეძლებთ ამას? :titebi:
  15. კარგი ოღონდ ცოტა ვრცელი იქნება... ლოდინი მოგიწევს... მაშ ასე ვიწყებთ.
  16. ძალიან კარგი გულახდილობისთვის მაგრამ შეგიძლია მოგვიყვე რატომ გახდი ეგეთი? ხომ შეიძლება სხვანაირი ყოფილიყავი, სხვა გზით წასულიყავი. რამ იმოქმედა ან რა გადაგხდა ცხოვრებაში რამაც ეგეთი გაგხადა... შეიძლება ცოტა ვრცლად გამოგივიდეს მაგრამ მე აღფრთოვანებული დავრჩები და დამიჯერე ბევრიც... უფრო მეტ გულახდილობას შეძლებ? თუ ვერ ხვდები მე რა მინდა მაშინ დავიწყებ და მიხვდები რაც მინდა
  17. კარგი ანარქისტო... მეც შევიტან წვლილს, ოღონდ ერთი პირობით. ყველაფერი სერიოზული უნდა იყოს, მომბეზრდა ბანალური და სტანდარტული ყოფიერება. დაგვანახე შენი ბნელი და ნათელი ოთახის რაღაც ნაწილი, შენი ცხოვრების საინტერესო და შეიძლება უინტერესო ფრაგმენტებიც რაც გვაიძულებს რომ სხვანაირად შემოგხედოთ. ხომ იცი მძიმე აზროვნების კაცი ვარ და თუ გინდა დავინტერესდე შენც უნდა დამძიმდე ცოტათი... ფსიქოანალიზი ჩაუტარე საკუთარ თავს და საკუთარ წარსულს ვინ ხარ არ მაინტერესებს, მოგვიყევი რა ხარ... შენ დაიწყე შემდეგი მე ვიქნები.
  18. ხო ჩვენ ვაფშე ცალკე ვიყავით ხოლმე პეროვსკაიაზე. ეხლა რომელ კურსზე ხარ 3 თუ 4 ?
  19. ხო მარა მე რაღა დავწერო იმდენი დეტალი იცით უკვე
  20. ოო ძალიან კარგი... ჯანდაცვაზე ბევრს არ ვიცნობ თან ვისაც ვიცნობდი ჩემი პაკალენიის ხალხია... შენ ინფოში როგორც ვნახე 22 წლის ხარ, შენ კურსზე არავის არ ვიცნობ. მე ფარმაცევტული დავამთავრე. ეხლა უკვე მაგისტრატურასაც ვამთავრებ ზაფხულში.
  21. არაუშავს ბევრი ვერ ხვდება
  22. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ)
  23. ვაა კოლეგა ყოფილხარ დაახლოებით რა ფაკულტეტზე სწავლობ? დაჯექი ათიანი დღეს
  24. დიახ დიახ ეს ერთგვარი რიტუალია ჩვენსა წრეში შესასვლელად
×
×
  • შექმენი...